| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 5 აგვისტო, 2011 |
'' თქვენ იდუმალი ტყუპები ხართ-მონოლითს შვენით, ჩემი ბალახი მაინც აპობს ამ მერყევ ლავას.'' რენე შარი. ჩემი, თითქოსდა გამობრძმედილი თვალთახედვით ვცდილობ, შენი გონების ხაზზე- უშეცდომო სიარული ვისწავლო და ვისწრაფოდე ალბათ, ტბისპირეთის ურიცხვ მნათობთან შესახვედრად. ახლა, ვზივარ ფარდის მიღმა როგორც არასდროს ფეხმორთხმით და თითებით ვხდი ჰაერს სამოსელს. ჩვენი აზრობრივი შედარებითაც კი გავკაწრავთ სიმყუდროვის აპკს და გადავეშვებით ველურები, დედიშობილები იმედით ანთებულნი, რომ გამყოფი ორბიტალების შერწყმით ამოვიშრობთ სველ გუგებს. დახრული სხეულებით წინ წავიწევთ და ორფეოსის ქნარის ლივლივში დავკარგავთ თავს აგონიამდე. სიმშრალისაგან დახეთქილ ტუჩებს ენით დავისველებთ ან წყლის წვეთს ვიპკურებთ თუმცა, ვგონებ, ჩემი, თითქოსდა გამობრძმედილი თვალთახედვით ვცდილობ, შენი გონების ხაზზე- უშეცდომო სიარული ვისწავლო. ბოლოს კი, ისღა დაგვრჩენია, სანახაობის წყურვილით აღტკინებულ მაყურებელს თავი დავუხაროთ ტერფებამდე. მათი ხელების მოძრაობით გამხნევებულნი სივრცეს დავეწაფებით გახევებული ნესტოებით. შენ, ვერასოდეს ჩაწვდები გრძნობამდელ გარემოს მე კი- მასში მივცურავ და რწმენით დამძიმებული თავი ისე მაძევს მხრებზე, როგორც- ჰოკაიდოს მთებს გადაწოლილი ჯანღი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ალბათ ახალდაწყებული გაქვთ წერა... ამ ნაწერს არაუშავს, წინასთან შედარებით... ალბათ ახალდაწყებული გაქვთ წერა... ამ ნაწერს არაუშავს, წინასთან შედარებით...
9. შენ, ვერასოდეს ჩაწვდები გრძნობამდელ გარემოს მე კი- მასში მივცურავ და რწმენით დამძიმებული თავი ისე მაძევს მხრებზე, როგორც- ჰოკაიდოს მთებს გადაწოლილი ჯანღი.
შენ, ვერასოდეს ჩაწვდები გრძნობამდელ გარემოს მე კი- მასში მივცურავ და რწმენით დამძიმებული თავი ისე მაძევს მხრებზე, როგორც- ჰოკაიდოს მთებს გადაწოლილი ჯანღი.
8. იქნებ:) ეს ჩემი მესადმი მიძღვნილი აზრებია, რომელსაც საფუძვლად რენე შარის სიღრმისეული სიტყვები დაედო...არა პრინციპში ისედაც დავწერდი ალბათ.შევეცადე ''მასაც'' დაენახა გონების თვალით და განესაჯა.თუმცა, მე რწმენით სავსა ვრჩები კვლავაც და ჰოკაიდოს სუსხით გათოშილი ძვლები მიღრჭიალებს.ზოგადად არ მიყვარს განმარტება, ჩემთვის რთულია.. მისაგები და გასათვალისწინებელია ყველა კომენტარი, რომელიც გაჯერებული არის სიჯანსაღის ელემენტებით.და ნუ გადამეჩვევით:D იქნებ:) ეს ჩემი მესადმი მიძღვნილი აზრებია, რომელსაც საფუძვლად რენე შარის სიღრმისეული სიტყვები დაედო...არა პრინციპში ისედაც დავწერდი ალბათ.შევეცადე ``მასაც`` დაენახა გონების თვალით და განესაჯა.თუმცა, მე რწმენით სავსა ვრჩები კვლავაც და ჰოკაიდოს სუსხით გათოშილი ძვლები მიღრჭიალებს.ზოგადად არ მიყვარს განმარტება, ჩემთვის რთულია.. მისაგები და გასათვალისწინებელია ყველა კომენტარი, რომელიც გაჯერებული არის სიჯანსაღის ელემენტებით.და ნუ გადამეჩვევით:D
7. ვერც მე გავიგე მარი.
ან იქნებ გადაგეჩვიე..
ვერც მე გავიგე მარი.
ან იქნებ გადაგეჩვიე..
6. საერთოდ, ვინ გითხრათ, რომ აზრობრივი ბუნდოვანება მომგებიანი და ორიგინალურია?.. ის, რომ ლექსში უნდა იყოს მხატვრული სახეები, ეს არახალია, მაგრამ როდესაც ტექსტს ავტორის ინსტრუქცია სჭირდება, იქ უკვე რთულადაა საქმე... იდეაც ვერ გამოვკვეთე... (შეგრძნებები სხვაა) სათაური მაინც მიგეცათ!.. (რა ვიცი, ეტყობა, ცუდი მკითხველი ვარ...) საერთოდ, ვინ გითხრათ, რომ აზრობრივი ბუნდოვანება მომგებიანი და ორიგინალურია?.. ის, რომ ლექსში უნდა იყოს მხატვრული სახეები, ეს არახალია, მაგრამ როდესაც ტექსტს ავტორის ინსტრუქცია სჭირდება, იქ უკვე რთულადაა საქმე... იდეაც ვერ გამოვკვეთე... (შეგრძნებები სხვაა) სათაური მაინც მიგეცათ!.. (რა ვიცი, ეტყობა, ცუდი მკითხველი ვარ...)
5. ნორმალურია
მაშ ასე! facebook-ზე შეიქმნა გვერდი, სახელად Funny Room. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მრავალი სასაცილო ვიდეო, ანეკდოტები, ლექსები, მოთხრობები, სხვადასხვა სახის სასაცილო ნაწარმოებები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა გვერდის (Funny Room) მიერ ორგანიზებულ კონკურსებში და გახდეთ გამარჯვებული. შემოგვიერთდით, გახდით ჩვენი მეგობარი და გაერთეთ ჩვენთან ერთად. დაპოსტეთ ვიდეოები, სურათები, სასაცილო ამბები, მოკლედ რაც გინდათ, მხოლოდ ცენზურის ფარგლებში. კონკურსების დაწყების დრო გამოქვეყნდება გვერდის (Funny Room) კედელზე (wall) ნორმალურია
მაშ ასე! facebook-ზე შეიქმნა გვერდი, სახელად Funny Room. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მრავალი სასაცილო ვიდეო, ანეკდოტები, ლექსები, მოთხრობები, სხვადასხვა სახის სასაცილო ნაწარმოებები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა გვერდის (Funny Room) მიერ ორგანიზებულ კონკურსებში და გახდეთ გამარჯვებული. შემოგვიერთდით, გახდით ჩვენი მეგობარი და გაერთეთ ჩვენთან ერთად. დაპოსტეთ ვიდეოები, სურათები, სასაცილო ამბები, მოკლედ რაც გინდათ, მხოლოდ ცენზურის ფარგლებში. კონკურსების დაწყების დრო გამოქვეყნდება გვერდის (Funny Room) კედელზე (wall)
3. მე კი- მასში მივცურავ და რწმენით დამძიმებული თავი ისე მა-დ-ევს მხრებზე, როგორც- ჰოკაიდოს მთებს გადაწოლილი ჯანღი.
ლექსად ვერ, მაგრამ საინტერესო კი იყო :) მე კი- მასში მივცურავ და რწმენით დამძიმებული თავი ისე მა-დ-ევს მხრებზე, როგორც- ჰოკაიდოს მთებს გადაწოლილი ჯანღი.
ლექსად ვერ, მაგრამ საინტერესო კი იყო :)
2. ჩემი, თითქოსდა გამობრძმედილი თვალთახედვით ვეცადე ავტორის გონების ხაზზე მევლო...:) წავიკითხე რამდენჯერმე და თუმცა ერთი ორი ადგილი ცოტა მისტიურად ბუნდოვნად მეჩვენა... მაგრამ მაინც მომეწონა...5 ჩემი, თითქოსდა გამობრძმედილი თვალთახედვით ვეცადე ავტორის გონების ხაზზე მევლო...:) წავიკითხე რამდენჯერმე და თუმცა ერთი ორი ადგილი ცოტა მისტიურად ბუნდოვნად მეჩვენა... მაგრამ მაინც მომეწონა...5
1. და თითებით ვხდი ჰაერს სამოსელს. 5 და თითებით ვხდი ჰაერს სამოსელს. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|