თოვს... მეხუთე დღეა, გადაუღებლად თოვს!... თეთრად გადაპენტილა არემარე. ღამდება. ხეების ჩრდილები დაგრძელდა და თოვლის სითეთრეში ჩაიკარგა. გარემომ პირქუში იერი მიიღო. გაუკვალავ თოვლში მიაბიჯებს თეონა. მშრალი თოვლი სასიამოვნოდ ჭრაჭუნობს მის ფეხქვეშ, მაგრამ მას ეს ჭრაჭუნი არ ესმის, - საკუთარ ფიქრებში ჩაძირულა... სადგურისკენ მიიჩქარის, თბილისში უნდა დაბრუნდეს, რაც შეიძლება მალე, თუნდაც ხვალ! ბილეთის აღება განუზრახავს. მატარებლის სადგურში ხომ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვაც შეიძლება?! ჰოდა, რაც მალე დაბრუნდება თბილისში, მით უკეთესია! იქნებ რამე შეცვალოს თავისი დაბრუნებით?! იქნებ...
ხელი ჯიბეში ჩაიყო და დაკეცილი ქაღალდი ამოიღო. დახედა, მწარედ ამოიკვნესა და, წაუკითხავად, ისევ ჯიბეში ჩაიბრუნა... ან რისთვის-ღა უნდა წაეკითხა?! - ზეპირად იცოდა ყველა სიტყვა, რაც ამ პატარა ბარათში ეწერა: ”გეგონა, რომ უყვარდი? ხედავ, რა ძლიერი სიყვარული სცოდნია? ცოლი მოჰყავს!... დარჩი ახლა მანდ და იოცნებე!... ბედნიერი და ნათელი მომავლის იმედით იცხოვრე!... შენ ხომ მხოლოდ ოცნება დაგრჩა!!!”
... და სხვა არაფერი?!... ცივად გაუშვა ხელი ბარათს... პალტოს საყელო აიწია და ნაბიჯი შეანელა.
”სად მიდიხარ, თეე? ვის სჭირდები იქ?.. გგონია, შენი ჩასვლით რამე შეიცვლება? გგონია, დაგინახავს და მაშინვე შენსკენ მოუბრუნდება გული?... სულელი ხარ, სულელი! მორჩა, დამთავრდა!!! შენ მისთვის აღარ არსებობ!.. სად მიდიხარ, სად?! ”
შეჩერდა. ცას ახედა, - ისევ შეუჩერებლად ბარდნიდა. გზას გახედა, - სადგურამდე ორასიოდე მეტრი თუ დარჩენოდა. ქუჩაში მდგარ სკამზე ჩამოჯდა და გაირინდა. ქუჩაში მოსიარულენი სადღაც მიიჩქაროდნენ. არავის ეცალა მისთვის.
სწრაფად ჩამობნელდა. ”მორჩა! აღარაფერი მინდა! მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო! არსადაც არ წავალ! მე იქ აღარავის ვჭირდები!..... აქ?... აქ კი ვჭირდები ვინმეს?..”
გაგრა გაახსენდა, მათი შეხვედრა, იქ გატარებული რამდენიმე დღე... გაუღიმა იმ რამდენიმე დღეში განცდილ ულამაზეს სიყვარულს. თუმცა ეს არ იყო ბედნიერი ღიმილი, ღიმილის გრიმასა უფრო იყო, - ყინვაში სახეზე შეყინულ ნიღაბს დაემსგავსა თეონას სახე. თვალებში ცრემლი მოადგა. სწრაფად აუქნია ხელი სასიამოვნო ზმანებას. ცრემლიც გულში ჩაიბრუნა...
ასპირანტურაში სწავლობდა და დისერტაციაზე სამუშაოდ წამოვიდა მოსკოვში, სულ რაღაც ორიოდე წლით!!!... გოგაც თან გამოჰყვა თავიდან. სასტუმროში დაბინავდნენ. ღმერთო, რა ბედნიერები იყვნენ! შემდეგ გოგამ წერილი მიიღო სახლიდან, - სთხოვდნენ ”სასწრაფოდ დაბრუნდიო”... შეეშინდა გოგას, - ”დედაა ალბათ ცუდადო” და მეორე დღესვე გაფრინდა... შემდეგ დარეკა, ”დედა უკეთ არის, მაგრამ ჯერ ვერ ვტოვებო”... მერე კიდევ იყო ორი თუ სამი სატელეფონო საუბარი, სადაც გოგა არწმუნებდა, ”ეს ორი წელი მალე გაივლის, მანდ ჩემი ყოფნით მხოლოდ ხელს შეგიშლი... ეს ჩვენი სიყვარულის გამოცდა იქნებაო...” და აი შედეგიც, - ვერ გაუძლო ამ გამოცდას!!! ორი წელი ვერ დაელოდა!...
”თეე, ნუ ბავშვობ! ორი წელი კი არა, ექვსი თვეა ჯერ მხოლოდ გასული!... მხოლოდ... მხოლოდ ექვსი თვე!!!”
სწრაფად წამოდგა და თითქმის სირბილით წავიდა სადგურისკენ. სალაროებს ისე ჩაუარა, თითქოს ვერც დაინახაო. ბაქანზე ამოჰყო თავი, - მგზავრები ირეოდნენ, მატარებელი ჯერ არ ჩამომდგარიყო. გადასასვლელი ხიდისკენ წავიდა.
- გოგონა, ხიდზე არ ახვიდე, კიბეები მოლიპულია და ფეხი დაგიცდება! ბაქანის მეორე მხარეს მიწისქვეშა გასასვლელია და იმით ისარგებლე! - მიაძახა სადგურის მორიგემ.
თეონამ ერთი კი მიხედა, ”გმადლობთო” - ჩაიჩურჩულა და... ხიდის კიბეს აუყვა. კიბე მართლაც მოლიპული იყო. მოაჯირს ებღაუჭებოდა და ისე ააღწია ბოლო საფეხურამდე. ხიდის თავზე ნათურა ციმციმებდა და ფეხდაუკარებელი თოვლის სითეთრეს უფრო იდუმალს ხდიდა. ფრთხილად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ჭრრრ.... ჭრრრ.... ჭრრრ.... ჭრრრ.... - გამოეპასუხა თოვლი.
ხიდის შუამდე მიაღწია და მოაჯირს დაეყრდნო. - ბაქანზე მგზავრებმა ფუსფუსს უმატეს... ალბათ მატარებელი თუ შემოდის... თეე, რას აპირებ?!... - თავის თავს ჩაეკითხა, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დარჩა...
ფრთხილად შეყო ფეხი რკინის რიკულებში და ხიდის თოვლიან გზას მოსწყდა. ამაღლდა... ამაღლდა?... არა, არ ამაღლდა, უბრალოდ, უფრო მაღალი გამოჩნდა! მაგრამ ვისთვის?... ვის გამო?! მეორე ”საფეხურზე” ასვლა უფრო გაუჭირდა. განათების ბოძს ჩაებღაუჭა გაყინული თითებით. მამის სახე დაუდგა თვალწინ. - რას შვები, თეე, მღუპავ?! მე რა მეშველება უშენოდ, შვილო?! - გარკვევით გაიგონა მამის ხმა... მაგრამ შორს იყო მამა და ხელს ვერ შეაშველებდა. მხოლოდ თეონას გულში თუ ტვინში ისმოდა მამის განწირული ხმა!!! - მაპატიე, მამა! მაპატიე!...
რიკულების კიდევ ერთი ხვეული გამოიყენა კიბედ და უფრო ზევით აიწია... მოსახვევში ჯერ მატარებლის ფარების შუქი გამოჩნდა, შემდეგ მოაკივლა და სადგურის ტერიტორიაზე შემოვიდა. წამები... კიდევ რამდენიმე წამი და... მატარებელი ხიდს გაუსწორდება. - მაშინ, სწორედ მაშინ გავუშვებ ხელს ამ ბოძს და... ყველაფერი დამთავრდება!... - ჩურჩულებდნენ თეონას ბაგეები.
თეონამ თვალები დახუჭა, ბოძს ხელი გაუშვა და... მხრებზე ძლიერად შემოეჭდო ვიღაცის ხელები. ამ ხელებმა რიკულებზე გადაბიჯების საშუალება მოუსპო. შემდეგ იგრძნო, როგორ აიტაცეს ამ ხელებმა და კვლავ ხიდზე დააბრუნეს. - თაია, რას აპირებდი?! ეს სისულელე რამ მოგაფიქრებინა?! კიდევ კარგი, რომ მოგისწარი!... რომ გადამხტარიყავი, ჩვენ ხომ ვეღარასოდეს შევხვდებოდით ერთმანეთს?!... - ჩუმად, სიყვარულით ეჩურჩულებოდა ხმა.
”თ ა ი ა”?!.. შერცხვა თეონას... სახეზე ხელები აიფარა... ხმისკენ ვერც კი მოიხედა, ისე ჩაიჩოქა თოვლში... - მაპატიე, ღმერთო, მაპატიე!... უეცრად იგრძნო, როგორ დაიძრა გულიდან რაღაც ცხელი, ლავასავით... შემდეგ ეს ლავა თვალებს მოადგა და ნაკადულებად გადმოხეთქა... მხრები აუცახცახდა...
თავზე ხელის გადასმა იგრძნო... დიდი სიყვარული მოდიოდა თბილი ხელისგულიდან... თავი ასწია და... სიცარიელეს მიაშტერდა ცრემლიანი თვალებით. ირგვლივ მიმოიხედა, - ხიდზე მის გარდა არავინ იყო...
ფეხზე წამოხტა და ხიდზე დადებულ თოვლს გახედა, - მხოლოდ მისი ნაფეხურები ჩანდა, რომლებიც, სანახევროდ, ახალი თოვლით გადაფარულიყო... ცას ახედა, - ისევ ხვავრიელად ბარდნიდა... გაოგნებული შეჰყურებდა ფეხდაუდგმელ თოვლს... თავი სიზმარში ეგონა! კვლავ ცას ახედა, თითქოს იქიდან ელოდა დაუსმელი კითხვის პასუხს...
- თაია, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, აუცილებლად შევხვდებით!... შენ მე მჭირდები, თაიააააააააა!... - შორიდან, გულის გულიდან მოესმა ტკივილამდე ნაცნობი ხმა.
”ანდრომედაგოგაშენ....” - გონებაში ამოტივტივდა ნაცნობი ფრაზა. - ”ან-დრო -მე-და”... გმადლობ, უფალო, და... მაპატიე!.. შენც მაპატიე, შენც, მიყვარხარ, ანდრო!... ვიცი, ეს შენ იყავი! ვიცი!.. დარწმუნებული ვარ!!!... შენც მაპატიე, თეონა... კინაღამ შენც დაგღუპე და... მაპატიე!... შემინდე ეს დანაშაული!... - ამოიჩურჩულა თაიამ, ფრთხილად შემობრუნდა და თავისივე ნაფეხურებს გამოჰყვა...
ფრთხილად ჩამოიარა მოლიპული კიბეები. ბაქანზე ხალხი თითქმის აღარ იყო. სადგურის მორიგემ უტყვად გამოაყოლა თვალი... სიცივისაგან დამზრალი თითები სუნთქვით შეითბო და პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. იგივე ბარათი შერჩა ხელში, მაგრამ ახლა ეს ბარათი აღარაფერს ნიშნავდა მისთვის... ან თითქმის აღარაფერს. ამოიღო, დახედა და შუაზე გადახია! შემდეგ კიდევ, კიდევ... გაერთო ბარათის დაქუცმაცებით. პეშვი გაევსო ნაკუწებით. ურნა დაინახა და ბარათის ნაკუწები შიგნით ჩაყარა. დიდი ტვირთი მოეხსნა ზურგიდან. სულის სილაღე იგრძნო. ხელები გაშალა და თოვლში დატრიალდა. მასთან ერთად აცეკვდნენ თოვლის ფიფქებიც. - თაიაააა!!! - ისევ მოისმა მისი სულის სიღრმეში გაჟღერებული ხმა.
მიხვდა თაია, რომ ეს მისი სიყვარული ეძახდა მისივე მომავლიდან და ბედნიერებას ლაღი ღიმილით გაუღიმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. როგორ გამიხარდაააა. . . .ანუ ახლა აქ, ეს რომ დამხვდა. მადლობა ავტორს! როგორ გამიხარდაააა. . . .ანუ ახლა აქ, ეს რომ დამხვდა. მადლობა ავტორს!
26. საინტერესო დაბრუნებაა! ნეტავ, რას გვთავაზობს აწი ავტორი?! (მივყვები სხვა თავებსაც..) საინტერესო დაბრუნებაა! ნეტავ, რას გვთავაზობს აწი ავტორი?! (მივყვები სხვა თავებსაც..)
25. ახლა წავიკითხე ქვემორე კომენტარები, მიკვირს თამარ ასეთი მაღალი ინტელექტისა, უზადო ნიჭისა ,ძლიერი ენერგისა, და ადამიანური გრძნობებით სავსე პიროვნება, როგორ კადრულობთ და ეპასუხებიტ "უზრდელ" -ს, ( სრული ამ სიტვის მნიშვნელობით)
"ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს". შოთა რუსთაველი. ახლა წავიკითხე ქვემორე კომენტარები, მიკვირს თამარ ასეთი მაღალი ინტელექტისა, უზადო ნიჭისა ,ძლიერი ენერგისა, და ადამიანური გრძნობებით სავსე პიროვნება, როგორ კადრულობთ და ეპასუხებიტ "უზრდელ" -ს, ( სრული ამ სიტვის მნიშვნელობით)
"ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს". შოთა რუსთაველი.
24. მომწონდა ყოველთვის თქვენი ნაწარმოებები და ახლაც ვიმეორებ, საოცარი, დამაჯერებელი თხრობა გაქვთ მართლწერა ხო, კრისტალივით კრიალა., შინაარსი კი -\
მკითხველის დადებითი ემოციის აღმძვრელი. მახსოვს პერსონაჟები და ანდროსაც ვიცნობ, "არა, ანდრო...არ უნდა გიყვარდე..." "თხოვნა მაქვს შენთან, ჩემზე სხვანაირად არასოდეს არაფერი იფიქრო, კარგი? ვართ და ვიქნებით მხოლოდ მეგობრები! -მე ასე მირჩებნია."მიხარია, რომ ვკითხულობ. მომწონდა ყოველთვის თქვენი ნაწარმოებები და ახლაც ვიმეორებ, საოცარი, დამაჯერებელი თხრობა გაქვთ მართლწერა ხო, კრისტალივით კრიალა., შინაარსი კი -\
მკითხველის დადებითი ემოციის აღმძვრელი. მახსოვს პერსონაჟები და ანდროსაც ვიცნობ, "არა, ანდრო...არ უნდა გიყვარდე..." "თხოვნა მაქვს შენთან, ჩემზე სხვანაირად არასოდეს არაფერი იფიქრო, კარგი? ვართ და ვიქნებით მხოლოდ მეგობრები! -მე ასე მირჩებნია."მიხარია, რომ ვკითხულობ.
23. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. თქვენი მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩემთვის... :))) დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. თქვენი მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩემთვის... :)))
22. თაამ, რა კარგი გოგო ხარ, რომ გააგრძელე?! მომენატრა შენი ნაწერების კითხვა. ისე გადაგყავს მკითხველი ნაწარმოებში, ერთ-ერთი მოქმედი გმირი ჰგონია თავი.
დამიჯერე, ეს ყველას არ შეუძლია. და ნურავის მიაქცევ ყურადღებას, შენ შენი საქმე აკეთე, - ჩვენთვის წერე.
5555555555 თაამ, რა კარგი გოგო ხარ, რომ გააგრძელე?! მომენატრა შენი ნაწერების კითხვა. ისე გადაგყავს მკითხველი ნაწარმოებში, ერთ-ერთი მოქმედი გმირი ჰგონია თავი.
დამიჯერე, ეს ყველას არ შეუძლია. და ნურავის მიაქცევ ყურადღებას, შენ შენი საქმე აკეთე, - ჩვენთვის წერე.
5555555555
21. "იგივე ბარათი შერჩა ხელში, მაგრამ ახლა ეს ბარათი აღარაფერს ნიშნავდა მისთვის... ან თითქმის აღარაფერს..." – ხანდახან მოულოდნელი რადიკალური სულიერი ცვლილება ხდება ჩვენში – ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი გვგონია, აღმოვაჩენთ,რომ არც არაფერი ყოფილა სინამდვილეში და სულ სხვანაირ სულიერ განზომილებაში გადავდივართ, ჩვენდა გასაკვირად... დაბრუნებულა თეონა – უცნაური, განსხვავებული, იდუმალი!.. "იგივე ბარათი შერჩა ხელში, მაგრამ ახლა ეს ბარათი აღარაფერს ნიშნავდა მისთვის... ან თითქმის აღარაფერს..." – ხანდახან მოულოდნელი რადიკალური სულიერი ცვლილება ხდება ჩვენში – ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი გვგონია, აღმოვაჩენთ,რომ არც არაფერი ყოფილა სინამდვილეში და სულ სხვანაირ სულიერ განზომილებაში გადავდივართ, ჩვენდა გასაკვირად... დაბრუნებულა თეონა – უცნაური, განსხვავებული, იდუმალი!..
20. თამარ , კარგია რომ დაბრუნდი:) და მჯერა რომ კვლავაც გააგრძელებ და დადებ შემდეგ თავებს აქ :) წარმატებები ტამარს და მადლობა ჩემი ნაცოდვილარის ჩაკორექტირებისთვის:) იქ არ მითქვია და უმადური არ გეგონო:) თამარ , კარგია რომ დაბრუნდი:) და მჯერა რომ კვლავაც გააგრძელებ და დადებ შემდეგ თავებს აქ :) წარმატებები ტამარს და მადლობა ჩემი ნაცოდვილარის ჩაკორექტირებისთვის:) იქ არ მითქვია და უმადური არ გეგონო:)
19. და ეს რომ არც ზღაპარია და არც დეტექტივი? :)))) და არც სარკეში და მსგავს ჟურნალებში დამიბეჭდია ჩემი რომანი...
:)))))))))))))))))))))
და ეს რომ არც ზღაპარია და არც დეტექტივი? :)))) და არც სარკეში და მსგავს ჟურნალებში დამიბეჭდია ჩემი რომანი...
:)))))))))))))))))))))
18. გირჩევნია სარკეში დაბეჭდო, ან სადმე სხვაგან, იქ უყვართ უგემოვნო დილეტანტის ზღაპარ–დეტექტივები :))) რუსამეი. 2011-11-30 01:47:50 გირჩევნია სარკეში დაბეჭდო, ან სადმე სხვაგან, იქ უყვართ უგემოვნო დილეტანტის ზღაპარ–დეტექტივები :))) რუსამეი. 2011-11-30 01:47:50
17. გაგრძელება?
ვერ დაგპირდებით, "გაგრძელება იქნება-მეთქი"... ანუ ურაკზე აღარ დავდებ...
არაა საჭირო ჩემი აქ დაბრუნება...
დავდგე და თავი ვიმართლო რუსამეის და მისი მსგავსების წინაშე?
არ მიღირს, დაათ... :))) გაგრძელება?
ვერ დაგპირდებით, "გაგრძელება იქნება-მეთქი"... ანუ ურაკზე აღარ დავდებ...
არაა საჭირო ჩემი აქ დაბრუნება...
დავდგე და თავი ვიმართლო რუსამეის და მისი მსგავსების წინაშე?
არ მიღირს, დაათ... :)))
16. 12. კიდევ კარგი, რომ ასცდა, თორემ მეც "ბუკია" ვიქნებოდი, რაც არ მიზიდავს :)) რუსამეი. 2011-11-30 17:41:14
კიდევ კარგი, რომ ბუკია არ ხარ, რუსამეი... არც მე მიზიდავს შენი "ბუკიობა"... :))))
13. და რა შუაშია რომელ საუკუნეზე წერ? მთავარია როგორ და რა ენით წერ:)) და საერთოდ, ნაწერს უნდა ეტყობოდეს, რომ ავტორმა მასზე იმუშავა.. რუსამეი. 2011-11-30 17:42:33
მეტი საქმე არ გაქვს? ან გგონია, შენ ჩემზე უკეთესი ენით წერ? - ეჭვი მეპარება, რომ მასე გგონია, მაგრამ... :)))))) არც ისეთი პატარა ჩანხარ სურათზე, რომ გითხრა გაიზრდები და მიხვდები-მეთქი... სპეციალურად წავიკითხე შენი ნაწერი და... "ისეთმა ფურმა დამწიხლოსო"... - გაგონილი გექნება ალბათ...
12. კიდევ კარგი, რომ ასცდა, თორემ მეც "ბუკია" ვიქნებოდი, რაც არ მიზიდავს :)) რუსამეი. 2011-11-30 17:41:14
კიდევ კარგი, რომ ბუკია არ ხარ, რუსამეი... არც მე მიზიდავს შენი "ბუკიობა"... :))))
13. და რა შუაშია რომელ საუკუნეზე წერ? მთავარია როგორ და რა ენით წერ:)) და საერთოდ, ნაწერს უნდა ეტყობოდეს, რომ ავტორმა მასზე იმუშავა.. რუსამეი. 2011-11-30 17:42:33
მეტი საქმე არ გაქვს? ან გგონია, შენ ჩემზე უკეთესი ენით წერ? - ეჭვი მეპარება, რომ მასე გგონია, მაგრამ... :)))))) არც ისეთი პატარა ჩანხარ სურათზე, რომ გითხრა გაიზრდები და მიხვდები-მეთქი... სპეციალურად წავიკითხე შენი ნაწერი და... "ისეთმა ფურმა დამწიხლოსო"... - გაგონილი გექნება ალბათ...
15. ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
30 ნოემბერი, 2011
დიდი ინტერესით ველოდები გაგრძელებას. მოგიკითხე თამრი:) ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
30 ნოემბერი, 2011
დიდი ინტერესით ველოდები გაგრძელებას. მოგიკითხე თამრი:)
14. ზოგი რამ მეცნო (თუმც კარგი მეხსიერებით ვერ დავიკვეხნი:) ). რა კარგია , რომ დაბრუნდი თამარ, მომენატრე:)
რუსამეი, თუ არ მოგწონს, ნუ წაიკითხავ, ჯობია. ავტორის მუშაობა კი...ჯერ გაიგე და მერე შეაფასე. ზოგი რამ მეცნო (თუმც კარგი მეხსიერებით ვერ დავიკვეხნი:) ). რა კარგია , რომ დაბრუნდი თამარ, მომენატრე:)
რუსამეი, თუ არ მოგწონს, ნუ წაიკითხავ, ჯობია. ავტორის მუშაობა კი...ჯერ გაიგე და მერე შეაფასე.
13. და რა შუაშია რომელ საუკუნეზე წერ? მთავარია როგორ და რა ენით წერ:)) და საერთოდ, ნაწერს უნდა ეტყობოდეს, რომ ავტორმა მასზე იმუშავა.. და რა შუაშია რომელ საუკუნეზე წერ? მთავარია როგორ და რა ენით წერ:)) და საერთოდ, ნაწერს უნდა ეტყობოდეს, რომ ავტორმა მასზე იმუშავა..
12. კიდევ კარგი, რომ ასცდა, თორემ მეც "ბუკია" ვიქნებოდი, რაც არ მიზიდავს :)) კიდევ კარგი, რომ ასცდა, თორემ მეც "ბუკია" ვიქნებოდი, რაც არ მიზიდავს :))
11. სათაურმა ცოტა არ იყოს დამაბნია, თუმცა ავტორის კომენტარმა გამარკვია საბოლოოდ. წავიკითხე, ერთი მოთხრობა მეგონა,თურმე რომანის ნაწილი ყოფილა. ვფიქრობ ავტორს ამდაგვარი მომენტი თავად გადახდა. საინტერესო იყო ჩემთვის თაია-თეონას ამბავი :) სათაურმა ცოტა არ იყოს დამაბნია, თუმცა ავტორის კომენტარმა გამარკვია საბოლოოდ. წავიკითხე, ერთი მოთხრობა მეგონა,თურმე რომანის ნაწილი ყოფილა. ვფიქრობ ავტორს ამდაგვარი მომენტი თავად გადახდა. საინტერესო იყო ჩემთვის თაია-თეონას ამბავი :)
10. მოკლედ, ჩემი მეგობრების თხოვნის შედეგად დავბრუნდი... დიდი მადლობა თქვენ, ჩემო კეთილო ხალხო! მიხარია, თუ დაგაკლდით... მიხარია, რომ ხართ ამ საიტზე და რომ ჯერ არ არის ყველაფერი დაკარგული. გეხვევით, გკოცნით, თქვენი ... მოკლედ, ჩემი მეგობრების თხოვნის შედეგად დავბრუნდი... დიდი მადლობა თქვენ, ჩემო კეთილო ხალხო! მიხარია, თუ დაგაკლდით... მიხარია, რომ ხართ ამ საიტზე და რომ ჯერ არ არის ყველაფერი დაკარგული. გეხვევით, გკოცნით, თქვენი ...
9. რუსამეი, უბრალოდ, ინტერესის გამო გეკითხები, - ოცდამეერთე საუკუნეში რა ენით უნდა ვწერო? და თუ დაგაინტერესებს, ისე გეტყვი, რომანის ამ თავში ჯერ 1982 წლია... ასე რომ, გვაცლეთ, ბატონო, 2011 წლამდე მოსვლა! :))) რუსამეი, უბრალოდ, ინტერესის გამო გეკითხები, - ოცდამეერთე საუკუნეში რა ენით უნდა ვწერო? და თუ დაგაინტერესებს, ისე გეტყვი, რომანის ამ თავში ჯერ 1982 წლია... ასე რომ, გვაცლეთ, ბატონო, 2011 წლამდე მოსვლა! :)))
8. კარგია თამარ და გილოცავ, დაწყებას.:) კარგია თამარ და გილოცავ, დაწყებას.:)
7. საინტერესოდ იკითხება... გამახსენდა მეც ზოგიერთი ადგილები...:) საინტერესოდ იკითხება... გამახსენდა მეც ზოგიერთი ადგილები...:)
6. ძალიან კარგია და ძალიან თანამედროვეა... მომეწონა. მშვენიერი ნაწერია. ძალიან კარგია და ძალიან თანამედროვეა... მომეწონა. მშვენიერი ნაწერია.
5. გამიხარდი თამრი. მეგონა ის რომანი დამთავრდა. და აქედან მეცნო როგორ ვთქვა სუიციდის ცდა. და ბარათის დანაკუწება და გადაყრა. :) ისევ შენს ერთგულ მკითხველად მიმითვალე. გამიხარდი თამრი. მეგონა ის რომანი დამთავრდა. და აქედან მეცნო როგორ ვთქვა სუიციდის ცდა. და ბარათის დანაკუწება და გადაყრა. :) ისევ შენს ერთგულ მკითხველად მიმითვალე.
4. ზღაპარია თუ რა არის ეს :) ან რა ენით წერ, ოცდამეერთე საუკუნეა :) გირჩევნია სარკეში დაბეჭდო, ან სადმე სხვაგან, იქ უყვართ უგემოვნო დილეტანტის ზღაპარ–დეტექტივები :))) ზღაპარია თუ რა არის ეს :) ან რა ენით წერ, ოცდამეერთე საუკუნეა :) გირჩევნია სარკეში დაბეჭდო, ან სადმე სხვაგან, იქ უყვართ უგემოვნო დილეტანტის ზღაპარ–დეტექტივები :)))
3. რამხელა ფანტაზია გაქვს თამარ... რამხელა ფანტაზია გაქვს თამარ...
2. რა კარგია, რომ ასე ამთავრებ, თამარ, ამ მონაკვეთს, რაღაც უბედურების მოლოდინში სუნთქვა შემეკრა და ახლა თავისუფლად ამოვისუნთქე, ველოდები გაგრძელებას. რა კარგია, რომ ასე ამთავრებ, თამარ, ამ მონაკვეთს, რაღაც უბედურების მოლოდინში სუნთქვა შემეკრა და ახლა თავისუფლად ამოვისუნთქე, ველოდები გაგრძელებას.
1. რომანი "დაბრუნება" ტრილოგიის მესამე წიგნია. ამ რმანის ზოგიერთი თავი ადრე შემოგთავაზეთ დამოუკიდებელი მოთხრობების სახით. ასე რომ თუ რომელიმე თავი გეცნოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კარგ მეხსიერებაზე მიუთითებს. რომანი "დაბრუნება" ტრილოგიის მესამე წიგნია. ამ რმანის ზოგიერთი თავი ადრე შემოგთავაზეთ დამოუკიდებელი მოთხრობების სახით. ასე რომ თუ რომელიმე თავი გეცნოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კარგ მეხსიერებაზე მიუთითებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|