ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2011


ხვარამზე

იდგა მთის გორზე მთვარის ნათელი,
ფშაველთა სოფელს ჩასძახდა მგელი,
და მტრის სავალი ბილიკებიდან,
მოაჭენებდა იაბოს ვაჟი.

რა აწუხებდა ვინ რა იცოდა,
გაქაფებული ქშინავდა ცხენი,
კოშკთან შეჩერდა,სარკმელს ახედა,
მერე წყაროსთან ჩამოჯდა სევდით.

ჩუმმა სიმღერამ აავსო ველი,
მგელიც გაჩუმდა სიმწრით მკვნესარე,
სიყვარულისთვის მღეროდა კაცი,
მთვარე აყრიდა ციდან მკრთალ სხივებს.

დილაბნელზე კი დაიძრა ისევ,
ნელა აუყვა კლდოვან ქარაფებს,
თავჩაღუნული და სიმწრის ცრემლით,
მარტო ებრძოდა ჯავრს და ვარამებს.

ცოტა ხნის მერე მოვიდა ქალი,
ლამაზი გოგო როგორც ქალთამზე,
ვაჟის ნაკვალევს კოცნიდა მზერით,
ფშაველის ქალი,კოხტა ხვარამზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები