საინტერესო თემაა, ჩემმა მზემ. როგორც ყველაფერი, ამ დალოცვილ საქართველოში, ქვეყნის სახელიც პრობლებური და კონფლიქტური აღმოჩნდა, როგორც გარე სამყაროსათვის, ისე ჩვენთვის და ჩვენი წყალშემდგარი იდენტობისათვისაც.
საქართველოს სახელად ”საქართველო” რომ ჰქვია, "ბოდიში მამითხოვია და" მარტო ჩვენ ვიცით. ჰა-ჰა ერთი-ორი განათლებული და კავკასიაში ჩახედული რუსი, ან არარუსი ქართველოლოგი გამოჩნდეს და მათ გაახსენდეთ, რომ ჩვენი "ცაფირუზხმელეთზურმუხტოს" ნამდვილი დასახელება, ქართულად, ანუ ამ ტერიროტიაზე მცხოვრები ერის ენაზე საქართველოა...დანარჩენებს, სტრატეგ-პარტნიორებს, ყველა ჯურის ყოფილ და მიმდინარე ოკუპანტებს, მეზობლებს და არამეზობლებს, ყველას თავისი სახელი აქვს ჩვენი ქვეყნისათვის "მოყუჩებული".
მაგალითად, ლიტველები ქართულს (ჩვენს ენას) სასაცილო სიტყვას "გრუზინიშკაი"-ს ეძახიან, ხოლო საქართველოს "გრუზიოსს". საქართველოს, ამ ჩვენს ბაღნარს, იაპონურად ”გურუჯია” ჰქვია. ჩინურად (ჰანის დიალექტზე) - 格鲁吉亚 - "გელუჯია" (ფაქტიურად, "გელა ძია"). ჩვენი მოძმე სომხები "ვრასტანს" უხმობენ და სომხურად ჩვენ ”ვრაცები” ვართ, შორეული ასტურიელები კი არც მეტი არც ნაკლები, ამ ჩვენს კავკასიის ზურმუხტს, "ხორხას" ეძახიან...
ხომ მაგარია? ჰოდა, ალბათ აჯობებს, დავფიქრდეთ, ვიკამათოთ და ჩვენს ქვეყანას ოფიციალური სახელი მოვუფიქროთ, რათა სულელურ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ როდესაც ”გრუზინს” ან ”გურჯს” დაგვიძახებენ, ჩვენ კი დაჟინებით ”ჯორჯიანის” ძახილს დავიწყებთ. ალბათ ჭკუასთან ახლოს იქნება, თუ ჩვენი სამშობლოს საერთაშორისო სახელს, არაქართული მსოფლიოსთვის (სხვა ქვეყნები, გაერო, ეუთო და სხვა საერთაშორისოებიც რომ არიან, იმათი ჩათვლით), ქართული წარმოშობის ეთნონიმებიდან შევურჩევთ : ან ”საქართველო” ან კიდევ, როგორც ბ-ნი ჰარირამა გვთავაზობს, ”ივერია”. ორივე ქართულია, მისაღებია ჩვენთვის, ქართველებისთვის და სხვებმაც, კეთილი ინებონ და ასე დაგვიძახონ.
სახელის შეცვლის მაგალითები, უახლოესი წარსულიდან, ბევრია: მოლდავეთი მოლდოვად იქცა, კიშინიოვი - ჩიშინაუდ, ბომბეი - მუმბაიდ, ბირმა - მიანმად, ჩერნოგორია - მონტენეგროდ (ან პირიქით), კანტონი - გუანგჟოუდ და ა.შ. როგორც ხედავთ, ამ ცვლილებებით, არავის არაფერი არ მოსვლია. მსოფლიომ აიტაცა ახალი სახელები და ახლა დგანან ამ ქვეყნებზე და ქალაქებზე, ჩვენი უცხოელი (როგორც ახლა იტყვიან) "პარტნიორები", სხვა, ახალი სიტყვებით ჭიკჭიკებენ.
თუ გვსურს - გავაკეთებთ. თუ არა და...მაშინ ვიძახოთ რომ ”ჯორჯიანზ” ვართ, ან ”გურჯლარ” ან ”გრუზინი”. თანაც სასაცილოა, რომ ამ ტერმინების შერჩევა-გამოყენებას იდეოლოგიური ელფერიც დაჰკრავს - წარმოიდგინეთ ნაციონალების სახეები, "გურჯ"-ი ან "გრუზინი" რომ შევთავაზოთ ეთნონიმად!
განმარტება-დამატება: სიტყვა "ჯორჯიან/Georgian" ინგლისურ ენაში ჩვენს გარეშე დამკვიდრდა და მას საქართველოსთან ან ქართველებთან, არაფერი აქვს საერთო. ეს დიდი ხნის ტერმინია და 18-19-ე საუკუნეების (1714 - 1830) ბრიტანეთის იმპერიის "გეორგიანულ" ეპოქას აღნიშნავს. იმ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები ჯორჯ 1-ლი, 2-ე, 3-ე და 4-ე და შესაბამისად, მთელ ამ პერიოდს მადლიერმა შთამომავლობამ "გეორგიანული" დაარქვა. ამ ეპოქამ ბევრი სიახლე და ”სიკეთე” მისცა ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიას, კულტურას და არქიტექტურას. ამ დროს მიმდინარეობს ამერიკის ინტენსიური კოლონიზაცია, სასახელო ომები ინდიელებთან და მათი მეთოდური განადგურება, ამ ეპოქის პროდუქტია მერკანტილიზმის პოლიტიკა და უცხოური ექსპორტის შეზღუდვა, ამ დროს მიმდინარეობს ბრიტანეთის იმპერიის ძლევამოსილი ექსპანსია ინდოეთისკენ და სამხრეთ ზღვებისკენ (კაპიტანი კუკი). ამ დროს გაიმარჯვა ინგლისმა ტრაფალგარისა და ვატერლოოს სახელგანთქმულ ბრძოლებში.
როგორც ხედავთ, "ჯორჯიან ერა/Georgian era" უკვე არსებული კულტურულ-ისტორიული ფენომენია ანგლო-საქსურ სამყაროში და მას სრულიად კონკრეტული შინაარსი აქვს ინგლისელისა თუ ინგლისურად მკითხველისათვის. ტერმინი "ჯორჯიან/Georgian", ჩვეულებრივ გამოიყენება სოციალური ისტორიისა და არქიტექტურის კონტექსტში, რაც ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს "ჯორჯიან"-ის ეთნონიმად, მითუმეტეს ბრიტანეთიდან გეოგრაფიულად საკმაოდ მოცილებული საქართველოს, აღსანიშნავად. აღარაფერს ვამბობ "გუგლში" ძებნისას აშშ-ს სახელოვან სამხრეთულ შტატზე, "ჯორჯიაზე", რომელიც ჯიუტად გვეცილება ჩვენი ქვეყნის სახელს ინგლისურენოვან საძებნ სისტემებში ...
გარდა ამისა, ჩვენც, ქართველებსაც ხომ უნდა გვქონდეს რაიმე ემოციური ან ცნობიერი ბმა სახელთან Georgian? ოდესმე გითქვამთ თქვენს თავზე რომ "ჯორჯიან" ხართ? ეს ტერმინი, ვფიქრობ, საკმაოდ უცხოა მისი ქართულად აღქმისათვის. შესაძლო ვერსიებიდან ვეთანმები ბ-ნი ჰარირამას ვარიანტებს:
ვითომ ცუდად ჟღერს შემდეგი? 1. (ინგლ.)Where are you from? I am from Sakartvelo and I am Kartvel ან სხვა ნაცნობი პასაჟი: I am Kartvel, therefore I am from Sakartvelo! Ich bin Kartvel! (გერმ.); Я Картвел! (რუს.); Je suis Kartvel! (ფრანგ.).
2. Where are you from? I am from Iveria and I am Iverian ან სხვა ნაცნობი პასაჟი: I am Iverian therefore I am from Iveria! Я Ивериец (რუს.); Je suis Iverienne (ფრანგ.) და ა.შ.
ვფიქრობ, ამ თემაზე დაფიქრება მართლაც ღირს, რადგან ეს ჩვენზე, ჩვენს ეთნონიმზე და ჩვენი ქვეყნის სახელზეა საუბარი, ქართველ-ივერიელნო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ახლახანს ვიდექი ამ პრობლემის წინაშე. ისრაელში გვეძახიან "გრუზინებს". ბატონმა ლაშა ჟვანიამ (ელჩად ყოფნის პერიოდში) მოითხოვა "ჯორჯია", მაგრამ ვერ დაამკვიდრა. მე მიხდებოდა ახსნა, რომ ვარ "ერეც ჯორჯიადან" და არა ჯორჯიის შტატიდან. ცოცხალი თავით არ ვამბობდი "გრუზიას" :)
"ივერია" მეჩვენება საუკეთესო გამოსავლად. ევფონიურად ლამაზია და თან ქართლის პრიორიტეტი არ იგრძნობა. ახლახანს ვიდექი ამ პრობლემის წინაშე. ისრაელში გვეძახიან "გრუზინებს". ბატონმა ლაშა ჟვანიამ (ელჩად ყოფნის პერიოდში) მოითხოვა "ჯორჯია", მაგრამ ვერ დაამკვიდრა. მე მიხდებოდა ახსნა, რომ ვარ "ერეც ჯორჯიადან" და არა ჯორჯიის შტატიდან. ცოცხალი თავით არ ვამბობდი "გრუზიას" :)
"ივერია" მეჩვენება საუკეთესო გამოსავლად. ევფონიურად ლამაზია და თან ქართლის პრიორიტეტი არ იგრძნობა.
23. ოი, ბევრჯერ ჩამოსულო, თქვენი ფსევდონიმი აღარ მახსოვდა და კი გეძებდით საიტზე. :))
იყოს იბერია! :) ოი, ბევრჯერ ჩამოსულო, თქვენი ფსევდონიმი აღარ მახსოვდა და კი გეძებდით საიტზე. :))
იყოს იბერია! :)
22. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც წერიათავისუფლების აღდგენის დეკლარაციაში ის უნდა გავრცელდესჩვენს მომართ ჩვენსსაზღვრებს გარეთაც იქწერია "საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია" არ წერია "გრუზიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", არც "გურჯისტანის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", არც "ჯორჯიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", არც "ვრასტანის დამოუკიდებლობის დეკლარაცია" და არც "ივერიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია",არამედ წერია "საქართველო". იყოს საქართველო რას ვერჩით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც წერიათავისუფლების აღდგენის დეკლარაციაში ის უნდა გავრცელდესჩვენს მომართ ჩვენსსაზღვრებს გარეთაც იქწერია "საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია" არ წერია "გრუზიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", არც "გურჯისტანის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", არც "ჯორჯიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", არც "ვრასტანის დამოუკიდებლობის დეკლარაცია" და არც "ივერიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია",არამედ წერია "საქართველო". იყოს საქართველო რას ვერჩით?
21. მაჰათმა განდის: დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისათვის. გეთანხმებით, რომ დასახელება ”იბერია” ჩვენთვის უფრო ჩვეულია და არანაირ გაუცხოებას არ იწვევს ჩვენში. იგი მშობლიურია და ყველას ბავშვობაში გაგვიგონია, რომ საქართველოს ადრე იბერიას უწოდენდნენ, თუმცა პარალელური ტერმინი ”იბერია” არსებობს ესპანურში და პორტუგალიურში. იგი ესპანურ და პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე სამყაროსათვის (დაახლ. 600 მილიონი ადამიანი. ინგლისური ”ჯორჯიანზის” მსგავსად) დამაბნეველი და შესაძლოა, მიუღებელიც კი აღმოჩნდეს: ესპანელები, პორტუგალიელები და ლათინური ამერიკის სხვა ენერგიული მოსახლეობა, თავს, იბერიულ და იბერიულ-ამერიკული სამყაროს წარმომადგენლებად თვლიან. მეტიც, მსოფლიოს ისტორიულ და გეოგრაფიულ წყაროებში (სტრაბონი, პლინიუსი) პირენეის ნახევარკუნძულს იბერიის ნახევარკუნძული ჰქვია და ეს სახელი დღესაც აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიაში. სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის დასახელებად ტერმინ ”იბერიის’’ დამკვიდრებისას, შესაძლოა წინააღმდეგობებს შევხვდეთ მრავალრიცხოვანი ესპანურენოვანი სამყაროსაგან, რაც ალბათ, არასასურველი იქნება. მაჰათმა განდის: დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისათვის. გეთანხმებით, რომ დასახელება ”იბერია” ჩვენთვის უფრო ჩვეულია და არანაირ გაუცხოებას არ იწვევს ჩვენში. იგი მშობლიურია და ყველას ბავშვობაში გაგვიგონია, რომ საქართველოს ადრე იბერიას უწოდენდნენ, თუმცა პარალელური ტერმინი ”იბერია” არსებობს ესპანურში და პორტუგალიურში. იგი ესპანურ და პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე სამყაროსათვის (დაახლ. 600 მილიონი ადამიანი. ინგლისური ”ჯორჯიანზის” მსგავსად) დამაბნეველი და შესაძლოა, მიუღებელიც კი აღმოჩნდეს: ესპანელები, პორტუგალიელები და ლათინური ამერიკის სხვა ენერგიული მოსახლეობა, თავს, იბერიულ და იბერიულ-ამერიკული სამყაროს წარმომადგენლებად თვლიან. მეტიც, მსოფლიოს ისტორიულ და გეოგრაფიულ წყაროებში (სტრაბონი, პლინიუსი) პირენეის ნახევარკუნძულს იბერიის ნახევარკუნძული ჰქვია და ეს სახელი დღესაც აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიაში. სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის დასახელებად ტერმინ ”იბერიის’’ დამკვიდრებისას, შესაძლოა წინააღმდეგობებს შევხვდეთ მრავალრიცხოვანი ესპანურენოვანი სამყაროსაგან, რაც ალბათ, არასასურველი იქნება.
20. თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ტო გვყავდა მაგი თქვით უკვე? თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ტო გვყავდა მაგი თქვით უკვე?
19. საინტერესო მასალაა, , ძირითადად ჩვენზე ამბობენ გრუზიას და ასეც გვიცნობდნენ, ხოდა ამასწინათ, 19 წლის უცხოელი გოგონა დაინტერესდა და მკითხა: ქართულად რა ქვია შენ ქყეყანასო,, საქართველო-თქო , იმან გაიმეორა-საქართველო, და უცბად წამოიძახა, ვაიმე რა ლამაზად ისმის, რა კარგია, რატომ იძახიან "გრუზია"-ს?, და ჩემიანებიც ამბობენ თქვენზე "გრუზინები" ჩამოვიდნენ მე კი აუხსენი, მარა მაინც უკმაყოფილო დარჩა საინტერესო მასალაა, , ძირითადად ჩვენზე ამბობენ გრუზიას და ასეც გვიცნობდნენ, ხოდა ამასწინათ, 19 წლის უცხოელი გოგონა დაინტერესდა და მკითხა: ქართულად რა ქვია შენ ქყეყანასო,, საქართველო-თქო , იმან გაიმეორა-საქართველო, და უცბად წამოიძახა, ვაიმე რა ლამაზად ისმის, რა კარგია, რატომ იძახიან "გრუზია"-ს?, და ჩემიანებიც ამბობენ თქვენზე "გრუზინები" ჩამოვიდნენ მე კი აუხსენი, მარა მაინც უკმაყოფილო დარჩა
18. მომწონს ეს წამოწყება...
ახლა წყაროების ძიების დრო არ მაქვს, მაგრამ ჩემს მეხსიერებას თუ მივმართავ, "გეორგია" მთლად ინგლისს არ უნდა მივაწეროთ, რამდენადაც მახსოვს, ეს სახელი ბერძნებმა დაამკვიდრეს. გეოს - მიწას, დედამიწას ნიშნავს მოგეხსენებათ და ამ სახელის დამკვიდრება კოლეთის პერიოდთან უნდა მიდიოდეს. მომიტევეთ, მხოლოდ ჩემ ბუნდოვან მეხსიერებაზე მიწევს დაყრდნობა, თუმცა, მოგვიანებით გადავამოწმებ, უეჭველად :)
სახელი კი ნამდვილად უნდა დავამკვიდროთ ერთადერთი ყველა ქვეყანაში!.. მომწონს ეს წამოწყება...
ახლა წყაროების ძიების დრო არ მაქვს, მაგრამ ჩემს მეხსიერებას თუ მივმართავ, "გეორგია" მთლად ინგლისს არ უნდა მივაწეროთ, რამდენადაც მახსოვს, ეს სახელი ბერძნებმა დაამკვიდრეს. გეოს - მიწას, დედამიწას ნიშნავს მოგეხსენებათ და ამ სახელის დამკვიდრება კოლეთის პერიოდთან უნდა მიდიოდეს. მომიტევეთ, მხოლოდ ჩემ ბუნდოვან მეხსიერებაზე მიწევს დაყრდნობა, თუმცა, მოგვიანებით გადავამოწმებ, უეჭველად :)
სახელი კი ნამდვილად უნდა დავამკვიდროთ ერთადერთი ყველა ქვეყანაში!..
17. ””მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი””
ლადო ასათიანი
””მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი””
ლადო ასათიანი
16. ისტორიკოსი ჰენრი კუპრაშვილი, რომელიც არის ამ საკითხით დაკავებული, თვლის, რომ მართებული სიტყვაა "იბერია" და არა "ივერია".
http://www.raindebi.ge/forum/index.php?showtopic=1482
ძველბერძნულ-ქართული უძველესი ტერმინი „იბერია“ თუ ახალი – ბიზანტიურ-რუსული „ივერია“?
ამ ტერმინებიდან, თუ რომელია სწორი და რომელი უნდა გამოვიყენოთ, ხშირად გამხდარა დავის საგანი. ერთ დროს ანეგდოტადაც კი დადიოდა სასტუმრო “ივერიის” შესახებ. როდესაც სასტუმროს სახელის დარქმევაზე მიდგა საქმე, დაიწყო კამათი იმის შესახებ, თუ რომელი ტერმინი გამოეყენებინათ – ივერია თუ იბერია. ენაკვიმატობით ცნობილ მწერალ ნოდარ დუმბაძეს უთქვამს: ამ სასტუმროს არ შეიძლება იბერია დავარქვათ, რადგანაც ხომ ვიცით ჩვენი ნეონის ნათურებიანი რეკლამების ამბავი, ხომ შეიძლება პირველი ასო ი ჩაქრეს და მერე დარჩება მარტო ბერია. განა ხალხის მტრის ლავრენტის გვარის ასეთ რეკლამირებას გვაპატიებს ვინმეო? მწერლის ამ ხუმრობას საბოლოოდ გადაუწყვეტია თურმე სასტუმროსათვის “ივერიის” სახელის დამკვიდრება.
ამ ტერმინებს დღესაც მრავალი ორგანიზაცია და ფირმა ირჩევს. ამ ვითარებაში უკეთესი იქნება თუ გვეცოდინება ამ ტერმინების საქართველოში დამკვიდრების პერიპეტიების შესახებ. თუ რომელი ტერმინის გამოყენებაა მართებული, ამის გასარკვევად საკმარისია “ჩავიხედოთ” ისტორიაში და მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
მრავალი ხალხის ენის ლექსიკაში აღიბეჭდა უძველეს ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი. ეს კი საშუალებას იძლევა დადგინდეს ამ თუ იმ ხალხმა ისტორიის რომელ მონაკვეთში განიცადა ძველი ბერძნული ენის გავლენა. ამის გასარკვევად მრავალი ფაქტორი შეიძლება იქნეს განხილული. ამჯერად, ყურადღებას შევაჩერებ ბერძნულ ენაში თანხმოვან ბ (ბეტას) გამოყენების ზოგიერთ ასპექტზე. ძველ ბერძნულში, ანუ ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან ახ.წ. IV საუკუნემდე, გამოიყენებოდა ბ თანხმოვანის შემცველი ტერმინები: ბაბილონია, ბარბაროს, ბასილეუს, ლიბიე (ლიბია), იბერია და სხვ. იმ პერიოდში, ძველი ბერძნები, რომ კარგად იცნობდნენ ქართულ ტომობრივ გაერთიანება იბერიას, მოწმობს ძველ კლასიკურ ბერძნულ წყაროებში ამ ტერმინის მრავალგზის გამოყენება. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე მოღვაწე ავტორებთან სამივე იბერიას – კავკასიის, პირენეისა და ნისლიანი ალბიონის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს მოიხსენიებენ მხოლოდ ტერმინ “იბერიათი”. ასევე, ლათინურ წყაროებშიც იხმარება ტერმინი Hiberia. სხვათა შორის, ევროპულ ენებზე გამოცემულ ყველა ცნობარსა და ენციკლობედიაში (გერმანული ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლობედია, ბრიტანიკის ყველა გამოცემა და სხვ., რუსულ დიდი საბჭოთა ენციკლობედიაშიც კი) გამოყენებულია ტერმინი იბერია.
მოგვიანებით, ცნობილია, რომ ბერძნული ენის ფონეტიკამ ცვლილებები განიცადა. შუა საუკუნეების, ანუ ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს). მაგალითად, ძველ საბერძნეთში ბერძენისათვის მეფის აღმნიშვნელი სიტყვა გამოითქმებოდა, როგორც ბასილეუს (ქართულად ბასილი). ბიზანტიური ხანის ბერძნულში კი უკვე, როგორც ვასილეუს (რუსულად ვასილიი). ქართველები იმ უძველეს ხალხთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებმაც ბერძნულ სამყაროსთან ადრეულ ეპოქაში დაამყარა ურთიერთობა (ოქროს საწმისის მითი ცარიელ ნიადაგზე არ შექმნილა). ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან ზიარების კვალი აღბეჭდილია ქართული ენის ლექსიკაში, რასაც მოწმობს უამრავი ტერმინი, რომლებიც სწორედ უძველესი პერიოდიდან არის დამკვიდრებული ქართულ ენაში: ბარბაროსი, ბასილი და სხვა მრავალი (მე დავთვალე ასამდე).
იგივე ტერმინები ქართველებთან შედარებით, მაგალითად, სლავებში დაახლოებით 2 ათასი წლის (!!!) შემდეგ, შუა საუკუნეების ბიზანტიური ბერძნულიდან იწყებს დამკვიდრებას: Варвар, Василий და სხვა მრავალი (იხილე, თანდართული შედარებების სია). ცხადია, რომ რუსებთან სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგანაც ეს ხალხი ისტორიაში არათუ ძველი ბერძნული ცივილიზაციის დროს, არამედ ბიზანტიის იმპერიის შექმნა-განვითარების საწყის ეტაპზეც კი არ ჩანს. შესაბამისად, მათ საკუთარი ენა გაამდიდრეს, შედარებით ახლო ისტორიულ წარსულში, შუა საუკუნეების ბიზანტიური ხანის ბერძნულიდან შესული ტერმინებით.
არის ზოგიერთი ისეთი სიტყვაც, რომლებიც ქართულში სხვაგვარად გამოითქმის, მაგრამ ბერძნული ენის ზემოთ აღნიშნული სპეციფიკა აისახა სლავურში, მაგალითად, ქართულ ენაზე – ეშმაკი, ძველბერძნულ ენაზე გამოითქმებოდა, როგორც დიაბოლოს, ბიზანტიის პერიოდის ბერძნულ ენაზე კი დიავოლოს, რუსულშიც, რაკი ეს ტერმინი ამ პერიოდში იქნა ნასესხები, გვაქვს დიავოლ.
მოკლედ, ბერძნული „იბერია“, რომელიც ბიზანტიურში „ივერიად“ იქცა და ბიზანტიურიდან (მიახლოებით, ახ. წელთაღრიცხვის IX-X საუკუნეების შემდეგ) კიევის სამთავროს გავლით, „ივერიის“ სახით დამკვიდრდა რუსულ ენაში. ქართულ-რუსული ურთიერთობების დამყარებისა და გაღრმავების შემდეგ რუსულის გავლენით ქართველებმა დაიწყეს ტერმინ ივერიის ხმარება (ამას ხელი შეუწყო, ისტორიულ მახსოვრობაში და ისტორიის მეცნიერებაში ხარვეზების გაჩენამ, ი.ჭავჭავაძის გაზ. „ივერიამ“, განსაკუთრებით, ქართულმა ეკლესიამ, რომელსაც, მიუხედავად ილია მეორის ძალისხმევისა, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუღწევია თავი რუსული ეკლესიის ორასწლოვან გავლენისაგან).
უდავოა, რომ უნდა გამოვიყენოთ ტერმინი იბერია, როგორც ეს ძველ ბერძნულსა და ქართულში იხმარებოდა და არა ივერია, როგორც ეს ბიზანტიურსა და რუსულშია.
-----
ესეც საინტერესო მოსაზრებაა.
ღამე მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი. ისტორიკოსი ჰენრი კუპრაშვილი, რომელიც არის ამ საკითხით დაკავებული, თვლის, რომ მართებული სიტყვაა "იბერია" და არა "ივერია".

პატივისცემით, განდი. არწივი.
15. მოგესალმები მიხეილ, თუკი ვიკიპედიას დავუჯერებთ (არც კი ვიცი ვისი ავტორობით გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია) მაშინ ცხადია, რომ ივერია (იგივე იბერია) გაცილებით ძველი წარმომავლობისაა, ვიდრე სიტყვა ქართველი.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90
ამონარიდი ამ გვერდიდან:
იბერია (ივერია), იგივე ქართლი - აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. III - ა. წ. VI სს არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო. დედაქალაქი - არმაზი (მცხეთა), მოგვიანებით თბილისი. გავრცელებული ცნობით სამეფოს დამაარსებელია მცხეთის არისტოკრატი ფარნავაზი(ფარსმანი), პირველი მეფე და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
იბერია (ივერია): ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის. ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური[1] ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს). ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს)[2]. შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით — „ივერია“.
ამონარიდის დასასრული.
ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციაა.
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები მიხეილ, თუკი ვიკიპედიას დავუჯერებთ (არც კი ვიცი ვისი ავტორობით გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია) მაშინ ცხადია, რომ ივერია (იგივე იბერია) გაცილებით ძველი წარმომავლობისაა, ვიდრე სიტყვა ქართველი.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90
ამონარიდი ამ გვერდიდან:
იბერია (ივერია), იგივე ქართლი - აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. III - ა. წ. VI სს არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო. დედაქალაქი - არმაზი (მცხეთა), მოგვიანებით თბილისი. გავრცელებული ცნობით სამეფოს დამაარსებელია მცხეთის არისტოკრატი ფარნავაზი(ფარსმანი), პირველი მეფე და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
იბერია (ივერია): ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის. ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური[1] ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს). ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს)[2]. შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით — „ივერია“.
ამონარიდის დასასრული.
ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციაა.
პატივისცემით, განდი. არწივი.
14. ხომ არ იცის ვინმემ სიტყვა "ივერიის" ეტიმოლოგია? მე ის შედარებით გვიანდელი მოვლენა მგონია! სიტყვა "ქართველის" (და, შესაბამისად, საქართველოს) ეტიმოლოგია ვიცი, რაც არის!
კარგი იქნებოდა, რომ სწორედ ტერმინების "ქართველისა" და "საქართველოს" უცხოენოვანი ტრანსკრიფციით დამკვიდრებას ვცდილობდეთ დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ, ამავე დროს, სულაც არ მგონია მიუღებელი, რომ თუნდაც მთელი ინგლისურენოვანი სამყარო Georgia-ს გვიწოდებდეს! ხომ არ იცის ვინმემ სიტყვა "ივერიის" ეტიმოლოგია? მე ის შედარებით გვიანდელი მოვლენა მგონია! სიტყვა "ქართველის" (და, შესაბამისად, საქართველოს) ეტიმოლოგია ვიცი, რაც არის!
კარგი იქნებოდა, რომ სწორედ ტერმინების "ქართველისა" და "საქართველოს" უცხოენოვანი ტრანსკრიფციით დამკვიდრებას ვცდილობდეთ დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ, ამავე დროს, სულაც არ მგონია მიუღებელი, რომ თუნდაც მთელი ინგლისურენოვანი სამყარო Georgia-ს გვიწოდებდეს!
13. საქართველო!!! საქართველო!!!
11. ჰო, რა მოხდა?... ჰარირამას გაგრძელებააო და სიმღერის ხასიათზე დავდექი...:-* ჰო, რა მოხდა?... ჰარირამას გაგრძელებააო და სიმღერის ხასიათზე დავდექი...:-*
10. ამ საკითხს გულგრილად ვერ ჩავუვლი ნამდვილად. საერთოდ ხომ არ აჯობებს გავიგოთ ამ საიტის მონაწილეთა აზრი. ანუ ერთი პატარა გამოკითხვა ჩატარდეს. მართლა ღირს რომ ადმინისტრატორმა გამოკითხვის რეჟიმი ჩართოს. ის მაინც გვეცოდინება ამ საიტის წევრები რას ფიქრობენ ამ თემაზე, მწერლები, პოეტები და სიტყვის მეფენი და დედოფლები აქ ხართ და უკთესს ვის უნდა კითხონ აზრი ნეტავ?
მე ხმას ვაძლებ და ვაცხადებ - "ივერია".
ფარაონის ცოლი.
ამ საკითხს გულგრილად ვერ ჩავუვლი ნამდვილად. საერთოდ ხომ არ აჯობებს გავიგოთ ამ საიტის მონაწილეთა აზრი. ანუ ერთი პატარა გამოკითხვა ჩატარდეს. მართლა ღირს რომ ადმინისტრატორმა გამოკითხვის რეჟიმი ჩართოს. ის მაინც გვეცოდინება ამ საიტის წევრები რას ფიქრობენ ამ თემაზე, მწერლები, პოეტები და სიტყვის მეფენი და დედოფლები აქ ხართ და უკთესს ვის უნდა კითხონ აზრი ნეტავ?
მე ხმას ვაძლებ და ვაცხადებ - "ივერია".
ფარაონის ცოლი.
9. სა-ქარ-თველოოო, ლა-მა-ზოოო! სხვა სა-ქარ-თველოო სად არიიიიის....:) სა-ქარ-თველოოო, ლა-მა-ზოოო! სხვა სა-ქარ-თველოო სად არიიიიის....:)
8. სალამი არ ვიცი ვინაა ამ ნიკის უკან,მაგრამ...
კარგი ჟურნალისტი იქნებით:) ნუ ან ხარტ:) მართლა. მე კარგი თვალი მაქვს:)
სალამი არ ვიცი ვინაა ამ ნიკის უკან,მაგრამ...
კარგი ჟურნალისტი იქნებით:) ნუ ან ხარტ:) მართლა. მე კარგი თვალი მაქვს:)
7. აჰა:) ამოაღებინეთ არა? აი , რამხელა ძალაა ხალხი:) ასე რომ სახელის შეცვლაც შEსაძლებელია, თუ ეღთსულოვნება იქნება, ისე მე მაინც ივერიას ვამჯობენებ საქაღტველოს რადგან , რომელიმე ქაღტული ტომის დომინანტობა არ ცანს და იქნება მეგრელიც ჯკახელის , რაჭველიც და .....დიახ გურულებიც მშვიდად ვიქნებით:) თან სერიოძულად ვამბობ. ქვეყანა ერომლის გაბღწყიონებასაც ყველანი ველოდებით და ბევრს ვლაპრაკობთ , ამ ჭუთს არ არსებობს , ამიტომ მგონია რომ ეს ამბავი ფრიად საშური და შორს არ გადასადები. აჰა:) ამოაღებინეთ არა? აი , რამხელა ძალაა ხალხი:) ასე რომ სახელის შეცვლაც შEსაძლებელია, თუ ეღთსულოვნება იქნება, ისე მე მაინც ივერიას ვამჯობენებ საქაღტველოს რადგან , რომელიმე ქაღტული ტომის დომინანტობა არ ცანს და იქნება მეგრელიც ჯკახელის , რაჭველიც და .....დიახ გურულებიც მშვიდად ვიქნებით:) თან სერიოძულად ვამბობ. ქვეყანა ერომლის გაბღწყიონებასაც ყველანი ველოდებით და ბევრს ვლაპრაკობთ , ამ ჭუთს არ არსებობს , ამიტომ მგონია რომ ეს ამბავი ფრიად საშური და შორს არ გადასადები.
6. დროზე, ბევრჯერ ჩამოსულო, თორემ იფეთქებს ახლა ჩემში რუსული გენეტიკა და ომი გარდაუვალი იქნება :) დროზე, ბევრჯერ ჩამოსულო, თორემ იფეთქებს ახლა ჩემში რუსული გენეტიკა და ომი გარდაუვალი იქნება :)
5. ბატონებო, რუსების გინებას არ ვაპირებდი, უბრალოდ ხელი წამიცდა და ”ვაშუ მაწ” მივაწერე. აუცილებად ამოვიღებ. შენიშვნა მიღებულია. ბატონებო, რუსების გინებას არ ვაპირებდი, უბრალოდ ხელი წამიცდა და ”ვაშუ მაწ” მივაწერე. აუცილებად ამოვიღებ. შენიშვნა მიღებულია.
4. აი, ნახეთ: I am Kartvel –გინების გარეშე! Ich bin Kartvel! –გინების გარეშე! Je suis Kartvel!– გინების გარეშე!
Я Картвел (вашу мать)!– გინებით? მერე მოგვიბრუნდება რუსი და დედის ალერსს გვანთხევინებს და ღირსიც ვიქნებით :-O :-O :-O
აი, ნახეთ: I am Kartvel –გინების გარეშე! Ich bin Kartvel! –გინების გარეშე! Je suis Kartvel!– გინების გარეშე!
Я Картвел (вашу мать)!– გინებით? მერე მოგვიბრუნდება რუსი და დედის ალერსს გვანთხევინებს და ღირსიც ვიქნებით :-O :-O :-O
3. ძალიან ხშირად მითქვამს რომ ჯორჯიიდან ვარ და რომ დაუწყიათ გამოკითხვა რომელი ჯორჯიაო მერე მითქვამს saqartveloთქო, კაი ხო დავუშვათ ეს პრობლემაა და ქართველი კაი იქნება თუ ქართველი იქნება ყველასთვის :) მაგრამ ვინც იცის საქართველო მან იცის რას ნიშნავს ქართული, ქართველი, გამარჯობა, მიყვარხარ , ნახვამდის, მადლობა, გაუმარჯოს :) თვითონ გეკითხებიან თან ძირითადად.. მასე აფრიკა ჩვენ რომ ჯუნგლები გვგონია და სომალში ყველა მშიერი სულაც არაა რეალობა მასეთი :) თუმცა, მე მირჩევნია მჯეროდეს რომ სომალში ვიღაცას შია, ვიდაო იმაზე რომ ჯორჯიელი ვარ ჯორჯიიდან,მაგრამ არა შტატიდან და არასოდეს რუსს არ ვუთხრა: Я Картвел (вашу мать)! რუსეთუმე მეძახოს ვისაც უნდა, მაგრამ ასეთი რაღაცეები და ამასთან ერთად ადამიანობაზე, ღირებულებებზე და პატრიოტიზმზე საუბარი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია :) ძალიან ხშირად მითქვამს რომ ჯორჯიიდან ვარ და რომ დაუწყიათ გამოკითხვა რომელი ჯორჯიაო მერე მითქვამს saqartveloთქო, კაი ხო დავუშვათ ეს პრობლემაა და ქართველი კაი იქნება თუ ქართველი იქნება ყველასთვის :) მაგრამ ვინც იცის საქართველო მან იცის რას ნიშნავს ქართული, ქართველი, გამარჯობა, მიყვარხარ , ნახვამდის, მადლობა, გაუმარჯოს :) თვითონ გეკითხებიან თან ძირითადად.. მასე აფრიკა ჩვენ რომ ჯუნგლები გვგონია და სომალში ყველა მშიერი სულაც არაა რეალობა მასეთი :) თუმცა, მე მირჩევნია მჯეროდეს რომ სომალში ვიღაცას შია, ვიდაო იმაზე რომ ჯორჯიელი ვარ ჯორჯიიდან,მაგრამ არა შტატიდან და არასოდეს რუსს არ ვუთხრა: Я Картвел (вашу мать)! რუსეთუმე მეძახოს ვისაც უნდა, მაგრამ ასეთი რაღაცეები და ამასთან ერთად ადამიანობაზე, ღირებულებებზე და პატრიოტიზმზე საუბარი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია :)
2. ერთი კითხვა მაქვს:
ეს რას ნიშნავს?
--------- Я Картвел (вашу мать)! (რუს.) --------
პატივისცემით, განდი. არწივი.
ერთი კითხვა მაქვს:
ეს რას ნიშნავს?
--------- Я Картвел (вашу мать)! (რუს.) --------
პატივისცემით, განდი. არწივი.
1. საინტერესო მოსაზრება,
საკუთარი (კერძო) სახელები, როგორც წესი არ ითარგმება. მაგალითად, ამერიკა, ყველა ენაზე ამერიკაა, საფრანგეთიც, იტალიაც, ჩინეთიც, სტანებიც (ავღანეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ასე შEმდეგ) გარკვეული(მცირედი) ცვლილებით, თუმცა სახელის ფუძე (ჩონჩხი) არ იცვლება.
ერთია, როდესაც შედგენელი სახელებია, მაშინ ითარგმენება სხვადასხვანაირად. მაგალითად, UK (United Kingdom) გაერთიანებული სამეფო. USA (Unites States of America) ამერიკის შეერთებული შტატები, UAE (United Arab Emirates) არებეთის გაერთიანებული სამეფო.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი არის საკუთარი და არა შედგენილი, სასურველია რომ ფუძე არ შეიცვალოს და რაც ქვეყანას ქვია, ის ერქვას ყველა ენაზე.
დღე მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი. საინტერესო მოსაზრება,

| მონაცემები არ არის |
|
|