ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2008


###

გრძნობა აღარ იბადება,
აღარც გულს ემღერება,
ჩუმი დარდი იფანტება
გამოუთქმელ ბგერებად...

ზამთრითა ვარ გათელილი,
ვერ ვიგუე სიყალბე,
ეს ლექსებიც ბავშვებივით
გზებზე გადაიღალნენ...

სული ფიქრით დავიმძიმე,
ცრემლებს ჩუმად ვარიგებ,
ეს ბაღებიც მტანჯველ წვიმებს
ვეღარ გამოვარიდე...

გაგიჟებულ, დაღლილ სხეულს
ვერ ამოვდე სადავე,
ეს თვალებიც მარადიულ
გაოცებას მალავენ...

უკვე ქარიც შემეჩვია,
მალე ყინვაც დამაზრობს,
ლექსი, ჩემი ეკლესია,
თავშესაფარს მთავაზობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები