ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2011


ღვთისმშობელო დედავ

ვუყურებ შენს ხატს და გიყურებ შენ,
ზეციდან მიწაზე ჩამოსულს გხედავ.
მუხლდადრეკილი თამამად ვამბობ:
რა ლამაზი ხარ, ღვთისმშობელო დედავ!

ჩემდა იმედად, ჩემდა საშველად,
შენი ხატის წინ ლოცვასაც ვბედავ.
მკრთალი ღიმილით და თვალთა სევდით
როგორი სათნო ხარ, ღვთისმშობელო დედავ!

შენი სიწმინდის მსგავსი მარცვალი
ჩემშიაც იყოს, მეც მქონდეს ნეტავ.
ყველას მეოხი, ყველას მშობელი,
რა კეთილი ხარ, ღვთისმშობელო დედავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები