ფუფალა, ეს ჩემი დედოფალაა, იგივე ტიკინა, ჯვარი აქვს სხეულად - ხის ორი წკირი ჭინჭებით ერთმანეთს გადავაბი. სახე მიტკლით შევუკერე - უთვალო, უცხვირო (ტიკინებს სახეზე არაფერს უხატავენ, არიან უსახურად). როგორი თვალებიც მინდოდა ჰქონოდა, წარმოვიდგენდი: ლურჯი - ვარდკაჭაჭა ან შაბიამანი ან სულაც გიშერი, ავთვალს და თვალუკუღმართს ჩემს ნაცვლად აიღებდა, ასე მიშველიდა. პირი - ბროწეულის გამხმარი ქერქის ან წითელი ღილისა, რომლითაც ვისურვებდი, იმ ხმით მიმღერებდა, რომლებსაც ვისურვებდი, იმ სიტყვებს იტყოდა... ჩემი მოჭრილი თმა დავუწანი ფუფალა, ტიკინას, იგივე დედოფალას, ჩემი ჩითის კაბის ნაჭერი ჩავაცვი - ფერადი, ჭრელ-ჭრულა, ჩემი სისხლი ვაცხე გაჭრილი თითიდან და სული ჩავბერე და ამოისუნთქა.
გავიზარდე. ჯვარი გაეზარდა: ჩემი დარდი აგროვა, მდინარისპირზე ჩაიტანა, ჭვარტლი აშორა, მური აშორა, აპრიალა ქვაბის ძირივით - წითელი მიწით, თეთრი მიწით, ყვითელი მიწით... შიგ ჩამახედა - სარკე იყო: მე ვჩანდი და დარდი არ მიჩანდა, მე ვჩანდი და ჩრდილი არ მქონდა. მე ვჩანდი და სხვა არავინ, არაფერი ჩანდა, მარტო მე. მომწონდა, ვლაპლაპებდი.
იმას მიტკლის სახე გაეცრიცა - კვდებოდა. დარდი მინდოდა, ვერ ვიდარდე - არ მქონდა. საშველად ვერავის დავუძახე - უპირომ. ვერავინ შემამჩნია უსახური - მარტო დავრჩი. თვალი დავხუჭე, ვეღარ გავუხილე - არ ჰქონდა. მარტო მე, მარტო შენ, უფალო...
*ფუფალა- აქ: ღმერთი, უფალი (ბავშვის ენაზე).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მომეწონა, ძალიან. ყოჩაღ. მომეწონა, ძალიან. ყოჩაღ.
19. ჩემი ჩითის კაბის ნაჭერი ჩავაცვი - ფერადი, ჭრელ-ჭრულა, ჩემი სისხლი ვაცხე გაჭრილი თითიდან და სული ჩავბერე და ამოისუნთქა... _ ახლაც სუნთქავს ამ ლექსშიც და ჩემშიც! ჩემი ჩითის კაბის ნაჭერი ჩავაცვი - ფერადი, ჭრელ-ჭრულა, ჩემი სისხლი ვაცხე გაჭრილი თითიდან და სული ჩავბერე და ამოისუნთქა... _ ახლაც სუნთქავს ამ ლექსშიც და ჩემშიც!
18. მადლობა კიდევ:) ჯინა, წაიშალა:) მადლობა კიდევ:) ჯინა, წაიშალა:)
17. ეს ხომ "იქით" იდო? (და რატომ წაშალე, "საძაგელო"?)
სუფთა, განცდილი, ქართული ფესვები და სისადავე!... ეს ხომ "იქით" იდო? (და რატომ წაშალე, "საძაგელო"?)
სუფთა, განცდილი, ქართული ფესვები და სისადავე!...
16. ძალიან მიყვარს ეს სიტყვა ფუფალა. ყოველთვის ნატვრის ხე და მისი შეუდარებელი სახე მახსენდება. რამდენმა არ იცოდა, რომ ნატვრის ხეში უფალი დაეხეტება, ადამიანთაგან შერისხული და მასხრადაგდებული. ულამაზესი ლექსია ფანტასტიკური შედარებებით. შემიყვარდა თქვენი ტიკინა დედოფალა. :-) ლექსი კი ჩემებურად აღვიქვი: შენი ჯვარი შენვე ზიდე უფალთან ერთად! :-) უფალმა დაგლოცოთ! ძალიან მიყვარს ეს სიტყვა ფუფალა. ყოველთვის ნატვრის ხე და მისი შეუდარებელი სახე მახსენდება. რამდენმა არ იცოდა, რომ ნატვრის ხეში უფალი დაეხეტება, ადამიანთაგან შერისხული და მასხრადაგდებული. ულამაზესი ლექსია ფანტასტიკური შედარებებით. შემიყვარდა თქვენი ტიკინა დედოფალა. :-) ლექსი კი ჩემებურად აღვიქვი: შენი ჯვარი შენვე ზიდე უფალთან ერთად! :-) უფალმა დაგლოცოთ!
15. გავიზარდე. ჯვარი გაეზარდა: ჩემი დარდი აგროვა, მდინარისპირზე ჩაიტანა, ჭვარტლი აშორა, მური აშორა, აპრიალა ქვაბის ძირივით - წითელი მიწით, თეთრი მიწით, ყვითელი მიწით... შიგ ჩამახედა - სარკე იყო: მე ვჩანდი და დარდი არ მიჩანდა, მე ვჩანდი და ჩრდილი არ მქონდა.
უსერიოზულესი ნამუშევარია, ფოლკლორის საინტერესო გააზრებით და იმ სიცოცხლის შთაბერვით, მხოლოდ ლელას რომ შეუძლია... მართლაც შელოცვას ჰგავს! ბრავო! გავიზარდე. ჯვარი გაეზარდა: ჩემი დარდი აგროვა, მდინარისპირზე ჩაიტანა, ჭვარტლი აშორა, მური აშორა, აპრიალა ქვაბის ძირივით - წითელი მიწით, თეთრი მიწით, ყვითელი მიწით... შიგ ჩამახედა - სარკე იყო: მე ვჩანდი და დარდი არ მიჩანდა, მე ვჩანდი და ჩრდილი არ მქონდა.
უსერიოზულესი ნამუშევარია, ფოლკლორის საინტერესო გააზრებით და იმ სიცოცხლის შთაბერვით, მხოლოდ ლელას რომ შეუძლია... მართლაც შელოცვას ჰგავს! ბრავო!
13. ძალიან კარგია, ლელა... 555 ძალიან კარგია, ლელა... 555
12. დიდი მადლობა ყელას:) დიდი მადლობა ყელას:)
11. სერიოზული ნამუშევარია სერიოზული ნამუშევარია
10. კარგია ძალიან! გიპოვე..... კარგია ძალიან! გიპოვე.....
8. გავიზარდე. ჯვარი გაეზარდა: ჩემი დარდი აგროვა, მდინარისპირზე ჩაიტანა, ჭვარტლი აშორა, მური აშორა, აპრიალა ქვაბის ძირივით - წითელი მიწით, თეთრი მიწით, ყვითელი მიწით... შიგ ჩამახედა - სარკე იყო: მე ვჩანდი და დარდი არ მიჩანდა, მე ვჩანდი და ჩრდილი არ მქონდა. მე ვჩანდი და სხვა არავინ, არაფერი ჩანდა, მარტო მე.
მარტო მე, მარტო შენ, უფალო...
დაიწყო და... ბოლოსკენ სულ უფრო...სულ უფრო. კარგი ძალიან, ლელა. :*
გავიზარდე. ჯვარი გაეზარდა: ჩემი დარდი აგროვა, მდინარისპირზე ჩაიტანა, ჭვარტლი აშორა, მური აშორა, აპრიალა ქვაბის ძირივით - წითელი მიწით, თეთრი მიწით, ყვითელი მიწით... შიგ ჩამახედა - სარკე იყო: მე ვჩანდი და დარდი არ მიჩანდა, მე ვჩანდი და ჩრდილი არ მქონდა. მე ვჩანდი და სხვა არავინ, არაფერი ჩანდა, მარტო მე.
მარტო მე, მარტო შენ, უფალო...
დაიწყო და... ბოლოსკენ სულ უფრო...სულ უფრო. კარგი ძალიან, ლელა. :*
7. ძაან მაგარია...555
საშველად ვერავის დავუძახე - უპირომ. ვერავინ შემამჩნია უსახური - მარტო დავრჩი. თვალი დავხუჭე, ვეღარ გავუხილე - არ ჰქონდა. მარტო მე, მარტო შენ, უფალო... ძაან მაგარია ლელ...:-* :-*.სიტყვები არ მყოფნის ძაან მაგარია...555
საშველად ვერავის დავუძახე - უპირომ. ვერავინ შემამჩნია უსახური - მარტო დავრჩი. თვალი დავხუჭე, ვეღარ გავუხილე - არ ჰქონდა. მარტო მე, მარტო შენ, უფალო... ძაან მაგარია ლელ...:-* :-*.სიტყვები არ მყოფნის
6. აუ რა მაგრად მომეწონა ახლა ეს არიცი.. წავიღე დღიურში :) აუ რა მაგრად მომეწონა ახლა ეს არიცი.. წავიღე დღიურში :)
5. ძვირფასი ფოლკლორია... ადამიანის და ღმერთის ფილოსოფია(თუ სწორად გავიგე) მომეწონა! +2 ძვირფასი ფოლკლორია... ადამიანის და ღმერთის ფილოსოფია(თუ სწორად გავიგე) მომეწონა! +2
4. უმშვენიერესი და უწყაროესი, სუფთა , როგორც ყოველთვის. უმშვენიერესი და უწყაროესი, სუფთა , როგორც ყოველთვის.
3. ამას ხვალ წავიკითხავ და ვისიამოვნებ...:-* ახლა თვალები მეხუჭება...:) ამას ხვალ წავიკითხავ და ვისიამოვნებ...:-* ახლა თვალები მეხუჭება...:)
2. ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1. შელოცვას ჰგავს... "ჩემი დარდი აგროვა, მდინარისპირზე ჩაიტანა, ჭვარტლი აშორა, მური აშორა, აპრიალა ქვაბის ძირივით - " შელოცვას ჰგავს... "ჩემი დარდი აგროვა, მდინარისპირზე ჩაიტანა, ჭვარტლი აშორა, მური აშორა, აპრიალა ქვაბის ძირივით - "
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|