ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2011


...შაქარი რომ არ მაქვს... : )

მოვითმენ...

ხმაური...

ლოდინი,

ნუგეში...

ცარიელ სიტყვებსაც ვინახავ უბეში.

გადმოდგი ნაბიჯი,

პირველმა გამიშვი.

ხალხისგან, რომ სწავლობ

თბილ-ტკბილ სტრიქონებს,

შაქარი რომ არ მაქვს

მაშინ ვყრი ჩაიში.

გაცვითე,

დაგლიჯე,

არადა ფასი აქვს...

მიაგდე კუთხეში,

რასაც კრებ ქუჩებში...



დამტოვებ?

დაგხვდები -

-შენ კოცნას ტუჩებზე,

ისევე ავღბეჭდავ

როგორც ლექსს ფურცლებზე.



თენდება,

ღამდება,

შენდება,

შეცდება,

შენი შენი,

მე ჩემი ნაწილი შემხვდება.



ფასი აქვს ყველა(ს)ფერს,

(უფასოდ ჯობია?)

დაბლიდან მაღლამდე,

მაღლიდან დაბლამდე

მიზეზი დროშია

და ყველა სტრიქონი,

და ყველა ნათქვამი

ამ წუთას გროშია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები