ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელოდია ქარში
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მარტი, 2011


მარგალიტები

ნეტაი, მოგცლია (ნაპერწკალს)

                                                   

ვმუნჯდები დღეებით,ისეთი მშვიდია
და  მინდა სიმშვიდეც
შენს თვალებს გაუჩნდეს,
ნეტაი,მოგცლია,რომ უსმენ ცხოვრებას,
ერთ ყურში შეუშვი,მეორე გაუშვებს.

ნუ უსმენ რას იტყვის ვიღაცა მოცლილი,
რა გზებით მოიტანს შენამდე საფიქრალს,
სათვალთვალოდან შორსა სჩანს ტკივილი,
შენც მასე უყურე,ქარი რომ გაიტანს..

თვალი ჩაუკარი სევდასაც ხშირხშირად,
საათში სამოცჯერ უღიმე სიცოცხლეს,
მეგობარს უყვარხარ,სულელო,ქალბატონო,
მაგრად ჩაგიხუტებს და  როგორც გინდოდეს...

მიუშვი ნებაზე ტლიკინსდამშეული
შენ კიდევ თვალბში ლურჯი ცა გიძღება,
არსებობს სიცოცხლე შენით და…ხო მათით,
მოგცილია,თუ ვინმე არიფი მიწვდება.

შეხედე დღეები როგორი მშვიდია,
მკლავებზე გისხედან,
დახედე ბეღურებს,
ცხოვრება ხომ მაინც არც ისე დიდია,
ნეტაი,მოგცლია, რას უსმენ ყველაფერს...


ქალბატონო (ლიკას-მელოდია ქარში)

მიმზერს თქვენი თვალის აბრეშუმები,
ოცნებებს ხომ ცაში უცანცარია,
ქალბატონო,რომ მიყვარდით,იცოდით?
არ მეტყობა?...ეგეც საკითხავია.

ვერ გივიწყებთ,აქ დატოვეთ სხეული,
არშიანი გულისპირის საკინძე,
ღიმილიდან,ვახ, რა ქალი მიცქერით,
დაიფერეთ ეგ ტუჩები სამიზნედ.

მარგალიტებს ხშირი სუნთქვით აკინძავთ,
ჰაერს სულის სურნელებით დაათრობთ,
ქალბატონო,რომ მიყვარდით იცოდით?
თუ არადა,ეხლა ვყვირი სახლახოდ.

მონატრება ნათითურებს მახსენებს,
თმებზე ვერცხლად ვიწვენ მთვარეს დარდიანს,
კარისკაცად ამ გრძნობების ლოდინში,
დაისს ვხვდები,თითებს შევშლი ნამიანს.

ერთეულებს თუ უმართლებთ ამაშში-
გალუმპული ტანის სითბოდ გაივსონ,
ქალბატონო,რომ მიყვარდით იცოდით?
იმიტომაც გეფერებით,რა იყოთ?...

კეფას ისევ ჩამოშლია ხვეული,
გულისპირი დაუფარავს დალალებს,
ქალბატონო,დავიღალე ლოდინით,
შემიყვარეთ ან სხეული დამალეთ. 


წამოდი!
თოვლი არ მინდა,
არც მოწყენილი სიმშვიდე,
წამოდი!
გზაში შეგხვდება
მზე,
ვინმეს ჰქონდეს,
მიყიდე,
ან მოიპარე,მანდ თუა,
გადამამლული
(ცის)კართან,
ანდა ღმერთს დაუკაკუნე
და  სთხოვე...
მუჭში უჩანდა.
მერგება
ჩემი წილიდან,
ერთი სულელი
მზის სხივი,
გაზაფხული თუ
გაწითლდა,
სიყვარული მაქვს
ახსნილი.
იქნებ ღრუბლებმა
ჩაბღუჯეს,
კარგად შეხედე
ნისლებში,
იქნებ,
მტრედს ფეხზე მოაბეს,
როგორც ცას,
მერცხლის გიშერი.
წამოდი!
თოვლი არ მინდა,
არც ნასესხები სიმშვიდე,
წამოდი!
მზე წამოიღე...
და თუ ვერ ნახო,
მიყიდე.


P.S.ანემონეს ლექსები... ჩემი.. ჩემი... ჩემი...მარგალიტები.... სიტყვები ზედმეტია... იცის... ისედაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს