ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2011


რაინდების ეპოქა. (ესმერალდას)


გული ჩემი მხოლოდ შენთვის,მხოლოდ შენთვის ამოვიღე მკერდიდან,
როგორ მიყვარს,როგორ მიყვარს მაგ თვალების ჩემზე შემოფეთება,
ერთადერთო!ერთადერთი სიყვარულის მზე ამომყავს ერდოდან,
ტუჩებზე კი ვარდისფერი გაზაფხულის მაისები გედება.

აისებმა მზის ბორბალი ააგორეს შენი თეძოს ბოლოდან,
ყვავის ატმისფურცლისფერად შენი მორცხვი,შენი ნაზი ღაწვები,
იქნებოდი ჩემი ღმერთი,მე რომ ცოტა ბედი მაინც მქონოდა,
ფურისულა ვარდისფერი ღრუბლებიდან შენს ტუჩებზე გაწვიმდა...

ირწევიან ცის ტატნობზე-შენს თვალებში-ცისარტყელის აკვნები,
ალუბლები კვირტდებიან,ფეთქდებიან შენი მკერდის მწვერვალზე,
ნუშებია ეგ თვალები,გამოხედვა ცბიერი და მზაკვრული,
ოცნებები იმსხვრევა და იბადება,ტანს გეხვევა ეროსი.

მენატრება მაგ კერტების სურნელება,გაზაფხულის ქარები
იმტვრევს თითებს (რა ამაოდ) შენს მუხლებზე,შენი კაბის ბოლოსთან,
ყორნისფერი ღრუბლებიდან იჭვრიტება მზე და ჩემი თვალები
ვერდაფარულ სურვილებით გიძვრებიან კაბის ქვეშ და მოლოდინს

არად დავდევ,თუმცა უკვე სისხლისფერად მერამდენედ გაწვიმდა,
რეგენტების,რაინდების,კეისართა ნეტავ იყოს ეპოქა,
ხარ სამყაროს გამოცანა,ყოველ დილით თავს მოგიხრის მთაწმინდა,
აისებით მაგ თვალების მზეებიდან დღეს ღრუბლები მოვქაფე,
რაინდი ვარ შენი გულის,შენ კი ჩემი საოცნებო წმინდანი...

                                              კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები