ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

=ჰომოსაპიესოკრატია =

შორიდან...
შორიდან...
მოვყვებოდი დღევანდელობის დიად ნაგლეჯებს-
მოვედი აქამდე.
გამარჯობათ,
მე ადამიანი ვარ.
თბილისი მიყვარდა,
უთბილისობაც...
თურმე სადარბაზოც,
რომელიც არც ვიცოდი.
მოვედი!
გამარჯობათ,
მე ადამიანი ვარ.
ვიგლეჯდი ვენებს,
შემიხორცდა.
მე ეხლა გავხდი ნარკომანი-
გამარჯობათ,
მე ადამიანი ვარ.
შორიდან,
ახლოდან
გიყურებდით,
მერე მოგბაძეთ-
გამარჯობათ,
მე ადამიანი ვარ...
ლუდით ვთვრებოდი,
ხანდახან არყით,
ხან უარყობით
იმიტომ,რომ
მე ადამიანი ვარ-
გამარჯობათ...
ნახვამდის,
მე ისევ ადამიანი ვარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები