 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2011 |
,,მორჩა, აღსრულდა, მივდივარ მართლა მაგრამ მწყურიხარ ისეთი ძალით, ისე მჭირდები, ვით.... როგორც... რა ვთქვა.... ბულონურ ქაშაყს სჭირდება წყალი. ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს, ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს.... ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ! კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი.’’ ფრანსუა ვიიონი....
იტემ!... ო, არა, რომელი იტემ? .... მას ხომ არც ვიცნობ...... იქნებ არ გახსოვთ?!.... აბა, ანდერძი მის სახელზე რომ ... ვთხზავდი და ვთხზავდი?.... ეს როდის იყო?!.......
იტემ!.... ო, ისევ?... რად არ მეშვებით?..... ბულონურ ქაშყს რა ხანია ამომხდა სული უწყლოდ, ნავის გამხმარ ფიცარზე... და ბებერმა მებადურმა, გამოფატრული, შამფურზე შემწვა.... გემრიელი, ალბათ, ვიყავი........
იტემ!.... ო, არა! ....გაიგეთ... რომ არანაირ იტემს არ ვიცნობ..... ვიიონიო?.... ეგ ვინღა არის...... ბულონური ქაშაყებით ხომ არ ვაჭრობდა?! ო, არა..... ლექსებს... ოკეანეში ალბათ იჭერდა მაგ სახეობას.... დამარილებულთ, თან ერთნაირად კუდდათავდაჭრილთ, რკინის მრგვალ, მოელვარე ქილებში რომ კოხტად აწყობდა?..... არა.... მაშინ არ მეცნობება..... ვინ ოხერია?......
იტემ..... იყმუვლე! შეჰღაღადე..... რაო, მე ვყმუი?!..... ბატონებო, თქვენ გეშლებათ, მე ხომ თევზი ვარ..... და თუ თევზს პირში წყალი არ უდგას..... მაშინ..... მაშინ?...ან შემწვარია...ან მოხარშული... ანდა სადღაც უწყლოდ გახრწნილი, ქვიან ნაპირზე გამორიყული..... ან.... (ეს ყველაზე შთამბეჭდავია!) რკინის ქილას უვსებს, ალბათ, ვინმე სარფიანს, ის საცოდავი... რაო, როგორ თქვით, რა ჰქვიაო იმ სახეობას?... ჰო... გამახსენდა, ლექსებიო... არა...! რა არა? ... ასე არა თქვით? ....
იტემ!.... ლექსი თევზი არაა.... ისევ იტემი.... მაინც იტემი...... და თუ ლექსი თევზი არაა... და ეს ყმუილიც კარგად გამოსდის, მაშინ სწორედ ეგ ყოფილა თქვენი იტემი... მე რაღას მერჩით?.... თავგზას რად მირევთ?.... მე ბულონური ქაშაყი ვარ! და თუ შამფურზე ერთხელ არ მოვხვდი, მაშ უეჭველად პირში წყალჩამდგარს გამძვრება სული....
იტემ!...გათავდა?..... ლექსს თუ გულისხმობთ, ვერაფერს გეტყვით..... ოკეანეში არასოდეს...... და უკაცრავად, ნუ მაბრუებთ და ნუ მიტკბობთ ტყუილს, თითქოს უწყლოდ მალე არ მომკლავთ.... იტემ, სადა ხარ?........
05.03.11.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ხანდახან როგორი არაფრისთქმელია სიტყვა, კარგია. ხანდახან როგორი არაფრისთქმელია სიტყვა, კარგია.
21. მომეწონა! ფილოსოფიური საზროვნების თვალსაზრისით ძლიერია! მომეწონა! ფილოსოფიური საზროვნების თვალსაზრისით ძლიერია!
20. რამდენი ხანია თქვენს გვერდზე არაფერი წამიკითხავს. მოკIთხვა. რამდენი ხანია თქვენს გვერდზე არაფერი წამიკითხავს. მოკIთხვა.
19. რაღაცნაირია, კარგიიი, : )) რაღაცნაირია, კარგიიი, : ))
16. მაიკო ძალიან მომწონხარ საერთოდაც და ამბოლოს ხომ ...:-* მაოცებ...5555555
ო, არა..... ლექსებს... ოკეანეში ალბათ იჭერდა მაგ სახეობას.... დამარილებულთ, თან ერთნაირად კუდდათავდაჭრილთ, რკინის მრგვალ, მოელვარე ქილებში რომ კოხტად აწყობდა?..... არა.... მაშინ არ მეცნობება..... ვინ ოხერია?...... ფრანსუაა, ვიიონო...თავისთავად ნასწავლია...:) მაიკო ძალიან მომწონხარ საერთოდაც და ამბოლოს ხომ ...:-* მაოცებ...5555555
ო, არა..... ლექსებს... ოკეანეში ალბათ იჭერდა მაგ სახეობას.... დამარილებულთ, თან ერთნაირად კუდდათავდაჭრილთ, რკინის მრგვალ, მოელვარე ქილებში რომ კოხტად აწყობდა?..... არა.... მაშინ არ მეცნობება..... ვინ ოხერია?...... ფრანსუაა, ვიიონო...თავისთავად ნასწავლია...:)
15. რომ ისწავლებოდეს ლექსის წერა, სიამოვნებით ვიქნებოდი შენი შეგირდი. ყოჩაღ, მაიკო, გაიხარე. რომ ისწავლებოდეს ლექსის წერა, სიამოვნებით ვიქნებოდი შენი შეგირდი. ყოჩაღ, მაიკო, გაიხარე.
14. ტყუილად არ მოწონებია თამრიკოს! 5 ტყუილად არ მოწონებია თამრიკოს! 5
13. საინტერესოა :) + 5 საინტერესოა :) + 5
12. იტემ..... იყმუვლე! შეჰღაღადე..... რაო, მე ვყმუი?!..... ბატონებო, თქვენ გეშლებათ, მე ხომ თევზი ვარ..... და თუ თევზს პირში წყალი არ უდგას..... მაშინ..... მაშინ?...ან შემწვარია...ან მოხარშული... ანდა სადღაც უწყლოდ გახრწნილი, ქვიან ნაპირზე გამორიყული..... ან.... (ეს ყველაზე შთამბეჭდავია!) რკინის ქილას უვსებს, ალბათ, ვინმე სარფიანს, ის საცოდავი... რაო, როგორ თქვით, რა ჰქვიაო იმ სახეობას?... ჰო... გამახსენდა, ლექსებიო... არა...! რა არა? ... ასე არა თქვით? ....
იტემ!.... ლექსი თევზი არაა....
უუუფ, ვ ი ს ი ა მ ე, ამ სიტყვის სრული დატვირთვით! გაიხარე, მაიკო! მიყვარხარ ძალიან! იტემ..... იყმუვლე! შეჰღაღადე..... რაო, მე ვყმუი?!..... ბატონებო, თქვენ გეშლებათ, მე ხომ თევზი ვარ..... და თუ თევზს პირში წყალი არ უდგას..... მაშინ..... მაშინ?...ან შემწვარია...ან მოხარშული... ანდა სადღაც უწყლოდ გახრწნილი, ქვიან ნაპირზე გამორიყული..... ან.... (ეს ყველაზე შთამბეჭდავია!) რკინის ქილას უვსებს, ალბათ, ვინმე სარფიანს, ის საცოდავი... რაო, როგორ თქვით, რა ჰქვიაო იმ სახეობას?... ჰო... გამახსენდა, ლექსებიო... არა...! რა არა? ... ასე არა თქვით? ....
იტემ!.... ლექსი თევზი არაა....
უუუფ, ვ ი ს ი ა მ ე, ამ სიტყვის სრული დატვირთვით! გაიხარე, მაიკო! მიყვარხარ ძალიან!
11. და თუ შამფურზე ერთხელ არ მოვხვდი, მაშ უეჭველად პირში წყალჩამდგარს გამძვრება სული....
+2 და მოწონება ჩემგან.. და თუ შამფურზე ერთხელ არ მოვხვდი, მაშ უეჭველად პირში წყალჩამდგარს გამძვრება სული....
+2 და მოწონება ჩემგან..
10. მომწონს :)))+2 მომწონს :)))+2
9. ვაიმე რა მაგარია.. ვაიმე რა მაგარია..
8. რა საინტერესო ადამიანი ხარ მაიკო?! :) :-* რა საინტერესო ადამიანი ხარ მაიკო?! :) :-*
7. რა კარგია, მათე ბიჭო, ძაან მაგარი ხარ.:) რა კარგია, მათე ბიჭო, ძაან მაგარი ხარ.:)
6. კარგია, მომეწონა :)++ კარგია, მომეწონა :)++
5. 1 კომენტარის დასტური 1 კომენტარის დასტური
4. ჰო ვიიონი... "იტემ, ეს გული, ეს გაბასრული, გამლღვალი გული ქანდაში სადად ჩამიგულქანდონ _ წმინდად ვასრულებ მიჯნურ რაინდთა უძველეს ადათს _ და მას მიართვან, ვისთვისაც ენთო, ვისთვისაც ევნო ამდენი ხანი. რაც იყო, იყო, შეუნდე ღმერთო, ჯანდაბას ჩემი თავი და ტანი." ყოჩაღ, მათე ჰო ვიიონი... "იტემ, ეს გული, ეს გაბასრული, გამლღვალი გული ქანდაში სადად ჩამიგულქანდონ _ წმინდად ვასრულებ მიჯნურ რაინდთა უძველეს ადათს _ და მას მიართვან, ვისთვისაც ენთო, ვისთვისაც ევნო ამდენი ხანი. რაც იყო, იყო, შეუნდე ღმერთო, ჯანდაბას ჩემი თავი და ტანი." ყოჩაღ, მათე
3. მაიკო,მაიკო!როგორ მომნატრებია ეს გვერდი... ავტორიც მენატრება! მაიკო,მაიკო!როგორ მომნატრებია ეს გვერდი... ავტორიც მენატრება!
2. ხო!!! დასტური პირველ კომენტარს!!! საოცრად დახვეწილი სტილი მხვდება აქ!!! 555 ხო!!! დასტური პირველ კომენტარს!!! საოცრად დახვეწილი სტილი მხვდება აქ!!! 555
1. ..
მაგარი იყო ფრანგი ყაჩაღი.. თუ ყველაზე მაგარი არა.. შაშვი..
რა უცნაურად წერ და როგორ მომწონს ეს თავისუფლება.. ..
მაგარი იყო ფრანგი ყაჩაღი.. თუ ყველაზე მაგარი არა.. შაშვი..
რა უცნაურად წერ და როგორ მომწონს ეს თავისუფლება..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|