ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქართახანი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2012


***

ეს ქუჩა შენია და მიუყვები...
მეტი გზა არ გაქვს, არც ნაკლები!..
გზაჯვარედინთან ყოველთვის ვიღაცას ხვდები,
შენიანს...
ერთი კვირაა,ყოველ საღამოს,
სახლში სხვადასხვა ბიჭი გაცილებს
და სულ არ გადარდებს,რას იტყვიან მეზობლები...
დღეს არავინ გიყვარს,მაგრამ
ვიღაცამ ამ დღეს პირობითად ვალენტინობა დაარქვა,
გეღიმება...
დიდი ხანია დაშორდი შეყვარებულს,
რომელიც არასდროს გყოლია...
არ ბნელა, მაგრამ ვერაფერს ხედავ,
რადგან სველი თვალები
მის ცხელ ბაგესთან დატოვე ამოსაშრობად...
განვლილ ცხოვრებას რომ გადახედო,
ვერც მიხვდები, როდის შემოიპარა დრო შენთან
და ოცდაორი წელი წაიღო დაუკითხავად...
არაფერია...
ბოლო დღეებია, საკუთარ თავს ფიქრიც აუკრძალე
და ხარ ასე, უყველაფრო...
ერთი ადამიანიც არ გეგულება,
ზურგი არ შეგაქციოს...
გყავს ერთი ღმერთი, რადგან იცი,
ცაა ერთი და მეტს ვერ დაიტევს...
ვადაგასულმა ჰაერმა ფილტვები წაგართვა!
იცი,რომ ასეთი ყოფნის შედეგი-არყოფნაა...
ჩასრულდი...
ახლა შეგეძლოს, წახვიდოდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები