(შენ)
ართობს აპრილი დედამიწის ვიწრო კულისებს, იცვლის ეს ქარიც დასავლეთის მიმართულებას, მოემართება უხმაუროდ შენი ყურისკენ, ქარი - ნოტიო, ქარი - წყნარი, ქარი - სულელი.
რადგან არაფერს დაგივიწყებს, რადგან არაფრით, დაგაქვს სხეული, ოდნავ მშრალი, ოდნავ მოკვდავი, ითვლი არასდროს, ასრულებულ გულის ჩანაფიქრს, გხიბლავს რადგანაც, მინავლული ერთი ოქტავა.
კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის, ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე, ეკლიან გზაზე ყოფნა გიწევს, ჰოდა თუ ივლი, შენს წილ სამყაროს, შენს წილ ვნებას ალბათ იჩუქებ.
შენ ფლობ ამ ღამეს და ამ ღამეს ფეხში ედები, ამგვარ წყვდიადში, ამგვარ ტყეში, ამგვარ და ა.შ. დაეხეტები უგზოუკვლოდ, იცი შედეგიც - საკეისროთი საკუთარ თავს ვეღარ გააჩენ.
გქვია სახელად - არაფერი, გვარიც არა გაქვს, იცი არასდროს საკუთარი კვირის განრიგი, შენი თვალებით დაწყებული წყევლი არაქათს, რომელიც ისე დაგელია, ვერც კი გაიგე.
რადგან ყოველთვის ასე იყო, ალბათ იქნება კიდეც, თუ ვინმემ არ შეცვალა ბრუნვა საათის, ჩამოსათვლელად დაგელია უკვე ფიქრები, სამამდე ითვლი, მერე ისევ კეცავ არათითს.
გარეთ დამთავრდა თვითმკვლელობის აქტი ჩვეული, ღრუბლებს გაუწყდათ მოთმინების ძარღვი, გაწვიმდა, და აღარ გყოფნის ასაღწერად უკვე რვეული, თუ მერამდენედ გაგეპარა მთვარე ნაძვიდან.
დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე, თითქოს დგახარ და თითო ღამეს პულტით იღამებ, და დედამიწის მსგავსად შენაც ვერ მოიგლიჯე, პროტოსფეროდან დაწყებული შავი ნიღაბი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. :) თბილი.... :) თბილი....
31. კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის,
აჰ, ეს როგორი.. ისეთია :) კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის,
აჰ, ეს როგორი.. ისეთია :)
30. მე არ მევასება ეს ლექსი აჩი და ქე მოგეხსენება მაი ამბავი შენ:) მე არ მევასება ეს ლექსი აჩი და ქე მოგეხსენება მაი ამბავი შენ:)
28. მეეე? :) კარგი აჩი :-* მეეე? :) კარგი აჩი :-*
27. და აღარ გყოფნის ასაღწერად უკვე რვეული, თუ მერამდენედ გაგეპარა მთვარე ნაძვიდან.
:) და აღარ გყოფნის ასაღწერად უკვე რვეული, თუ მერამდენედ გაგეპარა მთვარე ნაძვიდან.
:)
26. ლაცაბიძე ეტყობა დაბალი ამპერაჟისაა..... მე ვერ დამმუხტა.......:)
პატივისცემით ......... ლაცაბიძე ეტყობა დაბალი ამპერაჟისაა..... მე ვერ დამმუხტა.......:)
პატივისცემით .........
25. როგორც ყოველთვის... მიყვარს შენი პოეზია, მიხაკიანო, მეკვიატება ხოლმე სულ... ძალიან კარგია. ასეც უნდა ყოფილიყო :-* როგორც ყოველთვის... მიყვარს შენი პოეზია, მიხაკიანო, მეკვიატება ხოლმე სულ... ძალიან კარგია. ასეც უნდა ყოფილიყო :-*
23. ბრახაბრუხია. :)
ბრახაბრუხია. :)
22. კარგი ლექსია, შეკრული და მთლიანი. კარგი ლექსია, შეკრული და მთლიანი.
21. აქვს თავისი მუხტი.
5. აქვს თავისი მუხტი.
5.
20. 5
,,ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,"
ასევე, პირველი სტროფი მომეწონა გამორჩეულად - ,,ქარი - ნოტიო, ქარი - წყნარი, ქარი - სულელი." , - აი, ეს მომწნს ყველაზე მეტად ლექსში(ზოგადად), ასეთი გაძლიერება სათქმელისა და ნათქვამისა და ამ ორივეს გარეშე, თავისთავად რომ სიმღერაა. 5
,,ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,"
ასევე, პირველი სტროფი მომეწონა გამორჩეულად - ,,ქარი - ნოტიო, ქარი - წყნარი, ქარი - სულელი." , - აი, ეს მომწნს ყველაზე მეტად ლექსში(ზოგადად), ასეთი გაძლიერება სათქმელისა და ნათქვამისა და ამ ორივეს გარეშე, თავისთავად რომ სიმღერაა.
19. "ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,"
მე ამ სტრიქონს გამოვარჩევ. :)
+2 "ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,"
მე ამ სტრიქონს გამოვარჩევ. :)
+2
17. კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის,
გარეთ დამთავრდა თვითმკვლელობის აქტი ჩვეული,
დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე, თითქოს დგახარ და თითო ღამეს პულტით იღამებ,
აჩი მაგარია!!! აი მაგარი რაა....... ბრავო და ჩემი 5!!!!!!
კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის,
გარეთ დამთავრდა თვითმკვლელობის აქტი ჩვეული,
დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე, თითქოს დგახარ და თითო ღამეს პულტით იღამებ,
აჩი მაგარია!!! აი მაგარი რაა....... ბრავო და ჩემი 5!!!!!!
15. ავტორის შემოქმედებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია.
ავტორის შემოქმედებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია.
14. genacvale dzma +5 genacvale dzma +5
13. ,,გარეთ დამთავრდა თვითმკვლელობის აქტი ჩვეული, ღრუბლებს გაუწყდათ მოთმინების ძარღვი, გაწვიმდა, და აღარ გყოფნის ასაღწერად უკვე რვეული, თუ მერამდენედ გაგეპარა მთვარე ნაძვიდან.
დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე, თითქოს დგახარ და თითო ღამეს პულტით იღამებ, და დედამიწის მსგავსად შენაც ვერ მოიგლიჯე, პროტოსფეროდან დაწყებული შავი ნიღაბი."
ლექსი დიდებული, ავტორი----,,რა ვიციიიიიიი" (ნაწყვეტი პატრულთან საუბრიდან) მოგეფერე შენს ლექსთან ერთად!!!!!!!!!! ,,გარეთ დამთავრდა თვითმკვლელობის აქტი ჩვეული, ღრუბლებს გაუწყდათ მოთმინების ძარღვი, გაწვიმდა, და აღარ გყოფნის ასაღწერად უკვე რვეული, თუ მერამდენედ გაგეპარა მთვარე ნაძვიდან.
დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე, თითქოს დგახარ და თითო ღამეს პულტით იღამებ, და დედამიწის მსგავსად შენაც ვერ მოიგლიჯე, პროტოსფეროდან დაწყებული შავი ნიღაბი."
ლექსი დიდებული, ავტორი----,,რა ვიციიიიიიი" (ნაწყვეტი პატრულთან საუბრიდან) მოგეფერე შენს ლექსთან ერთად!!!!!!!!!!
11. კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის...
ეს მომეწონა ძალიან...იქაც გითხარი:)
კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის...
ეს მომეწონა ძალიან...იქაც გითხარი:)
10. აჩი შე დაფეხვილო :)
++ აჩი შე დაფეხვილო :)
++
9. გუდიკო, ქუთაისში ვიბაზროთ მაგაზე... შენ ხარ "საჯდომი" კაცი! :D :D :D :D :D :D გუდიკო, ქუთაისში ვიბაზროთ მაგაზე... შენ ხარ "საჯდომი" კაცი! :D :D :D :D :D :D
8. კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის, ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,
:-* აჩი, 5 დაგიწერე და იმედია სიხარული მავნედ არ მოქმედებს ხო? :P კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის, ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,
:-* აჩი, 5 დაგიწერე და იმედია სიხარული მავნედ არ მოქმედებს ხო? :P
7. კარგი ლექსია. მოვაცილებდი გონებით დაწერილ ადგილებს(მაგ. მეოთხე სტროფი)დავტოვებდი ემოციას და უფრო კარგი იქნებოდა... :) კარგი ლექსია. მოვაცილებდი გონებით დაწერილ ადგილებს(მაგ. მეოთხე სტროფი)დავტოვებდი ემოციას და უფრო კარგი იქნებოდა... :)
6. გივიე ნუ ინტრიგნობ შენ თორემ აჩის მაგივრად მე გცემ, ხვედელიძე რომ არ მელაპარაკება შენი წყალობით ეგეც მეყოფა :D :D გივიე ნუ ინტრიგნობ შენ თორემ აჩის მაგივრად მე გცემ, ხვედელიძე რომ არ მელაპარაკება შენი წყალობით ეგეც მეყოფა :D :D
5. აუ მე კიდე რამდენნი ვეცადე რომ გაგელახე რომ იცოდე, 5ეულში შესვლაც კი არ დავიზარე მაგის გამო :D აუ მე კიდე რამდენნი ვეცადე რომ გაგელახე რომ იცოდე, 5ეულში შესვლაც კი არ დავიზარე მაგის გამო :D
4. გუდა, ბათუმში გადამირჩი და ნუ იზამ ისე, რომ ვინანო (არ გაგლახე!) :D გუდა, ბათუმში გადამირჩი და ნუ იზამ ისე, რომ ვინანო (არ გაგლახე!) :D
3. აჩი თაკ გატყუებს, პირადში მოგწერ რაც მითხრა ამ ლექსზე ბათუმში =))
ხო კაი ვხუმრობ :))
პლიუსები++ აჩი თაკ გატყუებს, პირადში მოგწერ რაც მითხრა ამ ლექსზე ბათუმში =))
ხო კაი ვხუმრობ :))
პლიუსები++
2. ჩემი ერთ–ერთი რჩეული ლექსია ეს, ფოტოც მაქვს გადაღებული,ცუდია რომ ილუსტრაციებში ვერ ვდებ..
ძალიან მომეწონა აჩი, ძალიან და მერე რომ წაიკითხე გულწრფელად გეტყვი სასიამოვნოდ გავოცდი.. ჩემი ერთ–ერთი რჩეული ლექსია ეს, ფოტოც მაქვს გადაღებული,ცუდია რომ ილუსტრაციებში ვერ ვდებ..
ძალიან მომეწონა აჩი, ძალიან და მერე რომ წაიკითხე გულწრფელად გეტყვი სასიამოვნოდ გავოცდი..
1. დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე
კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის, ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე
ღრუბლებს გაუწყდათ მოთმინების ძარღვი, გაწვიმდა
გენაცვალე! დგას თვით აპრილი, წელიწადის დროით სიგიჟე
კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის, ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე
ღრუბლებს გაუწყდათ მოთმინების ძარღვი, გაწვიმდა
გენაცვალე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|