 | ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 იანვარი, 2011 |
ვინ იცის, დროა, გამოვაღოთ ჩვენი სულის დაგმანული ლუსკუმები და პეპლებივით დატყვევებულ ანგელოსებს ამოვაცალოთ ქინძისთავები მტკივან ფრთებიდან. ავუშვათ მაღლა თეთრ ალმებად, რომ იქნებ მივხვდეთ, რატომ მოდის გარდაცვლილი ჩიტების წვიმა, რატომ თოვს ფერფლად, ან მკვდარ თევზებს რად გვიბრუნებენ ზღვები ტალღებად...
ხომ გვქონდა მინის ფერადი ბურთი, კეთილმა ხელმა შიგ სამყარო რომ ჩაატია: წინ შემოყრილი ციდა პეპლის წითელი მხარი, აქაფებული ალუბლები (თუნდაც საკურა), დაკემსილი ყვითლად ფოთლები, ან ხეებზე გამჭვირვალე ლოლუების მყიფე საყურე...
ჩვენ, ჯიუტებმა, ამ ფერად ბურთს ხელი გავუშვით და ძირდამდნარ აისბერგებს გადავამსხვრიეთ.
... დიდი ხანია, მრუმე ღამეში გზა აებნა პატარა დათვის თანავარსკვლავედს და დიდ დათვს - დედას, სევდიანი ბურდღუნით ეძებს.
ხომ არის დრო, რომ აპოვნინონ ანგელოსებმა, ჩვენი სულიდან პატიების თეთრ ალმებად აშვებულებმა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ამ შინაარსის ლექსები ცოტაა... ძალიან მომეწონა! ამ შინაარსის ლექსები ცოტაა... ძალიან მომეწონა!
16. ჩამოვუარე შენ ლექსებს ... და ვტკბები :) ჩამოვუარე შენ ლექსებს ... და ვტკბები :)
15. ძალიან საინტერესო, მრავალმნიშვნელოვანი ლექსია! ძალიან საინტერესო, მრავალმნიშვნელოვანი ლექსია!
13. მომწონს შენი აზრები. მომწონს შენი აზრები.
12. მე მაინც ვუწერ ქულებს. +5 მე მაინც ვუწერ ქულებს. +5
11. მომეწონა, გარედან წავიკითხე წეღან. მომეწონა, გარედან წავიკითხე წეღან.
10. მადლობა, ჩემო კარგო ადამიანებო:)
მადლობა, ჩემო კარგო ადამიანებო:)
8. და რატომ არ ფასდება?! ტყუილად მივადექი ქულის დასაწერად... და რატომ არ ფასდება?! ტყუილად მივადექი ქულის დასაწერად...
7. ვერაფერი გამოვყავი...ძალიან კარგია, ძალიან!.. ვერაფერი გამოვყავი...ძალიან კარგია, ძალიან!..
6. მე-2-ს დასტური! მე-2-ს დასტური!
5. ოთო გეყოფა რა ოთო გეყოფა რა
4. იმდენად შევეჩვიე შენს საბავშვოებს :) ეს შენთვის მეუცხოვა :) არადა ძალიან კარგია!!! ემოციით სავსე! :-* 555! იმდენად შევეჩვიე შენს საბავშვოებს :) ეს შენთვის მეუცხოვა :) არადა ძალიან კარგია!!! ემოციით სავსე! :-* 555!
3. ააა ფინალი იყო კვდომა...
ანუ არ მომეწონა.. : )
ესეც მორიდებით დავწერე ადმინულუგიავ: )
ოტტო ააა ფინალი იყო კვდომა...
ანუ არ მომეწონა.. : )
ესეც მორიდებით დავწერე ადმინულუგიავ: )
ოტტო
2. როგორ მიყვარს, როცა ადამიანმა ზუსტად იცის რას წერს, რატომ წერს და ამ ყველაფერში მისი სულიერი სამყარო ჩანს... და კონკრეტულად თქვენში კი ის მომწონს, რომ სულ არ მჭირდება პირადად გიცნობდეთ ან ახლოს ან პმ-ებით იმისთვის რომ თქვენი ადამიანობა დავინახო...
როცა ნაწერი ავტორს სათანადო დონეზე წარმოაჩენს ამაზე მაგარი არ მგონია იყოს რამე ადამიანისთვის, რომელიც წერს... როგორ მიყვარს, როცა ადამიანმა ზუსტად იცის რას წერს, რატომ წერს და ამ ყველაფერში მისი სულიერი სამყარო ჩანს... და კონკრეტულად თქვენში კი ის მომწონს, რომ სულ არ მჭირდება პირადად გიცნობდეთ ან ახლოს ან პმ-ებით იმისთვის რომ თქვენი ადამიანობა დავინახო...
როცა ნაწერი ავტორს სათანადო დონეზე წარმოაჩენს ამაზე მაგარი არ მგონია იყოს რამე ადამიანისთვის, რომელიც წერს...
1. ... დიდი ხანია, მრუმე ღამეში გზა აებნა პატარა დათვის თანავარსკვლავედს და დიდ დათვს - დედას, სევდიანი ბურდღუნით ეძებს.
ხომ არის დრო, რომ აპოვნინონ ანგელოსებმა, ჩვენი სულიდან პატიების თეთრ ალმებად აშვებულებმა...
აუუუ, შენია, ლელა, ეს ლექსი? იქაც როგორ მომეწონა! გაიხარე!
... დიდი ხანია, მრუმე ღამეში გზა აებნა პატარა დათვის თანავარსკვლავედს და დიდ დათვს - დედას, სევდიანი ბურდღუნით ეძებს.
ხომ არის დრო, რომ აპოვნინონ ანგელოსებმა, ჩვენი სულიდან პატიების თეთრ ალმებად აშვებულებმა...
აუუუ, შენია, ლელა, ეს ლექსი? იქაც როგორ მომეწონა! გაიხარე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|