სად გადარეკე ჩემი ღრუბლები ასე ქარდაქარ, შუბლზე ნიშნად ცისკრისფერი ვარსკვლავი ენთოთ, წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები… დღეს თუ ხვალ, ჭიშკარს მოადგებობდნენ ეჟვნად შებმული ჭექა–ქუხილის ჟღრიალ–ჟღრიალით.
ახლა კი… ახლა, ამ ბურბურა მკათათვისაგან ჩემი წყალუხვი მდინარე შრება. ვეღარ ანთებენ გაშლილ ჭალებში ფშატის ხეები სანთლებად ნაყოფს, მიწა დაღლილი ბერიკაცის ხელივითაა, უღონოდ ფეთქავს.
იქ, მშრალ ნაპირზე მეთევზე დგას, ხელში უჭირავს ნისლებისფერი დარაია, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე, მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს და ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს. ჩემი სატრფოა ეს მეთევზე, რამდენი დღეა, მის მოსვლას ვუცდი… შენ კი…
იქნებ მორეკო ჩემი ღრუბლები, წვიმებისაგან სავსე ცურებით, წყალუხვი გახდეს მშრალი მდინარე გამოცურდნენ კალმახები და ჩემს სატრფოს წინწკლები მისცენ.
…მოვა მერე ჩემს ჭიშკართან ჩემი მეთევზე, ეზო იქნება დატბორილი ნაწვიმარი იების ბინდით, ცა – ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი, სახლი – ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით… და სწორედ მაშინ, სპილენძის თუნგს როცა გავუწვდი, სავსეს კისკისით, შეიფრთხიალებს დარაია ჩემი სატრფოს ხელისგულებზე, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და გაიშლება – ნისლებისფერი, ლურჯად და წითლად გადაწინწკლული.
თვალებით ვეტყვი ჩემს მეთევზეს: შემომახვიე, დარაია, რომ შემეხოს შენი თითები, თორემ საცაა, ღილებაწყვეტილ ღილ–კილოდან ამომისხლტება შენი სურვილი.
ახლა ხომ ხვდები, რატომ მინდა, რომ მორეკო ჩემი ღრუბლები…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. შინაარსიანი ლექსები იცი, გულდა-გულ, რომ გეალერსება ხოლმე ისე. კარგია შინაარსიანი ლექსები იცი, გულდა-გულ, რომ გეალერსება ხოლმე ისე. კარგია
22. გაიხარე! შენ რომ ამბებს ყვები, ემოციებს აფრქვევ და შეგრძნებებს კმაზავ. . . გენაცვალე შენ! გაიხარე! შენ რომ ამბებს ყვები, ემოციებს აფრქვევ და შეგრძნებებს კმაზავ. . . გენაცვალე შენ!
21. ძალიან, ძალიან მომეწონა, უმშვენიერესი ლექსია, ლამაზი პოეტური სახეებით გაჯერებული! ძალიან, ძალიან მომეწონა, უმშვენიერესი ლექსია, ლამაზი პოეტური სახეებით გაჯერებული!
20. მადლობა, გოგოებო:) მადლობა, გოგოებო:)
19. იქ, მშრალ ნაპირზე მეთევზე დგას, ხელში უჭირავს ნისლებისფერი დარაია, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე, მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს და ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს. ჩემი სატრფოა ეს მეთევზე, რამდენი დღეა, მის მოსვლას ვუცდი… შენ კი…
იქნებ მორეკო ჩემი ღრუბლები, წვიმებისაგან სავსე ცურებით, წყალუხვი გახდეს მშრალი მდინარე გამოცურდნენ კალმახები და ჩემს სატრფოს წინწკლები მისცენ.
ძალიან მომწონს იქ, მშრალ ნაპირზე მეთევზე დგას, ხელში უჭირავს ნისლებისფერი დარაია, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე, მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს და ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს. ჩემი სატრფოა ეს მეთევზე, რამდენი დღეა, მის მოსვლას ვუცდი… შენ კი…
იქნებ მორეკო ჩემი ღრუბლები, წვიმებისაგან სავსე ცურებით, წყალუხვი გახდეს მშრალი მდინარე გამოცურდნენ კალმახები და ჩემს სატრფოს წინწკლები მისცენ.
ძალიან მომწონს
18. ეთუნას შემოვყევი და ნასიამოვნები მივდივარ!!! ეთუნას შემოვყევი და ნასიამოვნები მივდივარ!!!
17. მომწყურდა (ლამაზი ხატები) და შემოვიარე... მომწყურდა (ლამაზი ხატები) და შემოვიარე...
15. წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები… დღეს თუ ხვალ, ჭიშკარს მოადგებობდნენ ეჟვნად შებმული ჭექა–ქუხილის ჟღრიალ–ჟღრიალით.
:) :) :) წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები… დღეს თუ ხვალ, ჭიშკარს მოადგებობდნენ ეჟვნად შებმული ჭექა–ქუხილის ჟღრიალ–ჟღრიალით.
:) :) :)
14. დიდი მადლობა, მეგობრებო:) დიდი მადლობა, მეგობრებო:)
13. ლამაზი სახეებია :) 555! ლამაზი სახეებია :) 555!
12. ლელა, საოცარი ხარ!:-* ლელა, საოცარი ხარ!:-*
11. მიწა დაღლილი ბერიკაცის ხელივითაა, უღონოდ ფეთქავს.
იქ, მშრალ ნაპირზე მეთევზე დგას, ხელში უჭირავს ნისლებისფერი დარაია, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე, მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს და ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს.
ძალიან მომწონს შენი პოეზია, ლელა! ფაქტიურად, ეს პოეზიაც აღარაა... და არც ვიცი, რა დავარქვა, - "ს უ ლ ი ს ს ი მ ღ ე რ ა"? :-?
მიყვარხარ! :-* მიწა დაღლილი ბერიკაცის ხელივითაა, უღონოდ ფეთქავს.
იქ, მშრალ ნაპირზე მეთევზე დგას, ხელში უჭირავს ნისლებისფერი დარაია, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და ელოდება, რომ ახმაურდეს მშრალი მდინარე, მერე კალმახებს ლურჯ–წითელი წინწკლები სთხოვოს და ჩემთვის ნაყიდ დარაიას მიმოაპნიოს.
ძალიან მომწონს შენი პოეზია, ლელა! ფაქტიურად, ეს პოეზიაც აღარაა... და არც ვიცი, რა დავარქვა, - "ს უ ლ ი ს ს ი მ ღ ე რ ა"? :-?
მიყვარხარ! :-*
10. ლელა, ეს რა ძვირფასი ლექსი დაგიწერია!!! ულამაზესი სიტყვების კითხვით ძალიან-ძალიან ვისიამოვნე :) მადლობა, ჩემო კარგო, ასეთი სიამოვნება რომ მომანიჭ :-* ლელა, ეს რა ძვირფასი ლექსი დაგიწერია!!! ულამაზესი სიტყვების კითხვით ძალიან-ძალიან ვისიამოვნე :) მადლობა, ჩემო კარგო, ასეთი სიამოვნება რომ მომანიჭ :-*
9. ავტორს აქვს საოცარი ხედვა!
+2 ავტორს აქვს საოცარი ხედვა!
+2
8. ეს მე წაკითხული მაქვს იქით და შეფასებულიც.
ძალიან მაგარი ნაწერია. ეს მე წაკითხული მაქვს იქით და შეფასებულიც.
ძალიან მაგარი ნაწერია.
7. ძალიან ლამაზი ლექსია! +5 ძალიან ლამაზი ლექსია! +5
5. …მოვა მერე ჩემს ჭიშკართან ჩემი მეთევზე, ეზო იქნება დატბორილი ნაწვიმარი იების ბინდით, ცა – ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი, სახლი – ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით… და სწორედ მაშინ, სპილენძის თუნგს როცა გავუწვდი, სავსეს კისკისით, შეიფრთხიალებს დარაია ჩემი სატრფოს ხელისგულებზე, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და გაიშლება – ნისლებისფერი, ლურჯად და წითლად გადაწინწკლული.
თვალებით ვეტყვი ჩემს მეთევზეს: შემომახვიე, დარაია, რომ შემეხოს შენი თითები, თორემ საცაა,
ძალიან მომეწონა! როგორ კარგად იყენებ ფოლკლორულ ალუზიებს! მგონი ეს უკვე შენი პოეზიის ერთ-ერთი ნიშანთაგანია! 555 …მოვა მერე ჩემს ჭიშკართან ჩემი მეთევზე, ეზო იქნება დატბორილი ნაწვიმარი იების ბინდით, ცა – ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი, სახლი – ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით… და სწორედ მაშინ, სპილენძის თუნგს როცა გავუწვდი, სავსეს კისკისით, შეიფრთხიალებს დარაია ჩემი სატრფოს ხელისგულებზე, როგორც ბუდეში მიყუჟული პატარა ჩიტი და გაიშლება – ნისლებისფერი, ლურჯად და წითლად გადაწინწკლული.
თვალებით ვეტყვი ჩემს მეთევზეს: შემომახვიე, დარაია, რომ შემეხოს შენი თითები, თორემ საცაა,
ძალიან მომეწონა! როგორ კარგად იყენებ ფოლკლორულ ალუზიებს! მგონი ეს უკვე შენი პოეზიის ერთ-ერთი ნიშანთაგანია! 555
4. :) :) ლამაზია ძალიან++ :) :) ლამაზია ძალიან++
3. ძალიან, ძალიან კარგია-მეთქი... :) 555 ძალიან, ძალიან კარგია-მეთქი... :) 555
2. ლექსი წყურვილი, სურვილი – ულამაზესი სახეებით, გრძნობით, რიტმით!.. ვერაფერი გამოვყავი – ერთიანი მონოლითი, ოღონდ ფაქიზი... შესანიშნავია! :) ლექსი წყურვილი, სურვილი – ულამაზესი სახეებით, გრძნობით, რიტმით!.. ვერაფერი გამოვყავი – ერთიანი მონოლითი, ოღონდ ფაქიზი... შესანიშნავია! :)
1. წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები…
ცა – ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი, სახლი – ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით…
სილამაზე... 5
წვიმებისაგან დასკდომაზე ჰქონდათ ცურები…
ცა – ლურჯი, ლურჯი, ანგელოზის პერანგისფერი, სახლი – ხასხასა, შემოსილი სუროს ქათიბით…
სილამაზე... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|