 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 22 თებერვალი, 2014 |
1. სერიოზული კაცი
“ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდ სისულელეებს, სახის სერიოზული გამომეტყველებით სჩადიან” ბარონი ღრმად იყო დარწმუნებული ამაში. - გაუ… როგორაა საქმე? - უკაცრავად, დაკავებული ვარ! - გინდა ანეგდოტს მოგიყვები - შენ რა? ვერ გაიგე?.. გეუბნები დაკავებული ვარ-მეთქი - მაგარი სასაცილოა… შეხვდნენ თურმე ერთმანეთს... - მოგცლია ერთი… შემეშვი რა! - ვაა… იქნებ გეხმარები, შე კაცო… - ნუ შეწუხდები! ეს ჩემი სამუშაოა… - ჰმ… რა გაეწყობა. კარგად აბა… - მიდი, ჰო… გაიარე! - ჩაიბუზღუნა სიზიფემ და ოფლში გახვითქული ქვის უზარმაზარ ლოდს მიაწვა.
2. მოსაზრება
- არასოდეს ყოფილა ისე, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ, ამას არც თუ აუცილებლად ძალიან ითხოვს სიტუაცია, თორემ ნამეტანი გამოდის, მერწმუნეთ, მითუმეტეს რომ ერთად შეუძლებელია და თან ვის რაში სჭირდება რო... თუმცა იცის ვინმემ რამე ისეთი, რომ განისაზღვროს საჭიროების მნიშვნელობა, როგორც ასეთი, ანუ შედგეს თანხმობა დაპირისპირებისა გამო, გამოხატული შერიგების შესახებ გამოსვლაში, არა მხოლოდ განცხადების დონეზე, არამედ შინაარსის გარშემო და თან ისე რომ, არავინ არავის წინაშე, არავითარ შემთხვევაში, ვინაიდან ეს საწინდარია შემდგომი ნაბიჯისა _ ყველას ყველაფერი, თან იმდენი რომ ეყოს, მასაც და ვისაც საჭიროა, რამეთუ აქეთ მოგვიხმობს დროება.
აი, ასეთი მოსაზრებით მიმართა მოჩხუბარ მხარეებს… მოთმინებით მოისმინეს რომელთაც ბოლომდე აზრი ესე და მერე… მერე დასცხეს, მაგრამ რა დასცხეს ერთმანეეთს - უუფ... შენგან მოწონებული. მოსაზრების ავტორსაც საკმაოდ მოხვდა, მცდელობისთვის, უფრო განევრცო თავისი ხედვა საკითხის და ფრიად განაწყენებულმა დატოვა არენა შესიებული ტუჩების ლოკვით… არა და, რას ერჩოდნენ კაცმა რომ თქვას… თუმცა ვინ იცის… იქნებ უარესსაც კი იმსახურებდა, ასე “თამამი” მოსაზრებისთვის.
3. პარალელური...
დედა სარკეში იხედება. მამა დივანზე წამოწოლილა და გაზეთს კითხულობს. შვილი ტელეფონზე ლაპარაკობს მეგობართან.
სარკე, საქორწინო საჩუქარია, მაგრამ ანარეკლი მაინც გულდასაწყვეტად შებერებული უმზერს. გაზეთი მრავალგვერდიანია… დივანი ჭრიალებს და ყურადღებას უფანტავს. ტელეფონი უკაბელოა, თან დაატარებს… ძალიან მოსახერხებელი რამაა
ქალი ახალი კოსმეტიკური ხაზის დეტალებს იხსენებს და სახეზე სავარაუდოდ საკორექციო ადგილებს ათვალიერებს… თავს სინანულით აქნევს - ახსენდება რომ მაიონეზი მაცივარში, ძლივს თუ ეყოფა სავახშმო პიცას… ამას როგორმე გადაიტანს, მაგრამ მეზობელმა შინაბერამ თუ ერთხელაც გაიკეთა პლასტიკური მაშინ… მაშინ უფრო პატარას გამოაცხობს… ძილის წინ ბევრი ჭამა აბერებს სწორედ.
კაცი, გაზეთის იმ ფურცელზეა, სადაც ძნელია არ განიმსჭვალო მსოფლიო პრობლემებით… არ გაგაღიზიანოს ზოგიერთი პოლიტიკოსის სულელურმა გამოსვლამ… ძნელია ასეთ დროს გაუძლო ცდუნებას - დაიწყო ომი. იწყებს კიდეც… მალევე ამთავრებს მეტნაკლებად უკმაყოფილო და ბუნდოვანი შედეგით გაღიზიანებული… სამაგიეროდ შესაშური ოსტატობით შეასრულა ჰეთთრიკი მეტოქესთან ჯერარგამართულ მატჩში და ბურთების შეფარდებით პირველ ადგილზეც გავიდა ჯგუფში… ფინალიც არ გადადო შორს და როგორც იქნა ნამდვილ მამაკაცად იგრძნო თავი.
გოგონა უფრო მეტს ლაპარაკობს თითქოს, ვიდრე მისი ვიზავი. დროდადრო ახალჯინსებშემოტკეცილ თეძოებს ხან ერთი მხრიდან შეათვალიერებს, ხანაც მეორე… მას ისეთი კარგი მეგობარი ჰყავს, ისეთი კარგი… აი, ნამდვილი მესაიდუმლე.
პარალელური სამყაროები…. ნუთუ, ისინი მართლა მხოლოდ უსასრულოდ შორს იკვეთებიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
9. მაიონეზი არ მიყვარს და მითუმეტეს პიცაში
.გოგონა უფრო მეტს ლაპარაკობს თითქოს, ვიდრე მისი ვიზავი. დროდადრო ახალჯინსებშემოტკეცილ თეძოებს ხან ერთი მხრიდან შეათვალიერებს, ხანაც მეორე…
კარგია!
მაიონეზი არ მიყვარს და მითუმეტეს პიცაში
.გოგონა უფრო მეტს ლაპარაკობს თითქოს, ვიდრე მისი ვიზავი. დროდადრო ახალჯინსებშემოტკეცილ თეძოებს ხან ერთი მხრიდან შეათვალიერებს, ხანაც მეორე…
კარგია!
4. ძალიან მომეწონა... მშვენიერი თხრობა და ხელწერა :) ძალიან მომეწონა... მშვენიერი თხრობა და ხელწერა :)
3. პარალელური სამყაროები…. ნუთუ, ისინი მართლა მხოლოდ უსასრულოდ შორს იკვეთებიან. ან უბრალოდ გვერდიგვერდ არსებობენ.:) პარალელური სამყაროები…. ნუთუ, ისინი მართლა მხოლოდ უსასრულოდ შორს იკვეთებიან. ან უბრალოდ გვერდიგვერდ არსებობენ.:)
2. მახსოვდა ესენი...მაონც სიამპვნებით წავიკითხე...:-* მახსოვდა ესენი...მაონც სიამპვნებით წავიკითხე...:-*
1. აქაც 55555555555555555555
ჭკვიანი კაცი ხარ, ვერაფერს იზამ! :) აქაც 55555555555555555555
ჭკვიანი კაცი ხარ, ვერაფერს იზამ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|