აი, ეს ო დე პარფიუმი, უქმად რომ იდო სარკის წინ და ჩამოტეხილ კუთხეს ფარავდა! ეს პერანგები?! რომელიმეს აიჩემებდი, დანარჩენები - ისე ეკიდა. ეს შარვლებიც სულ ახლებია. ეს ქურთუკი კი მენანება, როგორ გიყვარდა, სახელოებიც, ნახე, როგორ გადაჰქექვია. ჯერ ამ ყველაფერს ვამზეურებ, წესი ყოფილა. ხვალ შვილები და ძმები მოგივლენ, ზეგ - ბიძაშვილებს ველოდებით, მერე - მეგობრებს. რაც აქ დარჩება, მოხუცებულთა თავშესაფარში მიიტანეთ ან ეკლესიის შესასვლელში ჩააბარეთო.
ახლა ნივთები: შენი სპინინგი სათადარიგო სატყუარებით - ვიცი, რომელ მეზობელს უნდა. წიგნებს რა ვუყო? ვინღა კითხულობს დღეს მილიტარულ რომანებს ანდა ეს საქაღალდე - ელვის პრესლის სურათებით და გაზეთებიდან ამონაჭრებით - ვიღას სჭირდება.
დგამ-ავეჯიდან: საწოლი უკვე ზედმეტია სამეფო ზომის, ეს შენი ძველი სავარძელიც - ოთახს კეტავდა. თეჯირი - დარჩეს! და ყველაფერი ორმოცამდე უნდა მოესწროს.
ნუ გამიწყრები. ადრიდანვე ასე დამჩემდა - როცა გულს მატკენს ახლობელი, ცრემლს ჩავიბრუნებ, შევცქერი და მკვდრად მელანდება, სასახლეს ვურჩევ ხმაგაკმედილი, გვირგვინებს ვუწყობ, სამგლოვიაროს ვკრებ მუსიკებს; ლოყაზე ლოყის მოკარებით, ან მხარზე ხელის მოთათუნებით ვიღებ სამძიმრებს; ამასობაში მავიწყდება, რა მაწყენინეს. მე წინასწარვე დავისაჯე ცოდვებისათვის, გადასატანიც წინასწარვე გადავიტანე...
რა დროს ესაა!
გუგუნებს ღამე, ყრუდ გუგუნებს; უგზოუკვლოდ ბრუნავს ტორნადო, ქრება სინათლე, ყოველწამიერ გაფრთხილებებს ეჩვევა ყური, ეჩვევა გული და აღარც უსმენ მოხრიალე რადიომიმღებს და ადგილიდან აღარ იძვრი, უბრალოდ, იცდი, რომ დარწმუნდე განთიადისას, რაც უფრო დიდ ხეს ამოთხრის ქარი, ორმოც მით უფრო დიდი რჩება. და ცას ასცქერის მიწა ძრწოლით პირდაფჩენილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ამოვიდა ეს მლიქვნელობა ყელში რა......დგამ-ავეჯი, სათადარიგო სატყუარები, ამასობაში, მკვდრად მელანდება, ხელის მოთათუნება, მოხრიალე რადიომიმღები, პირდაფჩენილი მიწა და რა ვიცი რამდენი სისულელე კიდევ..........არ არის პოეზია..........არ არის!!!!!!!!!!!!!!!!!! ქუხნაში საჭორაო პარტიტურააა.........ქ უ ხ ნ ა შ იიიიიიი..................მიშო დადიანისთვის მშვენიერია............ რატომ? იმიტომ რომ დარბაისელზე რამე რომ წამოსცდეს უკუღმა, შეიძლება ყურის აწევა არ აკმარონ და სულ პანჩურით და პანღურით დაბლოკონ......
არადა რომ არ ვიკითხო არ შემიძლია .......თუ ამასობაში გავიწყდებათ რაც გაწყენინეს, წინასწარვე ცოდვებისთვის რატომ დაისაჯეთ............ეს ხომ აბსურდია...................
ეს ხომ შედევრია............... გუგუნებს ღამე, ყრუდ გუგუნებს........................
თქვენ თუ ყრუ გუგუნს ახსნით..............მოხრიალე რადიო გამიგია, ლოყის ლოყაზე მიდება გამიგია, ცრემლის ჩაბრუნებაც (ჯანდაბას) გამიგია........ მაგრამ დაყრუებული გუგუნი.........არ გამიგია, არ მინახავს არ მომისმენია.............შენ მიშველე უფალო.....................ვერლიბრი, თეთრი ლექსი, დოზანა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს ყველაფერი ჩაყარო და ჩათხარო.............
მი ტოჟე ლუდი ეეეეეეეეეეეე....... ამოვიდა ეს მლიქვნელობა ყელში რა......დგამ-ავეჯი, სათადარიგო სატყუარები, ამასობაში, მკვდრად მელანდება, ხელის მოთათუნება, მოხრიალე რადიომიმღები, პირდაფჩენილი მიწა და რა ვიცი რამდენი სისულელე კიდევ..........არ არის პოეზია..........არ არის!!!!!!!!!!!!!!!!!! ქუხნაში საჭორაო პარტიტურააა.........ქ უ ხ ნ ა შ იიიიიიი..................მიშო დადიანისთვის მშვენიერია............ რატომ? იმიტომ რომ დარბაისელზე რამე რომ წამოსცდეს უკუღმა, შეიძლება ყურის აწევა არ აკმარონ და სულ პანჩურით და პანღურით დაბლოკონ......
არადა რომ არ ვიკითხო არ შემიძლია .......თუ ამასობაში გავიწყდებათ რაც გაწყენინეს, წინასწარვე ცოდვებისთვის რატომ დაისაჯეთ............ეს ხომ აბსურდია...................
ეს ხომ შედევრია............... გუგუნებს ღამე, ყრუდ გუგუნებს........................
თქვენ თუ ყრუ გუგუნს ახსნით..............მოხრიალე რადიო გამიგია, ლოყის ლოყაზე მიდება გამიგია, ცრემლის ჩაბრუნებაც (ჯანდაბას) გამიგია........ მაგრამ დაყრუებული გუგუნი.........არ გამიგია, არ მინახავს არ მომისმენია.............შენ მიშველე უფალო.....................ვერლიბრი, თეთრი ლექსი, დოზანა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს ყველაფერი ჩაყარო და ჩათხარო.............
მი ტოჟე ლუდი ეეეეეეეეეეეე.......
18. მშვენიერია... მშვენიერია...
16. რაც უფრო დიდ ხეს ამოთხრის ქარი, ორმოც მით უფრო დიდი რჩება. _ მართალია, სამწუხაროდ! :( რაც უფრო დიდ ხეს ამოთხრის ქარი, ორმოც მით უფრო დიდი რჩება. _ მართალია, სამწუხაროდ! :(
15. ლელა, ფლე-ში, ჯინა, ფლორენცია, ჭა ძვირფასებო, მადლობა! :) ლელა, ფლე-ში, ჯინა, ფლორენცია, ჭა ძვირფასებო, მადლობა! :)
14. ძალიან ცოცხალი კადრებია...ყველა წვრილმანით... ყველაფერს კარგად ხედავს მკითხველი... გონებით...5
ნუ გამიწყრები. ადრიდანვე ასე დამჩემდა - როცა გულს მატკენს ახლობელი, ცრემლს ჩავიბრუნებ, შევცქერი და მკვდრად მელანდება, რა საშინელი გაბრაზება გცოდნიათ...:) ძალიან ცოცხალი კადრებია...ყველა წვრილმანით... ყველაფერს კარგად ხედავს მკითხველი... გონებით...5
ნუ გამიწყრები. ადრიდანვე ასე დამჩემდა - როცა გულს მატკენს ახლობელი, ცრემლს ჩავიბრუნებ, შევცქერი და მკვდრად მელანდება, რა საშინელი გაბრაზება გცოდნიათ...:)
13. მე ვიყავი შემოსული და სიტყვები რომ არ მეყო, უბრალოდ დავაპლიუსორე :) მე ვიყავი შემოსული და სიტყვები რომ არ მეყო, უბრალოდ დავაპლიუსორე :)
12. ეს ლექსი უხმოდ, როგორც იტყვიან ხოლმე, გულის თავალებით უნდა წაიკითხო. აქ განცდის, ემოციის და აზროვნების ჰარმონიაა..." ფლე-ში. 2012-01-08 22:21:52
კომენტარს შემოვყევი (ბევრი რამ არ წამიკითხავს ამ ბოლო დროს) და სწორედ რომ "გულის თვალებით" წავიკითხე... გულის სიღრმემდე ჩავიდა, ზუსტი კადრებივით გაცოცხლდა თითოეული პასაჟი...ემოცია, სევდა და საფიქრალი დატოვა ერთდროულად.... ეს ლექსი უხმოდ, როგორც იტყვიან ხოლმე, გულის თავალებით უნდა წაიკითხო. აქ განცდის, ემოციის და აზროვნების ჰარმონიაა..." ფლე-ში. 2012-01-08 22:21:52
კომენტარს შემოვყევი (ბევრი რამ არ წამიკითხავს ამ ბოლო დროს) და სწორედ რომ "გულის თვალებით" წავიკითხე... გულის სიღრმემდე ჩავიდა, ზუსტი კადრებივით გაცოცხლდა თითოეული პასაჟი...ემოცია, სევდა და საფიქრალი დატოვა ერთდროულად....
11. ეს ლექსი უხმოდ, როგორც იტყვიან ხოლმე, გულის თავალებით უნდა წაიკითხო. აქ განცდის, ემოციის და აზროვნების ჰარმონიაა. სამწუხაროა, რომ ცოტა მკითხველი ჰყავს. ურაკზე აზროვნების კრიზისია. ეს ლექსი უხმოდ, როგორც იტყვიან ხოლმე, გულის თავალებით უნდა წაიკითხო. აქ განცდის, ემოციის და აზროვნების ჰარმონიაა. სამწუხაროა, რომ ცოტა მკითხველი ჰყავს. ურაკზე აზროვნების კრიზისია.
10. ეს ლექსი უხმოდ, როგორც იტყვიან ხოლმე, გულის თავალებით უნდა წაიკითხო. აქ განცდის, ემოციის და აზროვნების ჰარმონიაა. სამწუხაროა, რომ ცოტა მკითხველი ჰყავს. ურაკზე აზროვნების კრიზისია. ეს ლექსი უხმოდ, როგორც იტყვიან ხოლმე, გულის თავალებით უნდა წაიკითხო. აქ განცდის, ემოციის და აზროვნების ჰარმონიაა. სამწუხაროა, რომ ცოტა მკითხველი ჰყავს. ურაკზე აზროვნების კრიზისია.
9. თანანას ვეთანხმები:) მოულოდნელობით სავსე ლექსია და ამ მოულოდნელობით გიზიდავს, როგორც სხვა ლექსები... მე არაფერს შევცვლიდი:) არც კონკრეტიკას, რადგან ის ძალიან რეალურია და ნამდვილ სურათს ქმნის. თანანას ვეთანხმები:) მოულოდნელობით სავსე ლექსია და ამ მოულოდნელობით გიზიდავს, როგორც სხვა ლექსები... მე არაფერს შევცვლიდი:) არც კონკრეტიკას, რადგან ის ძალიან რეალურია და ნამდვილ სურათს ქმნის.
8. მადლობა, ანემონე ძვირფასო! კიდევ ვიფიქრებ. :) მადლობა, ანემონე ძვირფასო! კიდევ ვიფიქრებ. :)
7. ძალიან მომეწონა ლექსი, ეს ერთი და ისე მეახლობლა თან ,რომ არ ავღნიშნო ამ შობა დღეს, ღმერთთი მიწყენს
მაგრამ ნუ გამიწყრები. ადრიდანვე ასე დამჩემდა - როცა გულს მატკენს ახლობელი, ცრემლს ჩავიბრუნებ, შევცქერი და მკვდრად მელანდება, სასახლეს ვურჩევ ხმაგაკმედილი, გვირგვინებს ვუწყობ, სამგლოვიაროს ვკრებ მუსიკებს; ლოყაზე ლოყის მოკარებით, ან მხარზე ხელის მოთათუნებით ვიღებ სამძიმრებს; ამასობაში მავიწყდება, რა მაწყენინეს. მე წინასწარვე დავისაჯე ცოდვებისათვის, გადასატანიც წინასწარვე გადავიტანე
მე აქ დავამთავრებდი ლექსს და ამ სტროფში მიმატებული ხაზები სრულიად ზედმეტი კონკრეტიკაა,რომელიც პირველ წაკითხვაზე (ანუ დღისით წავიკითხე) არ იყო და ახლა დამხვდა :სსსსს
ძალიან მომეწონა ლექსი, ეს ერთი და ისე მეახლობლა თან ,რომ არ ავღნიშნო ამ შობა დღეს, ღმერთთი მიწყენს
მაგრამ ნუ გამიწყრები. ადრიდანვე ასე დამჩემდა - როცა გულს მატკენს ახლობელი, ცრემლს ჩავიბრუნებ, შევცქერი და მკვდრად მელანდება, სასახლეს ვურჩევ ხმაგაკმედილი, გვირგვინებს ვუწყობ, სამგლოვიაროს ვკრებ მუსიკებს; ლოყაზე ლოყის მოკარებით, ან მხარზე ხელის მოთათუნებით ვიღებ სამძიმრებს; ამასობაში მავიწყდება, რა მაწყენინეს. მე წინასწარვე დავისაჯე ცოდვებისათვის, გადასატანიც წინასწარვე გადავიტანე
მე აქ დავამთავრებდი ლექსს და ამ სტროფში მიმატებული ხაზები სრულიად ზედმეტი კონკრეტიკაა,რომელიც პირველ წაკითხვაზე (ანუ დღისით წავიკითხე) არ იყო და ახლა დამხვდა :სსსსს
6. ჯონათან, ტენდი, თანანა, არამით, გიგი ძვირფასებო! მადლობა, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დროს მესტუმრეთ და ამ ნაღვლიანი ლექსისთვის მოიცალეთ. იხარეთ და იბედნიერეთ! :) ჯონათან, ტენდი, თანანა, არამით, გიგი ძვირფასებო! მადლობა, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დროს მესტუმრეთ და ამ ნაღვლიანი ლექსისთვის მოიცალეთ. იხარეთ და იბედნიერეთ! :)
5. მკითხველის რაოდენობა მაკვირვებს და მაცოფებს კიდეც.. მოკრძალებული+2 მკითხველის რაოდენობა მაკვირვებს და მაცოფებს კიდეც.. მოკრძალებული+2
4. ავტორი: ნინო დარბაისელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ნინო დარბაისელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
3. შენთან ყოველთვის აღმოაჩენ ისეთს, "პირდაფჩენილს" რომ დაგტოვებს... მიყვარს ამ უჩვეულო დეტალებით შექმნილი "რუბიკის კუბიკი" ანუ შენი ლექსი... შობას გილოცავ! შეგეწიოს მისი მადლი! შენთან ყოველთვის აღმოაჩენ ისეთს, "პირდაფჩენილს" რომ დაგტოვებს... მიყვარს ამ უჩვეულო დეტალებით შექმნილი "რუბიკის კუბიკი" ანუ შენი ლექსი... შობას გილოცავ! შეგეწიოს მისი მადლი!
2. 1. რა საოცარი მიგნებაა _"როდესაც გულს მტკენს ახლობელი..მკვდრად მელანდება"....უნდა ვცადო ერთი :)) ძალიან მომეწონა! jonatan livingstoni. 2012-01-07 02:47:03
ხო, საინტერესოა. მარკუს ავრელიუსი წერს თავის "ფიქრებში": "როდესაც ვინმეზე მრისხანებ, წარმოიდგინე, რომ მკვდარია და საფლავში წევს, მრისხანება მაშინვე გაგივლის"
ლექსი მომეწონა.
პატივისცემით: ტენდი 1. რა საოცარი მიგნებაა _"როდესაც გულს მტკენს ახლობელი..მკვდრად მელანდება"....უნდა ვცადო ერთი :)) ძალიან მომეწონა! jonatan livingstoni. 2012-01-07 02:47:03
ხო, საინტერესოა. მარკუს ავრელიუსი წერს თავის "ფიქრებში": "როდესაც ვინმეზე მრისხანებ, წარმოიდგინე, რომ მკვდარია და საფლავში წევს, მრისხანება მაშინვე გაგივლის"
ლექსი მომეწონა.
პატივისცემით: ტენდი
1. რა საოცარი მიგნებაა _"როდესაც გულს მტკენს ახლობელი..მკვდრად მელანდება"....უნდა ვცადო ერთი :)) ძალიან მომეწონა! რა საოცარი მიგნებაა _"როდესაც გულს მტკენს ახლობელი..მკვდრად მელანდება"....უნდა ვცადო ერთი :)) ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|