ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2011


ჩემი სათქმელი სომეხ-ქართველთათვის

ძენო, ძისძენო ჰაოსისანო,
ისტორიათა ჩვენთა სათავე,
მე ასე ვფიქრობ, როგორც მგოსანი,
არ უნდა იყოს ხოლმე სადაო!

ძმანი ვართ ხვედრით, წარსულით, ჯვარით
და იმედები სამიერჟამო
უერთმანეთოდ წარმოუდგენლად
უღიმღამოა და უსიამო!

როცა დავსხდებით ნამოქმედართა
ჩვენთა განჩრხეკად, ამ სურვილს ვტოვებ:
კარგი რაც იყო, ის გავიხსენოთ,
ცუდს - დავიწყება და სიმარტოვე!

კავკასიონის ერთსა ვწოვთ ძუძუს
და, როგორც შვილებს, თანაბრად გვმართებს:
ეფარებოდეს ქართველი სომეხს,
ეხიდებოდეს სომეხი ქართველს!

ძეო, ძისძეო ქართლოსიანთა,
ჩემო ღვიძლო და ჩემო თვისტომო,
უსარგებლოა და დამღუპველი,
სომხისთვის ცუდი არ მოინდომო!

ურთიერთმტრობით ვერას შევიძენთ,
სულს და სხეულს კი დავიზიანებთ,
მე გიზიარებ, ძმაო, სიყვარულს,
მოდი და - შენაც გამიზიარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები