სანდერ!-შენც გახსოვს? ყოველ დილით როგორ გვასმევდნენ რძეს, გვაძალებდნენ დაძველებულ შავ პურს,- მუსმორით, ჩემი ტუჩები ( მოხატული წითელ სანგინით), ამ ყველა ლუკმას, სიტყვებივით ასამარებდა.
ვღეჭავდით უმად სიჩუმეს და,- გარეთ გავრბოდით თან სიჩქარეში ვალეწავდით მუხლებს ფიორდებს (თითქოს მოგვდევდა ჩრდილოეთის ქარით, ბორეა). მზეც ხორბლისფერ კანს უფრო მეტად გვიფერადებდა.
ჯერ ვთამაშობდით, მერე ტალღებს მკერდზე ვიკრავდით, ვყვებოდით ამბებს, აქ ვტოვებდით ბოლო არაქათს, თუ მოგვისწრებდა ციდან ღრუბელთ დაკრიორეა, ვკრეფდით ამბებს და, სახლისაკენ დავამთქნარებდით.
გახსოვს?- ერთხელაც ახალ თამაშს რომ მივაგენით, სულითხორცამდე გავშიშვლდით და მერე ერთმანეთს ტერფებს ვაბჯენდით საფეთქლებზე, და როგორც მაგმა მიწის სიღრმიდან, ადუღებულ ცრემლებს ვითმენდით.
მერე გვტკიოდა, მერე შეგვრცხვა, მერე ვიდექით დახრილ წამწამებს და მუხლამდე (ვიწრო) კაბას შო - რის. და შეგრძნება გვქონდა მერე როგორც ქორეა. ცრემლად გვდიოდა სიყმაწვილე, როგორც კობოშო -
ნი, და ეს გავდა ბავშვურ თამაშს, ძველს და ნაივურს, რომელსაც ხშირად ვთამაშობდით უკვე ფარდულში, სულში ჩავჭიდეთ ხელები და გავანიავეთ, ტკბილეულობით გათხუპნული ჭრელი ფარდები.
შენ მარციპანი გიყვარდა და მე,- ბრინჯის კრემი, მერე ტუჩებით რომ ვუცვლიდით ერთმანეთს გემოს და მთელი სიტკბო სახეზე რომ აგვეკრობოდა ვაყრიდით სიცილს, და ვსკდებოდით როგორც მომოსი.
შენ ოცნებობდი მსგავსებოდი ვინმე მეზღვაურს, ყოველღამე კი,- ჩემთან ერთად სვამდი „აკევიტს“, მერე სხეულში ჩამიღვრიდი „შუაღამის მზეს“ და მერე თითქოს „გაორებაც“ ამეკვიატა.
მე ღმერთი მწამდა. შენ აქებდი თორსა და ოდინს გჯეროდა, შენი ბედი გავდა თითქოს „დამოკლეს“. აძლიერებდა ჩემში რწმენას, შენში - მოლოდინს ყოველ შობა დღეს, ურნესის ხის შავი სამრეკლო.
ერთხელაც, როცა შენი სუნთქვა ვეღარ ვიგრძენი, როცა მანამდე ჩამესმოდა ყურში საყვირად რომ დამებურცა თვისებები შენი, ძარღვებად მივხვდი, რომ შენმა ოცნებებმა ზღვისკენ გაგრიყა.
და ახლა უკვე, მდინარეში ვახრჩობ შენს სახელს. ჩემს ჩითის კაბას, ცრემლებისგან ნესტის სუნი სდის. და თუ ოდესმე, კიდევ რამემ გაგახალისა სმენა დავიხშე, დავიმაგრე ტანზე სურდინა
რომ არ გავიგო შენი ხმა და, ბოლო სინდისიც აკაპიწებულ კაბის ბოლოს გადავუმალე. ხო ,- ბავშვი მე მგავს(დახატული ტუჩი სანგინით) და მასაც ჩემი სახელი აქვს,- ჰქვია ლინეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. საინტერესოა ძალიან... ძლიერი ლექსები გაქვს..
+ 5 საინტერესოა ძალიან... ძლიერი ლექსები გაქვს..
+ 5
39. :) როგორ ძალიან მომწონს (: :) როგორ ძალიან მომწონს (:
37. ძალიან მომეწონა!:) ძალიან მომეწონა!:)
36. კარგი ლექსია მთლიანობაში...5 კარგი ლექსია მთლიანობაში...5
34. ძალიან საინტერესო ავტორი ხარ , ლექსი მშვენიერი!:-* ძალიან საინტერესო ავტორი ხარ , ლექსი მშვენიერი!:-*
33. რომ დამებურცა თვისებები შენი, ძარღვებად
სუულ სხვადასხვა განწყობაა შენთან რომ დამებურცა თვისებები შენი, ძარღვებად
სუულ სხვადასხვა განწყობაა შენთან
32. გასაგებია მადლობა ზაზა:) გასაგებია მადლობა ზაზა:)
31. დავამკვირცხლებდით- იგულისხმება რბოლა:) რა თქმა არდასველების მიზნით:)
26- კომენტარს ვეთანხმები:) დავამკვირცხლებდით- იგულისხმება რბოლა:) რა თქმა არდასველების მიზნით:)
26- კომენტარს ვეთანხმები:)
30. 555 კარგად წერ! 555 კარგად წერ!
29. ხო მადლობა(: "ლაკრიორეა" მართლა არ ვიცი და დაკრიორეა კი უხვად ცრემლდენას ნიშნავს(: ღრუბელთ დაკრიორეა კი ამ შემთხვევაში წვიმას(:
ხო მადლობა(: "ლაკრიორეა" მართლა არ ვიცი და დაკრიორეა კი უხვად ცრემლდენას ნიშნავს(: ღრუბელთ დაკრიორეა კი ამ შემთხვევაში წვიმას(:
28. dacryon ცრემლი, rheo მოვედინები– ბერძნულია დაკრიორეა– ცრემლის უხვად დენა. dacryon ცრემლი, rheo მოვედინები– ბერძნულია დაკრიორეა– ცრემლის უხვად დენა.
27. კარგი ლექსია. თუ ცრემლდენაზეა საუბარი, "ლაკრიორეა" მგონია. ლაკრიოს–ცრემლი (ლათ) კარგი ლექსია. თუ ცრემლდენაზეა საუბარი, "ლაკრიორეა" მგონია. ლაკრიოს–ცრემლი (ლათ)
26. ძალიან კარგია...... გაუნელებელი ინტერესით იკითხება და იმგვარი შეგრძნება მქონდ,ა თითქოს ყველაფერს ცოცხლად ვხედავდი, იმდენად ხელშესახებადაა დახატული ამბავი...... საოცრად ფერწერული ლექსია.... გმადლობთ....:) ძალიან კარგია...... გაუნელებელი ინტერესით იკითხება და იმგვარი შეგრძნება მქონდ,ა თითქოს ყველაფერს ცოცხლად ვხედავდი, იმდენად ხელშესახებადაა დახატული ამბავი...... საოცრად ფერწერული ლექსია.... გმადლობთ....:)
25. კარგი ლექსია :) ++ კარგი ლექსია :) ++
24. ხო მადლობა ყველას;;) და შემოვბრუნდი ზაზასთვის მინდოდა მეპასუხა.
ზაზ "დავამკვირცხლებდით" საერთოდ ვერ ვხვდები რა შუაშია და დავამთქნარებდით-ში კი მოწყენის მთქნარება იგულისხმება: )
მადლობა და მოკითხვა კიდევ : ) ხო მადლობა ყველას;;) და შემოვბრუნდი ზაზასთვის მინდოდა მეპასუხა.
ზაზ "დავამკვირცხლებდით" საერთოდ ვერ ვხვდები რა შუაშია და დავამთქნარებდით-ში კი მოწყენის მთქნარება იგულისხმება: )
მადლობა და მოკითხვა კიდევ : )
23. სულში ჩავჭიდეთ ხელები და გავანიავეთ, ტკბილეულობით გათხუპნული ჭრელი ფარდები - ეს მომწონს აქ ყველაზე მეტად :) სულში ჩავჭიდეთ ხელები და გავანიავეთ, ტკბილეულობით გათხუპნული ჭრელი ფარდები - ეს მომწონს აქ ყველაზე მეტად :)
22. კარგია, გასაგებია და დასაფასებელია :) მაგრამ უნდა ითქვას:
თუ მოგვისწრებდა ციდან ღრუბელთ დაკრიორეა, ვკრეფდით ამბებს და, სახლისაკენ დავამთქნარებდით.
დავამთქნარებდით, თუ ,,დავამკვირცხლებდით? '':)
ჩემი ტუჩები ( მოხატული წითელ სანგინით), ამ ყველა ლუკმას, სიტყვებივით ასამარებდა.
ოღონდ ასამარებდა არა...
წარმატებები ანის :):) 555
კარგია, გასაგებია და დასაფასებელია :) მაგრამ უნდა ითქვას:
თუ მოგვისწრებდა ციდან ღრუბელთ დაკრიორეა, ვკრეფდით ამბებს და, სახლისაკენ დავამთქნარებდით.
დავამთქნარებდით, თუ ,,დავამკვირცხლებდით? ``:)
ჩემი ტუჩები ( მოხატული წითელ სანგინით), ამ ყველა ლუკმას, სიტყვებივით ასამარებდა.
ოღონდ ასამარებდა არა...
წარმატებები ანის :):) 555
21. ხო სკანდინავიური კულტურა და akevitt-ი კარგია ნამდვილად: ) ხო სკანდინავიური კულტურა და akevitt-ი კარგია ნამდვილად: )
20. აღფრთოვანებული ვარ! ძალიან მიყვარს სკანდინავიური კულტურა. აღფრთოვანებული ვარ! ძალიან მიყვარს სკანდინავიური კულტურა.
19. ერთიც რა : ) ერთიც რა : )
17. ბერია, ბრუნავს კიკვიძე საფლავში ბიჭო:)) ბერია, ბრუნავს კიკვიძე საფლავში ბიჭო:))
16. მადლობა ირა;;) მეც მოგიკითხე მადლობა ირა;;) მეც მოგიკითხე
15. კაი გოგო ხარ :) მოგიკითხე კაი გოგო ხარ :) მოგიკითხე
14. კარგია,ოღონდ ცოტა წაიგრძელებს :) ++ კარგია,ოღონდ ცოტა წაიგრძელებს :) ++
13. მაგრადაა ყველაფერი მკითხველამდე მოტანილი!
მომეწონა! :) მაგრადაა ყველაფერი მკითხველამდე მოტანილი!
მომეწონა! :)
12. ასეთ რითმებს რაღაც ვერ ვუდებ გულს : ) ასეთ რითმებს რაღაც ვერ ვუდებ გულს : )
11. ჩემი ჭკვიანი გოგო.
ჩემი... ჩემი ჭკვიანი გოგო.
ჩემი...
10. ამბები ლექსად. საინტერესოა. თუმცა, სუნთქვა მაკლდება, პოეზიისთვის აუცილებელი:)
ამბები ლექსად. საინტერესოა. თუმცა, სუნთქვა მაკლდება, პოეზიისთვის აუცილებელი:)
9. ანი, ძალიან, ძალიან მაგარი ანი ხარ შენ მათ შორის, ვისაც ეს სახელი ჰქვია!!!!!
ლექსი თავიდან ბოლომდე მუხტითა და ემოციითაა გაჟღენთილი, თან ისეთი რეალური კადრებია!!! რა ვიცი?! მაგარი ხარ ნაღდად!!!!! გენაცვალე შენ!!!!! ანი, ძალიან, ძალიან მაგარი ანი ხარ შენ მათ შორის, ვისაც ეს სახელი ჰქვია!!!!!
ლექსი თავიდან ბოლომდე მუხტითა და ემოციითაა გაჟღენთილი, თან ისეთი რეალური კადრებია!!! რა ვიცი?! მაგარი ხარ ნაღდად!!!!! გენაცვალე შენ!!!!!
8. მე მეთერთმეტედ წავიკითხე კატიე, მგონი ზეპირად ვიცი:))
მე მეთერთმეტედ წავიკითხე კატიე, მგონი ზეპირად ვიცი:))
7. ჩვენ ყველა არ ვართ :)
ჩვენ ყველა არ ვართ :)
6. ჩემს ჩითის კაბას, ცრემლებისგან ნესტის სუნი სდის. <<<<<<<<<<<<<< მომეწონა ნამეტნავათ :}:}:}:}:}
თავიდან ბოლომდე წავიკითხე.
კარგად წამეკითხა, ნელ-ნელა და სვენებ-სვენებით, იმიტომ რომე, სქოლიო დამჭირდა :}:}:}:}:}:}:}:}
ამჯერად სკანდინავიაში გვამოგზაურა ავტორმა.
ჩემს ჩითის კაბას, ცრემლებისგან ნესტის სუნი სდის. <<<<<<<<<<<<<< მომეწონა ნამეტნავათ :}:}:}:}:}
თავიდან ბოლომდე წავიკითხე.
კარგად წამეკითხა, ნელ-ნელა და სვენებ-სვენებით, იმიტომ რომე, სქოლიო დამჭირდა :}:}:}:}:}:}:}:}
ამჯერად სკანდინავიაში გვამოგზაურა ავტორმა.
4. ყველას გქონიათ წაკითხული და წავშლი მაშინ რავიცი აბა: ))
:-* :-*-გაიყავით ყველას გქონიათ წაკითხული და წავშლი მაშინ რავიცი აბა: ))
:-* :-*-გაიყავით
3. ამჯერად +2
და მე დავბრუნდები აქ კიდევ
ბექ, რატომ დამასწარი, კომენტარი, ეს ლექსი მეც მქონდა წაკითხული და ახლა მეოთხედ წავიკითხე :) ამჯერად +2
და მე დავბრუნდები აქ კიდევ
ბექ, რატომ დამასწარი, კომენტარი, ეს ლექსი მეც მქონდა წაკითხული და ახლა მეოთხედ წავიკითხე :)
2. ხოო, რათქმაუნდა ვიცოდი ეს ნაწერი და მოგახსენე უკვე , რომ ძალიან მომეწონა!
:-*:-*:-*
ხო კიდე, მ. ხ. გაგიჩითე, დიდი წვალების შედეგად:D ხოო, რათქმაუნდა ვიცოდი ეს ნაწერი და მოგახსენე უკვე , რომ ძალიან მომეწონა!
:-*:-*:-*
ხო კიდე, მ. ხ. გაგიჩითე, დიდი წვალების შედეგად:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|