1. მამა და ავტობუსი
მამაჩემი მოსკოვში იყო მივლინებით. ავტობუსით მოუწია მგზავრობა. უკანა კარიდან ვერ ავიდა და წინა კარიდან მოუწია ასვლა. იქ ხომ ყველა ყველას "მამიდაა"? ჰოდა, დაიწყო ვიღაც ქალმა ტვინის ბურღვა, - "წინა კარიდან ჩადიან და შენ რატომ ამოხვედიო". ეს თქვა ერთხელ, მეორედ, მეათედ... მამაჩემმა ითმინა, ითმინა და... - НЕ С-ТРАК-УЙ, ГРАЖДАНОЧКА-ო, - უთხრა. (იმედია, მიხვდით მნიშვნელობას... :) ) - Я СТРАКУЮ, ДА? ВСЁ РАВНО БУДУ СТРАКАВАТЬ!... - უპასუხა ქალმა ამაყად და ნიშნისმოგებით.
2. ქალი - ტუბი
მოსკოვში ვარ... N ავტობუსში (იმ ნომრის ბოლო გაჩერებასთან ვცხოვრობდი) - სიხალვათე იყო და ფანჯრის მხარეს დავჯექი. მალე შეივსო ავტობუსი. ერთი ძალიან კარგად ჩაცმული ქალი ამოვიდა და შუა ავტობუსში გაჩერდა, რადგან ცარიელი სკამი ვერ ნახა. მალე ავტობუსში იმდენი ხალხი ამოვიდა, რომ ტევა აღარ იყო. ამ ჩვენს ქალბატონს ორივე მხრიდან მიაწვა ხალხის ნაკადი. ამ ქალმა ითმინა, ითმინა და... უცებ გვესმის მისი ამოკივლება: - Товарищи, я не тюбик!
3. ცხვირი
მე ხომ მხოლოდ ერთი ნომრის ავტობუსით არ მიწევდა მგზავრობა? სხვა ავტობუსები საკმაოდ "ხალხსავსე" დადიოდა ჩვენს ქუჩაზე. ჰოდა, ერთ-ერთ ასეთ ავტობუსში ავედი. ამას ასვლაც არ ჰქვია, - ცალი ფეხის დასადგმელი ადგილი რომ ვიპოვე და მეორე ფეხი წეროსავით ავიკეცე, მივხვდი, რომ გადასავარდნად ვიყავი განწირული. ამიტომ სხვებიც შევაწუხე, მაგრამ პირით კარისკენ მივბრუნდი და საკუთარ ხელებს ვანდე ჩემი დარჩენილი სიცოცხლე, - კარის თავზე 2-3 თითის მისაბჯენი ადგილი ვიპოვე და მივეყრდენი. ანუ, ვდაგავარ ცალ ფეხზე, კარისკენ გადაღრეცილი და კარის თავზე ცალიხელისსამთითმიბჯენილი, რადგან მეორე ხელით საკუთარი ჩანთა მაქვს ჩაბღუჯული. ამ ავტობუსში თუ კიდევ ვინმე ამოვიდოდა, სიზმარშიც კი ვერ დავიჯერებდი და... თქვენ წარმოიდგინეთ, - ამოვიდა! დაბალი, გამხდარი მამაკაცია, უსაშველოდ გრძელი ცხვირით. იმდენად პატარა და ჩია იყო, მისი დასადგმელი ადგილი მოინახა, მაგრამ... ცხვირი აფუჭებდა საქმეს, - ვერსად წაიღო, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იპოვა და... კუჭის თავში შემარჭო. ნუ იცინით... კინაღამ უსისხლო ოპერაცია გამიკეთა კუჭზე. მეტკინა უსაშველოდ! ასეთი ტკივილის გაძლება ჩემს ძალებს აღემატებოდა და ამიტომ ძალიან მორიდებით ვთხოვე: - ჩემი კუჭის პერფორირების თავიდან ასაცილებლად, იქნებ თავი ოდნავ უკან გასწიოთ-მეთქი? კოდალა რომ გასწევს თავს უკან, ისე გასწია თავი, ერთი კი შემომიღრინა: - რას ამბობ, ისედაც ძლივს ვსუნთქავო, - და.. ისევ მთელი ძალით დააბრუნა ცხვირი საწყის პოზიციაზე. ........... თვალი რომ გავახილე, ავტობუსიდან ჩამოყვანილი ვიყავი და სამი ქალი მასულიერებდა.
თუ დაგაინტერესებთ, მერე მოვყვები დანარჩენს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. :))))))))) :)))))))))
36. საოცარი იუმორის დემონსტრირებაა ეს ნაწარმოები <3
კარგით რა, კარგით რა.. იუმორისტული არა კვახი. საოცარი იუმორის დემონსტრირებაა ეს ნაწარმოები <3
კარგით რა, კარგით რა.. იუმორისტული არა კვახი.
34. ცხვირი აფუჭებდა საქმეს, - ვერსად წაიღო, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იპოვა და... კუჭის თავში შემარჭო. ნუ იცინით... კინაღამ უსისხლო ოპერაცია გამიკეთა კუჭზე.
=)) =)) 5555555 ცხვირი აფუჭებდა საქმეს, - ვერსად წაიღო, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იპოვა და... კუჭის თავში შემარჭო. ნუ იცინით... კინაღამ უსისხლო ოპერაცია გამიკეთა კუჭზე.
=)) =)) 5555555
33. ისე, ის კაცი თავისით კი არ ამოვიდა, ისე მოაწვნენ, რომ "ამოიტანეს და დადგეს" ავტობუსის კიბეზე... :D ისე, ის კაცი თავისით კი არ ამოვიდა, ისე მოაწვნენ, რომ "ამოიტანეს და დადგეს" ავტობუსის კიბეზე... :D
32. ცოტა იუმორით წაიკითხე, ... :)) "მისი დასადგომი" უნდა ეწეროს, მაგრამ... გასაცინად - "დასადგმელი" ჩავწერე... თუ ყურს ხვდება ცუდად, - შევცვლი, არც ესაა პრობლემა! :))) ცოტა იუმორით წაიკითხე, ... :)) "მისი დასადგომი" უნდა ეწეროს, მაგრამ... გასაცინად - "დასადგმელი" ჩავწერე... თუ ყურს ხვდება ცუდად, - შევცვლი, არც ესაა პრობლემა! :)))
31. თარგმანზე მადლობა, აქ მხოლოდ კითხვა მაქვს: ის კაცი, ამოიტანეს და დადგეს, თუ თავისით ამოვიდა და მისი დასადგომი ადგილი მოინახა? თარგმანზე მადლობა, აქ მხოლოდ კითხვა მაქვს: ის კაცი, ამოიტანეს და დადგეს, თუ თავისით ამოვიდა და მისი დასადგომი ადგილი მოინახა?
30. - ჩემი კუჭის პერფორირების თავიდან ასაცილებლად, იქნებ თავი ოდნავ უკან გასწიოთ-მეთქი? კოდალა რომ გასწევს თავს უკან, ისე გასწია თავი, ერთი კი შემომიღრინა: - რას ამბობ, ისედაც ძლივს ვსუნთქავო, - და.. ისევ მთელი ძალით დააბრუნა ცხვირი საწყის პოზიციაზე.
წარმოგიდგინე და ხმამაღლა ვიცინოდი.
55555 - ჩემი კუჭის პერფორირების თავიდან ასაცილებლად, იქნებ თავი ოდნავ უკან გასწიოთ-მეთქი? კოდალა რომ გასწევს თავს უკან, ისე გასწია თავი, ერთი კი შემომიღრინა: - რას ამბობ, ისედაც ძლივს ვსუნთქავო, - და.. ისევ მთელი ძალით დააბრუნა ცხვირი საწყის პოზიციაზე.
წარმოგიდგინე და ხმამაღლა ვიცინოდი.
55555
27. :Dკაი იყო(rofl) :Dკაი იყო(rofl)
26. :)) :)) :)) ++ :)) :)) :)) ++
25. :D გვინდა გაგრძელებაც :)5 :D გვინდა გაგრძელებაც :)5
24. გვინდა, გვინდა, რა თქმა უნდა გვინდა გაგრძელებებიიი :) გვინდა, გვინდა, რა თქმა უნდა გვინდა გაგრძელებებიიი :)
23. ცხვირი - კი. ალბათ ეგონა, - მეორე სუნთქვას გამიხსნიდა, მაგრამ - პირველიც ჩამიკეტა. :) ცხვირი - კი. ალბათ ეგონა, - მეორე სუნთქვას გამიხსნიდა, მაგრამ - პირველიც ჩამიკეტა. :)
22. თამრო, ხო ნამდვილად კუჭის ტავზე ჰქონდა მოდებული ცხვირი:) თამრო, ხო ნამდვილად კუჭის ტავზე ჰქონდა მოდებული ცხვირი:)
21. ჰოდა, დაიწყო ვიღაც ქალმა ტვინის ბურღვა, - "წინა კარიდან ჩადიან და შენ რატომ ამოხვედიო". ეს თქვა ერთხელ, მეორედ, მეათედ... მამაჩემმა ითმინა, ითმინა და... - НЕ С-ТРАК-УЙ, ГРАЖДАНОЧКА-ო, - უთხრა. (იმედია, მიხვდით მნიშვნელობას... :) ) - Я СТРАКУЮ, ДА? ВСЁ РАВНО БУДУ СТРАКАВАТЬ!... - უპასუხა ქალმა ამაყად და ნიშნისმოგებით.
:))))))))))))) 5 ჰოდა, დაიწყო ვიღაც ქალმა ტვინის ბურღვა, - "წინა კარიდან ჩადიან და შენ რატომ ამოხვედიო". ეს თქვა ერთხელ, მეორედ, მეათედ... მამაჩემმა ითმინა, ითმინა და... - НЕ С-ТРАК-УЙ, ГРАЖДАНОЧКА-ო, - უთხრა. (იმედია, მიხვდით მნიშვნელობას... :) ) - Я СТРАКУЮ, ДА? ВСЁ РАВНО БУДУ СТРАКАВАТЬ!... - უპასუხა ქალმა ამაყად და ნიშნისმოგებით.
:))))))))))))) 5
20. :D:D:D:D აგარი იყო+777 :D:D:D:D აგარი იყო+777
19. პირველი ყველაზე მაგარია იყო... =)) =)) მეორე და მესამეც, მაგრამ პირველი ყვეეელაზე მაგარი =)) პირველი ყველაზე მაგარია იყო... =)) =)) მეორე და მესამეც, მაგრამ პირველი ყვეეელაზე მაგარი =))
18. გემრიელი და ხალისიანი მოყოლა იცი, ყველა ერთიანად მომეწონა, გმადლობ ამ სიამოვნებისათვის და გააგრXელე გთხოვ! გემრიელი და ხალისიანი მოყოლა იცი, ყველა ერთიანად მომეწონა, გმადლობ ამ სიამოვნებისათვის და გააგრXელე გთხოვ!
16. თამარ, რა გადამახარხარე ახლა პირველი ანეგდოტით! გაგახარა ღმერთმა! თამარ, რა გადამახარხარე ახლა პირველი ანეგდოტით! გაგახარა ღმერთმა!
15. დიდი მადლობა, ძალიან ჩემებო! გკოცნით ყველას შორიდან ... რა ვიცი, ახლოდან - გრიპია მოდებულიო და... :)))) დიდი მადლობა, ძალიან ჩემებო! გკოცნით ყველას შორიდან ... რა ვიცი, ახლოდან - გრიპია მოდებულიო და... :))))
14. რა სახალისო ისტორიებია ქალბატონო თამარ :) ვისიამოვნე ნამდვილად :)
მოგიკითხეთ აქვე :-*
რა სახალისო ისტორიებია ქალბატონო თამარ :) ვისიამოვნე ნამდვილად :)
მოგიკითხეთ აქვე :-*
13. თააამ... აქ ხარ... თააამ... :D:D:D ვაიმე, ვკვდები სიცილით და გელოდები. აქ ხარ... როგორ მომნატრებიხარ, თაამ... :-* :-* :-* თააამ... აქ ხარ... თააამ... :D:D:D ვაიმე, ვკვდები სიცილით და გელოდები. აქ ხარ... როგორ მომნატრებიხარ, თაამ... :-* :-* :-*
12. :))კი გვაინტერესებს, კი!დაველოდები!:)) :))კი გვაინტერესებს, კი!დაველოდები!:))
11. :))))))))))) ბევრი ვიცინე...კუჭის თავზე...გააგრძელე რა... :))))))))))) ბევრი ვიცინე...კუჭის თავზე...გააგრძელე რა...
10. თამრი, გაგახარებს ღმერთი :) :) მოყევი რაა, დანარჩენებიც :) მოგიკითხე სიყვარულიიით :) თამრი, გაგახარებს ღმერთი :) :) მოყევი რაა, დანარჩენებიც :) მოგიკითხე სიყვარულიიით :)
9. პირველი და მეორე ძალიან :=)) პირველი და მეორე ძალიან :=))
8. :) :) მეორე ყველაზე მეტად :) :) მეორე ყველაზე მეტად
7. თამრიკო, ვიცინე და მოსკოვი გამახსენდა მთელი "ავტობუსური სიდიათით". :) :) :) :) :) :)
ტენდი :) :) :) თამრიკო, ვიცინე და მოსკოვი გამახსენდა მთელი "ავტობუსური სიდიათით". :) :) :) :) :) :)
ტენდი :) :) :)
6. არ ვიცი, დიდი ხანია, თბილისში ავტობუსში აღარ ვმჯდარვარ... განა არ ვკადრულობ? აღარ მიწევს, თორემ... :) არ ვიცი, დიდი ხანია, თბილისში ავტობუსში აღარ ვმჯდარვარ... განა არ ვკადრულობ? აღარ მიწევს, თორემ... :)
5. რას ამბობ, ისედაც ძლივს ვსუნთქავო, - და.. ისევ მთელი ძალით დააბრუნა ცხვირი საწყის პოზიციაზე. :D:D
ისე, ამ ამბებიდან გამომდინარე, სადღაც გვანან თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს :D რას ამბობ, ისედაც ძლივს ვსუნთქავო, - და.. ისევ მთელი ძალით დააბრუნა ცხვირი საწყის პოზიციაზე. :D:D
ისე, ამ ამბებიდან გამომდინარე, სადღაც გვანან თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს :D
4. "ტიუბიკი" მომეწონა განსაკუთრებით, მიდი, თამარ, შეუბერე დანარჩენიც, ველით გაგრძელებას... იუმორი თუ გადაარჩენს კაცობრიობას... "ტიუბიკი" მომეწონა განსაკუთრებით, მიდი, თამარ, შეუბერე დანარჩენიც, ველით გაგრძელებას... იუმორი თუ გადაარჩენს კაცობრიობას...
3. თუ დაგაინტერესებთ, მერე მოვყვები დანარჩენს.
გააგრძელე თამარ თორემ, ხომ ხედავ რა ხდება საიტზე-გესლსა და ბოღმას დაუსადგურებია...
თუ დაგაინტერესებთ, მერე მოვყვები დანარჩენს.
გააგრძელე თამარ თორემ, ხომ ხედავ რა ხდება საიტზე-გესლსა და ბოღმას დაუსადგურებია...
2. ძალიან მაგრებია, მესამე განსაკუთრებით :):):):)
ისე "უსაშველოდ სავსე" ავტობუს(ებ)ი-თ ყოველდღე დავდივარ უკვე ორი წელია ვაკის მიმართულებით და ცალი ფეხი კიბის ჰაერზე მაქვს დაყრდნობილი, ცალი კიბის საფეხურზე :))
5+ გააგრძელეთ. ძალიან მაგრებია, მესამე განსაკუთრებით :):):):)
ისე "უსაშველოდ სავსე" ავტობუს(ებ)ი-თ ყოველდღე დავდივარ უკვე ორი წელია ვაკის მიმართულებით და ცალი ფეხი კიბის ჰაერზე მაქვს დაყრდნობილი, ცალი კიბის საფეხურზე :))
5+ გააგრძელეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|