ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: საბავშვო
19 იანვარი, 2012


ანაბელი

დღეს დილიდან, სათამაშო მატარებლით
ტყეში მიდის ახლობლებთან ანას ბელი.
რა ჰქვიაო, რას კითხულობთ, რა ჰქვია და...
მშვენიერი სახელი აქვს: ა-ნა-ბე-ლი!
ყუთით მიაქვს შოკოლადის დიდი ტორტი,
ვაშლისა და ბროწეულის კარამელიც.

...სიხარულით შეეგებნენ ახლობლები:
პაპა დათვი, მოფუსფუსე ბებო დათვი,
ბიძა დათვიც შეეგება (ყურში გეტყვით:
კეთილია, მაგრამ ცოტა ბედოვლათი).

-ბებო დათვი ცხელ თონეში რას დააცხობს?
-თაფლაკვერსა.
-ვის მიართმევს, ხომ არ იცით?
-ანაბელსა.
-პაპა დათვი, პაპა დათვი რას აჩუქებს?
-ფიჭით თაფლსა.
-კიდევ, კიდევ?
-ჭინჭებიან ტიკინასა.
-ბიძა დათვმა რას ვიზამო, მაგ ზარმაცმა?
-მაგას ვენდოთ?
”გავუკეთებ რკოს ზარბაზანს,
მაცადეთო”.

მერე ისევ სათამაშო მატარებლით
ანას სახლში დაბრუნდება ანაბელი.
განა მარტო? სტუმრად მოჰყავს პაპაც, ბებოც,
ბიძაც... თქვენ კი დაფაცურდით, რაღას ელით?!
დაახვედრეთ დათვებს ცივი ლიმონათი!
მე რა მინდა? უი, გმადლობთ, ა-რა-ფე-რი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები