ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2011


ჩემს მეორე ნახევარს...

გარეთ სიმშვიდეა...სახლში მელოდია-
უცხო,საოცარი,რაღაც ინტიმური,
ახლა შენ მჭირდები,შენ და პოეზია
მხარზე თავს დაგადებ...თუნდაც ერთი წუთით...

გარეთ ჭრიჭინები,სახლში სიმარტოვე
წყნარი მელოდია,ცაზე ღამის ფარდა,
ახლა შენთან მინდა,მოდი აქ დაგტოვებ,
გულზე მოგეკვრები,მარტო ესღა დამრჩა.

გარეთ ხმაურია,შენ კი ჩემთან გძინავს,
ისე ახლოს ხარ,რომ სუნთქვა შევიკავე,
გარეთ ამინდებმა ცოტა აურიეს,
მოდი თავს დაგადებ, თუნდაც ერთი წამით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები