53. თუ ასეა, გამოდის, რომ არც ჩემთვის უნდა იყოს ძნელი საცნობი...:) მამა თეოდორე კი ჩემთვის სწორედ მასეთია...:-*
მაგრამ ადამიანებს ეტყობა მაინც ვერაფერი გვეშველება ეტყობა...თუმცა კი ვიცით , რომ ღმერთი უსასრულო ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა...:)
ადამიანი- ღმერთი სიყვარული ჰქონდა იმდენი... მტვერსა და მიწას ჩაბერა სული, აქცია თავის ხატად და სახედ! რამ დაგვაბრმავა?... რომ ვერასოდეს ერთმანეთში ღმერთი ვერ ვნახეთ... დაგემშვიდობები კეთილი სურვილებით... თუ ასეა, გამოდის, რომ არც ჩემთვის უნდა იყოს ძნელი საცნობი...:) მამა თეოდორე კი ჩემთვის სწორედ მასეთია...:-*
მაგრამ ადამიანებს ეტყობა მაინც ვერაფერი გვეშველება ეტყობა...თუმცა კი ვიცით , რომ ღმერთი უსასრულო ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა...:)
ადამიანი- ღმერთი სიყვარული ჰქონდა იმდენი... მტვერსა და მიწას ჩაბერა სული, აქცია თავის ხატად და სახედ! რამ დაგვაბრმავა?... რომ ვერასოდეს ერთმანეთში ღმერთი ვერ ვნახეთ... დაგემშვიდობები კეთილი სურვილებით...
52. ჭეშმარიტი მორწმუნენი არათუ ჩემთვის, არვისთვის ძნელი საცნობნი არ არიან. ასეთი იყო ჩემთვის ქეთი თხელიძე, რომელსაც ეს ლექსი ვუძღვენი, სხვასაც არაერთს ვიცნობდი და მიყვარდა , მაგალითად მანანა ჭინჭარაულს, დანარჩენები - მიდღეგრძელოს!
ნინო დარბაისელი
რეკვიემი ქეთინოსათვის - - - - - - - - - - - -- - -
ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.
ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა, შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი - სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი. ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო და არ ენახა სიყვარული ჩვენებური, ჩვეულებრივი, ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო! თავად მეუფემ აზიარა, ოლარის კალთა დააფარა. ტკივილებს უნდა გაუძლოო, არ იტიროო, დაუბარა და როცა კარი მოიხურა, ჭრილში მოუყვა ანაფორა, რაღაცა ძალა აბრუნებდა: “მთავარი უთხარ, მეუფეო”, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის, ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?
ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო! მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა. ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია, ზეიმიაო, ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე, ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და წიგნებს და კუთხეში ჩუმად დამიწყობს, იქნებ მაინც წაიკითხოსო? მინდა ვიტირო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.
ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!
მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ. მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები და ზეფიროვან შესამოსელს მზე აგვირისტებს. ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, ღმერთო კეთილო, ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!
ჭეშმარიტი მორწმუნენი არათუ ჩემთვის, არვისთვის ძნელი საცნობნი არ არიან. ასეთი იყო ჩემთვის ქეთი თხელიძე, რომელსაც ეს ლექსი ვუძღვენი, სხვასაც არაერთს ვიცნობდი და მიყვარდა , მაგალითად მანანა ჭინჭარაულს, დანარჩენები - მიდღეგრძელოს!
ნინო დარბაისელი
რეკვიემი ქეთინოსათვის - - - - - - - - - - - -- - -
ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.
ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა, შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი - სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი. ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო და არ ენახა სიყვარული ჩვენებური, ჩვეულებრივი, ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო! თავად მეუფემ აზიარა, ოლარის კალთა დააფარა. ტკივილებს უნდა გაუძლოო, არ იტიროო, დაუბარა და როცა კარი მოიხურა, ჭრილში მოუყვა ანაფორა, რაღაცა ძალა აბრუნებდა: “მთავარი უთხარ, მეუფეო”, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის, ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?
ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო! მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა. ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია, ზეიმიაო, ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე, ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და წიგნებს და კუთხეში ჩუმად დამიწყობს, იქნებ მაინც წაიკითხოსო? მინდა ვიტირო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.
ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!
მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ. მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები და ზეფიროვან შესამოსელს მზე აგვირისტებს. ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, ღმერთო კეთილო, ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!
51. ზუსტად არ ვიცი, დათრობა არის თუ არა ბერისათვის შეუფერებელი საქციელი, ეს უფრო კარგად ისევ ეკლესიურ მორწმუნეებს ეცოდინებათ, რომელთაგანაც ჭეშმარიტებს, კიდევ ვიმეორებ, ვეთაყვანები. ნინო დარბაისელი. 2011-09-21 01:43:50
იქნებ ჯერ ეკლესიურ მორწმუნეებს დაეკითხოთ, არის თუ არა ჭეშმარიტი მამა თეოდორე?...და მერე დაგეწყოთ მისი განკითხვა?...:) ნეტავ რა მეთოდი გაქვთ იმ ჭეშმარიტი მორწმუნეების გამოსაცნობათ, ვისაც ეთაყვანებით?... ხომ ვერ გვასწავლიდით?...:)
ბლაგვი გეთანხმები...ბიბლია გვასწავლის ასე...:-* ზუსტად არ ვიცი, დათრობა არის თუ არა ბერისათვის შეუფერებელი საქციელი, ეს უფრო კარგად ისევ ეკლესიურ მორწმუნეებს ეცოდინებათ, რომელთაგანაც ჭეშმარიტებს, კიდევ ვიმეორებ, ვეთაყვანები. ნინო დარბაისელი. 2011-09-21 01:43:50
იქნებ ჯერ ეკლესიურ მორწმუნეებს დაეკითხოთ, არის თუ არა ჭეშმარიტი მამა თეოდორე?...და მერე დაგეწყოთ მისი განკითხვა?...:) ნეტავ რა მეთოდი გაქვთ იმ ჭეშმარიტი მორწმუნეების გამოსაცნობათ, ვისაც ეთაყვანებით?... ხომ ვერ გვასწავლიდით?...:)
ბლაგვი გეთანხმები...ბიბლია გვასწავლის ასე...:-*
50. აჰ, ეს გარჩევები მიყვარს ამ საიტზე :)) სასწაულად ჭკვიანი ხალხით არის დაკომპლექტებული მოკამათე მხარეები :)) კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო - ამაზეა მემგონი ნათქვამი :D ვაი, ვაი... დროს მაინც მოუფრთხილდით, დუმბაძე ყველას გაქვთ ალბათ წანაკითხი, კიდევ წაიკითხეთ, დოჩანაშვილი და რავიცი ვინც გნდათ, ოღონდ მოეშვით და იქ ნუ ჩაყოფთ ზოგი პატარა კურნოსა, ზოგი დიდ და გაბუშტულ, ზოგიც კეხიან ცხვირებს სადაც თქვენი საქმე არ არის, ანუ პიროვნების ინდივიდუალიზმში, დაიწყეს აქ განკითხვა. ვისაც როგორ უნდა ისე აღიქვამს ყველაფერს, ასე იყო სულ :) სხვისი აზრი ყველას ფეხებზე კიდია ყოველთვის. ნუ მე პირადად ეგრე ვარ :)) აჰ, ეს გარჩევები მიყვარს ამ საიტზე :)) სასწაულად ჭკვიანი ხალხით არის დაკომპლექტებული მოკამათე მხარეები :)) კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო - ამაზეა მემგონი ნათქვამი :D ვაი, ვაი... დროს მაინც მოუფრთხილდით, დუმბაძე ყველას გაქვთ ალბათ წანაკითხი, კიდევ წაიკითხეთ, დოჩანაშვილი და რავიცი ვინც გნდათ, ოღონდ მოეშვით და იქ ნუ ჩაყოფთ ზოგი პატარა კურნოსა, ზოგი დიდ და გაბუშტულ, ზოგიც კეხიან ცხვირებს სადაც თქვენი საქმე არ არის, ანუ პიროვნების ინდივიდუალიზმში, დაიწყეს აქ განკითხვა. ვისაც როგორ უნდა ისე აღიქვამს ყველაფერს, ასე იყო სულ :) სხვისი აზრი ყველას ფეხებზე კიდია ყოველთვის. ნუ მე პირადად ეგრე ვარ :))
49. არ მინდოდა კომენტარის დატოვება თუმცა მაინც შემოვედი რათა ერთი რამე აგიხსნათ მეგობრებო........ (ნინო დარბაისელის საყურადღებოდ ვიტყვი რომ მე ვარ იგივე გიგა ცაგარეიშვილი ანუ ნიკით ნაზარეველი)
ქალბატონო ნინო და დამსწრე საზოგადოებავ....... შესაძლოა მოძღვარი რასაც ამბობს ეს მართლაც ასეა რადგან ღმერთმა მართლაც დაყო ადამიანთა მოდგმა ერებად, რასებად და ქვეყნებად. თუ რატომ გააკეთა ეს ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ.
აქედან გამომდინარე კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა ...
არ არსებობს არავითარი კანონები გარდა ერთი ჭეშმარიტი კანონისა.... იმ კანონებს რომლებიც ჩვენ მიუსადაგეთ ყოფიერებას, მხოლოდ სულიერი თავისუფლების დაკარგვისკენ მიჰყავს ადამიანი. რა შეიცვალა იმიტ რომ რასობრივი თანასწორობა შევიძინეთ_ ? არაფერი ........ ის მაინც არსებობს რასობრივი განსხვავება ცჰვენსჰი ისევ არსებობს....... ჩვენ არ შეგვიძლია რასობრივი ცვლილება განვახორციელოთ......აი ამაზეა საუბარი და არა იმაზე რაც თქვენ გგონიათ, რომ თითქოს ვიღაცა ვიღაცას ამონებს და დამცირებით უყურებს.........არა ეს ასე ნამდვილად არაა......
არ მინდოდა კომენტარის დატოვება თუმცა მაინც შემოვედი რათა ერთი რამე აგიხსნათ მეგობრებო........ (ნინო დარბაისელის საყურადღებოდ ვიტყვი რომ მე ვარ იგივე გიგა ცაგარეიშვილი ანუ ნიკით ნაზარეველი)
ქალბატონო ნინო და დამსწრე საზოგადოებავ....... შესაძლოა მოძღვარი რასაც ამბობს ეს მართლაც ასეა რადგან ღმერთმა მართლაც დაყო ადამიანთა მოდგმა ერებად, რასებად და ქვეყნებად. თუ რატომ გააკეთა ეს ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ.
აქედან გამომდინარე კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა ...
არ არსებობს არავითარი კანონები გარდა ერთი ჭეშმარიტი კანონისა.... იმ კანონებს რომლებიც ჩვენ მიუსადაგეთ ყოფიერებას, მხოლოდ სულიერი თავისუფლების დაკარგვისკენ მიჰყავს ადამიანი. რა შეიცვალა იმიტ რომ რასობრივი თანასწორობა შევიძინეთ_ ? არაფერი ........ ის მაინც არსებობს რასობრივი განსხვავება ცჰვენსჰი ისევ არსებობს....... ჩვენ არ შეგვიძლია რასობრივი ცვლილება განვახორციელოთ......აი ამაზეა საუბარი და არა იმაზე რაც თქვენ გგონიათ, რომ თითქოს ვიღაცა ვიღაცას ამონებს და დამცირებით უყურებს.........არა ეს ასე ნამდვილად არაა......
48. ძვირფასებო! ვისაც აინტერესებს მამა თევდორეს ნახვა და მისი ნათქვამის მოსმენა, აი, ეს ლინკია, ახლა გავხსენი და ნორმალურად მუშაობს : http://www.droni.ge/?m=3&AID=4308
ძვირფასებო! ვისაც აინტერესებს მამა თევდორეს ნახვა და მისი ნათქვამის მოსმენა, აი, ეს ლინკია, ახლა გავხსენი და ნორმალურად მუშაობს : http://www.droni.ge/?m=3&AID=4308
47. მამა თეოდორე ჩვენზე: ჩემზეც და თქვენზეც , იმდენად მაღალ საფეხურზეა სულიერებაში, რომ არასდროს არ შეეშლება უფლის წინაშე, იმაზე მეტი, რაც მე და თქვენ გვეშლება! ...სწორედ ამიტომ და ამიტომ...ჩვენ... გაცილებით მეტად ცოდვილებს... არავითარი უფლება არ გვაქვს მისი განკითხვის...ამის თქმა მინდოდა 43 კომენტარშიც... ნუ , რა ვიცი..."მასზე უცოდველმა ესროლოს პირველმაო და" ...თუ მიგაჩნიათ რომ ხართ ასეთი წმინდანი, მაშინ განიკითხეთ რამდენიც გინდათ...:) მე მოვრჩი აქ... მამა თეოდორე ჩვენზე: ჩემზეც და თქვენზეც , იმდენად მაღალ საფეხურზეა სულიერებაში, რომ არასდროს არ შეეშლება უფლის წინაშე, იმაზე მეტი, რაც მე და თქვენ გვეშლება! ...სწორედ ამიტომ და ამიტომ...ჩვენ... გაცილებით მეტად ცოდვილებს... არავითარი უფლება არ გვაქვს მისი განკითხვის...ამის თქმა მინდოდა 43 კომენტარშიც... ნუ , რა ვიცი..."მასზე უცოდველმა ესროლოს პირველმაო და" ...თუ მიგაჩნიათ რომ ხართ ასეთი წმინდანი, მაშინ განიკითხეთ რამდენიც გინდათ...:) მე მოვრჩი აქ...
46. ჭა ძვირფასო! ეს სამწუხაროდ, ერთი ფრაზა არ იყო, საკმაოდ ვრცელი ჩანაწერია და შიგ ამ ტიპის სხვა რაღაცეები კიდევ არის მის მიერ ნათქვამი. არც ვრცელი ჩანაწერიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა? ზუსტად არ ვიცი, დათრობა არის თუ არა ბერისათვის შეუფერებელი საქციელი, ეს უფრო კარგად ისევ ეკლესიურ მორწმუნეებს ეცოდინებათ, რომელთაგანაც ჭეშმარიტებს, კიდევ ვიმეორებ, ვეთაყვანები. ისე კი, ზომიერება ალბათ ამ საქმეშიც არავის აწყენს. გადამეტებით ღვინისა კი არა, წყლის სმაც არ არის კარგი. ჭა ძვირფასო! ეს სამწუხაროდ, ერთი ფრაზა არ იყო, საკმაოდ ვრცელი ჩანაწერია და შიგ ამ ტიპის სხვა რაღაცეები კიდევ არის მის მიერ ნათქვამი. არც ვრცელი ჩანაწერიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა? ზუსტად არ ვიცი, დათრობა არის თუ არა ბერისათვის შეუფერებელი საქციელი, ეს უფრო კარგად ისევ ეკლესიურ მორწმუნეებს ეცოდინებათ, რომელთაგანაც ჭეშმარიტებს, კიდევ ვიმეორებ, ვეთაყვანები. ისე კი, ზომიერება ალბათ ამ საქმეშიც არავის აწყენს. გადამეტებით ღვინისა კი არა, წყლის სმაც არ არის კარგი.
45. მე იმას გირჩევთ, რომ მაგის ქადაგებებს მოუსმინოთ საერთოდ ჯერ...კარგად გაეცნოთ მაგ ადამიანის იდეოლოგიას და მერე იმსჯელოთ რასისტია თუ კაცთმოყვარე...ერთი ამოგდებული ფრაზიდან შეუძლებელია, მაგ დასკვნების გამოტანა... მამა თეოდორე ჩემი მოძღვარია 10 წელია და მშვენივრად ვიცი ' როგორი რასისტიც" არის...:)
თქვენი აზრით, ვინმეს შეუძლია განვიკითხოს მამა გაბრიელი, რატომ სვამდა ღვინოს და რატომ თვრებოდა?...სულიერად უნდა იყოს მის დონემდე, ამის უფლება რომ ქონდეს...თქვენ რომ შეგეკითხონ, დარწმუნებული ვარ უპასუხებთ, დათრობა შეუფერებელი საქციელია ბერისთვისო...აბა ტყუილს ხომ არ ეტყვით?...:) მე იმას გირჩევთ, რომ მაგის ქადაგებებს მოუსმინოთ საერთოდ ჯერ...კარგად გაეცნოთ მაგ ადამიანის იდეოლოგიას და მერე იმსჯელოთ რასისტია თუ კაცთმოყვარე...ერთი ამოგდებული ფრაზიდან შეუძლებელია, მაგ დასკვნების გამოტანა... მამა თეოდორე ჩემი მოძღვარია 10 წელია და მშვენივრად ვიცი ` როგორი რასისტიც" არის...:)
თქვენი აზრით, ვინმეს შეუძლია განვიკითხოს მამა გაბრიელი, რატომ სვამდა ღვინოს და რატომ თვრებოდა?...სულიერად უნდა იყოს მის დონემდე, ამის უფლება რომ ქონდეს...თქვენ რომ შეგეკითხონ, დარწმუნებული ვარ უპასუხებთ, დათრობა შეუფერებელი საქციელია ბერისთვისო...აბა ტყუილს ხომ არ ეტყვით?...:)
44. წირვას როგორ არ დავსწრებივარ, ჭა ძვირფასო, სინანულიც ბევრჯერ განმიცდია და სიხარულიც, არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. პატივს ვცემ თქვენს რელიგიურ განცდებს. სულიერი ცხოვრება კი მარტო მართლმადიდებლური ეკლესიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლება, გნებავთ, მერწმუნეთ, გნებავთ, არა, მაგრამ იგი გაცილებით ფართოა. მე მამა თეოდორე არასოდეს მინახავს, რაც მან მრევლის წინაშე განაცხადა, (თითქოს ზანგები შავები იმიტომ არიან, რომ ღმერთმა დასწყევლა ქამის მოდგმა ცოდვის გამო) მისი მრევლის წევრი რომ ვყოფილიყავი, უნდა მერწმუნა? ეს არის წმინდა წყლის რასიზმი და ჩვენ რომ მართლა კანონი კანონობდეს, მის წინაშე სერიოზული პასუხისგება მოუწევდა მას. (ალბათ ახლა აცნობიერებს, რომ რაღაც შეეშალა უფლისა და მრევლის წინაშე). მრევლს ხომ სჯერა მისი. მერე მაგ მრევლის რომელიმე წევრი ჩემთან რომ მოვიდეს და ეგ სიტყვები გამიმეოროს, მე კი ვუთხრა, რომ არასწორია მისი მოძღვრის ნათქვამი, პასუხად კი სულ ცოტა, მისგან საყვედური მივიღო, როგორ ვბედავ ამ ერში ბერივით მაცხოვრებელი ადამიანის სიტყვებზე ამის თქმას, ( ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში) თქვენ რას მირჩევთ, რა ვუპასუხო? თუ თავიდანვე , მოსმენისთანავე გავჩუმდე? - გაჩუმება ხომ იმის ნიშანი იქნება, რომ ვიზიარებ ამ რასისტულ შეხედულებას? წირვას როგორ არ დავსწრებივარ, ჭა ძვირფასო, სინანულიც ბევრჯერ განმიცდია და სიხარულიც, არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. პატივს ვცემ თქვენს რელიგიურ განცდებს. სულიერი ცხოვრება კი მარტო მართლმადიდებლური ეკლესიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლება, გნებავთ, მერწმუნეთ, გნებავთ, არა, მაგრამ იგი გაცილებით ფართოა. მე მამა თეოდორე არასოდეს მინახავს, რაც მან მრევლის წინაშე განაცხადა, (თითქოს ზანგები შავები იმიტომ არიან, რომ ღმერთმა დასწყევლა ქამის მოდგმა ცოდვის გამო) მისი მრევლის წევრი რომ ვყოფილიყავი, უნდა მერწმუნა? ეს არის წმინდა წყლის რასიზმი და ჩვენ რომ მართლა კანონი კანონობდეს, მის წინაშე სერიოზული პასუხისგება მოუწევდა მას. (ალბათ ახლა აცნობიერებს, რომ რაღაც შეეშალა უფლისა და მრევლის წინაშე). მრევლს ხომ სჯერა მისი. მერე მაგ მრევლის რომელიმე წევრი ჩემთან რომ მოვიდეს და ეგ სიტყვები გამიმეოროს, მე კი ვუთხრა, რომ არასწორია მისი მოძღვრის ნათქვამი, პასუხად კი სულ ცოტა, მისგან საყვედური მივიღო, როგორ ვბედავ ამ ერში ბერივით მაცხოვრებელი ადამიანის სიტყვებზე ამის თქმას, ( ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში) თქვენ რას მირჩევთ, რა ვუპასუხო? თუ თავიდანვე , მოსმენისთანავე გავჩუმდე? - გაჩუმება ხომ იმის ნიშანი იქნება, რომ ვიზიარებ ამ რასისტულ შეხედულებას?
43. ერთხელაც არ შეგინახავთ მარხვა...ერთხელაც არ გითქვამთ აღსარება...ერთხელაც არ განგიცდიათ სინანული...ალბათ არც წირვას დასწრებიხართ...:) ანუ არ იცნობთ სულიერ ცხოვრებას... ეს ისეთი ცოცხალი განცდებია, რომელზეც ვერასად ვერ წაიკითხავთ...ვერავინ ვერ გასწავლით... ეს თვითონ უნდა განიცადოთ...თვითონ უნდა იყოთ უშუალო მონაწილე ამ საიდუმლოებების აღსრულების დროს...როგორც ამბობთ, მსგავსი არაფერი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, მცდელობაც კი...:) მაშინ როგორ მსჯელობთ ასეთ საკითხებზე...ან როგორ იძლევით შენიშვნებს: ეკლესიაში ფარისევლურ სიარულს, რომ არ სიარული სჯობია...და ასე შემდეგ .... ანდა თეოდორე გიგნაძეს განიკითხავთ, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა უფალს და ერში ბერივით ცხოვრობს...ერთი წელი კი არ გაატარა მარხვაში და ლოცვაში...ათეული წლები... თქვენ კი, რომელსაც წარმოდგენაც არ გაქვთ ამ ყველაფერზე, ისე თავისუფლად მსჯელობთ...:) თქვენი ინტელექტის პატრონი უნდა ხვდებოდეს ამდენს მაინც, რომ უბრალოდ არ გაქვთ ამის უფლება!!!
ერთხელაც არ შეგინახავთ მარხვა...ერთხელაც არ გითქვამთ აღსარება...ერთხელაც არ განგიცდიათ სინანული...ალბათ არც წირვას დასწრებიხართ...:) ანუ არ იცნობთ სულიერ ცხოვრებას... ეს ისეთი ცოცხალი განცდებია, რომელზეც ვერასად ვერ წაიკითხავთ...ვერავინ ვერ გასწავლით... ეს თვითონ უნდა განიცადოთ...თვითონ უნდა იყოთ უშუალო მონაწილე ამ საიდუმლოებების აღსრულების დროს...როგორც ამბობთ, მსგავსი არაფერი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, მცდელობაც კი...:) მაშინ როგორ მსჯელობთ ასეთ საკითხებზე...ან როგორ იძლევით შენიშვნებს: ეკლესიაში ფარისევლურ სიარულს, რომ არ სიარული სჯობია...და ასე შემდეგ .... ანდა თეოდორე გიგნაძეს განიკითხავთ, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა უფალს და ერში ბერივით ცხოვრობს...ერთი წელი კი არ გაატარა მარხვაში და ლოცვაში...ათეული წლები... თქვენ კი, რომელსაც წარმოდგენაც არ გაქვთ ამ ყველაფერზე, ისე თავისუფლად მსჯელობთ...:) თქვენი ინტელექტის პატრონი უნდა ხვდებოდეს ამდენს მაინც, რომ უბრალოდ არ გაქვთ ამის უფლება!!!
42. რა კადრმაც გაიელვა და თვალში მომხვდა, მამა თეოდორეს სახეზე ნამდვილად მივამსგავსე. არ ვიცი, სინამდვილეში რაზეა საუბარი, თუ მართლა ის არის, დღეს ძალიან ადვილია ნებისმიერი სინქრონის კონტექსტის შეცვლა, დღეს ტექნიკური შესაძლებლობებით ვერავინ ვერავის გააკვირვებს, მითუმეტეს, რომ მე ცხოვრების შეგნებული ნაწილი და პროფესია მაკავშირებს მედიასთან და სინქრონის ინტერპრეტაციის შეცვლის ტექნიკა უცხო ხილი არ არის (სინდისი თუ არ გაქვს ადამიანს, რასაც გინდა და ვისაც გინდა,იმას ათქმევინებ, ან სულაც დააბრალებ) ტალახის სროლაზე ადვილი არაფერია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თავად ამბობდეს რაღაც ისეთს, რაც მსმენელმა ისე ვერ გაიგო, როგორც თქვა (ამის მარტივი მიზეზი მსმენელის უვიცობა შეიძლება იყოს). მე პირადად ასეთი რამ დამმართია. რა კადრმაც გაიელვა და თვალში მომხვდა, მამა თეოდორეს სახეზე ნამდვილად მივამსგავსე. არ ვიცი, სინამდვილეში რაზეა საუბარი, თუ მართლა ის არის, დღეს ძალიან ადვილია ნებისმიერი სინქრონის კონტექსტის შეცვლა, დღეს ტექნიკური შესაძლებლობებით ვერავინ ვერავის გააკვირვებს, მითუმეტეს, რომ მე ცხოვრების შეგნებული ნაწილი და პროფესია მაკავშირებს მედიასთან და სინქრონის ინტერპრეტაციის შეცვლის ტექნიკა უცხო ხილი არ არის (სინდისი თუ არ გაქვს ადამიანს, რასაც გინდა და ვისაც გინდა,იმას ათქმევინებ, ან სულაც დააბრალებ) ტალახის სროლაზე ადვილი არაფერია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თავად ამბობდეს რაღაც ისეთს, რაც მსმენელმა ისე ვერ გაიგო, როგორც თქვა (ამის მარტივი მიზეზი მსმენელის უვიცობა შეიძლება იყოს). მე პირადად ასეთი რამ დამმართია.
41. დაისი ძვირფასო!
ეგ ლინკი სხვა საიტებზეც არის მოთავსებული. გადაკოპირება მოასწრეს და საბოლოოდ არ გამქრალა. თუ დაგაინტერესებთ, ,, გუგლში'' შეგიძლიათ მოძებნოთ. მართალი გითხრათ, დამზაფრა მამა თედორეს ამ სიტყვებმა, რამდენჯერმე გულდასმით მოვუსმინე, პირის მოძრაობასაც კი ვაკვირდებოდი, იქნებ სხვა რამეს ამბობს და ხმა ''დაადეს''-მეთქი. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მრევლში ასეთი რასისტული აზრების გავრცელება! მე მას არ ვიცნობ, ერთი პირობა, რაღაც ფალსიფიკაციაც მეგონა, მაგრამ სხვაგან დამიდასტურეს, რომ ნამდვილად მამა თედორეა. (თუ ოდესმე გინახავთ იგი , ალბათ ,,ფორუმ.ჯის'' ლინკზე მოთავსებული ვიდეო მასალის ფანჯარაში შემორჩენილ სურათზე თქვენც იცნობთ).
ანდრია ძვირფასო! მე როდი ვამაყობ იმით, რომ ეკლესიური ცხოვრებით არ ვცხოვრობ, ამას გულწრფელად ვაღიარებ. რელიგიურ თემას ერთ -ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ჩემს შემოქმედებაში, თუ მოიცლით და ოდესმე გადაათვალიერებთ ჩემს ლექსებს, ამაში ადვილად დარწმუნდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეთაყვანები ჭეშმარიტ მორწმუნეებს, მაგრამ არ მომწონს, როცა მორწმუნის ნიღბით იმოსებიან უკეთური ადამიანები. გარეგნულად, სხვათა დასანახად რომ იცავენ წესებს, სინამდვილეში კი ეს მათთვის მოდური, პოზაა ან მიზანი, ამსოფლად განებივრებულებმა არც იმ სოფლად მოიკლონ კომფორტი, ან ორივე ერთად. ეს კი, წესით, არც თქვენ უნდა მოგწონდეთ. არც ჭეშმარიტ მოძღვრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები იდენტური არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, მადლობელი ვარ ორივე თქვენგანისა, რომ დრო და გულისყური არ დაიშურეთ წინამდებარე ოპუსში გამოთქმული პოზიციისა და ჩემდამი. დაისი ძვირფასო!
ეგ ლინკი სხვა საიტებზეც არის მოთავსებული. გადაკოპირება მოასწრეს და საბოლოოდ არ გამქრალა. თუ დაგაინტერესებთ, ,, გუგლში`` შეგიძლიათ მოძებნოთ. მართალი გითხრათ, დამზაფრა მამა თედორეს ამ სიტყვებმა, რამდენჯერმე გულდასმით მოვუსმინე, პირის მოძრაობასაც კი ვაკვირდებოდი, იქნებ სხვა რამეს ამბობს და ხმა ``დაადეს``-მეთქი. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მრევლში ასეთი რასისტული აზრების გავრცელება! მე მას არ ვიცნობ, ერთი პირობა, რაღაც ფალსიფიკაციაც მეგონა, მაგრამ სხვაგან დამიდასტურეს, რომ ნამდვილად მამა თედორეა. (თუ ოდესმე გინახავთ იგი , ალბათ ,,ფორუმ.ჯის`` ლინკზე მოთავსებული ვიდეო მასალის ფანჯარაში შემორჩენილ სურათზე თქვენც იცნობთ).
ანდრია ძვირფასო! მე როდი ვამაყობ იმით, რომ ეკლესიური ცხოვრებით არ ვცხოვრობ, ამას გულწრფელად ვაღიარებ. რელიგიურ თემას ერთ -ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ჩემს შემოქმედებაში, თუ მოიცლით და ოდესმე გადაათვალიერებთ ჩემს ლექსებს, ამაში ადვილად დარწმუნდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეთაყვანები ჭეშმარიტ მორწმუნეებს, მაგრამ არ მომწონს, როცა მორწმუნის ნიღბით იმოსებიან უკეთური ადამიანები. გარეგნულად, სხვათა დასანახად რომ იცავენ წესებს, სინამდვილეში კი ეს მათთვის მოდური, პოზაა ან მიზანი, ამსოფლად განებივრებულებმა არც იმ სოფლად მოიკლონ კომფორტი, ან ორივე ერთად. ეს კი, წესით, არც თქვენ უნდა მოგწონდეთ. არც ჭეშმარიტ მოძღვრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები იდენტური არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, მადლობელი ვარ ორივე თქვენგანისა, რომ დრო და გულისყური არ დაიშურეთ წინამდებარე ოპუსში გამოთქმული პოზიციისა და ჩემდამი.
40. არანაირი სურვილი არა მაქვს, ვინმესთან სარწმუნოებრივ საკითხებზე პოლემიკაში შევიდე, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი, ქალბატონო ნინო, როგორც ავტორის და როგორც ლიტრატურათმცოდნის ავტორიტეტი ჩემთვის საკამათო არაა. უბრალოდ, როცა მსგავს თემაზე აწერილ ნაწარმოებებს ვკითხულობ, ერთი რამ მაკვრვებს, მათი უეტესობა უაღრესად სუბიექტურია, ისევე როგორც ან საკითხზე საკუთარი მოსაზრების, სათარი თვალსაზრისის წარმოჩენა. ილიას როცა იშველიებთ, უნდა გახსოვდეთ მისი გამოთქმა: ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს- პირს უკანაო." - მოყვრისთვის პირში ზრახვა კი, ქალბატონო ნინო, კარგი გაგებით ნიშნავს მოყვასს, თვისტმს მიუთითო იმაზე, თუკი რაიმე ნაკლი ავს, სჩადის ისეთ რამეს, რაც საზიანო ან სამარცხვინოა მისთვის. ამ კონკეტულ შემთხვევაში თქვენს მიერ მოყვანილი არგუმენტებით დასაბუთებული კონფორმიზმი ზოგიერთი მორწმუნისა ნამდვილად არაა არც მოძღვრისდა არ რომელიმე ადამიანის განსასჯელი, იმიტომ რომ რწმენა ინდივიდუალური საკითხია და ყველას თავისებურად სწამს. ამიტომ თუკი თქვენ არ თვლით საჭიროდ, ან სუბიექტრი თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებთ იმას, რასაც სხვები თუნდაც კონფორმიზმის ან არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო - ვალდებულების გამო აკეთებენ, არც უნდა განსაჯოთ. უზენასი მსაჯული თავად უფალია და სხვა არავინ. რაც შეეხება თქვენს მიერ საჯაროდ იმს გაცხადებას, რომ არ მარხულობთ, ეკლესიური რ ხართ და ასე შემდეგ, შეიძლება ჩემთვის სულ არიყს საამაყო საქციელი, მაგრამ აანაირი უფლება არ მაქვს განგსაჯოთ. თქვენ თქვენი მოგეკითხებათ უფლის წინაშE, მე ჩემი. რაც შეეხება მღვდლებზე და ეკლესიაზე საუბარს, დილეტანტი შეიძლება ერშიც იყოს და ეკლესიაშიც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ეკლესიას ადამიანმა ზურგი უნდა შეაქციოს, პირიქით.
გვიან ვნახე თქვენი ნაწერის სრული ვერსია, უბრალოდ არ მესმის რას ისახავდა მიზნად ამ ამონარიდის განთავსება ამ სახით, თუკი ვრცელი ვერსია გქონდათ, იქნებ აუდიტორიის რეაქცია გაინტერესებდათ? არა მგონია. ვრცელი ვერსიის ნაცვლად აქ დევს მხოლოდ ნაწილი, რომელიც ნაკლებად არგუმენტირებული და ზოგადია, ამან გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია.
მაპატიეთ უხვსიტყვაობა.
ღრმად პატივისცემით
ანდრია თორელი არანაირი სურვილი არა მაქვს, ვინმესთან სარწმუნოებრივ საკითხებზე პოლემიკაში შევიდე, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი, ქალბატონო ნინო, როგორც ავტორის და როგორც ლიტრატურათმცოდნის ავტორიტეტი ჩემთვის საკამათო არაა. უბრალოდ, როცა მსგავს თემაზე აწერილ ნაწარმოებებს ვკითხულობ, ერთი რამ მაკვრვებს, მათი უეტესობა უაღრესად სუბიექტურია, ისევე როგორც ან საკითხზე საკუთარი მოსაზრების, სათარი თვალსაზრისის წარმოჩენა. ილიას როცა იშველიებთ, უნდა გახსოვდეთ მისი გამოთქმა: ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს- პირს უკანაო." - მოყვრისთვის პირში ზრახვა კი, ქალბატონო ნინო, კარგი გაგებით ნიშნავს მოყვასს, თვისტმს მიუთითო იმაზე, თუკი რაიმე ნაკლი ავს, სჩადის ისეთ რამეს, რაც საზიანო ან სამარცხვინოა მისთვის. ამ კონკეტულ შემთხვევაში თქვენს მიერ მოყვანილი არგუმენტებით დასაბუთებული კონფორმიზმი ზოგიერთი მორწმუნისა ნამდვილად არაა არც მოძღვრისდა არ რომელიმე ადამიანის განსასჯელი, იმიტომ რომ რწმენა ინდივიდუალური საკითხია და ყველას თავისებურად სწამს. ამიტომ თუკი თქვენ არ თვლით საჭიროდ, ან სუბიექტრი თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებთ იმას, რასაც სხვები თუნდაც კონფორმიზმის ან არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო - ვალდებულების გამო აკეთებენ, არც უნდა განსაჯოთ. უზენასი მსაჯული თავად უფალია და სხვა არავინ. რაც შეეხება თქვენს მიერ საჯაროდ იმს გაცხადებას, რომ არ მარხულობთ, ეკლესიური რ ხართ და ასე შემდეგ, შეიძლება ჩემთვის სულ არიყს საამაყო საქციელი, მაგრამ აანაირი უფლება არ მაქვს განგსაჯოთ. თქვენ თქვენი მოგეკითხებათ უფლის წინაშE, მე ჩემი. რაც შეეხება მღვდლებზე და ეკლესიაზე საუბარს, დილეტანტი შეიძლება ერშიც იყოს და ეკლესიაშიც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ეკლესიას ადამიანმა ზურგი უნდა შეაქციოს, პირიქით.
გვიან ვნახე თქვენი ნაწერის სრული ვერსია, უბრალოდ არ მესმის რას ისახავდა მიზნად ამ ამონარიდის განთავსება ამ სახით, თუკი ვრცელი ვერსია გქონდათ, იქნებ აუდიტორიის რეაქცია გაინტერესებდათ? არა მგონია. ვრცელი ვერსიის ნაცვლად აქ დევს მხოლოდ ნაწილი, რომელიც ნაკლებად არგუმენტირებული და ზოგადია, ამან გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია.
მაპატიეთ უხვსიტყვაობა.
ღრმად პატივისცემით
ანდრია თორელი
39. ქალბატონო ნინო, არ ვიცი, რა გითხრათ, ვერ ვნახე და ვერ მოვისმინე, არადა მამა თეოდორეს ქადაგებებით "სავსეა" თქვენს მიერ მითითებული საიტი. თქვენში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ხსენებული სასულიერო პირი ერთერთი განსწავლული მოძღვარია, რა მაინც და მაინც მისი ეს დოკუმენტური ლინკი უნდა გამოჩენილიყო და გამქრალიყო? სხვისი არ ვიცი, მაგრამ, მე პირადად დიდი ხანი არ არის, რაც გავიგე, რომ აფრიკის მოსახლეობის 63% ქრისტიანია. ლოგიკას ითხოვთ და ეს ფაქტია, რომელიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მამა თეოდორემ არ იცოდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებდი, ნუ მოითხოვთ, ლოგიკურად გაგცენ პასუხი იმაზე, რასაც თავად უფალი იგავებით ამბობს. ფარისევლობა არ არის ისეთი ''იოლი" საქმე, ვისაც მოისურვებთ, ის რომ ჩათვალოთ, ამის "ღირსად". ფარისევლად ჩამოყალიბებას "დიდი ძალისხმევა" სჭირდება.
გულწრფელობა ყველაზე დიდი პატივისცემა მგონია უფლისადმი!---
- ილტოსპირელის ამ განცხადებამ კი მართლა განციფრებაში მომიყვანა. უფლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა გამიგია, მისი გმობა და უარყოფა გამიგია, აი, უფლის პატივისცემა ადამიანის მხრიდან, მართლა არ გამეგონა. არ ვიცი, თვითონ რომელ განზომილებაშია, უფალს პატივს რომ სცემს და თან "მობეზრებულ-გადაღლილი ამხელს ფარისევლებს, მატყუარებს, ღვთის თვალის ამხვევთ" და ა.შ. ღვთისთვის თვალის ახვევა რამდენად შესაძლებელია, იმედია, ეგეც თავად ეცოდინება :) :) :) ქალბატონო ნინო, არ ვიცი, რა გითხრათ, ვერ ვნახე და ვერ მოვისმინე, არადა მამა თეოდორეს ქადაგებებით "სავსეა" თქვენს მიერ მითითებული საიტი. თქვენში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ხსენებული სასულიერო პირი ერთერთი განსწავლული მოძღვარია, რა მაინც და მაინც მისი ეს დოკუმენტური ლინკი უნდა გამოჩენილიყო და გამქრალიყო? სხვისი არ ვიცი, მაგრამ, მე პირადად დიდი ხანი არ არის, რაც გავიგე, რომ აფრიკის მოსახლეობის 63% ქრისტიანია. ლოგიკას ითხოვთ და ეს ფაქტია, რომელიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მამა თეოდორემ არ იცოდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებდი, ნუ მოითხოვთ, ლოგიკურად გაგცენ პასუხი იმაზე, რასაც თავად უფალი იგავებით ამბობს. ფარისევლობა არ არის ისეთი ``იოლი" საქმე, ვისაც მოისურვებთ, ის რომ ჩათვალოთ, ამის "ღირსად". ფარისევლად ჩამოყალიბებას "დიდი ძალისხმევა" სჭირდება.
გულწრფელობა ყველაზე დიდი პატივისცემა მგონია უფლისადმი!---
- ილტოსპირელის ამ განცხადებამ კი მართლა განციფრებაში მომიყვანა. უფლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა გამიგია, მისი გმობა და უარყოფა გამიგია, აი, უფლის პატივისცემა ადამიანის მხრიდან, მართლა არ გამეგონა. არ ვიცი, თვითონ რომელ განზომილებაშია, უფალს პატივს რომ სცემს და თან "მობეზრებულ-გადაღლილი ამხელს ფარისევლებს, მატყუარებს, ღვთის თვალის ამხვევთ" და ა.შ. ღვთისთვის თვალის ახვევა რამდენად შესაძლებელია, იმედია, ეგეც თავად ეცოდინება :) :) :)
38. მადლობა! ახლა ვნახე იქ! :) მადლობა! ახლა ვნახე იქ! :)
37. კარგი ლექსია, ილტოსპირელო ძვირფასო! :) იქაც დაგიტოვეთ კომენტარი.
კარგი ლექსია, ილტოსპირელო ძვირფასო! :) იქაც დაგიტოვეთ კომენტარი.
36. გამარჯობა! ეს ჩემი ლექსია! ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად ეხმაურებოდა ამ თემას!
საერთოდ, კი, ვერ ვიტან ვერაფერ მოჩვენებითს, ფარისევლურს: ვერც მორწმუნეობას, ვერც მართმადიდებლობას, ვერც მარხვას და ვერც, ვერც, ვერც... ამას ისევ ნაკლებადმორწმუნეობა, ნაკლებად მართლმადიდებლობა, ნაკლებადმარხულობა ჯობია, ოღონდ გულწრფელი!.. გულწრფელობა ყველაზე დიდი პატივისცემა მგონია უფლისადმი! ადამიანი ხომ ისედაც ცოდვის შვილია, მისხალითაც ვერ ახერხებს წმინდა ცნებათა დაცვას და ახლა ეს ტყუილები, ტყუილები ხალხისა და ღვთის თვალის ასახვევად!.. მღლის, მაბრაზებს, ასეთ "მორწმუნეთა" სამხილებლად მაქეზებს!
გამარჯობა! ეს ჩემი ლექსია! ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად ეხმაურებოდა ამ თემას!
საერთოდ, კი, ვერ ვიტან ვერაფერ მოჩვენებითს, ფარისევლურს: ვერც მორწმუნეობას, ვერც მართმადიდებლობას, ვერც მარხვას და ვერც, ვერც, ვერც... ამას ისევ ნაკლებადმორწმუნეობა, ნაკლებად მართლმადიდებლობა, ნაკლებადმარხულობა ჯობია, ოღონდ გულწრფელი!.. გულწრფელობა ყველაზე დიდი პატივისცემა მგონია უფლისადმი! ადამიანი ხომ ისედაც ცოდვის შვილია, მისხალითაც ვერ ახერხებს წმინდა ცნებათა დაცვას და ახლა ეს ტყუილები, ტყუილები ხალხისა და ღვთის თვალის ასახვევად!.. მღლის, მაბრაზებს, ასეთ "მორწმუნეთა" სამხილებლად მაქეზებს!
35. დაისი ძვირფასო!
შევამოწმე და ლინკი, რომელიც ინტერნეტით იყო გავრცელებული, დამდებებს აუღიათ ,, იუტუბიდან'' . ეს დოკუმეტური იყო. მასში მამა თევდორე მრევლის წინაშე ბრძანებდა, ზანგები იმიტომ არიან შავკანიანები , რომ უფალმა მათი მოდგმა ქამის გამო დასაჯაო. ასევე, შავკანიანები თეთრები არიან, როცა იბადებიან, მაგრამ რომ იზრდებიან შავდებიანო და ასე შემდეგ. ზოგად წარმოდგენას ყოველივე ამაზე შეგიქმნით გამოხმაურებანი, რომელიც ამ ლინკზეა მოთავსებული.
http://forum.ge/?f=84&showtopic=34302709 დაისი ძვირფასო!
შევამოწმე და ლინკი, რომელიც ინტერნეტით იყო გავრცელებული, დამდებებს აუღიათ ,, იუტუბიდან`` . ეს დოკუმეტური იყო. მასში მამა თევდორე მრევლის წინაშე ბრძანებდა, ზანგები იმიტომ არიან შავკანიანები , რომ უფალმა მათი მოდგმა ქამის გამო დასაჯაო. ასევე, შავკანიანები თეთრები არიან, როცა იბადებიან, მაგრამ რომ იზრდებიან შავდებიანო და ასე შემდეგ. ზოგად წარმოდგენას ყოველივე ამაზე შეგიქმნით გამოხმაურებანი, რომელიც ამ ლინკზეა მოთავსებული.
http://forum.ge/?f=84&showtopic=34302709
34. სამწუხაროდ, ტექნიკურად ვერ გავხსენი თქვენს მიერ მითითებული ლინკი..თუმცა, დიალოგის გაგრძელებაში მე პირადად აზრს ვერ ვხედავ. ადამიანი მორწმუნე ან არის, ან არ არის. არავითარი ლოგიკა არ ჭირდება ამას, მითუმეტეს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ეს არ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რასაც მონათვლა ქვია, არც იმაში, რომ ზურგზე ფრთები მაქვს ამოსული, არც იმაში რომ ვიღაცა მომწონს და ვიღაცა არ მომწონს. რწმენა პათოსი და ის პოზიცია არ არის, რომელიც გამოსახატავად გვჭირდება. ის არჩევანი და ინდივიდუალური სულიერი ცხოვრებაა, რომელიც მუდამ სხვისი განკითხვის, ან განსჯის საგანი შეიძლება იყოს. ეს კი არ ნიშნავს, რომ მე უნდა მოგიბრუნდეთ და გიმტკიცოთ რომ ცდებით და ისე არ არის, როგორც გგონიათ. მე კი არა, მაღალ სულიერ ხარისხში მყოფი ადამიანი ვერც ლოგიკურად და ვერც რიტორულად ვერ გაგებინებთ მაგალითად იმას, რატომ შევიდა ავაზაკი პირველი სასუფეველში. ეს თემა სადისკუსიოდ და საპოლემიკოდ არ გამოგადგებათ, თუ დამიჯერებთ. როგორც მკითხველი, ისე შემოვედი და დამხვდა ის, რასაც ნაკლებად მოველოდი..პატივისცემის ნიშნად არ გავედი უკომენტაროდ..ეს არის და ეს. არსებობს უმეცრება და არსებობს მეც-რება..(რომ გგონია, იცი და სინამდვილეში არაფერი არ იცი) ორივე ცოდვაა, გარემოების მიხედვით, ხან ერთი მეორეზე დიდი და ხანაც-პირიქით :) :) :) პატივისცემით და კეთილი სურბილებით სამწუხაროდ, ტექნიკურად ვერ გავხსენი თქვენს მიერ მითითებული ლინკი..თუმცა, დიალოგის გაგრძელებაში მე პირადად აზრს ვერ ვხედავ. ადამიანი მორწმუნე ან არის, ან არ არის. არავითარი ლოგიკა არ ჭირდება ამას, მითუმეტეს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ეს არ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რასაც მონათვლა ქვია, არც იმაში, რომ ზურგზე ფრთები მაქვს ამოსული, არც იმაში რომ ვიღაცა მომწონს და ვიღაცა არ მომწონს. რწმენა პათოსი და ის პოზიცია არ არის, რომელიც გამოსახატავად გვჭირდება. ის არჩევანი და ინდივიდუალური სულიერი ცხოვრებაა, რომელიც მუდამ სხვისი განკითხვის, ან განსჯის საგანი შეიძლება იყოს. ეს კი არ ნიშნავს, რომ მე უნდა მოგიბრუნდეთ და გიმტკიცოთ რომ ცდებით და ისე არ არის, როგორც გგონიათ. მე კი არა, მაღალ სულიერ ხარისხში მყოფი ადამიანი ვერც ლოგიკურად და ვერც რიტორულად ვერ გაგებინებთ მაგალითად იმას, რატომ შევიდა ავაზაკი პირველი სასუფეველში. ეს თემა სადისკუსიოდ და საპოლემიკოდ არ გამოგადგებათ, თუ დამიჯერებთ. როგორც მკითხველი, ისე შემოვედი და დამხვდა ის, რასაც ნაკლებად მოველოდი..პატივისცემის ნიშნად არ გავედი უკომენტაროდ..ეს არის და ეს. არსებობს უმეცრება და არსებობს მეც-რება..(რომ გგონია, იცი და სინამდვილეში არაფერი არ იცი) ორივე ცოდვაა, გარემოების მიხედვით, ხან ერთი მეორეზე დიდი და ხანაც-პირიქით :) :) :) პატივისცემით და კეთილი სურბილებით
33. ილტოსპირელო ძვირფასო , მადლობა! ავტორი? ილტოსპირელო ძვირფასო , მადლობა! ავტორი?
32. დაისი ძვირფასო! თქვენი გამოხმაურებაც იმავე ნაკლით ხასიათდება, რის თაობაზეც უკვე მივუთითე თქვენს მეგობრებს:
რიტორიკა - ლოგიკის ნაცვლად.
კონფორმიზმის ქართული სალექსიკონო განმარტების გადმოკოპირება ინტერნეტ- ლექსიკონიდან მოაზროვნე ადამიანისთვის არ კმარა. მინდა გითხრათ, რომ ეგ ლექსიკონი, რომელიც თავისთავად სასარგებლოა, ალაგ-ალაგ ქართულის თვალსაზრისით, ენობრივად მთლად სასურველ დონეზე ვერ არის, ამიტომ ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს იმ მკითხველებში, რომელნიც ახლა-ღა ცდილობენ გაარკვიონ ტერმინის მნიშვნელობა. სხვა განმარტებითი წყაროებისთვის რომ გადაგეხედათ, მრავლად რომ დევს ,, თუნდაც ,, გუგლში'', ორიოდე მცირე სტატიაც რომ დაგეყოლებინათ, მიხვდებოდით, რომ ჩემი პოზიცია - ინდივიდუალურია, ნონ-კონფორმისტული, თუმცა არარადიკალური; ჩემი ოპონენტებისა კი, რომელთაც უერთდებით, ძირითადად შეესაბამება განსაზღვრებას, რომელიც აქ დაგიციტირებიათ. დაუკვირდით: ჩემი ნათქვამის დაციტირების შემდგომ თქვენი მსჯელობა, რომელიც პათოსით თითქოს ჩემი პოზიციის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, შინაარსობრივად მევე მეთანხმება.
ახლა ერთი ტესტის წყალობით, თქვენც და მათაც საშუალება გეძლევათ, დამარწმუნოთ, რომ შევცდი: თუ შეიძლება, ყურადღებით გაეცანით ამ ლინკზე მოთავსებულ მასალას და მიპაუხეთ: ხომ არ არის ეს ფალსიფიკაცია? თუ ფალსიფიკაცია არ არის და მასში მონაწილე პირები რეალურნი არიან, რამდენად სარწმუნოა მათი სიტყვები? თუ, თქვენი აზრით, სარწმუნოა, რა გაძლევთ ამგვარი დასკვნის საფუძველს? თუ სარწმუნო არ არის, როგორ შეძლება ამან იმოქმედოს მსმენელზე, მით უფრო, მორწმუნეზე?
http://www.youtube.com/watch?v=j3-nRahvyxEmama teodore-რასობრივი განსხვავება ბიბლიაში www.youtube.com
დიალოგს თქვენთან ამის შემდგომ განვაგრძობ.
პატივისცემით ნ.დ. დაისი ძვირფასო! თქვენი გამოხმაურებაც იმავე ნაკლით ხასიათდება, რის თაობაზეც უკვე მივუთითე თქვენს მეგობრებს:
რიტორიკა - ლოგიკის ნაცვლად.
კონფორმიზმის ქართული სალექსიკონო განმარტების გადმოკოპირება ინტერნეტ- ლექსიკონიდან მოაზროვნე ადამიანისთვის არ კმარა. მინდა გითხრათ, რომ ეგ ლექსიკონი, რომელიც თავისთავად სასარგებლოა, ალაგ-ალაგ ქართულის თვალსაზრისით, ენობრივად მთლად სასურველ დონეზე ვერ არის, ამიტომ ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს იმ მკითხველებში, რომელნიც ახლა-ღა ცდილობენ გაარკვიონ ტერმინის მნიშვნელობა. სხვა განმარტებითი წყაროებისთვის რომ გადაგეხედათ, მრავლად რომ დევს ,, თუნდაც ,, გუგლში``, ორიოდე მცირე სტატიაც რომ დაგეყოლებინათ, მიხვდებოდით, რომ ჩემი პოზიცია - ინდივიდუალურია, ნონ-კონფორმისტული, თუმცა არარადიკალური; ჩემი ოპონენტებისა კი, რომელთაც უერთდებით, ძირითადად შეესაბამება განსაზღვრებას, რომელიც აქ დაგიციტირებიათ. დაუკვირდით: ჩემი ნათქვამის დაციტირების შემდგომ თქვენი მსჯელობა, რომელიც პათოსით თითქოს ჩემი პოზიციის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, შინაარსობრივად მევე მეთანხმება.
ახლა ერთი ტესტის წყალობით, თქვენც და მათაც საშუალება გეძლევათ, დამარწმუნოთ, რომ შევცდი: თუ შეიძლება, ყურადღებით გაეცანით ამ ლინკზე მოთავსებულ მასალას და მიპაუხეთ: ხომ არ არის ეს ფალსიფიკაცია? თუ ფალსიფიკაცია არ არის და მასში მონაწილე პირები რეალურნი არიან, რამდენად სარწმუნოა მათი სიტყვები? თუ, თქვენი აზრით, სარწმუნოა, რა გაძლევთ ამგვარი დასკვნის საფუძველს? თუ სარწმუნო არ არის, როგორ შეძლება ამან იმოქმედოს მსმენელზე, მით უფრო, მორწმუნეზე?
http://www.youtube.com/watch?v=j3-nRahvyxEmama teodore-რასობრივი განსხვავება ბიბლიაში www.youtube.com
დიალოგს თქვენთან ამის შემდგომ განვაგრძობ.
პატივისცემით ნ.დ.
31. სიყვარული მარხვაში
მე არ ვმარხულობ. მე ვერ ვმარხულობ და არც შემიძლია ვიმარხულო, ღმერთო, რადგან არ მინდა ვიცრუო შენს წინაშე, რადგან ვიცი, რომ ვერ ვიცრუებ შენს წინაშე...
არ შემიძლია ვიმარხულო, იმიტომ, რომ ჩემი მზერა, ეს ჩემი ნაეშმაკევი მზერა, სულ მისი თვალების, ღიმილისა და სხეულისაკენ გარბის, მე მასთან ვარ მაშინაც კი, როდესაც ჩვენს შორის მანძილი ეკლიან გვირგვინებად მეჭდობა სულზე და იარებს ამ სისხლიან ლექსებად მაყრის ვნებამორეულს...
არ შემიძლია ვიმარხულო იმიტომ, რომ ბაგეები, ეს ჩემი ჯიუტი ბაგეები, ყველა სათქმელთა წინარე, მაინც მის სახელს იმეორებენ მაინც იმ მოკლე, ლამაზ ბგერებს წარმოთქვამენ და, მიწიერი ბედნიერებით აღვსილნი, მოუთმენლად ელოდებიანი სიტყვის ცხადით ახდენას.
ან კი, აბა, რას მარგებს ისეთი მარხვა, რომ შენი სახელით ლოცვას ვკითხულობდე, ხოლო ჩემი ცოდვილი სულით კი ისევ მასზე ვფიქრობდე, ისევ მასთან ერთად ვეხეტებოდე, ისევ მის სახელს ვიმეორებდე და დაუსრულებლად ვუხმობდე მორიგი შეხვედრისაკენ, გაუთავებელი ამბორისაკენ, ატეხილი კვეთებისა და სარეცლისაკენ...
ვერ ვმარხულობ და მაპატიე, უფალო, იმას მაინც ვეცდები, რომ გულწრფელი ვიყო - მე ის მიყვარს... მე სულ მას ვხედავ... მე სულ მასთან ერთად ვარ... და ეტყობა, ჯერ არ ვარ მზად შენი სუფთა და სწორი გზებით ვიარო...
ჯერ ვერ ვმარხულობ... და ვიცი, რომ შენ მე ამას უთუოდ შემინდობ, უ ფ ა ლ ო!..
სიყვარული მარხვაში

29. კონფორმიზმ-ი ერთგვარობა, უძრაობა; შემთანხმებლობა, ანგლიკანური ეკლესიის მოძღვრება. [უცხო სიტყვათა ლექსიკონი] პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ხასიათდება საკუთარი თვალსაზრისის, პოზიციის არსებობით, იმით, რომ ის არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, სულ უფრო მზარდი ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს. ასევე ქცევა, რომელიც კონტროლდება ჯგუფური დაწოლის მეშვეობით. ჯგუფი, მის მიერ შემოღებული ქცევის ნორმების დახმარებით, ინდივიდს აიძულებს დაიცვას ისინი ჯგუფის წევრების ინტერესების გასატარებლად.
ამ სიტყვის განმარტებას სრულად შეესაბამება ეს ნაწერი. ამ გვერდის ავტორის შემოქმედების პატივისცემის მიუხადავად, მიწევს ამის თქმა. ფარისევლობასაც ნუ დაიბრალებთ, ის თავისი შინაარსით გაცილებით რთული მიმდინარეობა იყო თავის დროზე. მწიგნობარი ფარისევლები თავადაც მკაცრი მიმდევრები და დამცველნი იყვნენ იმ რჯულის კანონისა, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ქონდათ და ელოდნენ მესიის მოსვლას, მაგრამ მაინც შეცდნენ...
გადავხედე კომენტარებს: ყოჩაღ, ნაზარეველს და ანდრია თორელს!
თავადვე აცხადებთ: მე მართლმადიდებლად მონათლული კი გახლავართ , მაგრამ არც ათ მცნებას ვიცავ დიდი გულმოდგინებით, არც ვმარხულობ, არც აღსარება მითქვამს ოდესმე და არც ეკლესიურ მორწმუნედ მომიჩვენებია ვინმესთვის თავი. მიმაჩნია, რომ თვალთმაქცობას უფლის, საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე - ასე ცხოვრება სჯობს. ---
საღვთისმეტყველო სწავლისა და სულიერი ცხოვრების გზაზე მავალმა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აქ განსჯით, განიკითხავთ, თუ ''ამხელთ" (არ ვიცი, თავად როგორ გგონიათ) იცის, რომ ამნაირი სულიერი მდგომარეობის ფარისეველი არ არსებობდა არც ადრე და ახლა მითუმეტეს...ნათლობა--შვიდი ქრისტიანული საიდუმლოთაგან მხოლოდ ერთი, ათი მცნება კი საფუძველი, რომლის დაცვის შესაძლებლობაზეც დგას მთელი ქრისტიანობა და ეს ინდივიდის მთელი ცხოვრების პროცესია, ბუნებრივად მიჩნდება შეკითხვა: თქვენ საკუთარი სულიერი ცხოვრების რომელი საფეხურიდან აფასებთ სხვა ადამიანებს? რატომღაც მგონია, რომ დაფიქრდებით და ამიტომ კიდევ შეგახსენებთ: ფარისეველი შეიძლება მწიგნობარი არც ყოფილიყო, მაგრამ გარეგნულად ზედმიწევნით იცავდა რჯულის კანონს, რასაც დღეს ჩემს თავზე რომ არაფერი ვთქვა, ბევრი ქრისტიანი ვერ ახერხებს. "წვეული ბევრია, რჩეული ცოტა"--ბრძანებს უფალი. ჯერ წვეულები გავხდეთ და რჩეულობაზე შემდეგ ვიზრუნოთ, არ ჯობია? :)
სამართლიანად შეუხსენებია აქ ნ ა ზ ა რ ე ვ ე ლ ს, პავლე მოციქული, რომელიც თვით ქრისტიანებს იჭერდა და ხოცავდა, ამას ისეთი ხარისხის სულიერი რწმენით აკეთებდა, რომ უფალმა თავად ინდომა იგივე ხარისხით მისი მოქცევა და ამ ''კლდესა ზედა აშეენა ეკლესია თვისი''.
კონფორმიზმ-ი ერთგვარობა, უძრაობა; შემთანხმებლობა, ანგლიკანური ეკლესიის მოძღვრება. [უცხო სიტყვათა ლექსიკონი] პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას; ხასიათდება საკუთარი თვალსაზრისის, პოზიციის არსებობით, იმით, რომ ის არაპრინციპულად მიჰყვება ნებისმიერ, სულ უფრო მზარდი ძალით თავსმოხვეულ შეხედულებებს. ასევე ქცევა, რომელიც კონტროლდება ჯგუფური დაწოლის მეშვეობით. ჯგუფი, მის მიერ შემოღებული ქცევის ნორმების დახმარებით, ინდივიდს აიძულებს დაიცვას ისინი ჯგუფის წევრების ინტერესების გასატარებლად.
ამ სიტყვის განმარტებას სრულად შეესაბამება ეს ნაწერი. ამ გვერდის ავტორის შემოქმედების პატივისცემის მიუხადავად, მიწევს ამის თქმა. ფარისევლობასაც ნუ დაიბრალებთ, ის თავისი შინაარსით გაცილებით რთული მიმდინარეობა იყო თავის დროზე. მწიგნობარი ფარისევლები თავადაც მკაცრი მიმდევრები და დამცველნი იყვნენ იმ რჯულის კანონისა, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ქონდათ და ელოდნენ მესიის მოსვლას, მაგრამ მაინც შეცდნენ...
გადავხედე კომენტარებს: ყოჩაღ, ნაზარეველს და ანდრია თორელს!
თავადვე აცხადებთ: მე მართლმადიდებლად მონათლული კი გახლავართ , მაგრამ არც ათ მცნებას ვიცავ დიდი გულმოდგინებით, არც ვმარხულობ, არც აღსარება მითქვამს ოდესმე და არც ეკლესიურ მორწმუნედ მომიჩვენებია ვინმესთვის თავი. მიმაჩნია, რომ თვალთმაქცობას უფლის, საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე - ასე ცხოვრება სჯობს. ---
საღვთისმეტყველო სწავლისა და სულიერი ცხოვრების გზაზე მავალმა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აქ განსჯით, განიკითხავთ, თუ ``ამხელთ" (არ ვიცი, თავად როგორ გგონიათ) იცის, რომ ამნაირი სულიერი მდგომარეობის ფარისეველი არ არსებობდა არც ადრე და ახლა მითუმეტეს...ნათლობა--შვიდი ქრისტიანული საიდუმლოთაგან მხოლოდ ერთი, ათი მცნება კი საფუძველი, რომლის დაცვის შესაძლებლობაზეც დგას მთელი ქრისტიანობა და ეს ინდივიდის მთელი ცხოვრების პროცესია, ბუნებრივად მიჩნდება შეკითხვა: თქვენ საკუთარი სულიერი ცხოვრების რომელი საფეხურიდან აფასებთ სხვა ადამიანებს? რატომღაც მგონია, რომ დაფიქრდებით და ამიტომ კიდევ შეგახსენებთ: ფარისეველი შეიძლება მწიგნობარი არც ყოფილიყო, მაგრამ გარეგნულად ზედმიწევნით იცავდა რჯულის კანონს, რასაც დღეს ჩემს თავზე რომ არაფერი ვთქვა, ბევრი ქრისტიანი ვერ ახერხებს. "წვეული ბევრია, რჩეული ცოტა"--ბრძანებს უფალი. ჯერ წვეულები გავხდეთ და რჩეულობაზე შემდეგ ვიზრუნოთ, არ ჯობია? :)
სამართლიანად შეუხსენებია აქ ნ ა ზ ა რ ე ვ ე ლ ს, პავლე მოციქული, რომელიც თვით ქრისტიანებს იჭერდა და ხოცავდა, ამას ისეთი ხარისხის სულიერი რწმენით აკეთებდა, რომ უფალმა თავად ინდომა იგივე ხარისხით მისი მოქცევა და ამ ``კლდესა ზედა აშეენა ეკლესია თვისი``.
28. მადლობა, განდი არწივო! თქვენმა კომენტარმა. დამარწმუნა, რომ ჩემი ეჭვი, თითქოს რაღაც გაუგებრად გამოვთქვი, უსაფუძვლო იყო.
არადა, მართლაც, ახალი აღთქმა იყო ჩემი ამოსავალი. ცოტა დავით გურამიშვილიც გავიხსენე, ვრცელ ვერსიაში - ილია ჭავჭავაძეც. უბრალოდ, ყველაფერი თანამედროვე ყოფას მივუსადაგე, რადგან ეს მარადიული პრობლემა დღეს ჩვენში აქტუალურია.
მადლობა, განდი არწივო! თქვენმა კომენტარმა. დამარწმუნა, რომ ჩემი ეჭვი, თითქოს რაღაც გაუგებრად გამოვთქვი, უსაფუძვლო იყო.
არადა, მართლაც, ახალი აღთქმა იყო ჩემი ამოსავალი. ცოტა დავით გურამიშვილიც გავიხსენე, ვრცელ ვერსიაში - ილია ჭავჭავაძეც. უბრალოდ, ყველაფერი თანამედროვე ყოფას მივუსადაგე, რადგან ეს მარადიული პრობლემა დღეს ჩვენში აქტუალურია.
27. ნაწერი წავიკითხე.
საქმე იმაშია, რომ ამ ნაწერში წერია ის, რაც სახარებაში არაერთხელ წერია. ამ ნაწერში, არის შეხსენება კიდევ ერთხელ იმის, რომ დედამიწაზე ეშმაკი მძლავრობს.
ანუ, ეშმაკი ისეთი ძალისაა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმნიშვნელოვნად და განუყრელად იარონ გზაზე, რომელსაც ჰქვია - მართალი გზა, ქრისტეს გზა, გამარჯვების გზა. არის აღმართები, და არის დაღმართები. პირველი, ენაცვლება მეორეს და პირიქით.
მე ვფიქრობ, რომ აქ საკამათო არაფერია. სახარებაში იესო თვითონ მოუწოდებს მწიგნობრებს, რომ ისინი გამორჩენის მიზნით მისდევენ რელიგიას. არადა ეს მწიგნობრები, ერის რჩეულ წარმოადგენლებს (მაღალ და პატივსაცემ საზოგადოებას) წარმოადგენდნენ.
თუმცა, ეს არის პროცესი, მიმდინარე, შეუწყვეტელი გზა. სახარებიდან ისიც ვიცით, რომ "წინ მდგომნი უკან დადგებიან და უკან მდგომნი წინო". არადა, საინტერესოა, ვინ არიან წინ მდგომნი, და ვინ არიან უკან მდგომნი? რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
ალბათ ის, რომ ჩვენ არ ვიცით ვინ გადარჩება და ვინ არა. ( სულის ცხონება/გადარჩენა) ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მიწიერი ვარაუდები გამოვთქვათ, დავინახოთ ვინ ჯიპით დადის, ვინ მეძაობს, ვინ სიგარეტს ეწევა - თუმცა, ეს მხოლოდ გარეგანი შეფასებაა, ფორთოხალს კანის გაუცლელად რომ დავუპირებთ შიგნით ჩახედვას. არადა, ვინ რა იცის, რა გულია ამ ფორთოხალში, რა სიტკბოა თუ სიმწარე.
მე ვფიქრობ, რომ პრობლემა იმდენად იმაში არ არის, რომ ეს გზა, არის აღმართებით და დაღმართებით სავსე, არამედ ის, რომ საბოლოოდ ვინ აღMოჩნდება ფინიშის ზღურბლთან.
საერთოდ, ნათქვამია, რაც მეტი მოგეცემა, მეტი პასუხი მოგეთხოვებაო. ანუ, ადამიანები რომლებიც უნდა იყვნენ მაგალითები სხვისთვის, მეტი მოეთხოვებათ. მე ვისურვებდი, რომ ადამიანები რომლებსაც აქვთ ძალაუფლება სხვა ადამიანებზე, ანდა ადამიანთა ჯგუფზე, გაცილებით სწორ გზაზე (აბსოლიტური სწორი გზა არ არსებობს) იარონ. რადგან, ისევე შესწევთ რომ დაღუპონ მრავალი ადამიანი, როგორც გადაარჩინონ.
ვიაროთ :)
პატივისცემით, განდი. არწივი. ნაწერი წავიკითხე.

პატივისცემით, განდი. არწივი.
26. ანდრია ძვირფასო! აქ, ქვემოთა პოსტებში ჩემი ტექსტი უკვე სრული, რედაქტირებული სახით დევს. თუ გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ თქვენ მიერ მოხმობილი ანალოგია სახარებისეული ათი მცნების ფორმალური დამცველთან - წარუმატებელია. მე მართლმადიდებლად მონათლული კი გახლავართ , მაგრამ არც ათ მცნებას ვიცავ დიდი გულმოდგინებით, არც ვმარხულობ, არც აღსარება მითქვამს ოდესმე და არც ეკლესიურ მორწმუნედ მომიჩვენებია ვინმესთვის თავი. მიმაჩნია, რომ თვალთმაქცობას უფლის, საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე - ასე ცხოვრება სჯობს. პატივს ვცემ ნებისმიერი მორწმუნის წრფელ რელიგიურ გრძნობებს, ასევე ნებისმიერ კონფესიას, იმათი გამოკლებით, რომელიც ეფუძნება რაიმე ძალადობას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას და ა.შ . ვფიქრობ , ამ განმარტების შემდგომ საჭირო აღარ არის, ვუპასუხო თქვენი პოსტის ბოლოში დასმულ კითხვას ჩემი მხრით თითქოსდა ,,მორწმუნეების უფლებების შელახვის'' თაობაზე.
ასევე ღრმა პატივიცემით ნ.დ. ანდრია ძვირფასო! აქ, ქვემოთა პოსტებში ჩემი ტექსტი უკვე სრული, რედაქტირებული სახით დევს. თუ გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ თქვენ მიერ მოხმობილი ანალოგია სახარებისეული ათი მცნების ფორმალური დამცველთან - წარუმატებელია. მე მართლმადიდებლად მონათლული კი გახლავართ , მაგრამ არც ათ მცნებას ვიცავ დიდი გულმოდგინებით, არც ვმარხულობ, არც აღსარება მითქვამს ოდესმე და არც ეკლესიურ მორწმუნედ მომიჩვენებია ვინმესთვის თავი. მიმაჩნია, რომ თვალთმაქცობას უფლის, საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე - ასე ცხოვრება სჯობს. პატივს ვცემ ნებისმიერი მორწმუნის წრფელ რელიგიურ გრძნობებს, ასევე ნებისმიერ კონფესიას, იმათი გამოკლებით, რომელიც ეფუძნება რაიმე ძალადობას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას და ა.შ . ვფიქრობ , ამ განმარტების შემდგომ საჭირო აღარ არის, ვუპასუხო თქვენი პოსტის ბოლოში დასმულ კითხვას ჩემი მხრით თითქოსდა ,,მორწმუნეების უფლებების შელახვის`` თაობაზე.
ასევე ღრმა პატივიცემით ნ.დ.
25. ნაზარეველო ძვირფასო! მთავარი მიზეზი, რომელმაც შეცდომაში შეგიყვანათ პირველივე გამოხმაურების დროს და შემდგომ შეცდომათა მთელი წყებაც მოიყოლია, გახლავთ ის, რომ თქვენ ყურადღებით არ წაგიკითხავთ ჩემი მცირეზე მცირე ტექსტი, რომელიც უცვლელი სახით დევს აქ, ასევე ,უფრო ძველი თარიღით - ,, ფეისბუქზე '' სტატუსად, რომელშიც ტექნიკურად შესწორების შეტანა შეუძლებელია. დაუკვირდით, რას ვწერ მე:
,,მარადი კონფორმისტები - არიან ასეთნიც... '' .
აქ საუბარია არა მათზე, ვინც ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, არამედ მათში შერეულ ფსევდომორწმუნეებზე. ჭეშმარიტ მორწმუნეებს ვეთაყვანები, ,,ასეთნიც'' კი , ანუ ფარისეველნი როგორ შეიძლება მომწონდეს? იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ მოგწონდეთ ,,ასეთნიც'', ანუ ისინი, ვისაც ჩემი ოპუსი ეხება. თქვენს ბოლო პოსტში, თუმცა ლოგიკა რიტორიკით ჩაგინაცვლებიათ, ძირითადად იმავე პოზიციას გამოხატავთ, რასაც მე, ოღონდ, თქვენი სიტყვებით. მისი სუსტი მხარე კი ისაა, რომ თავიდან სწორად ვერ შეარჩიეთ სიტყვები ,,აპოკალიფსური გამოვლინება'', ახლა კი მათი ახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ნაზარეველო ძვირფასო! მთავარი მიზეზი, რომელმაც შეცდომაში შეგიყვანათ პირველივე გამოხმაურების დროს და შემდგომ შეცდომათა მთელი წყებაც მოიყოლია, გახლავთ ის, რომ თქვენ ყურადღებით არ წაგიკითხავთ ჩემი მცირეზე მცირე ტექსტი, რომელიც უცვლელი სახით დევს აქ, ასევე ,უფრო ძველი თარიღით - ,, ფეისბუქზე `` სტატუსად, რომელშიც ტექნიკურად შესწორების შეტანა შეუძლებელია. დაუკვირდით, რას ვწერ მე:
,,მარადი კონფორმისტები - არიან ასეთნიც... `` .
აქ საუბარია არა მათზე, ვინც ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, არამედ მათში შერეულ ფსევდომორწმუნეებზე. ჭეშმარიტ მორწმუნეებს ვეთაყვანები, ,,ასეთნიც`` კი , ანუ ფარისეველნი როგორ შეიძლება მომწონდეს? იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ მოგწონდეთ ,,ასეთნიც``, ანუ ისინი, ვისაც ჩემი ოპუსი ეხება. თქვენს ბოლო პოსტში, თუმცა ლოგიკა რიტორიკით ჩაგინაცვლებიათ, ძირითადად იმავე პოზიციას გამოხატავთ, რასაც მე, ოღონდ, თქვენი სიტყვებით. მისი სუსტი მხარე კი ისაა, რომ თავიდან სწორად ვერ შეარჩიეთ სიტყვები ,,აპოკალიფსური გამოვლინება``, ახლა კი მათი ახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა.
24. მოგესალმებით ავტორსაც და აუდიტორიასაც!
რამდენიმე მცირე რეპლიკით შემოვიფარგლები ამ შემთხვევაში:
ქალბატონო ნინო! იმავე სახარებას მოვიშველიებ, მართალია არა სიტყვასიტყვით: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს! - ამ კონკრეტული ნაწარმოებით და კომენტარებით, ასე მგონია პროვოცირებას უკეთებთ საზოგადოებას, რომელიც მიეკუთვნება იმ მეორე მხარეს, რომელსაც შეცნობის და ცნბისმოყვარეობის ცოდვით და სიამაყით შეპყრობილს ვერ გადაუწყვეტია მოძღვართან მისვლა და სხვის მსგავს საქციელს ფარისევლობად მიიჩნევს. ნუ მიწყენთ, ქალბატონო ნინო, მაგრამ სწორედ იმ სწავლულის შთაბეჭდილებას ტოვებთ, სახარებიდან, რომელიც 10 მცნებას ფორმალურად იცავდა, მაგრამ რწმენის და უფლისთვის ამქეყნიური ვერ გაიმეტა - აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი მოხვდება სამოთხეში (დავამატებ - მეცნიერიც ) ).
კიდევ ერთი: თუკი რელიგიური და სექსუალური უმცირესობის საქციელზე მსჯელობა და წერა მათი უფლებების დარღვევად ითვლება, რატომ არ უნდა ითვლებოდეს მორწმუნეების უფლებების შელახვად თქვენი მსგავსი ნაწერი? გასაკვირი არაა და ჩემთვის მისაღებია აუდიტორიის მსავსი რეაქცია, - ის, რის გაკეთებასაც არ ან ვერ ახერხებთ თავად, თქვენი საჯაროდ განხილვის საგანი რატომ ხდება, თან ასე ცალმხრივად - არ მესმის.
ღრმა პატივისცემით ანდრია თორელი
მოგესალმებით ავტორსაც და აუდიტორიასაც!

23. ,,ახლა გაცილებით გვიანია ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება,, - სერაფიმ როუზი ,,ახლა გაცილებით გვიანია ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება,, - სერაფიმ როუზი
22. დიდი სიამოვნებით აგიხსნით ამ სიტყვების აზრ-მნიშვნელობას ქალბატონო ნინო..
თქვენი ტექსტიდან გამომდინარე, რომ ადამიანები ლოცვასა და მარხვაში ატარებენ დროს და ამის შემდეგ ისინი კვლავ საცდურში ვარდებიან. წამოვიდა ეს აზრი.....
აპოკალიფსური გამოვლინებაა ის რომ ადამიანებს შინაგანად სწრაფვა აქვთ საწყისთან დაბრუნებისა, შინაგანი თავისუფლებისა. აპოკალიფსური გამოვლინებაა ის რომ ადამიანს სულიერი შიმშილის გრძნობა ეუფლება და ამას მხოლოდ წამიერად ახერხებს ლოცვის,მარხვის ან უბრალოდ ეკლესიაში სანთლის დანთების დროს.... რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანმა თავისუფლება იგრძნოს სულში....
აპოკალიფსური გამოვლინებაა ის რომ დღესდღეობით მხოლოდ ადამიანები ძლიერი მატერიალური ჯაჭვით არიან მიჯაჭვულნი "მიწას" და სულის არსებობა მხოლოდ ეკლესიაში ან ხატის დანახვის შემდეგ ახსენდებათ...... ეს ყველაფერი აპოკალიფსური გამოვლინებაა.....
აპოკალიფსი კი როგორც მოგეხსენებათ (თუ არ მოგეხსენებათ ალბათ ცუდ ინფორმაციას გაწვდით) მისი უცნაური თვისებებითურთ უკვე ჩვენთანაა კარგახანია ჩვენს გვერდითა და ნელ-ნელა, ტკბილი და ლამაზი გარეგნობით გვაწვდის მომაკვდინებელ საკვებს.... ეს საკვები კი მრავალფეროვანია ერთობ.....
მე არ ვიცი რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება ეს (დროის უქონლობის გამო) მცირედი წერილი თქვენთვის, თუმცა ვფიქრობ საკმაოდ გონიერი ბრძანდებით იმისთვის რომ ეს გაიგოთ....
რაც შეეხება თქვენი აღსარების ჩაბარებას...... ვფიქრობ ეს თქვენი გადასაწყვეტია და თუ არ გსურთ სხვას ჩააბაროთ აღსარება .... (ისე კი, სხვა ადამიანთან გახსნილობა ბევრად ძლიერ შეგრძნებებსა და ენერგეტიკას ჰმატებს ადამიანს ვიდრე მხოლოდ შენს თავთან.) მგონი აჯობებს უბრალოდ მარტო გაემგზავროთ სადმე მთაში და უბრალოდ სამი დღე და ღამე გაჩერდეთ მარტო ტყეში, მთაში..... (ეს უბრალო მეგობრული რჩევა.)
დიდი ბოდიშით ეხლა ნავზე მაგვიანდება......
პატივისცემით: გიგა ცაგარეიშვილი
დიდი სიამოვნებით აგიხსნით ამ სიტყვების აზრ-მნიშვნელობას ქალბატონო ნინო..

21. ნაზარეველო ძვირფასო! რაკი ჩანს, რომ ასე ერთგულად შედგომიხართ ეკლესიური ცხოვრების გზას, იქნებ ცოტა მეც გამანათლოთ.
თუ შეგიძლიათ, განმარტეთ, მაინც, რას ნიშნავს თქვენი გამოხმაურებიდან ციტირებული ეს სიტყვები:
,,რაც შეეხება ლოცვას, მარხვას, ზიარებას და წმიდა წერილების კითხვას .......ეს აპოკალიფსური გამოვლინებაა....'' ( იხ. აქვე, პოსტი N 12)
მე მეჩვენება, რომ ასეთი უმეცრული , მეტიც, მკრეხელური აზრი იშვიათად წამიკითხავს. გპირდებით, როგორც კი დაასაბუთებთ, რომ ეს უმეცრების ნიმუში არაა, დაუყოვნებლივ დავიწყებ მზადებას აღსარებისთვის. (თუ მოძღვარი გყავთ, იქნებ მასაც გაესაუბროთ, რჩევა ჰკითხოთ, ვიდრე პასუხს დაწერდეთ). ნაზარეველო ძვირფასო! რაკი ჩანს, რომ ასე ერთგულად შედგომიხართ ეკლესიური ცხოვრების გზას, იქნებ ცოტა მეც გამანათლოთ.
თუ შეგიძლიათ, განმარტეთ, მაინც, რას ნიშნავს თქვენი გამოხმაურებიდან ციტირებული ეს სიტყვები:
,,რაც შეეხება ლოცვას, მარხვას, ზიარებას და წმიდა წერილების კითხვას .......ეს აპოკალიფსური გამოვლინებაა....`` ( იხ. აქვე, პოსტი N 12)
მე მეჩვენება, რომ ასეთი უმეცრული , მეტიც, მკრეხელური აზრი იშვიათად წამიკითხავს. გპირდებით, როგორც კი დაასაბუთებთ, რომ ეს უმეცრების ნიმუში არაა, დაუყოვნებლივ დავიწყებ მზადებას აღსარებისთვის. (თუ მოძღვარი გყავთ, იქნებ მასაც გაესაუბროთ, რჩევა ჰკითხოთ, ვიდრე პასუხს დაწერდეთ).
20. აბსოლიტური თანხმობა ნაზარეველს :)
უბრალოდ ერთი პირჯვარის გადაწერაც მადლიაო თუნდაც მოვალეობის მოხდის მიზნით, მე ასე გამიგია, და ჯვარი ეწეროს აქაურობას ავტორიანად :)
აბსოლიტური თანხმობა ნაზარეველს :)
უბრალოდ ერთი პირჯვარის გადაწერაც მადლიაო თუნდაც მოვალეობის მოხდის მიზნით, მე ასე გამიგია, და ჯვარი ეწეროს აქაურობას ავტორიანად :)
19. ქალბატონო ნინო...... ვფიქრობ არ ღირს თქენთან იმის მტკიცება თუ როგორ მესმის ქრისტიანული რელიგია...და ზოგადად რელიგია..... რადგან ვგრძნობ შინაგანად, ადამიანს რომელმაც ჭეშმარიტი მარხვა არ იცის და არასოდეს ჩაუბარებია მოძუღუართან აღსარება.... და ეს ადამიანი კვლავ გეუბნება რომ შენ განმკითხველი ხარ...... დაე იყოს ასე......თუმცა მე გეტყვით რომ მე განმკითხველი კიარ გამოვდივარ ქალბატონო ნინო არამედ მამხილებელი..... ამ სიტყვით მოიხსენიება ეს ჩვენთან..... მე თქვენ გამხელთ სიცრუეში....
ჯერ ამბობთ რომ თქვენთვის ღმერთი და რელიგია უდიდესი სიწმინდეა ..... ხოლო იგივე წერილში თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს ის რომ აღსარება არასოდეს ჩაგიბარებიათ......
აქ გეტყობათ რომ არ გახსოვთ წმიდა წერილი..... (წაკითხული ალბათ გექნებათ) რომ არასოდეს მოგინანიებიათ ის უმარტივესი ცოდვა რასაც უბრალოდ ცხოვრება ჰქვია.....
გგონიათ რომ თუ ადამიანმა ბევრჯერ გაწყენინათ და ის წავიდა ეკლესიაში და ინანიებს ამას ...ის აფერისტია...... და თქვენ რომელსაც არასოდეს გაგიკეთებიათ ეს მას ჯობიხართ რამით.... ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ნინო მაგრამ თქვენ საკმაოდ შორს ხართ სულიერი რეალობისგან.....
მე კიდევ ერთხელ გირჩევთ ,.... თუ ასე ძალიან გსურთ დაეხმაროთ ამ ხალხს და ასე მაღლა დგეხართ სულიერ საფეხურზე..... მაშინ როგორც მაჰათმა განდი ამბობდა......... "გაუზიარე თქვენი ცოდნა ყველას– ის ერთ–ერთი საუკეთესო გზაა უკვდავებისკენ"
პატივისცემით: გიგა ცაგარეიშვილი ქალბატონო ნინო...... ვფიქრობ არ ღირს თქენთან იმის მტკიცება თუ როგორ მესმის ქრისტიანული რელიგია...და ზოგადად რელიგია..... რადგან ვგრძნობ შინაგანად, ადამიანს რომელმაც ჭეშმარიტი მარხვა არ იცის და არასოდეს ჩაუბარებია მოძუღუართან აღსარება.... და ეს ადამიანი კვლავ გეუბნება რომ შენ განმკითხველი ხარ...... დაე იყოს ასე......თუმცა მე გეტყვით რომ მე განმკითხველი კიარ გამოვდივარ ქალბატონო ნინო არამედ მამხილებელი..... ამ სიტყვით მოიხსენიება ეს ჩვენთან..... მე თქვენ გამხელთ სიცრუეში....
ჯერ ამბობთ რომ თქვენთვის ღმერთი და რელიგია უდიდესი სიწმინდეა ..... ხოლო იგივე წერილში თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს ის რომ აღსარება არასოდეს ჩაგიბარებიათ......
აქ გეტყობათ რომ არ გახსოვთ წმიდა წერილი..... (წაკითხული ალბათ გექნებათ) რომ არასოდეს მოგინანიებიათ ის უმარტივესი ცოდვა რასაც უბრალოდ ცხოვრება ჰქვია.....
გგონიათ რომ თუ ადამიანმა ბევრჯერ გაწყენინათ და ის წავიდა ეკლესიაში და ინანიებს ამას ...ის აფერისტია...... და თქვენ რომელსაც არასოდეს გაგიკეთებიათ ეს მას ჯობიხართ რამით.... ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ნინო მაგრამ თქვენ საკმაოდ შორს ხართ სულიერი რეალობისგან.....
მე კიდევ ერთხელ გირჩევთ ,.... თუ ასე ძალიან გსურთ დაეხმაროთ ამ ხალხს და ასე მაღლა დგეხართ სულიერ საფეხურზე..... მაშინ როგორც მაჰათმა განდი ამბობდა......... "გაუზიარე თქვენი ცოდნა ყველას– ის ერთ–ერთი საუკეთესო გზაა უკვდავებისკენ"
პატივისცემით: გიგა ცაგარეიშვილი
18. ახლა ამ თემისადმი მიძღვნილი მცირე ოპუსები ერთიანად შევკრიბე და ასეთი რამ გამომივიდა:
ნინო დარბაისელი
მარადი ანუ ორთავსოფლის კონფორმისტები ------------------------------------------------ (დილაუზმოს ჩანაწერებიდან )
ქრისტიანი კი ვარ, მაგრამ მოძღვრისთვის აღსარება არასოდეს მითქვამს. ადამიანი კი , რომელსაც არაერთი ცოდვა მიუძღვის ჩემ წინაშე, ეკლესიური ცხოვრების გზას დასდგომია. მსმენია, ზოგჯერ მორწმუნენი აღსარებამდე მოსანანიებელ ცოდვათა სიასაც წერენ, ზოგი მატებადობის, ზოგი კლებადობის მიხედვით. მან, ალბათ, საიდანაც არ უნდა დაიწყოს, იმ სიაში კარგახანს მოხვედრა არ მიწერია. თუმცა ჩემთვის ამით რამე იცვლება? უბრალოდ, ჩემი მუდმივი სენი - ცნობისმოყვარეობაა.
*** მარადი კონფორმისტები - არიან ასეთნიც... ხანდაზმულობამდე მუცელზე ხოხვით სად არ შემძვრალან , რა არ ჩაუდენიათ. ხორცსაც მრავალი აამეს. დღეს მოსანაგრებელი ბევრი რომ აღარაფერი ეგულებათ ამქვეყნად, ლოცვა-მარხვაში გაჰყავთ წუთისოფელი, თავს არ აპატიებენ, შვიდგზის ლოცვიდან ერთიც რომ ჩაუვარდეთ და ა.შ , ვინძლო იმქვეყნიური კომფორტიც დროულად მოითადარიგონ. ხვალ საცდურს თვალი რომ მოჰკრან, ღვთისმოსაობა უცებ მიავიწყდებათ. ზეგ - ისევ აღსარება-სახარება და ასე... ჩვენი საზოგადოება თანდათან ივსება ამ ტიპის ადამიანებით , მარადი , ასე ვთქვათ, ,,ორთავსოფლის კონფორმისტებით", ყოველგვარ კონიუქტურას შესანიშნავად რომ ერგებიან და ირგებენ, საკუთარი ნალოლიავები იმიჯის სამშვენისად ნონკონფორმისტობაც კი რომ უნდათ მიიკერონ და ა.შ
*** მომრავლდნენ ადამიანები, ვისთვისაც: მარხვა - გამაჯანსაღებელი მცენარეული დიეტაა, ლოცვა - მეხსიერების ვარჯიში ან კითხვაში გაწაფვის საშუალება, პირჯვრისწერა - პირობითი რეფლექსი, წმინდა წერილი - კრებული მარჯვე საზეპიროებისა, მათთვის არასასურველ, თუნდ მართებულ ნათქვამზე მისაგებად, აღსარება - ერთი მსახიობის თეატრი ერთი მაყურებლის წინაშე, ზიარება - ნაქები წამალი, რომელსაც მშვიდად ყლაპავენ, პრინციპით - ,,თუ არ მარგებს, არ მაწყენს!".. განკითხვა სხვათა ,,განმკითხველისა" - თავისი საქმე და მოწოდება, და ვერ ხვდებიან, რომ თუნდაც ამ ,,განმკითხველის განმკითხველობით", უფლის ნებას გადადიან. თვალი კი ისევ მგელივით ცხვრისკენ უჭირავთ.
*** მეგობრები მეუბნებიან, ეს ყველაფერი ცივილიზაციის ბრალიაო. ცივილიზაცია დიდია და კიდევ ბევრ ბრალდებას აიტანს ჩვენი მხრიდან. მაგრამ ამ ტიპის ადამიანებს ეს პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს? იმასაც ამბობენ, ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი, ცოდვა და მადლი, დაცემა და მონანიება, ბნელი და ნათელი უერთმანეთოდ არ არსებობსო, მე კი ვპასუხობ, რომ ღმერთს ადამიანი ასეთი გ ა მ ო უ ვ ი დ ა... ,,ილოცე მათთვისო!" მაგონდება ოთარაანთ ქვრივის სიტყვები, ,,მე ჩემთვის არა ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი" და სევდიანად მეღიმება. განა ჩვენ განმსჯელად გამოვდგებითო? ... ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხოო. მე კი ვფიქრობ, არსებობს რაღაც საცდური, უფლის ამ სიტყვების არასწორი გაგების შემთხვევაში - საცდური იმისა, რომ ჩვენში დაბუდებული კონფორმისტული სიზანტეც ამით გავამართლოთ და არხეინად ვიცვალოთ გვერდი, მხართეძოზე წამოწოლილებმა.
ახლა ამ თემისადმი მიძღვნილი მცირე ოპუსები ერთიანად შევკრიბე და ასეთი რამ გამომივიდა:

17. ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვაგან გაბნეულ ჩემს გამოხმაურებებს თავი მოვუყარე და საბოლოოდ ასეთი სახე მივეცი.
,,მომრავლდნენ ადამიანები, ვისთვისაც:
მარხვა - გამაჯანსაღებელი მცენარეული დიეტაა, ლოცვა - მეხსიერების ვარჯიში ან კითხვაში გაწაფვის საშუალება, პირჯვრისწერა - პირობითი რეფლექსი, წმინდა წერილი - კრებული მარჯვე საზეპიროებისა, მათთვის არასასურველ, თუნდ მართებულ ნათქვამზე მისაგებად, აღსარება - ერთი მსახიობის თეატრი ერთი მაყურებლის წინაშე, ზიარება - ნაქები წამალი, რომელსაც მშვიდად ყლაპავენ, პრინციპით - ,, თუ არ მარგებს, არ მაწყენს!".. განკითხვა სხვათა ,,განმკითხველისა'' - თავისი საქმე და მოწოდება, და ვერ ხვდებიან, რომ თუნდაც ამ ,,განმკითხველის განმკითხველობით'', უფლის ნებას გადადიან.
თვალი კი ისევ მგელივით ცხვრისკენ უჭირავთ.'' ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვაგან გაბნეულ ჩემს გამოხმაურებებს თავი მოვუყარე და საბოლოოდ ასეთი სახე მივეცი.
,,მომრავლდნენ ადამიანები, ვისთვისაც:
მარხვა - გამაჯანსაღებელი მცენარეული დიეტაა, ლოცვა - მეხსიერების ვარჯიში ან კითხვაში გაწაფვის საშუალება, პირჯვრისწერა - პირობითი რეფლექსი, წმინდა წერილი - კრებული მარჯვე საზეპიროებისა, მათთვის არასასურველ, თუნდ მართებულ ნათქვამზე მისაგებად, აღსარება - ერთი მსახიობის თეატრი ერთი მაყურებლის წინაშე, ზიარება - ნაქები წამალი, რომელსაც მშვიდად ყლაპავენ, პრინციპით - ,, თუ არ მარგებს, არ მაწყენს!".. განკითხვა სხვათა ,,განმკითხველისა`` - თავისი საქმე და მოწოდება, და ვერ ხვდებიან, რომ თუნდაც ამ ,,განმკითხველის განმკითხველობით``, უფლის ნებას გადადიან.
თვალი კი ისევ მგელივით ცხვრისკენ უჭირავთ.``
16. კარგია, ბეთ ავენ ძვირფასო, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს. ,,გააჩნიათ'' - ნიშნავს რაღაცის მცირედ ქონას. ამიტომ ,ალბათ, ასე აჯობებდა :
ეძალებათ ამბიცია მათ, ვინც ცოტა რამ იციან.
ან ანტონიმების თამაშის გამოყენებით:
რა დიდი აქვთ ამბიცია, მათ, ვინც ცოტა რამ იციან! კარგია, ბეთ ავენ ძვირფასო, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს. ,,გააჩნიათ`` - ნიშნავს რაღაცის მცირედ ქონას. ამიტომ ,ალბათ, ასე აჯობებდა :
ეძალებათ ამბიცია მათ, ვინც ცოტა რამ იციან.
ან ანტონიმების თამაშის გამოყენებით:
რა დიდი აქვთ ამბიცია, მათ, ვინც ცოტა რამ იციან!
15. თუ ნამდვილად გაინტერესებთ ჩემი აზრი, მოგახსენებთ, რომ ადამიანები ერთობ საინტერესონი გახლავართ - განსაკუთრებით კი, ქართველები! ერთხელ ასეთი რამ დამეწერა - გააჩნიათ ამბიცია მათ, ვინც ცოტა რამ იციან :) თუ ნამდვილად გაინტერესებთ ჩემი აზრი, მოგახსენებთ, რომ ადამიანები ერთობ საინტერესონი გახლავართ - განსაკუთრებით კი, ქართველები! ერთხელ ასეთი რამ დამეწერა - გააჩნიათ ამბიცია მათ, ვინც ცოტა რამ იციან :)
14. ასეა, ჩემო ბეთ ავენ! წინა პოსტში ნაზარეველმა სრული დემონსტრირება მოახდინა იმისა, სინამდვილეში, რა ცუდად ესმის ქრისტიანობის არსი, რამდენად არაქრისტიანული და არაზნეობრივია მისი საქციელი, დაივიწყოს, რომ ,,ღმერთი სიყვარული არს!'' და საჯაროდ ზიზღს გამოხატავდეს. არგანკითხვისკენ სხვებს მოუწოდებდეს, ტავად კი განიკითხავდეს. და ა.შ. პ.ს. თქვენი აზრით, ახლა თავაზიანად რომ მივუთითო, ქართულ ლიტერატურულ საიტზე ლიტერატურულად გამართული გამოხმაურებები უნდა დადოთ-მეთქი, მისი განკითხვა გამომივა?) ასეა, ჩემო ბეთ ავენ! წინა პოსტში ნაზარეველმა სრული დემონსტრირება მოახდინა იმისა, სინამდვილეში, რა ცუდად ესმის ქრისტიანობის არსი, რამდენად არაქრისტიანული და არაზნეობრივია მისი საქციელი, დაივიწყოს, რომ ,,ღმერთი სიყვარული არს!`` და საჯაროდ ზიზღს გამოხატავდეს. არგანკითხვისკენ სხვებს მოუწოდებდეს, ტავად კი განიკითხავდეს. და ა.შ. პ.ს. თქვენი აზრით, ახლა თავაზიანად რომ მივუთითო, ქართულ ლიტერატურულ საიტზე ლიტერატურულად გამართული გამოხმაურებები უნდა დადოთ-მეთქი, მისი განკითხვა გამომივა?)
13. განკითხვა?:) განკითხვა?:)
12. შუადღე მშვიდობისა მეგობრებო...
ჩემს წინა კომენტარს სადაც ვამბობ რომ მეზიზღება ყველა ის ქართველი ვინც უზნეოდ იქცევა... ამას ახლაც გავიმეორებ.... ვფიქრობ ჩემი წინა კომენტარი ადეკვატური იყო თქვენი წერილისა...... რადგან გგონიათ რომ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ ადამიანებზე ისე თითქოს თქვენ რამით სჯობდეთ მათ..... არავინ იცის ვინ ვინაა და რა სული აქვს მას...... ყველას ზემოთ გადაარჩევენ და აქ თქვენი გადარჩევა არაა საჭირო.არავის მოუცია ეს უფლება თქვენთვის..... და თუ თქვენი პოზიციის დაფიქსირება გსურთ ეს სხვა ფორმითაც შეიძლება.....
რაც შეეხება ლოცვას, მარხვას, ზიარებას და წმიდა წერილების კითხვას .......ეს აპოკალიფსური გამოვლინებაა.... როგორ ფიქრობთ, რომელი ჯობია, ხუთი მილიონი "მორწმუნე" იყოს და ნახევარი მილიონი რომ გადარჩეს თუ საერთოდ არ იყოს "მორწმუნეები" ....?
ამიტომ თქვენ კიარ უნდა აკრიტიკებდეთ მათ და დამცინავად კიარ უნდა მოიხსენიებდეთ საკუთარ წერილებში......თითქოსდა თქვენ მათთან შედარებით სულიერ მწვერვალზე ხართ უკვე....
თუ მართლა გული შეგტკივათ ამ ხალხზე გააკეთეთ ის რასაც შედეგი ექნება რაც დაარწმუნებს ამ ხალხს რომ ის რასაც ისინი აკეთებენ სხვა დატვირთვა უნდა მისცენ.....
მე ამ შემართებას ვერ ვხედავ თქვენში...... ყოველშემთხვევაში წერილებში არ ჩანს......
რაც შეეხება რწმენის ცოდნა არცოდნას ..მე არ გედავებით რომ თქვენზე უკეთ ვიცი რა არის რწმენა თუმცა ის ძალიან კარგად ვიცი რომ კაცი ნაყოფით გამოიცნობა ......
პატივისცემით: გიგა ცაგარეიშვილი შუადღე მშვიდობისა მეგობრებო...

11. ქალბატონო ნინო, მე ნაზარეველის მაგივრად ვერანაირად გიპასუხებთ. მითუმეტეს მე-7 კომენტარი სულ სხვა თემასაც ეხება, ჩემგან უცნობს. ქალბატონო ნინო, მე ნაზარეველის მაგივრად ვერანაირად გიპასუხებთ. მითუმეტეს მე-7 კომენტარი სულ სხვა თემასაც ეხება, ჩემგან უცნობს.
10. ზეუს ძვირფასო! რაკი ნაზარეველს ,,აბსოლიტურად ყველაფერში' ეთანხმებით, იქნებ მის გამოჩენამდე თქვენ გამცეთ პასუხი კითხვაზე ( იხ. კომენტ.7) ზეუს ძვირფასო! რაკი ნაზარეველს ,,აბსოლიტურად ყველაფერში` ეთანხმებით, იქნებ მის გამოჩენამდე თქვენ გამცეთ პასუხი კითხვაზე ( იხ. კომენტ.7)
9. დღეს უსაშველოდ მომრავლდნენ ადამიანები, რომელთათვისაც : მარხვა - გამაჯანსაღებელი მცენარეული დიეტაა, ლოცვა - მეხსიერების ვარჯიში ან კითხვის უნარ-ჩვევებში გაწაფვის საშუალება, წმინდა წერილი - კრებული საზეპიროებისა, რომელთაც საუბარსა თუ კამათში უცებ მოიმარჯვებენ, თავისთვის არასასურველ, თუნდაც მართებულ აზრს რომ მიაგონ; აღსარება - ერთი მსახიობის თეატრი ერთი მაყურებლის წინაშე, ზიარება - მრავლისგან გამოცდილი, ნაქები წამალი, რომელსაც მშვიდად ყლაპავენ, პრინციპით - ,, თუ არ მარგებს, არ მაწყენს!''... თვალი კი ისევ მგელივით ცხვრისკენ უჭირავთ. დღეს უსაშველოდ მომრავლდნენ ადამიანები, რომელთათვისაც : მარხვა - გამაჯანსაღებელი მცენარეული დიეტაა, ლოცვა - მეხსიერების ვარჯიში ან კითხვის უნარ-ჩვევებში გაწაფვის საშუალება, წმინდა წერილი - კრებული საზეპიროებისა, რომელთაც საუბარსა თუ კამათში უცებ მოიმარჯვებენ, თავისთვის არასასურველ, თუნდაც მართებულ აზრს რომ მიაგონ; აღსარება - ერთი მსახიობის თეატრი ერთი მაყურებლის წინაშე, ზიარება - მრავლისგან გამოცდილი, ნაქები წამალი, რომელსაც მშვიდად ყლაპავენ, პრინციპით - ,, თუ არ მარგებს, არ მაწყენს!``... თვალი კი ისევ მგელივით ცხვრისკენ უჭირავთ.
8. სწორი შენიშვნაა და აბსოლიტურად ყველაფერში ვეთანხმები ნაზარეველს... სწორი შენიშვნაა და აბსოლიტურად ყველაფერში ვეთანხმები ნაზარეველს...
7. ნაზარეველო ძვირფასო!
ლოცვის მნიშვნელობაზე იქნებ სხვაზე ნაკლები არც მე გამეგებოდეს. ჩემს ჩანაწერში კი სრულიად სხვა საკითხია დაყენებული. ამავე საკითხს, სხვათა შორის , სასულიერო პირებიც ეხებიან, როცა მორწმუნეებს მოძღვრავენ და თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი სიტყვებით ზუსტად იმას ამბობენ, რასაც მე. თქვენ ბრძანებთ: ,,არავის აქვს უფლება ილაპარაკო მეორე ადამიანის შინაგან სიწრფელეზე და ბუნებაზე თუ როგორი სულიერი სიწმინდისაა იგი..... მით უმეტეს მისი განვლილი ცხოვრებისა და ახლანდელი ცხოვრების განსჯისა''
წერილობითად საკუთარი აზრის დაფიქსირება - ჩემი განვლილი და ახლანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია'' , თქვენ კი, როგორც მე მეჩვენება, მას განსჯით. ადრეც არათუ განგისჯიათ ჩემი ახლანდელი ცხოვრების წერილობითი ნაწილი, არამედ მიზანტროპული კომენტარიც კი დაგიტოვებიათ, მაგალითად ასეთი:
,, 34. აგინეთ ხო ერთმანეთს და იყავით ასე ვირთხებივით.......... მეზიზღება ამის დამწერი და ყველა ის ქართველი ვინც ჯერ პირში აქებს ადამიანს და მერე როცა თავის ნებაზე რამეს არ გაუკეთებს რომ აგინებს ყველგან ... ნაზარეველი. 2011-09-04 21:50:37''(http://urakparaki.ge/?m=4&ID=52711#comments)
ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საკუთარ მრწამსს თავადვე უპირისპირდებით?
ახლა ვფიქრობ, რომ ან განსჯის მნიშვნელობა გვესმის მე და თქვენ სხვადასხვანაირად, ან სხვას ( ამ შემთხვევაში - მე) მიუთითებთ იმაზე, რასაც თავადვე სჩადიხართ. იმედია, გამარკვევთ.
ასევე პატივისცემით ნ.დ. ნაზარეველო ძვირფასო!
ლოცვის მნიშვნელობაზე იქნებ სხვაზე ნაკლები არც მე გამეგებოდეს. ჩემს ჩანაწერში კი სრულიად სხვა საკითხია დაყენებული. ამავე საკითხს, სხვათა შორის , სასულიერო პირებიც ეხებიან, როცა მორწმუნეებს მოძღვრავენ და თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი სიტყვებით ზუსტად იმას ამბობენ, რასაც მე. თქვენ ბრძანებთ: ,,არავის აქვს უფლება ილაპარაკო მეორე ადამიანის შინაგან სიწრფელეზე და ბუნებაზე თუ როგორი სულიერი სიწმინდისაა იგი..... მით უმეტეს მისი განვლილი ცხოვრებისა და ახლანდელი ცხოვრების განსჯისა``
წერილობითად საკუთარი აზრის დაფიქსირება - ჩემი განვლილი და ახლანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია`` , თქვენ კი, როგორც მე მეჩვენება, მას განსჯით. ადრეც არათუ განგისჯიათ ჩემი ახლანდელი ცხოვრების წერილობითი ნაწილი, არამედ მიზანტროპული კომენტარიც კი დაგიტოვებიათ, მაგალითად ასეთი:
,, 34. აგინეთ ხო ერთმანეთს და იყავით ასე ვირთხებივით.......... მეზიზღება ამის დამწერი და ყველა ის ქართველი ვინც ჯერ პირში აქებს ადამიანს და მერე როცა თავის ნებაზე რამეს არ გაუკეთებს რომ აგინებს ყველგან ... ნაზარეველი. 2011-09-04 21:50:37``(http://urakparaki.ge/?m=4&ID=52711#comments)
ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საკუთარ მრწამსს თავადვე უპირისპირდებით?
ახლა ვფიქრობ, რომ ან განსჯის მნიშვნელობა გვესმის მე და თქვენ სხვადასხვანაირად, ან სხვას ( ამ შემთხვევაში - მე) მიუთითებთ იმაზე, რასაც თავადვე სჩადიხართ. იმედია, გამარკვევთ.
ასევე პატივისცემით ნ.დ.
6. ქალბატონო ნინო რატომ გგონიათ რომ თქვენ მართალი ხართ? ისე დარწმუნებით იძახით რომ შვიდგზის ლოცვის შემდეგ კაცი ისევ დაუბრუნდება ხრწნას რომ თითქოს თავადვე გქონდეთ გამოცდილი საკუთარ თავზე......
მე ძალიან მეწყინა ეს წერილი თქვენგან.....
ვფიქრობ რაც არ უნდა გულგრილად და ზერელედ წაიკითხო ლოცვა როცა მას ბევრერ კითხულობ ის თავის ენერგეტიკას მაინც ტოვებს ადამიანში და ასი სიტყვიდან რაც ლოცვაში წერი, ერთიც რომ დარჩეს ადამიანის გონში ის აუცილებლად გამოიღებს შედეგს.......
ამიტომ თუ ადამიანი ლოცვას იწყებს შეიძლება ის მერე აცდუნოს საკუთარი განვლილი ცხოვრების შედეგებმა....შესაძლოა მართლაც ცდუნდეს კვლავ დიდი ფულის გამო თუმცა ის აღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც მანამდე იყო.... ვიდრე ლოცვას დაიწყებდა.....
არავის აქვს უფლება ილაპარაკო მეორე ადამიანის შინაგან სიწრფელეზე და ბუნებაზე თუ როგორი სულიერი სიწმინდისაა იგი..... მით უმეტეს მისი განვლილი ცხოვრებისა და ახლანდელი ცხოვრების განსჯისა....ამის მრავალი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იგივე სახარებიდან....... როცა პავლე მოციქული თვით ქრისტიანებს იჭერდა და ხოცავდა....... ხოლო შემდეგ ვინც გახდა ყველამ კარგად იცით...
პატივისცემით...... ქალბატონო ნინო რატომ გგონიათ რომ თქვენ მართალი ხართ? ისე დარწმუნებით იძახით რომ შვიდგზის ლოცვის შემდეგ კაცი ისევ დაუბრუნდება ხრწნას რომ თითქოს თავადვე გქონდეთ გამოცდილი საკუთარ თავზე......
მე ძალიან მეწყინა ეს წერილი თქვენგან.....
ვფიქრობ რაც არ უნდა გულგრილად და ზერელედ წაიკითხო ლოცვა როცა მას ბევრერ კითხულობ ის თავის ენერგეტიკას მაინც ტოვებს ადამიანში და ასი სიტყვიდან რაც ლოცვაში წერი, ერთიც რომ დარჩეს ადამიანის გონში ის აუცილებლად გამოიღებს შედეგს.......
ამიტომ თუ ადამიანი ლოცვას იწყებს შეიძლება ის მერე აცდუნოს საკუთარი განვლილი ცხოვრების შედეგებმა....შესაძლოა მართლაც ცდუნდეს კვლავ დიდი ფულის გამო თუმცა ის აღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც მანამდე იყო.... ვიდრე ლოცვას დაიწყებდა.....
არავის აქვს უფლება ილაპარაკო მეორე ადამიანის შინაგან სიწრფელეზე და ბუნებაზე თუ როგორი სულიერი სიწმინდისაა იგი..... მით უმეტეს მისი განვლილი ცხოვრებისა და ახლანდელი ცხოვრების განსჯისა....ამის მრავალი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იგივე სახარებიდან....... როცა პავლე მოციქული თვით ქრისტიანებს იჭერდა და ხოცავდა....... ხოლო შემდეგ ვინც გახდა ყველამ კარგად იცით...
პატივისცემით......
4. ეს ლექსია.
კარგი ლექსია. ეს ლექსია.
კარგი ლექსია.
3. ეს არის ადამიანი. ცოდვის შვილები ვართ.
მაგაზე უარესებიც ხდება ქვეყანაზე. ეს არის ადამიანი. ცოდვის შვილები ვართ.
მაგაზე უარესებიც ხდება ქვეყანაზე.
1. ჭეშმარიტად :) ჭეშმარიტად :)
|