ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქართახანი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2012


...

არ უთოვია...
სივრცის ტალღები არწევენ მზერას
და შენს თვალებს ასკდებიან...
ასეთ დროს, ყოველთვის, ძილი ცდილობს,
თავისი თავი დამასწროს...
მაგრამ სევდანაჯერი ჰაერის მასები
არ მაძლევენ სუნთქვის საშუალებას...
არ უთოვია... მაგრამ...
სათუოა სითბო მომიტანო...
ახლა, კადრივით
მეც რომ შავ-თეთრი ვიყო და ეს რელსებიც,
თავზე ხელს ავიღებდი და მთვარეს გინებებდი...
ჩემს ყოველ შეგრძნებას შენი თვალები სჭირთ, ნისლიანი...
რას არ გავიღებდი,რომ თვალები დაკარგო ტალღებში,
სადაც მე ვცურავ... სივრცის...
არ უთოვია... სხვა ყველა სითეთრე ყალბია საოცრად...
ვეღარ გადაიტანს ნაცრისფერ დღეებს ჰორიზონტი, ღრუბლებშეზღუდული...
ასეთ დროსა და სივრცეს ალტერნატივა არ აქვთ და...
არ მოთოვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები