| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 11 აგვისტო, 2011 |
მაინც შეეჩვია შენს თმას ვერცხლისფერი, გაბეცებული გიცქერ როგორც პირმშო, შენი ბაგის რხევით წამს ებაასები და მსურს, ყოველ წუთზე მაღლა გამოგიხმო. კვლავაც გადმომხედავ ჩვეული თვალებით, თუმცა უსიცოცხლო ცეცხლი გიჭიატებს, ღაწვი მითამაშებს, მინდა შემოგჩივლო, შენი ხელის ხაზმა ვცდილობ დამამშვიდოს. ახლა ღამე არის, ირგვლივ საუფლოა, ბლანტი ნაღველივით ვურევ მოგონებებს, სივრცეს გაეყინა თითქოს ფიგურა და მაინც შეეჩვია შენს თმას ვერცხლისფერი. მამ მოგეხუტები,მცდელობით ვიცხოვრებთ, ჩვენი საუკუნე რელსზე გადავიდა, გამოვიკვეთებით როგორც აბდაუბდა, ორი არსება ან სულაც დედამიწა... ხარბად ვეწაფებით არსობის ფიალებს, მე კი ოდნავ ვკრთები, სხეული მეთოშება, შენი სევდიანი თვალის ათინათით ვგრძნობ შეგრძნებებს და მაინც მეტირება გულით, ტვინით, სულით, უჯრედით მეტირება მსურს, რომ დავამტვრიო ყველა საათები, შემდეგ ამოგიდგე ჭაღარა ვაწვალო ჩემი ხელისგული შენსას ვადარო. მაინც შეეჩვია შენს თმას ვერცხლისფერი, გაბეცებული გიცქერ, როგორც პირმშო შენი ბაგის რხევით წამს ებაასები და მსურს, ყოველ წუთზე მაღლა გამოგიხმო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან მომეწონაა:))))))) მამის ჭაღარები:(((((( ძალიან მომეწონაა:))))))) მამის ჭაღარები:((((((
11. მაინც შეეჩვია შენს თმას ვერცხლისფერი, გაბეცებული გიცქერ, როგორც პირმშო შენი ბაგის რხევით წამს ებაასები და მსურს, ყოველ წუთზე მაღლა გამოგიხმო.
სიყვარულით სავსე ლექსი....... მაინც შეეჩვია შენს თმას ვერცხლისფერი, გაბეცებული გიცქერ, როგორც პირმშო შენი ბაგის რხევით წამს ებაასები და მსურს, ყოველ წუთზე მაღლა გამოგიხმო.
სიყვარულით სავსე ლექსი.......
10. მე ძალიან მომწონს ლექსი :) მე ძალიან მომწონს ლექსი :)
9. მტკივნეულია...:-* მტკივნეულია...:-*
8. ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ლექსი ნაკლებად.
ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ლექსი ნაკლებად.
7. არაა აქ გამინუსება (: (ჯერ) არაა აქ გამინუსება (: (ჯერ)
6. ლექსი არ მომეწონა, მომიტევოს ავტორმა.
გაბეცებული - აი ეს სიტყვა ვერ გავიგე.... სავარაუდოთ "ბეცი"-დან გამომდინარეა???? რაღაც არ ერგება აზრს. ბეცივით გიცქერ, როგორც პირმშოო და პირმშოები ბეცივით იყურებიან??? :) ლექსი არ მომეწონა, მომიტევოს ავტორმა.
გაბეცებული - აი ეს სიტყვა ვერ გავიგე.... სავარაუდოთ "ბეცი"-დან გამომდინარეა???? რაღაც არ ერგება აზრს. ბეცივით გიცქერ, როგორც პირმშოო და პირმშოები ბეცივით იყურებიან??? :)
4. ვერ მოვიხიბლე სამწუხაროდ! ვერ მოვიხიბლე სამწუხაროდ!
3. რა საყვარელია : )
++ რა საყვარელია : )
++
2. გამამინუსეთ ეხლა..:D გამამინუსეთ ეხლა..:D
1. ჩემი ხელისგული შენსას ვადარო. მაინც შეეჩვია შენს თმას ვერცხლისფერი, მაინც .... :) ჩემი ხელისგული შენსას ვადარო. მაინც შეეჩვია შენს თმას ვერცხლისფერი, მაინც .... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|