სალამს გიგზავნით, ოღონდ ამჯერად არა დედიკოს მუცლიდან. თანმიმდევრობით მოგიყვებით.
გიო-მამა ჩამოვიდა და ღამის 2 საათზე ვნახეთ. რაღაცნაირი იყო, თბილი და თან ცივი. ბევრი ვილაპარაკეთ და დედა ძალიან განერვიულდა. ჩემთან ურთიერთობა აუკრძალა ბავშვს არ გაჩვენებო, არ ხარ ნიას ღირსიო. ბევრი საშინელება უთხრეს ერთმანეთს და დედა გამოიქცა. მივრბოდით, სად არც ვიცოდით. ღამის გრილი ნიავი ჩვენს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ დედა ისეთი გაბრაზებული იყო, არაფერი შველოდა.
სიბნელეში ვერ შევამჩნიეთ ორმო და უცებ, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. რაღც დავარტი, მგონი თავი. მერე, მთელი სხეული მომიდუნდა და ნელ-ნელა დავიძარი, სად მივდიოდი ვერ ვხვდებოდი. დედა რომ გონზე მოვიდა, სალომე ნათლიას დაურეკა- მიშველე მგონი დავიღუპეო. მერე სასწრაფო გამოიძახა. მანქანაში დაგვაწვინეს და სადღაც წაგვიყვანეს. გზაში სინანულით თავებს აქნევდნენ. მე კი მივდიოდი სად არ ვიცოდი...
რაღაც შენობაში მისვლისთანავე დედა დააძინეს. მე იმ "რაღაცით" მითვალთვალეს ბევრი ილაპარაკეს, ბოლოს დაასკვნეს არაფერი ეშველება გამორიცხულიაო. შინაგანი სისხლდენა აქვს, დედასაც არ მოეწამლოს სისხლი და არ დაგვეღუპოსო და სადღაც შეგვიყვანეს.
თავიდან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მერე მთელ სხეულში ძლიერი ტკივილის ტალღამ დამიარა. დედას მივეკარი მიშველის მეთქი, მაგრამ ეძინა და ვერაფერს გრძნობდა. მე მაინც ვებღაუჭებოდი ჩემს სამყოფელს. არ მინდოდა მისი დატოვება. მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი რას მიპირებდნენ. მერე თქვეს- ნაყოფი დიდია ასე არაფერი გამოვაო და რაღაც შემომიყვეს, მიპოვეს და თავზე წამომდეს ქუდივით. მერე გაქაჩეს და ცდილობდნენ ჩემს ძალით გაყვანას. არ მეგონა ამდენიად ძლიერი თუ ვიყავი. რაც ძალა და ღონე მქონდა ვეკრობოდი დედას და შველას ვთხოვდი. ესენი ჩვენ ძალით გვაშორებდნენ ერთმანეთს... ბოლოს დამამარცხეს. ჯერ ხელის ტკივილმა კინაღამ გამაგიჟა, მერე მეორე მიჰყვა და ასე- ნაწილ-ნაწილ, ნელ-ნელა, ტკივილ-ტკივილ გამომიყვანეს დედასგან...
ახლა უკვე ზემოდამ დავცქეროდი ჩემს სამყოფელსა და გატანჯულ დედიკოს. მიხაროდა რომ როგორც იქნა დავინახე როგორი მყოლია. აქვე გული მწყდებოდა რომ თავისი ოცნებები ვერ აისერულა. ვწუხდი, რომ ვერ მნახავდა ახალდაბადებულს ვერ მიმიკრავდა გულზე და ვერ მომეფერებოდა; რომ ვერასოდეს ნახავდა როგორი გოგო გავიზრდებოდი, ვერ მაკოცებდა შუბლზე ძილის წინ და ზღაპარს ვერ წამიკითხავდა...
დედას კი ეძინა და ამას ვერც კი გრძნობდა. ვიცოდი, რომ გაღვიძებისთანავე მიტირებდა. სულის ტკივილისაგან საკუთარ თავს გაანადგურებდა. მე კი ამის ყურება არ შემეძლო, ამიტომაც შუბლზე ვაკოცე ჩემს ნატანჯ დედიკოს და გავეცალი იქაურობას.
გიო-მამამ არაფერი იცოდა ჩვენზე. ალბათ დედა როცა გაიღვიძებდა ეტყოდა ყველაფერს. ალბათ მამაც იტირებდა იმის გამო, რომ მე და დედას კარგად ვერ გაგვიფრთხილდა... თუმცა, ახლა ეს ყველაფერი ფუჭი იქნებოდა...
მე კი, სანამ თეთრი სინათლისაკენ გაფრენას მიბრძანებენ შემოგირბინეთ და ჩემი ხანმოკლე არსებობის ისტორიის დასასრულის შესახებ გიამბეთ...
დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით, ერთმანეთს გაუფრთხილდით, მიყვარხართ თქვენი ნია-გაბუ...
პ.ს. დაინტერესებული მკითხველისათვის: ნია-გაბუს არაფერი უჭირს, შესანიშნავად გრძნობს თავს, ვითარდება და მოთმინებით ელოდება ამქვეყნად მოვლინების დროს. ეს კი უბრალოდ მოთხრობაა და რატომღაც ასეთი ფინალი მოგვინდა ძალიან. გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. გპირდებათ, რომ დაგიბრუნდებათ, მაგრამ არა ამ მოთხრობაში. მეც მივყვები მის ნებას. თავნებაა ძალიან და რა ვქნა, უნდა შევუსრულო ყველაფერი, რაც სურს. კეთილი სურვილებით- ავტორი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მეც არ მინდა ესეთი დასასრული:(( მეც არ მინდა ესეთი დასასრული:((
10. არ მინდააა :(( არ მინდა ასეთი დასასრულიი ... :( ნეტა არ წამეკითხა ... :( არ მინდააა :(( არ მინდა ასეთი დასასრულიი ... :( ნეტა არ წამეკითხა ... :(
9. ეს როცა დაიდო იმ დღესვე წავიკითხე და ისე დავიზაფრე ,რომ პ .ს მინაწერმაც ვერ მიშველა... ძალიან მძიმეა. ეს როცა დაიდო იმ დღესვე წავიკითხე და ისე დავიზაფრე ,რომ პ .ს მინაწერმაც ვერ მიშველა... ძალიან მძიმეა.
8. ნია იმდენად რეალურია, რომ თავისი საკუთარი ნიკი მოითხოვა ურაკზე... ;;)
ახდენაზე არც მიფიქრია... რატომ დავწერე კომენტარში ავხსენი.
გმადლობთ რჩევისათვის ნია იმდენად რეალურია, რომ თავისი საკუთარი ნიკი მოითხოვა ურაკზე... ;;)
ახდენაზე არც მიფიქრია... რატომ დავწერე კომენტარში ავხსენი.
გმადლობთ რჩევისათვის
7. თუ ნია საერთოდ გამოგონილი პერსონაჟი არ არის და რეალური ამბავია, მაშინ ეს ნაწერი წაშალეთ. ან რამ დაგაწერინათ?!
ცუდია. თქვენ ჯვარი გწერიათ! მე საკუთარი ნაწერები ამხდენია. თუ ნია საერთოდ გამოგონილი პერსონაჟი არ არის და რეალური ამბავია, მაშინ ეს ნაწერი წაშალეთ. ან რამ დაგაწერინათ?!
ცუდია. თქვენ ჯვარი გწერიათ! მე საკუთარი ნაწერები ამხდენია.
6. პს-ს მერე ამოვისუნთქე..
მართლა.
თბილი მოკითხვა პს-ს მერე ამოვისუნთქე..
მართლა.
თბილი მოკითხვა
5. ძალიანაც კარგი!:-* ძალიანაც კარგი!:-*
4. დავიზაფრეეე.... სანამ მინაწერი წავიკითხე...თუმცა მინაწერის მერეც გამყვა ის საშინელი განცდა...:( რატომ გაიმეტე ასე მკითხველი?...555 ღმერთმა კარგად გამყოფოს და ბედნიერად მოილოგინე...:-* დავიზაფრეეე.... სანამ მინაწერი წავიკითხე...თუმცა მინაწერის მერეც გამყვა ის საშინელი განცდა...:( რატომ გაიმეტე ასე მკითხველი?...555 ღმერთმა კარგად გამყოფოს და ბედნიერად მოილოგინე...:-*
3. არ აპირებდა წასვლას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მისთვის არასასურველი ადამიანები კითხულობდნენ მოთხრობას და ამის საშუალებით იგებდნენ- როგორ იყო ნია-გაბუ. პატარა ქალბატონს კი, არ სურს ყველამ იცოდეს მისი მდგომარეობის შესახებ, ამიტომ თქვენთან განშორება მოუწია.
გადავცემ მოკითხვას და ისიც თვის მხრივ გპირდებათ, რომ შემოგივლით ხოლმე. შესაძლოა თავისი ნიკიც შექმნას...
;;) არ აპირებდა წასვლას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მისთვის არასასურველი ადამიანები კითხულობდნენ მოთხრობას და ამის საშუალებით იგებდნენ- როგორ იყო ნია-გაბუ. პატარა ქალბატონს კი, არ სურს ყველამ იცოდეს მისი მდგომარეობის შესახებ, ამიტომ თქვენთან განშორება მოუწია.
გადავცემ მოკითხვას და ისიც თვის მხრივ გპირდებათ, რომ შემოგივლით ხოლმე. შესაძლოა თავისი ნიკიც შექმნას...
;;)
2. რატომ შეგვაყვარა ასე თავი, თუ უნდა წასულიყო?!:(
პ.ს. დაინტერესებული მკითხველისათვის: ნია-გაბუს არაფერი უჭირს, შესანიშნავად გრძნობს თავს, ვითარდება და მოთმინებით ელოდება ამქვეყნად მოვლინების დროს-ეს კი ძალიან მახარებს:) უუუუუდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ ნია-გაბუს და მის დედიკო-მამიკოს!:-*უთხარით ჩემგან,რომ ძალიან მომენატრება:-* რატომ შეგვაყვარა ასე თავი, თუ უნდა წასულიყო?!:(
პ.ს. დაინტერესებული მკითხველისათვის: ნია-გაბუს არაფერი უჭირს, შესანიშნავად გრძნობს თავს, ვითარდება და მოთმინებით ელოდება ამქვეყნად მოვლინების დროს-ეს კი ძალიან მახარებს:) უუუუუდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ ნია-გაბუს და მის დედიკო-მამიკოს!:-*უთხარით ჩემგან,რომ ძალიან მომენატრება:-*
1. საძაგელო! ლამის სული გამძვრა სანამ ბოლომდე წავიკითხე:(
საძაგელო! ლამის სული გამძვრა სანამ ბოლომდე წავიკითხე:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|