წავიდა ჩემი ნასიზმრები. როგორც აბრეშუმის დარაია, ზაფხულის ველივით ღაღანებდა. ზედ ჩემი ფუძის ანგელოზის მკრთალი ნაფრთეურიც ამჩნევია. სულ სხვა ჭიშკარი აჭრიალა, სულ სხვა ჭიშკარი აჭრიალა, სხვა სიმარტოვე გადარია. წავიდა, სადაც ბალახია ფიქრივით ქვის ქვეშ ამოსული. ღიღინებს ბალახი სულთათანას ყველასთვის, ვინც კი მყვარებია, ყველასთვის, ვინც კი დავივიწყე. ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს, ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს და მაინც არის მარტოსული. წავიდა, ბალახს შეერია იებითა და ნარცისებით, ფერები თანდათან გადალალა სხვისი სიმარტოვის იალაღზე. მჭკნარი ბალახი გაალაღა, ჩემი იყო და სხვისი გახდა, ჩემი იყო და სხვისი გახდა სიზმარი, ჭრელად ნასიზმრები. წავიდეს, განა რამეს ვამბობ, სხვას ამოუვსოს დარდის ხარო, მას, ვინც სიმარტოვით დაიღალა და ამ სიმარტოვით სევდიანობს. მე უკვე ვნახე, მოვისიზმრე, წავიდეს, სადაც სიჩუმეა, წავიდეს, სადაც სიჩუმეა, ერთი ყვავილი გაახაროს. ...წავიდა ჩემი ნასიზმრები, სადაც უსამნო სამანია, გულზე სიყვარულად დაეფინა ბალახს, სულთათანას მოღიღინეს. აქედან ისე ახლოა და მაინც რა ძნელი სავალია, მაინც რა ძნელი სავალია მარტოსულების სამარემდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. "...წავიდა ჩემი ნასიზმრები, სადაც უსამნო სამანია"
:)
"...წავიდა ჩემი ნასიზმრები, სადაც უსამნო სამანია"
:)
26. მიყვარს შენი ლექსები... გაიხარე, ლელა! 5 მიყვარს შენი ლექსები... გაიხარე, ლელა! 5
25. აქედან ისე ახლოა და მაინც რა ძნელი სავალია, მაინც რა ძნელი სავალია მარტოსულების სამარემდე.
მეტკინა ... +5 აქედან ისე ახლოა და მაინც რა ძნელი სავალია, მაინც რა ძნელი სავალია მარტოსულების სამარემდე.
მეტკინა ... +5
24. აქედან ისე ახლოა და მაინც რა ძნელი სავალია, მაინც რა ძნელი სავალია მარტოსულების სამარემდე.
მეტკინა +5 აქედან ისე ახლოა და მაინც რა ძნელი სავალია, მაინც რა ძნელი სავალია მარტოსულების სამარემდე.
მეტკინა +5
23. რა კარგი ვინმე ხარ....
გაიხარე ამ ლექსისათვის...
და საერთოდ რომ არსებობ..
+2
რა კარგი ვინმე ხარ....
გაიხარე ამ ლექსისათვის...
და საერთოდ რომ არსებობ..
+2
22. ღიღინებს ბალახი სულთათანას ყველასთვის, ვინც კი მყვარებია, ყველასთვის, ვინც კი დავივიწყე. ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს, ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს და მაინც არის მარტოსული.
რაკარგია,რაღაცანაირი წყნარი :) შელოცვსავით იკითხება
ღიღინებს ბალახი სულთათანას ყველასთვის, ვინც კი მყვარებია, ყველასთვის, ვინც კი დავივიწყე. ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს, ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს და მაინც არის მარტოსული.
რაკარგია,რაღაცანაირი წყნარი :) შელოცვსავით იკითხება
21. შინაგანი ხმა ისმის შენი ლექსებიდან შინაგანი ხმა ისმის შენი ლექსებიდან
19. სევდიანი ნასიზმრები – მსუყე ფერთა გამით, გრძნობებითა და შესრულებით!... სევდიანი ნასიზმრები – მსუყე ფერთა გამით, გრძნობებითა და შესრულებით!...
16. აქაც გეტყვი, რომ საოცარი ლექსია :) აქაც გეტყვი, რომ საოცარი ლექსია :)
15. წავიდა, ბალახს შეერია იებითა და ნარცისებით, ფერები თანდათან გადალალა სხვისი სიმარტოვის იალაღზე...
ყველაზე უკეთ ალბათ მე მესმის ეს ტკივილი, საკუთარ თავზე გამოცდილი ბევრად უფრო ადრე :(((((((( წავიდა, ბალახს შეერია იებითა და ნარცისებით, ფერები თანდათან გადალალა სხვისი სიმარტოვის იალაღზე...
ყველაზე უკეთ ალბათ მე მესმის ეს ტკივილი, საკუთარ თავზე გამოცდილი ბევრად უფრო ადრე :((((((((
14. ლამაზად სევდიანობ++ ლამაზად სევდიანობ++
13. წავიდეს, განა რამეს ვამბობ, სხვას ამოუვსოს დარდის ხარო, მას, ვინც სიმარტოვით დაიღალა და ამ სიმარტოვით სევდიანობს. ვერ წაიკითხავ უცრემლოდ...სულის კუნჭულებს აგიტოკებს...:-* მეც მინდა შენი კრებული, სად შევიძინო?...:( წავიდეს, განა რამეს ვამბობ, სხვას ამოუვსოს დარდის ხარო, მას, ვინც სიმარტოვით დაიღალა და ამ სიმარტოვით სევდიანობს. ვერ წაიკითხავ უცრემლოდ...სულის კუნჭულებს აგიტოკებს...:-* მეც მინდა შენი კრებული, სად შევიძინო?...:(
11. მშვენიერია! ეჰ, ერთი თქვენი ლექსების კრებული ჩამაგდებინა ხელში, ქალბატონო ავტორო... მოგიკითხეთ (როგორ? - თავადაც მოგეხსნებათ).:) მშვენიერია! ეჰ, ერთი თქვენი ლექსების კრებული ჩამაგდებინა ხელში, ქალბატონო ავტორო... მოგიკითხეთ (როგორ? - თავადაც მოგეხსნებათ).:)
10. ჩემთვის პატივია და მიხარია, რომ პირველი ვიყავი ასეთი ლექსის შეფასებისას.:) იხარეთ და იდღეგრძელეთ ჩვენს და ყველა კეთილისმსურველის სასიკეთოდ. თქვენნაირები მთელ ქვეყანას სჭირდება და ეძვირფასება. :):):) (სხვათაშორის, თქვენ შემაყვარეთ ლიტერატურული საიტები, ამიტომაც ძალიან მიყვარხართ.) მუდამ თქვენი უმა ჩემთვის პატივია და მიხარია, რომ პირველი ვიყავი ასეთი ლექსის შეფასებისას.:) იხარეთ და იდღეგრძელეთ ჩვენს და ყველა კეთილისმსურველის სასიკეთოდ. თქვენნაირები მთელ ქვეყანას სჭირდება და ეძვირფასება. :):):) (სხვათაშორის, თქვენ შემაყვარეთ ლიტერატურული საიტები, ამიტომაც ძალიან მიყვარხართ.) მუდამ თქვენი უმა
9. სულ სხვა ჭიშკარი აჭრიალა, სულ სხვა ჭიშკარი აჭრიალა, სხვა სიმარტოვე გადარია.
ყველასთვის, ვინც კი მყვარებია, ყველასთვის, ვინც კი დავივიწყე. ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს, ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს და მაინც არის მარტოსული.
ვაიმე, რა კარგია, რა ძალიან კარგია....
მაინც რა ძნელი სავალია მარტოსულების სამარემდე.
რა სხვანაირი იყო, ლელა, რა ძალიან მელოდიური და სხვანაირი.
სულ სხვა ჭიშკარი აჭრიალა, სულ სხვა ჭიშკარი აჭრიალა, სხვა სიმარტოვე გადარია.
ყველასთვის, ვინც კი მყვარებია, ყველასთვის, ვინც კი დავივიწყე. ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს, ვისი ტკივილიც სულ თან დამაქვს და მაინც არის მარტოსული.
ვაიმე, რა კარგია, რა ძალიან კარგია....
მაინც რა ძნელი სავალია მარტოსულების სამარემდე.
რა სხვანაირი იყო, ლელა, რა ძალიან მელოდიური და სხვანაირი.
7. ეს ლექსი ჩემი საყვარელი ლექსი გახდა, მას მერე რაც ფბ-ზე წავიკითხე. ძალიან ღრმა სევდაა, მაგრამ ისე ლამაზად ნათქვამი, რომ თვს არ გახვევს ტკივილს, არ გამძიმებს, არ გაწუხებს... ცრემლივითაა, რომელიც განგწმენდს:) ეს ლექსი ჩემი საყვარელი ლექსი გახდა, მას მერე რაც ფბ-ზე წავიკითხე. ძალიან ღრმა სევდაა, მაგრამ ისე ლამაზად ნათქვამი, რომ თვს არ გახვევს ტკივილს, არ გამძიმებს, არ გაწუხებს... ცრემლივითაა, რომელიც განგწმენდს:)
6. ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
20 ნოემბერი, 2011
გენიალურია ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
20 ნოემბერი, 2011
გენიალურია
5. ++++ ძლიერია ++++ ძლიერია
4. ასეთი მშვენიერება დიდი ხანია არ წამიკითხავს მთელ ქართულ პოეზიაში! ქედს და მუხლს ვიყრი , ლელ, შენი უსაზღვრო ნიჭიერების წინაშე!.. მარად შენი მოსიყვარულე იმო ძია ასეთი მშვენიერება დიდი ხანია არ წამიკითხავს მთელ ქართულ პოეზიაში! ქედს და მუხლს ვიყრი , ლელ, შენი უსაზღვრო ნიჭიერების წინაშე!.. მარად შენი მოსიყვარულე იმო ძია
3. მადლობა უმა, ნათი :) მადლობა უმა, ნათი :)
2. უი, რა კარგია აქ რომ ვნახე ახლა, ერთ-ერთი იშვიათი ვიზიტისას ამ საიტზე.
აქაც უნდა გავიმეორო : სულიერი ავტორის და ადამიანის დაწერილია ეს.
ნასიზმრები...ბედნიერება... და ასე, წავიდეს, განა რამეს ვამბობ, სხვას ამოუვსოს დარდის ხარო, მას, ვინც სიმარტოვით დაიღალა და ამ სიმარტოვით სევდიანობს. მე უკვე ვნახე, მოვისიზმრე, წავიდეს, სადაც სიჩუმეა, წავიდეს, სადაც სიჩუმეა, ერთი ყვავილი გაახაროს....
უი, რა კარგია აქ რომ ვნახე ახლა, ერთ-ერთი იშვიათი ვიზიტისას ამ საიტზე.
აქაც უნდა გავიმეორო : სულიერი ავტორის და ადამიანის დაწერილია ეს.
ნასიზმრები...ბედნიერება... და ასე, წავიდეს, განა რამეს ვამბობ, სხვას ამოუვსოს დარდის ხარო, მას, ვინც სიმარტოვით დაიღალა და ამ სიმარტოვით სევდიანობს. მე უკვე ვნახე, მოვისიზმრე, წავიდეს, სადაც სიჩუმეა, წავიდეს, სადაც სიჩუმეა, ერთი ყვავილი გაახაროს....
1. მოვიწყინე ისე, როგორც მარტო ხელოვნების დროს თუ იწყენენ ხოლმე...:) მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით!!! მოვიწყინე ისე, როგორც მარტო ხელოვნების დროს თუ იწყენენ ხოლმე...:) მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|