(ვუძღვნი ჩემი მეგობრების, გია გეგუჩაძის და გოჩა ჩაფიძის ნათელ ხსოვნას)
2012 წელი, 1 იანვარი... - ლანა, ახალ წელს გილოცავ... იცი, როგორ მომენატრე? ახლა რომ არ გამეგო შენი ხმა, ალბათ გავგიჟდებოდი... - მეც გილოცავ, გიუშ... კარგია, რომ გაგახსენდი... წელიწადია, არ მინახიხარ! - მერე რა? მთავარია, სულ მახსოვხარ! სამსახურიდან ვერ გამოვდივარ, ლან... ახლაც სამსახურიდან გელაპარაკები... - ახალი წლის ღამეს? - ხო, ჩემმა სამსახურმა არც ახალი წელი იცის და არც აღდგომა... არა და, იცი, როგორ მომენატრე? - ვიცი... ეჭვიც არ მეპარება, რომ მოგენატრე... - საიდან იცი? - მეც მომენატრე და ამიტომ... - გაეცინა ლანას. - კაი ბაღანა ხარ შენ... - ბაღანა? ჰმ.... ნუ გავიწყდება, რომ შენზე სამი დღით უფროსი ვარ... მართლა მომენატრე, გიიი... - მერე? ამის დედა ვატირე, ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და... ერთმანეთის ნახვა უნდა გვენატრებოდეს? მოვიფიქროთ რამე და შევხვდეთ ერთმანეთს ნაახალწლებს... თუნდაც საშობაოდ... იდეალს გამომიცხობ? - აბა რააა?! – გაეცინა ლანას, - რამდენიც იდეალს გამოვაცხობ, იმდენი მახსენდება, შენს გამო რომ ვისწავლე მისი გამოცხობა... გახსოვს? - მახსოვს, მახსოვს... და ისე, შენც გახსოვდეს ერთი რამ: გიას ყოველთვის უყვარდა და ეყვარება ლანა... ყველაზე მაგარი გოგო დედამიწაზე!
ლანას გული გაუთბო ამ ზარმა. უუუჰ, საიდან იწყება ეს მეგობრობა? აღარც კი ახსოვს! არა, როგორ არ ახსოვს? მეორე კლასიდან... როცა მათი საკლასო ოთახის კარი შემოაღო დამრიგებელმა და ქერათმიანი, ცისფერთვალა ბიჭი შემოიყვანა საკლასო ოთახში. ბიჭუნამ თვალი მოავლო საკლასო ოთახს, მერე მტკიცე ნაბიჯით წავიდა და ლანას გვერდით დაიკავა ადგილი. - ჩემს გვერდით რომ უკვე ზის ეკა? - მერე რა? ჩემს სკოლაში ყველა ბიჭი გოგოს გვერდით იჯდა და... არაფერია, ეკა, აგეერ, იმ ბიჭის გვერდით დაჯდება... - ნიკაპით მიანიშნა ორი რიგით უკან მჯდარი ბიჭისკენ გიამ, ჩანთიდან სამელნე ამოიღო და თავის წინ დაიდგა.
სუფთა წერის გაკვეთილი დაიწყო. ლანა უმწეოდ აწრიალდა, - სამელნე დარჩა სახლში! რა უთხრას მასწავლებელს, რითი იმართლოს თავი? ახალმა მეზობელმა შენიშნა ლანას წრიალი და ჩუმად უთხრა: - მივხვდი, სამელნე არ გაქვს... ნუ გეშინია, ჩემსაში ჩაგაწობინებ... - გიამ სამელნე მერხის შუაში დადგა და ჭკვიანი თვალებით მიაჩერდა მასწავლებელს.
დაიწყო სუფთა წერის გაკვეთილი. ლანამ სამელნეში ჩააწო კალამი და... უცებ ეს ფაიფურის სამელნე დაგორდა, დაბლა დავარდა და გატყდა. - ვაი! - იყვირა ლანამ, რადგან იატაკიდან აშხეფებულმა მელანმა თეთრი გეტრები დაუთხუპნა. გიამ თავის ფეხებს დახედა, - შარვალიც და ფეხსაცმელებიც მელნით იყო მოთხვრილი. - ვერ გავითვალისწინე, რომ დაგოდებოდა... - მოწყენით თქვა და მორიდებით ასწია ხელი, - მასწავლებელო, მე და ლანას სამელნე გაგვიტყდა... როგორ დავწეროთ? იმ დღეს სხვა მერხიდან გადმოუდგეს სამელნე. მეორე დილას კი გიას მამა მოვიდა სკოლაში და დამრეც მერხზე სპეციალურად გამზადებული ფიცარი დააჭედა, რომელსაც შუაგული სამელნის ჩასადგამად ჰქონდა ამოჭრილი. ის დღე იყო და ის დღე, - გიას და ლანას მერხზე მხოლოდ ერთი სამელნე იდგა-ხოლმე, გიასი!
* * * დრო გადიოდა... ბავშვები მეექვსე კლასში იყვნენ უკვე. ყველამ გამოიცვალა წყვილი, ლანასა და გიას გარდა, - ეს წყვილი ვერ დააშორა ერთმანეთს ვერცერთმა მასწავლებელმა. ან რატომ უნდა დაეშორებინათ, - სანიმუშო ყოფაქცევითა და უფაქიზესი ურთიერთობით გამორჩეული წყვილი იყო. მოვიდა ზაფხულიც. ბავშვები ჩარგალში ექსკურსიაზე წაიყვანა მასწავლებელმა. უკან დაბრუნებისას ულამაზესი ადგილი შეარჩიეს გასაჩერებლად. არაგვის პირას ტყიანი კორდი მონახეს და იქ დაანთეს ცეცხლი მწვადებისთვის. მშობლები სუფრის გაშლას შეუდგნენ. ბავშვები - ტყეში გაიფანტნენ ზოგი ორ-ორად, ზოგი - ჯგუფ-ჯგუფად. ყველა მხიარულობდა, ერთობოდა. ლანა გადაჭრილ კუნძზე იჯდა განმარტოებით, ნაღვლიანი და რაღაცაზე ფიქრობდა. მხოლოდ ხანდახან გახედავდა-ხოლმე მის მეგობრებს და ჩუმად ოხრავდა. მერე წამოდგა და მდინარისკენ წავიდა. დიდ ქვაზე ჩამოჯდა და შიშველი ფეხები ცივ წყალში ჩაჰყო. ესიამოვნა არაგვის წყლის სიცივე. წყლის დინებას გაუშტერა თვალი. მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო და სწრაფად მოაშორა თვალი მდინარეს. მართალია, იმ მხარეს არ იყურებოდა, მაგრამ თვალმა დააფიქსირა, როგორ გამოვიდა ტყიდან ვიღაც. ”გია იქნება”... თავისთვის გაიფიქრა და მხოლოდ მერე მიხედა მისკენ მომავალს. არ შემცდარა. ნამდვილად გია იყო. - რა გჭირს, ლაან? ვერ გცნობ დღეს... წამო, ჩვენთან ერთად ითამაშე... ”ორდროშობანას” ვთამაშობთ და... ჩემს გუნდში იქნები... - გიიი, არ ვარ თამაშის ხასიათზე. - მოხდა რამე? - ჰო... სხვა სკოლაში გადავდივარ. - კი, მაგრამ... მე? - რა, შენ? - ჩემზე იფიქრე? ვინ დაჯდება ჩემს გვერდით, ამაზე იფიქრე? - ჩემზე იფიქრა ვინმემ? ვერ ხედავ, რომ არ ვუყვარვარ გერმანულს? - გოგო, მასწავლებლის გამო მტოვებ? ნუ ეყვარები, რა... ჩვენ ხომ გვიყვარხარ? - ეეეჰ, გიიიი... ნეტა შენნაირად ვუყვარდე ყველას, - ცრემლით აევსო თვალები. - არა, ყველას რომ ჩემნაირად უყვარდე, არ შეიძლება... მაშინ მე... - გიამ თავი დაღუნა, - მაშინ მე ჩვეულებრივად მეყვარებოდი, ხომ? - არა... შენ მაინც არაჩვეულებრივად გეყვარებოდი... შენნაირი მეგობარი არავინ მყავს, გიუშ...
* * * გავიდა ერთი წელი... ერთი ხანგრძლივი წელი... მთელი წელი არ გაუწყვიტავს ურთიერთობა თავის ყოფილ თანაკლასელებთან. ყველგან მათთან ერთად იყო, დაბადების დღეებზე თუ ექსკურსიებზე... - მაკლიხარ, ლაან! - მეც ძალიან მაკლიხარ, გიიი...
ეს იყო მათთვის ”გამარჯობაც”, ”როგორ ხარ?” ”ნახვამდის”... და ორივემ იცოდა, რომ ეს არ იყო მათთვის საკმარისი, რადგან იყო რაღაც, კიდევ უფრო ღრმა, უფრო ლამაზი და უფრო სათუთი...
* * * ლანა მერვე კლასში გადავიდა. მარტო იჯდა იმ დღეს გაკვეთილზე. მის მერხთან კიდევ ერთი გოგონა იჯდა, ლალი... მაგრამ იმ დღეს ლალი არ იყო და მარტო იჯდა ლანა. მეორე გაკვეთილი დაიწყო და... დირექტორმა ქერათმიანი, ცისფერთვალება ვაჟი შემოიყვანა საკლასო ოთახში. - გიორგი, ეს იქნება შენი კლასი. წადი, სადმე დაჯექი.
გიორგიმ თვალი მოავლო საკლასო ოთახს და... თვალებში ჩაბუდებულმა ჭინკებმა გასცეს მისი სიხარული: ლანას გვერდით თავისუფალ ადგილს მოჰკრა თვალი. პირდაპირ ლანასკენ გაემართა და მის გვერდით სკამზე დაჯდა. - ჩემს გვერდით რომ უკვე ზის ლალი? - მერე რა? ჩემს სკოლაში ყველა ბიჭი გოგოს გვერდით იჯდა და... არაფერია, ლალი, აგეერ, იმ ბიჭის გვერდით დაჯდება... - ნიკაპით მიანიშნა ორი რიგით უკან მჯდარი ბიჭისკენ გიამ და ლანას გადაეხვია, - მომენატრე, ლაან, ძალიან მომენატრე!... - და უცებ გიამ ხარბად შეისუნთქა ლანას სურნელი... - რა მოხდა, გიიი? - გაკვირვებულმა იკითხა ლანამ. - ვანილის სუნი გაქვს. რა გამოაცხვე, იდეალი? - მე არა, დედამ... მე მხოლოდ კრემი გავუკეთე. და დილას მივირთვი კიდეც... - დამიტოვე? - აბა რააა?! ამოდი დღეს და გაჭმევ...
* * * მაიკოს დაბადების დღეზე იყო დაპატიჟებული მთელი კლასი. მეათეკლასელებმა ლამაზი საჩუქარი იყიდეს და ყველა ერთად ავიდა მაიკოსთან. მალე სუფრასთან მიიპატიჟეს სტუმრები. სადღეგრძელოს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას ისევ სადღეგრძელო... ვითომ დიდობდნენ, მაგრამ... სასმელმა მალე მოწყვიტა კისრები და აუბრჭყვიალა თვალები ახალგაზრდებს. - ვიცეკვოთ, რააა, აღარ მინდა ამდენი სმა, - თქვა ვიღაცამ და მაშინვე აიშალა სუფრა. ყველამ მეორე ოთახს მიაშურა, სადაც სპეციალურად ცეკვისთვის იყო გათავისუფლებული ადგილი.
კლასის ”ლოველასი”, ლაშა თავის სტიქიაში იყო... ქეთი თუ ირმა, ლიკა თუ ნანა, ლალი თუ მაიკო... ყველას ეცეკვა, ყველას ჩასჩურჩულა, - ”შენ ყველაზე უკეთესი ხარ, დანარჩენებთან მხოლოდ ვერთობიო...” მხოლოდ ლანასთან ვერ ბედავდა მიახლოებას, ლანა - ხელშეუხებელი იყო, მისთვისაც კი! - ლანაა, უთხარი, რა, რამე ლაშას?! შეგვჭამა! მაგას შენს მეტი ვერავინ გააჩერებს. ხომ იცი, შენი ეშინია! - ყურში ჩასჩურჩულა ქეთიმ ლანას და თავით მიანიშნა მეორე ოთახზე. - ჩემი რატომ ეშინია? - გაუკვირდა ლანას. - ნუუ, კი არ ეშინია, შენ ვერაფერს გიბედავს და... გთხოვ, რა?! - კარგი, ხო... - ლანა ”ცეკვის ოთახისკენ” გაემართა და ლაშას მიუახლოვდა, რომელსაც მორიგი მსხვერპლი ჰყავდა ხელში ჩაჭერილი. ირმამ უმწეოდ გამოხედა ლანას და თვალებით გადაუხადა მადლობა დროულად ჩარევისთვის. - ლაშა, დაანებე ირმას თავი... - ვაახ, ცეკვა მინდა და... მოდი, მაშინ შენ გეცეკვები... - ისეთი ტონით თქვა ლაშამ, რომ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, ლანა მას ცეკვაზე არ დათანხმდებოდა. - რა პრობლემაა? ვიცეკვოთ... - ლანამ ხელები ჩამოაწყო ლაშას მხრებზე და მუსიკის რიტმს აჰყვა. ლაშამ ჯერ გაუბედავად შემოხვია ხელები ლანას წელზე, მერე კი გათამამდა და ლანა სხეულზე აიწება. - რას შვები, ლაშა? - დაბნეულმა იკითხა ლანამ და სცადა, ლაშასთვის ხელი გაეშვა.
ლანამ თავად კი გაუშვა, მაგრამ... ლაშას მთელი ძალით ეჭირა ლანა წელზე შემოხვეული ხელებით. - ლაშა, ახლავე გამიშვი, გესმის? - გაბრაზდა ლანა. - მე ხომ არ მითხოვია? შენ თავად მთხოვე, ვიცეკვოთო... ასე არ არის? - ჩაეცინა ლაშას და ცალი ხელი ბეჭებზე ამოუცურა ლანას, კიდევ უფრო მაგრამ მიიკრა მისი სხეული და ლანას თმის საოცარი სურნელი ხარბად შეისუნთქა. - იცი, ამას სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი, რომ თავად ლანა გამიყადრებდა თავს და ჩემთან იცეკვებდა. - ეს არაფერს ნიშნავს, ლაშა... ან რა შუაშია თავის გაყადრება? ხელი გამიშვი... - ოოო, ეს ჩემს ძალებს აღემატება და ჩემს სურვილებს ეწინააღმდეგება! მითხარი, არ მოგწონს, როგორ ტკაცუნობს შენი ძვლები ჩემს ხელებში? - გამიშვი-მეთქი.... - ისე, რა სუსტი ძვლები გქონია? მწყერივით ხარ.... ძვლებიანად რომ იჭმევა! - ლაშამ ისე ახლოს მიუტანა სახე ლანას, რომ ლაშას წვერის მაგივრად ამოსულმა ღინღლმა კანზე მოუღიტინა. ლანამ შეძლებისდაგვარად უკან გასწია თავი. ახლა ლაშას სწრაფი და ცხელი სუნთქვა მისწვდა ლანას სახეს. მერე ძალიან ახლოს დაინახა ლაშას აჭრილი თვალები და... ლანამ სახეზე აიფარა ხელები და უხმოდ აქვითინდა. - ბიჭებო, ლანა არ გინახავთ? - იკითხა გიამ და თვალი მოავლო ოთახს. - არა, გია... აქ იქნება, სად წავიდოდა?! - ხო, სად წავიდოდა?! მაგრამ... დიდი ხანია, აღარ სჩანს! - გიუშ, ლანა ლაშას ეცეკვება... ოთახში არიან... - არ არსებობს... - გია ფეხზე წამოხტა და ლამის სირბილით წავიდა მეორე ოთახისკენ. ოთახში შესულმა მხოლოდ ის დაინახა, როგორ აიფარა სახეზე ხელები ლანამ, როგორ აუცახცახდა მხრები... დენდაკრულივით როგორ გადახტა ლაშა უკან და გასასვლელისკენ წავიდა... იქ გიას შეეჯახა და გიჟივით გავარდა გარეთ.
გია ლანასთან მივიდა და ფრთხილად ჩამოაღებინა ხელები სახიდან. - რა მოხდა, ლაან? - არაფერი, გიიი... უბრალოდ... მეც... - ლაშააააა! - არანორმალური ხმით იყვირა გიამ და ოთახიდან გავარდა. სულ მალე გიამ ხელისკვრით შემოაგდო ოთახში ლაშა და ძალით მიიყვანა ლანამდე. - ლაშა, ლანა ტირის! გესმის, რას გეუბნები? - გიამ პერანგის საყელოში სტაცა ხელი ლაშას და მეორე ხელი მოუქნია. ჰაერში შეაჩერა მოქნეული ხელი... - შენზე ხელის გასვრაც კი არ ღირს... ბოდიშს მოუხდი ლანას... გესმის, ლაშა? ბოდიშს მოუხდი-მეთქი... - კბილებს შორის გამოსცრა. - ლანა, მაპატიე... - ამოიხრიალა ლაშამ, რადგან საყელო, რომელიც ისევ გიას ეჭირა ხელით, ლამის, ახრჩობდა, - უთხარი, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია... გთხოვ, ლანა... დავიხრჩვი... - გიი, ხელი გაუშვი... გთხოვ... - ლანამ გიას ხელზე მოჰკიდა ხელი და ლაშა გააშვებინა. - არაკაცი!... სხვა რა შეიძლება ადამიანმა გიწოდოს? - კარგი, ხო, გეყოფა... არაფერი მიქნია-მეთქი... ისევ ძველებურად ხელშეუხებელია შენი ლანა!... - უუ, რა ნაბიჭვარი კაცი ხარ!... არაფერია შენში სუფთა და ლამაზი, გარეგნობის გარდა! კაცი კი არა, ფუტლარი ხარ......- იყვირა გიამ და ლაშასკენ გაიწია საცემრად. ლანა ჩაუდგა შუაში და მისი შეჩერება სცადა. - ლაშა, გია, რა ამბავია აქ? - ხმაურზე შემოვიდნენ ბიჭები და საჩხუბრად გამზადებულნი დააოკეს. - გიი, წამო, სახლში წავიდეთ... - ლანამ ჩანთას დაავლო ხელი და გია გასასვლელისკენ წაიყვანა, - არ ღირს ლაშასთან ჩხუბი... ვერ გაიგებს, რატომ ეჩხუბე და... აქეთ დამნაშავეს გამოგიყვანს! წამო, გიიი, წამო...
”ჩემი ერთადერთი დამცველი... ერთადერთი ქომაგი... შენნაირი მეგობარი მე არ მყავს, გიიი... ღმერთოოოო, რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ?!”
* * * 2012 წლის 4 იანვარი...
- ლანა, ხვალ, ხუთ იანვარს დაბადების დღე მაქვს და ხომ მოხვალ? - დაურეკა მეგობარმა და მისამართი ჩააწერინა. - მოვალ, ნატო, აუცილებლად მოვალ!... - საღამოს ექვსზე გელოდები...
* * * 2012 წლის 5 იანვარი... 14:00 სთ...
ლანამ ტელეფონის ყურმილი აიღო და კარგა ხანს ფიქრობდა, დავურეკო თუ არაო. მერე ნომერი აკრიფა და უაზროდ მიაჩერდა კედლის საათს. „უკვე ორი საათია... ღმერთო, შენ მიშველე!“ ნატომ აიღო ყურმილი. - ნატო, არ გეწყინოს, ვერ მოვდივარ... - მოუბოდიშა ლანამ და გაჩუმდა. - რა მოხდა, ლანა? - არაფერი, მაგრამ... ისე ვარ არეული, თითქოს რაღაც საშინელება ხდებოდეს... - გაწუხებს რამე? - თითქოს არაფერი, მაგრამ... თუ გაიგებ ამას, გეტყვი, ს უ ლ ი მტკივა! - შენ რომ არ მოიფიქრებ, ისეთი თუ არსებობს რამე? სულის ტკივილი არ გამიგია მე... მაინც, როგორ გტკივა ეს სული? - საათის ციფერბლატს შევყურებ და... ჩემს კედლის საათზე წამების ისარი ჩემი სისხლის წვეთებს ითვლის თითქოს! რამდენი წვეთი სისხლიც ჩამოიწურება გულიდან, იმდენი წამით მოკლდება ჩემი სიცოცხლეც... წამების ისარი... ჩემს საწამებლად მოძრაობს ეს წამების ისარი, ნატო... - უცნაური გოგო ხარ, ლანა. შენ იყავი მხოლოდ კარგად და... არ მეწყინება, ნუ წამოხვალ, - ნატომ ყურმილი დაკიდა და მხრები აიჩეჩა... - სულის ტკივილი?! ან წამების ისარი?!... სულ ასეთი იყო, ბავშვობიდან!... საღამოს პურის ამოსატანად ჩავიდა მაღაზიაში. იქ მისი მეზობელი და თანაკლასელი გოჩა ნახა, მაღაზიიდან გამოდიოდა. - გასულ ახალ წელს და დამდეგ შობას გილოცავ, ლანა... - შენც გილოცავ, გოჩა!.. სად ხარ ახლა, დაიწყე მუშაობა? - ვერა, გოგო... უფრო ზუსტად - ვტაქსაობ... რა ვქნა აბა?! ჩემს ცოლ-შვილს ეს მთავრობა არჩენს? - მუშაობა სირცხვილი არაა... მშვენიერია! - ხო, მასეა!.. ისე, ტაქსი თუ დაგჭირდეს, აგერ ვარ! გამიგე, გოგო? უფასო მძღოლი გეყოლები... მეტი რა ვქნა? - არც არაფერი... გაიხარე, გოჩა! კაი, წავედი, თორემ ვერ ვარ კარგად... - რა დაგემართა? - არ ვიცი. სულით ხორციანად ვარ არეული... - წადი, წადი... თავს მიხედე! * * * 2012 წლის 6 იანვარი, 23:45 სთ...
- ბექა, ვერ ვარ კარგად... გესმის, ბექა? - რა გჭირს, დე? - გული მაქვს ცუდად... გული მტკივა... - სასწრაფოს გამოვუძახებ, გინდა? - ჯერ არა, ბექა... თუ უარესად გავხდი, გამოუძახე... ჯერ არ მჭირდება, - ლანამ ტკივილისგან ტუჩი მოიჭამა ლამის... - დე, ვხედავ, რომ ცუდად ხარ... გამოვუძახებ სასწრაფოს... ხო, მართლა, ეს სანთელი სად უნდა დავდგა? - ფანაჯრის რაფაზე, დედი... აანთე და... გამოიძახე სასწრაფო...
ფანჯრის რაფაზე სანთელი ჩაიწვა... შობის ღამე დადგა! შობა და სასწრაფო დახმარების ექიმები ერთად შემოვიდნენ სახლში. დიაგნოზი ცალსახა იყო, - სტენოკარდიული შეტევა. ექიმმა ”ჰოსპიტალიზაცია არის საჭიროო”... არ გაჰყვა. ტკივილი თითქოს მოეხსნა, მაგრამ... მის საწოლზე პატარა ფრთიან არსებას მოჰკრა თვალი, - გახარებული ხტოდა ბალიშიდან ბალიშზე, თითქოს ბატუტი ყოფილიყო ლანას საწოლი... ოთახს გახედა, - უამრავი ლანდი დაბოდიალობდა ოთახში. ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი დივანის საზურგეზე ჩამომჯდარიყო... ერთი, სულ პატარა - ჭაღზე კონწიალობდა... ლანამ ხელი გაიშვირა მათკენ და ისე გაიქნია, თითქოს ეუბნებოდა, - თავიდან მომშორდითო... არავინ აპირებდა წასვლას. ყველანი მოთმინებით ელოდნენ ლანას ”ბრძნულ” გადაწყვეტილებას, მათ გაჰყოლოდა... ლანამ საწოლის გვერდით მდგარ სკამზე ნაცნობი ფიგურა დალანდა, - გია ნაღვლიანად შეჰყურებდა და მხოლოდ ერთ კითხვას იმეორებდა: - რას იზამ, ლაან, წამოხვალ?
მის უკან მეორე ნაცნობი ფიგურა იდგა, გოჩა... - თქვენ მაინც დამანებეთ თავი? - ხმამაღლა იყვირა ლანამ და უღონოდ დახუჭა თვალები. - დე, ცუდად ხარ? დანებებული არ გვაქვს თავი? მითხარი, აბა, რითი გაწუხებთ? - ბექა დედის საწოლთან მივიდა და კუთხეში ჩამოჯდა. - თქვენ არ მაწუხებთ... ბექა, ცუდად ვარ... - მამა, დედა ცუდად არის, - ლანას ჩატეტკილმა თეთრმა სახემ და ციანოზურმა ტუჩებმა სერიოზულად შეაშინა ბექა და მაშინვე ტელეფონს ეცა.
ისევ მოვიდა სასწრაფო... ისევ გადაუღეს კარდიოგრამა... ისევ გაუკეთეს ნემსი ვენაში... ისევ სთხოვეს, - ჰოსპიტალიზაცია აუცილებელიაო... ისევ უარი თქვა და სახლში დარჩა! ლანამ ისევ დაინახა დივანის კუთხეში მჯდარი გია... ისევ დაიწყეს ოთახის ყველა კუთხე-კუნჭულის ავსება უცნობმა სულებმა... - გიი, მეშინია!... - ნუ გეშინია, ლანა... ვიდრე აქ ვარ, ნუ გეშინია! გოჩა, ესენი გამაყრევინე აქედან... - რატომ მოხვედი, გიიი? - ძალიან მომენატრე, ლანა... რომ არ მენახე, გული გამისკდებოდა!
ლანამ საათს გახედა, - დილის შვიდი საათი იყო უკვე. თვალები დახუჭა და გაიღიმა. თავადაც ვერ მიხვდა, როდის ჩაეძინა. შუადღე გადასული იყო, რომ გაეღვიძა. - მამა, დედამ გაიღვიძა... როგორ ხარ, დე? - ჰკითხა ბექამ და ლოყაზე აკოცა, - ახლა კარგი ფერი გაქვს... როგორ შემაშინე გუშინ! - ლანა, შეჭამ რამეს? რა გაგიმზადო? - ჰკითხა სამზარეულოდან გამოსულმა მერაბმა. - არაფერი, მერაბ... მხოლოდ ჩაის დავლევ...
ლანა თანდათან გამოკეთდა. მართალია, სახლიდან ჯერ ვერ გადიოდა, მაგრამ სახლში ხომ ტრიალებდა?! უკვე მხოლოდ ეს ახარებდა ლანას ქმარ-შვილს.
* * * გავიდა ორი კვირა. სამსახურიდან მოსული მერაბი კარგა ხანს იყო ჩუმად... მერე ვეღარ მოითმინა და... - ლანა, გოჩა რომ გარდაცვლილა, იცოდი? - ვინ გოჩა, მერაბ? - შენი კლასელი... - რას ამბობ, გაგიჟდი? როდის? - ზუსტად არ ვიცი... - დაკრძალვა როდისაა? - უკვე დიდი ხნის დასაფლავებული ყოფილა! - ვერაფერი გავიგე... მოიცა, დავრეკავ... შოკში ვარ, მერაბ... ხუთში საღამოს ვნახე... დღეს ოცია... დიდი ხნის დასაფლავებული როგორ უნდა იყოს?! ლანამ გოჩას სახლის ნომერი აკრიფა. - მერიკო, ლანა ვარ... გამაგებინე, რა მოხდა?! - ლანა, შენ არ იცოდი გოჩას გარდაცვალება? - ანუ მართალია? ახლა მოიტანა ამბავი მერაბმა... როდის გარდაიცვალა? - ექვსში საღამოს... - შობის ღამეს გოჩა გარდაცვლილი იყო? - სისხლი გაეყინა ძარღვებში... - კი, ლანა, კი... - ტელეფონის სადენის ერთ ბოლოში მერიკო აქვითინდა და მეორე ბოლოში - ლანა.
”ჩემებმა იცოდნენ და არ დამირეკეს? არავინ შემატყობინა?! გიამ მაინც როგორ არ დამირეკა, ან გოგამ, ან დათომ? ეს სამიღა შემომრჩა სკოლიდან ახლო მეგობრებად და... მოიცა, დავრეკავ...”
გიას ნომერი მონახა მობილურში. ”აბონენტი მიუწვდომელია, ან გათიშული აქვს ტელეფონიო”, - უთხრეს... გოგასთან დარეკა... - გოგა, გოჩა რომ გარდაიცვალა, იცოდი? - ვიცოდი, ლანა... დაკრძალვის დღეს გავიგე და გავვარდი... - მე რატომ არ დამირეკეთ? გიაც იყო? გიამ იცოდა? - არა, ლაან, გიამ არაფერი იცოდა! ვეღარ ეცოდინებოდა, ლაან... გია ახალი წლის ღამეს გარდაიცვალა, გულით! - ისე სწრაფად ამოილაპარაკა გოგამ, თითქოს რაც უფრო სწრაფად ეტყოდა ამას ლანას, მით უფრო ადვილი იქნებოდა მისთვის ამ ინფორმაციის მიღება და გადახარშვა... - რას ამბობ, გოგააა... პირველში მელაპარაკა გია... სამსახურში ვარო... რომ არ გნახო, გული გამისკდებაო, გოგა! - ლანას თვალთ დაუბნელდა მოულოდნელი ელდისგან, პირი გაუშრა... - ჰო, სამსახურში იყო და იქ... გული გაუსკდაო, ლანა! ხუთში დავკრძალეთ... - რომელ... რომელ საათზე? - ორზე იყო გამოსვენება, ლანა... და სამი ხდებოდა, რომ დავკრძალეთ!... - მე ხომ სწორედ მაგ დროს მტკიოდა სული, გოგააა! - სული გტკიოდა? ეს როგორ? - გია ხომ ჩემი სულის ნაწილი იყო, გოგა, ჩემი სულის ანასხლეტი! ამას ვერავინ გამიგებთ... ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე, რასაც ვამბობ! - ლანა ბალიშებში ჩაემხო და მწარედ ატირდა.
27.01.12.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. დიახ მძიმეა ეს თემა, დაკვირვებით უნდა წაიკითხოს ადამიანმა. საგანი რამდენჯერვე უნდა განსჭვრიტო ადამიანმა თუკი საDღაც რაღაცას ვერ გაიგებ. სულის ტკივილი მეტად მძიმეა. თუმცა ყველა ადამიანისთვის გარდაუვალია მაინც. დიახ მძიმეა ეს თემა, დაკვირვებით უნდა წაიკითხოს ადამიანმა. საგანი რამდენჯერვე უნდა განსჭვრიტო ადამიანმა თუკი საDღაც რაღაცას ვერ გაიგებ. სულის ტკივილი მეტად მძიმეა. თუმცა ყველა ადამიანისთვის გარდაუვალია მაინც.
34. ეს შემოსვლამდე წავიკითხე! გადავირიე, - მართლა ასე იყავი? :((((( ეს შემოსვლამდე წავიკითხე! გადავირიე, - მართლა ასე იყავი? :(((((
33. კარგი იყო. მიყვარს თქვენი ნაწერები. მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით. კარგი იყო. მიყვარს თქვენი ნაწერები. მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით.
32. ჰო, საკუთარ თავს დავუკომენტარე, არ შეიძლება? ამას ხომ ჩემს მეტი ვერავინ ხედავს, აბა? :)))))))))))))))) ჰო, საკუთარ თავს დავუკომენტარე, არ შეიძლება? ამას ხომ ჩემს მეტი ვერავინ ხედავს, აბა? :))))))))))))))))
31. რა მაგარი კომენტარია =))
რა მაგარი კომენტარია =))
30. რჩეული ავტორი თამარ ბუკია ქულა: 400+43334
სამი სამიანი და სამი ოთხიანი... ანუ "სამი სამ-ოთხ-ე"?
ნოლები - არ ითვლება!
:))))))))))))))) რჩეული ავტორი თამარ ბუკია ქულა: 400+43334
სამი სამიანი და სამი ოთხიანი... ანუ "სამი სამ-ოთხ-ე"?
ნოლები - არ ითვლება!
:)))))))))))))))
29. გმადლობ, ნიინ! და თამარსაც ძალიან უყვარხარ შენ! :) გკოცნი! გმადლობ, ნიინ! და თამარსაც ძალიან უყვარხარ შენ! :) გკოცნი!
28. ემოციური ვსპლესკი მომეცი შენ დღეს :) კარგი დილა მქონდა :) საოცარი ქალი ხარ! და სულ ვბრაზობ როცა გამარტივებენ და ერტ ჭრილში გხედავენ. და ეს გითხარი ,კიდევ გეტყვი უყვარხარ ნინის შენ. და მაგრად მოწონხარ!:) >:D< ემოციური ვსპლესკი მომეცი შენ დღეს :) კარგი დილა მქონდა :) საოცარი ქალი ხარ! და სულ ვბრაზობ როცა გამარტივებენ და ერტ ჭრილში გხედავენ. და ეს გითხარი ,კიდევ გეტყვი უყვარხარ ნინის შენ. და მაგრად მოწონხარ!:) >:D<
27. ჰოოოო........:) მძიმეა მართლა..... + ჰოოოო........:) მძიმეა მართლა..... +
26. კი,მძიმეა, რაც უნდა მსუბუქად იყოს მოთხრობილი.
და გილოცავ, თამარ აქაც. ბევრ ბედნიერ დღეს გისურვებ :* კი,მძიმეა, რაც უნდა მსუბუქად იყოს მოთხრობილი.
და გილოცავ, თამარ აქაც. ბევრ ბედნიერ დღეს გისურვებ :*
25. 23. მოთხრობა ძალიან მომეწონა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არ მეყო-გოჩას სახე. ის თუ ,,სულის ანასხლეტი" იყო, ალბათ უფრო მეტად საჭიროებდა წარმოჩენას, ვიდრე გვიჩვენეთ. არმენ არუთინოვი. 2012-03-26 18:02:09
საქმეც მაგაშია, არმენ, რომ სულის ანასხლეტი - გია იყო და არა გოჩა! გოჩა იყო თანაკლასელი, მეზობელი... მაგრამ ის, ვისაც შეიძლება უწოდო "სულის ანასხლეტი", - არ ყოფილა გოჩა. გოჩას გარდაცვალება გახდა ის მიზეზი, რომლის შემდეგაც მისმა მეგობრებმა ლანას სიმართლე გაუმხილეს. გიას სიკვდილი ეს ისეთი დარტყმა იყო ლანასთვის, რომ... ლანამ არ იცოდა გიას სიკვდილი და ზუსტად იმ დროს კვდებოდა, როცა გიას ასაფლავებდნენ! იმ დროს სტკიოდა სული, - ყველა ტკივილზე ძნელი გადასატანი!
აი, ის ნაწყვეტიც, რომელმაც შენში უკმარისობის გრძნობა დატოვა:
"- არა, ლაან, გიამ არაფერი იცოდა! ვეღარ ეცოდინებოდა, ლაან... გია ახალი წლის ღამეს გარდაიცვალა, გულით! - ისე სწრაფად ამოილაპარაკა გოგამ, თითქოს რაც უფრო სწრაფად ეტყოდა ამას ლანას, მით უფრო ადვილი იქნებოდა მისთვის ამ ინფორმაციის მიღება და გადახარშვა... - რას ამბობ, გოგააა... პირველში მელაპარაკა გია... სამსახურში ვარო... რომ არ გნახო, გული გამისკდებაო, გოგა! - ლანას თვალთ დაუბნელდა მოულოდნელი ელდისგან, პირი გაუშრა... - ჰო, სამსახურში იყო და იქ... გული გაუსკდაო, ლანა! ხუთში დავკრძალეთ... - რომელ... რომელ საათზე? - ორზე იყო გამოსვენება, ლანა... და სამი ხდებოდა, რომ დავკრძალეთ!... - მე ხომ სწორედ მაგ დროს მტკიოდა სული, გოგააა! - სული გტკიოდა? ეს როგორ? - გია ხომ ჩემი სულის ნაწილი იყო, გოგა, ჩემი სულის ანასხლეტი! ამას ვერავინ გამიგებთ... ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე, რასაც ვამბობ! - ლანა ბალიშებში ჩაემხო და მწარედ ატირდა".
ჰო, ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე, რასაც ვამბობ! :)))) და ყველას ღმერთმა გაშოროთ ის სიმწარე, რასაც სულის ტკივილი ჰქვია! 23. მოთხრობა ძალიან მომეწონა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არ მეყო-გოჩას სახე. ის თუ ,,სულის ანასხლეტი" იყო, ალბათ უფრო მეტად საჭიროებდა წარმოჩენას, ვიდრე გვიჩვენეთ. არმენ არუთინოვი. 2012-03-26 18:02:09
საქმეც მაგაშია, არმენ, რომ სულის ანასხლეტი - გია იყო და არა გოჩა! გოჩა იყო თანაკლასელი, მეზობელი... მაგრამ ის, ვისაც შეიძლება უწოდო "სულის ანასხლეტი", - არ ყოფილა გოჩა. გოჩას გარდაცვალება გახდა ის მიზეზი, რომლის შემდეგაც მისმა მეგობრებმა ლანას სიმართლე გაუმხილეს. გიას სიკვდილი ეს ისეთი დარტყმა იყო ლანასთვის, რომ... ლანამ არ იცოდა გიას სიკვდილი და ზუსტად იმ დროს კვდებოდა, როცა გიას ასაფლავებდნენ! იმ დროს სტკიოდა სული, - ყველა ტკივილზე ძნელი გადასატანი!
აი, ის ნაწყვეტიც, რომელმაც შენში უკმარისობის გრძნობა დატოვა:
"- არა, ლაან, გიამ არაფერი იცოდა! ვეღარ ეცოდინებოდა, ლაან... გია ახალი წლის ღამეს გარდაიცვალა, გულით! - ისე სწრაფად ამოილაპარაკა გოგამ, თითქოს რაც უფრო სწრაფად ეტყოდა ამას ლანას, მით უფრო ადვილი იქნებოდა მისთვის ამ ინფორმაციის მიღება და გადახარშვა... - რას ამბობ, გოგააა... პირველში მელაპარაკა გია... სამსახურში ვარო... რომ არ გნახო, გული გამისკდებაო, გოგა! - ლანას თვალთ დაუბნელდა მოულოდნელი ელდისგან, პირი გაუშრა... - ჰო, სამსახურში იყო და იქ... გული გაუსკდაო, ლანა! ხუთში დავკრძალეთ... - რომელ... რომელ საათზე? - ორზე იყო გამოსვენება, ლანა... და სამი ხდებოდა, რომ დავკრძალეთ!... - მე ხომ სწორედ მაგ დროს მტკიოდა სული, გოგააა! - სული გტკიოდა? ეს როგორ? - გია ხომ ჩემი სულის ნაწილი იყო, გოგა, ჩემი სულის ანასხლეტი! ამას ვერავინ გამიგებთ... ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე, რასაც ვამბობ! - ლანა ბალიშებში ჩაემხო და მწარედ ატირდა".
ჰო, ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე, რასაც ვამბობ! :)))) და ყველას ღმერთმა გაშოროთ ის სიმწარე, რასაც სულის ტკივილი ჰქვია!
24. დაბადების დღეს გილოცავ:))კარგია+ დაბადების დღეს გილოცავ:))კარგია+
23. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე რთული ავტორისთვის ნამდვილი ისტორიის მოყოლაა. ასეა ჩემ შემთხვევაშიც.
მოთხრობა ძალიან მომეწონა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არ მეყო-გოჩას სახე. ის თუ ,,სულის ანასხლეტი" იყო, ალბათ უფრო მეტად საჭიროებდა წარმოჩენას, ვიდრე გვიჩვენეთ. აი, მაგალითად, ბავშვობის ეპიზოდებში მისი გამოკვეთილად ჩვენებაც კარგი იქნებოდა.
ცოტა ხელოვნურად მეჩვენა მოთხრობის დასასრულიც,-სატელეფონო საუბარი. როცა ასეთ უბედურებას გეუბნებიან ტელეფონზე, ორი საუკეთესო მეგობრის დაღუპვის ამბავს, ალბათ ცოტა სხვანაირია რეაქცია, მეტი ემოცია და არა ამდენი კითხვა-პასუხი, თან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ასეთი ელდის დროს ლანას დამთხვევების განსჯის უნარი აქვს.
იმედია არ მიწყენთ ქ-ნო თამარ, რომ ამ კომენტარში დადებით მხარეებზე თითქმის არ გამიკეთებია აქცენტი, სხვა მკითხველებმა თქვეს და მეც იგივეს გამეორებისგან შევიკავე თავი. შენიშვნები კი სპონტანურად წამოვიდა და მგონი თქვენც გირჩევნიათ, ზუსტად გაიგოთ ჩემნაირი რიგითი მკითხველის აზრი, ვიდრე პირფერობას ჰქონდეს ადგილი. 4! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე რთული ავტორისთვის ნამდვილი ისტორიის მოყოლაა. ასეა ჩემ შემთხვევაშიც.
მოთხრობა ძალიან მომეწონა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არ მეყო-გოჩას სახე. ის თუ ,,სულის ანასხლეტი" იყო, ალბათ უფრო მეტად საჭიროებდა წარმოჩენას, ვიდრე გვიჩვენეთ. აი, მაგალითად, ბავშვობის ეპიზოდებში მისი გამოკვეთილად ჩვენებაც კარგი იქნებოდა.
ცოტა ხელოვნურად მეჩვენა მოთხრობის დასასრულიც,-სატელეფონო საუბარი. როცა ასეთ უბედურებას გეუბნებიან ტელეფონზე, ორი საუკეთესო მეგობრის დაღუპვის ამბავს, ალბათ ცოტა სხვანაირია რეაქცია, მეტი ემოცია და არა ამდენი კითხვა-პასუხი, თან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ასეთი ელდის დროს ლანას დამთხვევების განსჯის უნარი აქვს.
იმედია არ მიწყენთ ქ-ნო თამარ, რომ ამ კომენტარში დადებით მხარეებზე თითქმის არ გამიკეთებია აქცენტი, სხვა მკითხველებმა თქვეს და მეც იგივეს გამეორებისგან შევიკავე თავი. შენიშვნები კი სპონტანურად წამოვიდა და მგონი თქვენც გირჩევნიათ, ზუსტად გაიგოთ ჩემნაირი რიგითი მკითხველის აზრი, ვიდრე პირფერობას ჰქონდეს ადგილი. 4!
22. "ამას ვერავინ გამიგებთ... ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე" ვიგრძენი. ვიცი რა ძვირფასია ბავშვობის მეგობარი. "ამას ვერავინ გამიგებთ... ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე" ვიგრძენი. ვიცი რა ძვირფასია ბავშვობის მეგობარი.
21. კი, ჯინა, მართლაც ხელშეუხებელი მოგონებებია! გია 30 მარტს იყო დაბადებული... ალბათ ხასიათითაც ამიტომ ვუგებდით ერთმანეთს ასე! :) კი, ჯინა, მართლაც ხელშეუხებელი მოგონებებია! გია 30 მარტს იყო დაბადებული... ალბათ ხასიათითაც ამიტომ ვუგებდით ერთმანეთს ასე! :)
20. მოვედი აქაც! ძვირფასი მოგონებებია აქ, სუბიექტურად ძვირფასი...ხელშეუხებელი!..
(შუადღეზე წავიკითხე..მხოლოდ ახლა გესტუმრე..) დაბადების დღეს გილოცავ და გისურვებ უამრავ ლამაზ, რაც მთავარია, ძვირფას მოგონებას სამომავლოდაც! ძვირფასი ადამიანები და მათი ნაჩუქარი ძვირფასი წუთებისაგან შედგება ცხოვრება... დრო კი დაუდგრომელია...ამაზე არავის დასწყდეს გული... მოვედი აქაც! ძვირფასი მოგონებებია აქ, სუბიექტურად ძვირფასი...ხელშეუხებელი!..
(შუადღეზე წავიკითხე..მხოლოდ ახლა გესტუმრე..) დაბადების დღეს გილოცავ და გისურვებ უამრავ ლამაზ, რაც მთავარია, ძვირფას მოგონებას სამომავლოდაც! ძვირფასი ადამიანები და მათი ნაჩუქარი ძვირფასი წუთებისაგან შედგება ცხოვრება... დრო კი დაუდგრომელია...ამაზე არავის დასწყდეს გული...
19. გაიხარე, თოლია! შენი სიმღერაც კი გავიგე ახლა! :))) გაიხარე, თოლია! შენი სიმღერაც კი გავიგე ახლა! :)))
18. "მოფრინავს ჯადოქარი ცისფერი შვეულმფრენით და უფასოდ გაჩვენებთ კინოს. დაბადებას გილოცავთ და ბოლოს დაგიტოვებთ თქვენ საჩუქრად ხუთას ესკიმოს." ხუთასი ესკიმო ყელს ხომ არ გატკენთ? :)) გილოცავთ! ბედნიერი იყავით!
"მოფრინავს ჯადოქარი ცისფერი შვეულმფრენით და უფასოდ გაჩვენებთ კინოს. დაბადებას გილოცავთ და ბოლოს დაგიტოვებთ თქვენ საჩუქრად ხუთას ესკიმოს." ხუთასი ესკიმო ყელს ხომ არ გატკენთ? :)) გილოცავთ! ბედნიერი იყავით!
17. დიდი მადლობა, ნათია! გაიხარე... დიდი მადლობა, ნათია! გაიხარე...
16. მოკლედ,ასეეე....
ქ-ნო თამარ ,პირველ რიგში, გილოცავთ დაბადების დღეს. უამრავი წარმატების სურვილით და ეჭვგარეშეა,ასეც უნდა იყოს.
ახლა, თავად ნამუშევარზე: პირველივე იყო იმ ნაწერებს შორის,რომელიც ფორუმზე გამოქვეყნდა და შუაღამისას წავიკითხე.
თქვენი პიროვნება ჩანს ნაწერში.
რამდენად ძვირფასია თქვენთვის ის სულიერი ურთიერთობები,რამდენად სუფთა და წმინდა. მოკლედ,ასეეე....
ქ-ნო თამარ ,პირველ რიგში, გილოცავთ დაბადების დღეს. უამრავი წარმატების სურვილით და ეჭვგარეშეა,ასეც უნდა იყოს.
ახლა, თავად ნამუშევარზე: პირველივე იყო იმ ნაწერებს შორის,რომელიც ფორუმზე გამოქვეყნდა და შუაღამისას წავიკითხე.
თქვენი პიროვნება ჩანს ნაწერში.
რამდენად ძვირფასია თქვენთვის ის სულიერი ურთიერთობები,რამდენად სუფთა და წმინდა.
15. ცუდად მიიღეთ, ქალბატონო თამარ, არადა არ მიფიქრია რამე მსგავსი =)
არაფერი დამიწუნ-მომიწონებია. ფაქტი აღვნიშნე მხოლოდ =)
გასაგებია თემა და ზედმეტად მტკივნეულიც და ყველაზე მნიშვნელოვანიც (ჩემთვის). მოკლედ, არ მინდოდა, სხვანაირად მიგეღოთ =) ცუდად მიიღეთ, ქალბატონო თამარ, არადა არ მიფიქრია რამე მსგავსი =)
არაფერი დამიწუნ-მომიწონებია. ფაქტი აღვნიშნე მხოლოდ =)
გასაგებია თემა და ზედმეტად მტკივნეულიც და ყველაზე მნიშვნელოვანიც (ჩემთვის). მოკლედ, არ მინდოდა, სხვანაირად მიგეღოთ =)
14. 12. მომიტევეთ, არ მომეწონა. გამართული ქართულით რომაა დაწერილი და სუფთა ტექსტია, ეს უდავოა, მაგრამ შინაარსი ვერ mrs.smith. 2012-03-24 23:24:58
მაგისთვისაც გმადლობ, ქართულის გამართულობა და ტექსტის სისუფთავე რომ არ დამიწუნე... :)
მაგრამ, ეეეჰ, ამას თუ შინაარსი აკლია, არ ვიცი... აქ მთელი ცხოვრებაა ჩატეული, უფაქიზესი მეგობრობითა და ოჯახური სიყვარულით სავსე...
და ტყუილად ხომ არ დავასრულე ამ სიტყვებით? "ამას ვერავინ გამიგებთ... ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე, რასაც ვამბობ!"
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ვერ გრძნობს სულის ტკივილს და... ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი!
ოღონდ ეს კომენტარი სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ პრეტენზია მაქვს საპრიზო ადგილებზე, ან საერთოდ რამე ადგილზე! ეს ჩემი სულისთვის დაიწერა მხოლოდ! :) 12. მომიტევეთ, არ მომეწონა. გამართული ქართულით რომაა დაწერილი და სუფთა ტექსტია, ეს უდავოა, მაგრამ შინაარსი ვერ mrs.smith. 2012-03-24 23:24:58
მაგისთვისაც გმადლობ, ქართულის გამართულობა და ტექსტის სისუფთავე რომ არ დამიწუნე... :)
მაგრამ, ეეეჰ, ამას თუ შინაარსი აკლია, არ ვიცი... აქ მთელი ცხოვრებაა ჩატეული, უფაქიზესი მეგობრობითა და ოჯახური სიყვარულით სავსე...
და ტყუილად ხომ არ დავასრულე ამ სიტყვებით? "ამას ვერავინ გამიგებთ... ეს უნდა იგრძნო, რომ მიხვდე, რასაც ვამბობ!"
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ვერ გრძნობს სულის ტკივილს და... ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი!
ოღონდ ეს კომენტარი სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ პრეტენზია მაქვს საპრიზო ადგილებზე, ან საერთოდ რამე ადგილზე! ეს ჩემი სულისთვის დაიწერა მხოლოდ! :)
13. სევდიანი ისტორიაა ადამიანის სულის გაუკვალავ ლაბირინთებზე....
კარგია თამარ ... სევდიანი ისტორიაა ადამიანის სულის გაუკვალავ ლაბირინთებზე....
კარგია თამარ ...
12. მომიტევეთ, არ მომეწონა. გამართული ქართულით რომაა დაწერილი და სუფთა ტექსტია, ეს უდავოა, მაგრამ შინაარსი ვერ მომიტევეთ, არ მომეწონა. გამართული ქართულით რომაა დაწერილი და სუფთა ტექსტია, ეს უდავოა, მაგრამ შინაარსი ვერ
11. 5. ისე, ცოტა მეუცხოვა, რომ საუკეთესო მეგობრის-სულის ანასხლეტის გარდაცვალების ამბავი ამდენი დღის მანძილზე არავინ შეგატყობინათ. jonatan livingstoni. 2012-03-24 15:45:41
ვერ გამაგებინეს, თოლია, იცოდნენ, ცუდად რომ ვიყავი და... "კიდევ ეს უნდა მაგასო?" - გამიფრთხილდნენ "ჩემი ბიჭები"... ბოლოს კი მაინც იმიტომ მითხრეს, რომ იცოდნენ, როგორი ახლობელი იყო გია ჩემთვის. ოდესღაც ხომ უნდა გამეგო, არა? :(((((
ყველას დიდი მადლობა... :) 5. ისე, ცოტა მეუცხოვა, რომ საუკეთესო მეგობრის-სულის ანასხლეტის გარდაცვალების ამბავი ამდენი დღის მანძილზე არავინ შეგატყობინათ. jonatan livingstoni. 2012-03-24 15:45:41
ვერ გამაგებინეს, თოლია, იცოდნენ, ცუდად რომ ვიყავი და... "კიდევ ეს უნდა მაგასო?" - გამიფრთხილდნენ "ჩემი ბიჭები"... ბოლოს კი მაინც იმიტომ მითხრეს, რომ იცოდნენ, როგორი ახლობელი იყო გია ჩემთვის. ოდესღაც ხომ უნდა გამეგო, არა? :(((((
ყველას დიდი მადლობა... :)
10. უუჰ, სული მეტკინა...
თბილი და ტკივილიანი ნაწერია თამარ. უუჰ, სული მეტკინა...
თბილი და ტკივილიანი ნაწერია თამარ.
9. ძალიან, ძალიან მომეწონა... გული ჩამწყდა ბოლოში :( თან რა მძიმეა, როცა გვიან იგებ, მაგრამ... ხანდახან იქნებ ასეც ჯობია, გადასატანად... :( ძალიან, ძალიან მომეწონა... გული ჩამწყდა ბოლოში :( თან რა მძიმეა, როცა გვიან იგებ, მაგრამ... ხანდახან იქნებ ასეც ჯობია, გადასატანად... :(
8. მაკლიხარ, ლაან! - მეც ძალიან მაკლიხარ, გიიი...
ეს იყო მათთვის ”გამარჯობაც”, ”როგორ ხარ?” ”ნახვამდის”... და ორივემ იცოდა, რომ ეს არ იყო მათთვის საკმარისი, რადგან იყო რაღაც, კიდევ უფრო ღრმა, უფრო ლამაზი და უფრო სათუთი...'' ეს მომეწონა აქ ყველაზე მეტად. ცოტა შეკვეცას აიტანდა ტექსტი. მაკლიხარ, ლაან! - მეც ძალიან მაკლიხარ, გიიი...
ეს იყო მათთვის ”გამარჯობაც”, ”როგორ ხარ?” ”ნახვამდის”... და ორივემ იცოდა, რომ ეს არ იყო მათთვის საკმარისი, რადგან იყო რაღაც, კიდევ უფრო ღრმა, უფრო ლამაზი და უფრო სათუთი...`` ეს მომეწონა აქ ყველაზე მეტად. ცოტა შეკვეცას აიტანდა ტექსტი.
7. წავიკითხე ეს იქ ფორუმზე. შენსას სულ ვკითხულობ ხოლმე. უცნაური სითბო,უცნაური მიზიდულობა ბავშვობის. მეც მყავდა ასეთი ... და კიდევ რაღაც ღრმად,გულში რაც რჩება ...ბოლომდე არც იცი ეს რაა.არც არის ყველაფრისთვის სახელის დარქმევა . იცი ბავშვობა ღირს ასეთი ადამიანისთვის . ''სულის ანასხლეტი'' ეს მეტია მეგობრობაზე ... წავიკითხე ეს იქ ფორუმზე. შენსას სულ ვკითხულობ ხოლმე. უცნაური სითბო,უცნაური მიზიდულობა ბავშვობის. მეც მყავდა ასეთი ... და კიდევ რაღაც ღრმად,გულში რაც რჩება ...ბოლომდე არც იცი ეს რაა.არც არის ყველაფრისთვის სახელის დარქმევა . იცი ბავშვობა ღირს ასეთი ადამიანისთვის . ``სულის ანასხლეტი`` ეს მეტია მეგობრობაზე ...
6. თვალებზე ცრემლი მომადგა...ძალიან ემოციური ნაწერია.ძალიან რთული გადასატანია,როცა ახლობელს კარგავ, მით უფრო, როცა ამას გრძნობ...შემდეგ კი გებულობ რომ ის აღარ არის :( თვალებზე ცრემლი მომადგა...ძალიან ემოციური ნაწერია.ძალიან რთული გადასატანია,როცა ახლობელს კარგავ, მით უფრო, როცა ამას გრძნობ...შემდეგ კი გებულობ რომ ის აღარ არის :(
5. კლასიდან კლასში "მოგყვებოდით". ისე რეალურად და ხელშესახებად იყო დაწერილი, სამელნეც კი დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს:) სულის ტკივილი ყველაზე აუტანელი ტკივილია, უწამლო-უსაშველო... ისე, ცოტა მეუცხოვა, რომ საუკეთესო მეგობრის-სულის ანასხლეტის გარდაცვალების ამბავი ამდენი დღის მანძილზე არავინ შეგატყობინათ.
კლასიდან კლასში "მოგყვებოდით". ისე რეალურად და ხელშესახებად იყო დაწერილი, სამელნეც კი დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს:) სულის ტკივილი ყველაზე აუტანელი ტკივილია, უწამლო-უსაშველო... ისე, ცოტა მეუცხოვა, რომ საუკეთესო მეგობრის-სულის ანასხლეტის გარდაცვალების ამბავი ამდენი დღის მანძილზე არავინ შეგატყობინათ.
4. მესმის და გავიგე ქალბატონო თამარ ყველაფერი. ერთ საღამოს მამაჩემი კარგა ხნის გარდაცვლილი, ვიგრძენი რომ სახლში შემოვიდა და რაღაც ქაღალდები აშრიალდა. დედას გამოეღვიძა და მითხრა, სიზმარი ვნახე მამაშენი მოვიდა და ფული წაიღო, ალბათ ბაბუაშენი გარდაიცვალაო. დავრეკეთ იმერეთში - მართლაც ახალი გარდაცვლილი იყო. რა ფენომენია ეს არავინ იცის, ჩვენ ხომ "სიკვდილი მხოლოდ გარედან ვიცით" - ქალბატონო თამარ.
5. მესმის და გავიგე ქალბატონო თამარ ყველაფერი. ერთ საღამოს მამაჩემი კარგა ხნის გარდაცვლილი, ვიგრძენი რომ სახლში შემოვიდა და რაღაც ქაღალდები აშრიალდა. დედას გამოეღვიძა და მითხრა, სიზმარი ვნახე მამაშენი მოვიდა და ფული წაიღო, ალბათ ბაბუაშენი გარდაიცვალაო. დავრეკეთ იმერეთში - მართლაც ახალი გარდაცვლილი იყო. რა ფენომენია ეს არავინ იცის, ჩვენ ხომ "სიკვდილი მხოლოდ გარედან ვიცით" - ქალბატონო თამარ.
5.
3. ძალიან საინტერესოა. მეც მქონია მსგავსი შეგრძნებები. ერთხელ ერთი ჩემი მეგობრის ნახვა მომინდა და მთელი კვირა ვფიქობდი, წავსულიყავი და მენახა. მერე, როგორც იქნა, წავედი და აღმოჩნდა რომ გარდაცვლილი იყო. :((( დასწყისი ჯობდა ცოტა სხვანაირად. ვფიქრობ, გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მოთხრობისთვის. დანარჩენი ყველაფერი დამაჯერებელია.
პატივისცემით: ტენდი ძალიან საინტერესოა. მეც მქონია მსგავსი შეგრძნებები. ერთხელ ერთი ჩემი მეგობრის ნახვა მომინდა და მთელი კვირა ვფიქობდი, წავსულიყავი და მენახა. მერე, როგორც იქნა, წავედი და აღმოჩნდა რომ გარდაცვლილი იყო. :((( დასწყისი ჯობდა ცოტა სხვანაირად. ვფიქრობ, გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მოთხრობისთვის. დანარჩენი ყველაფერი დამაჯერებელია.
პატივისცემით: ტენდი
2. ჰო ასეა თამრო...დრო და სივრცე არ არსებობს სიყვარულისთვის... სადაც გინდა იყო, სხეულით განიცდი სასურველი ადამიანის ცუდად ყოფნას...:-* ცოტა გაწელილი მეჩვენა თხრობა...სხვა დანარჩენი კარგი იყო... ჰო ასეა თამრო...დრო და სივრცე არ არსებობს სიყვარულისთვის... სადაც გინდა იყო, სხეულით განიცდი სასურველი ადამიანის ცუდად ყოფნას...:-* ცოტა გაწელილი მეჩვენა თხრობა...სხვა დანარჩენი კარგი იყო...
1. ვახ , ტამრო დილიდან როგორ მასევდიანებ რას გავს შენი სAQჩIELI? კარგია ჩემო თამრო, შენი სულის ანასხელეტი. ვახ , ტამრო დილიდან როგორ მასევდიანებ რას გავს შენი სAQჩIELI? კარგია ჩემო თამრო, შენი სულის ანასხელეტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|