ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიძვის დიაცი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2008


**********

მე არა


გაზაფხულს ველოდები
კარგო მოლოდინმა საშინლად დამღალა და
ჩემში გრძნობების გორგალი დავშალე
გახსოვს უძილობა, ჩემი ფანჯრებიდან წვიმას გიკითხავდი
და შენში ვერნათქვამი სიტყვები ავშალე
გახსოვს უთენია ფეხზე წამოხტომა, მერე სირბილი და
ლოდინი ღამის
შენი ღიმილი და მერე სიყვარულით წვეთებად
დამსხვრევა წამის
მივდივარ უაზროდ მთვრალია ქუჩები
როგორ დავივიწყო მე შენი ტუჩები
მგონია თითქოს მზეს ხელებით ვეხები
მთვრალ ქუჩას ისევ ერევა ფეხები
კარგო მოლოდინმა ფიქრები ამიშალა
მზემ ლოგინის ნაცვლად სხივები გამიშალა
გახსოვს ? შუაღამეს ატმის ყვავილობა
მერე ქარზე სწრაფად ფიქრების გაქროლება
ვერნათქვამ ფიქრების ჩუმად და უსიტყვოდ
ისევ სამუდაოდ გულში დაგროვება
გაზაფხულს ველოდები...
ვზივარ ვფიქრობ მალე ალბათ თვითონ ფიქრად ვიქცევი
მივატოვებ სიცოცხლეს და შენთან გამოვიქცევი






(ბარემ ესეც;)))





მაჩუქე შენი ფიქრი...
ერთი, მხოლოდ ერთი ფიქრი და გპირდები , რომ მოვეფერები, სახლიდან გასვლის წინ ვაკოცებ და თბილ საბანს დავაფარებ
მაჩუქე შენი ფიქრი და...
გპირდები რომ ფანჯრის რაფაზე შემოვსვავ, მეც გვერდით მივუჯდები და ფეხებს ავაყოლებთ წვიმის რიტმს
მაჩუქე შენი ფიქრი და...
გპირდები რომ სასეირნოდ წავიყვან, ყვავილების გვირგვინს დავუწნი და ჩემი ხელით დავადგავ თავზე
გპირდები რომ ძილის წინ მოვუყვები უცნაურ ამბებს კაცზე , რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, დორიან გრეიზე და მის პორტრეტზე, ვათამაშებ ჭვავის ყანაში, ხელში ავიყვან და იმ მზეს მივუსვავ გვერდით, უსიყვარულოდ რომ არ სუფევს ცის კამარაზე
მაჩუქე შენი ფიქრი და..
გპირდები არასდროს ვეტყვი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს
მოვუყვები , მაგრამ არასდროს ვეტყვი როგორ დამთავრდა შვლის ნუკრის ამბავი
მაჩუქე შენი ფიქრი....
და საღამოობით ბუხარს ავუნთებ, გვერდით მოვისვავ და ლექსებს წავუკითხავ
წითელ კოპლებიან კაბას ცავაცმევ და გიჟებივით ვირბენთ მწვანე მინდორში...
ვითამაშებს გასწრობანას
გავუსწრებთ დროს
ვითამაშებთ დამალობანას
დავემალებით საკუთარ თავებს
მაჩუქე ერთი ფიქრი...
და გპირდები რომ ხელს ჩავკიდებ და ისე ვიხეტიალებთ ოქროს ფოთლებში
მაჩუქე შენი ფიქრი
ის ფიქრი მაჩუქე რომელშიც გიყვარვარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები