„მოდი ერთად ვიხეტიალოთ ღამეში და ვიმღეროთ ერთად
მე შენ მიყვარხარ“
Langston Hughes
მთელი ჰარლემი ჭაობია და შიგ ჩავარდნილ მზეს ძირავენ ჰელოფიტები. რა უცნაურად და მარტივად იწყება ღამე...
...................................
მოდი ვაქციოთ ზურგი ამ მდიდრულ კვარტლებს, გავყვეთ ჰარლემის ავადმყოფ ჰაერს ღარიბთ კვარტლებში, იქ სადაც ღამე, გაწეპილი ქაღალდივით ცაზე კიდია და ქერცლფრთიანი რაზმებივით იკრავს სუიციდს. წელშიმოხრილებს სადაც დაყავთ თავისი ღმერთი, ზურგზე ტვირთივით და სადაც მხოლოდ იატაკქვეშა ალკოჰოლს სვამენ...
ვტკეპნოთ მუხლებით სარკინიგზო გზაჯვარედინი ხომ იცი მაინც ვერ მივუსწრებთ ისტის ორთქმავალს... წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ, მაშინ როდესაც თაღებს კრავენ ცაზე ნისლები.
და მერე ვთვალოთ ნაქირავები ოთახების სახურავებზე ჩამომსხდარი ანგელოზები, დახეული ტვიდის ფრთებით და ლანჩამძვრალი ფეხსაცმელებით.
ნაქირავები ოთახების სახურავებზე მოვუსმინოთ ჩვენ მშიერ კუჭთა სიმფონიას, მაშინ როცა ჯაზით ივსებენ მდიდრები ფილტვებს. და ჯანდაბამდე გზა ჰქონია თვით ელინგტონსაც....
ღამის ორგაზმით ჩავუტეხავთ მდიდრებს, მშვიდ სიზმრებს და სახურავზე შედედებულ ნისლში ჩავწვებით, ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს და როცა ღამე ჩაისუნთქავს, ჩვენს შავ ანფასებს და როცა მიწა, აიწყვიტავს ცისკენ მთვრალ ქუჩებს, ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს, კუნაპეტი ღამის ტბორიდან და წარმოვიდგენთ რომ ვართ ჩიტები. მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია, და როცა ჩვენსკენ დააგორებს ღამე ვაგონებს ცისკენ გავუშვებთ,- ცოდვილ სულთა ესკადრილიას. ....................................... და ღამით როცა ჰარლემს ხრავენ ჰელოფიტები, ჩვენ ვართ ჩრდილები, ჩვენ ვართ ხმები, ამ ჭაობიდან აფრენილი ერთხმად ჩიტების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. იქნებ ეს გახსოვდათ ჯონათან? შესანიშნავი ლექსია, უნიჭიერესი ავტორის. იქნებ ეს გახსოვდათ ჯონათან? შესანიშნავი ლექსია, უნიჭიერესი ავტორის.
35. გენიალურია! :)
გენიალურია! :)
34. ბოლო დამკომენტარებლებს მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შემომიყვანეს აქ და გამახსენეს როგორ მიყვარს ეს ლექსი.
ჩემო ცხოვრება ადამიანო,ანი... მადლობა შენ და დღეს ვერ მეყო შენი ნახვა. :(
ვერც კი დაგემშვიდობე წესიერად რააა. :(
:* :* :*
ბოლო დამკომენტარებლებს მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შემომიყვანეს აქ და გამახსენეს როგორ მიყვარს ეს ლექსი.
ჩემო ცხოვრება ადამიანო,ანი... მადლობა შენ და დღეს ვერ მეყო შენი ნახვა. :(
ვერც კი დაგემშვიდობე წესიერად რააა. :(
:* :* :*
33. ვოთ ქენ აი დუუუ? ვოთ ქენ აი დუუუ? ვოთ ქენ აი დუუუ? ვოთ ქენ აი დუუუ?
მარტო ეს მონაკვეთი ვიცი მაგ სიმღერიდან.
ეს ჩემი უსაყვარლესი ნაწერია <3 ვოთ ქენ აი დუუუ? ვოთ ქენ აი დუუუ? ვოთ ქენ აი დუუუ? ვოთ ქენ აი დუუუ?
მარტო ეს მონაკვეთი ვიცი მაგ სიმღერიდან.
ეს ჩემი უსაყვარლესი ნაწერია <3
32. აჰმ. მე მიყვარს ასეთი ქალები.
და პოეზია. აჰმ. მე მიყვარს ასეთი ქალები.
და პოეზია.
31. ვატატატააა :))) :*
ხანდახან მოჟნა, მთავარია "სულ ვერ მიტან" არ იყოს :)) :*
^_^ ვატატატააა :))) :*
ხანდახან მოჟნა, მთავარია "სულ ვერ მიტან" არ იყოს :)) :*
^_^
30. ხანდახან როგორ ვერ გიტან.. აი ამ ლექსს რომ ვკითხულობ, თუნდაც მაშინ.. მეათიათასედ რომ მეკითხება.. :( მიყვარს ეს ნაწერი და ბევრი სხვაც, მოგეხსენება.. იიიიი.. ჩემი.. <3 <3 :**** ხანდახან როგორ ვერ გიტან.. აი ამ ლექსს რომ ვკითხულობ, თუნდაც მაშინ.. მეათიათასედ რომ მეკითხება.. :( მიყვარს ეს ნაწერი და ბევრი სხვაც, მოგეხსენება.. იიიიი.. ჩემი.. <3 <3 :****
29. მაინცადამაინც არ მიყვარს ჯაზი და სუიციდი, მაგრამ ნაწერს +5 :) ხო, არც ვერლიბრი, სხვათაშორის :) მაინცადამაინც არ მიყვარს ჯაზი და სუიციდი, მაგრამ ნაწერს +5 :) ხო, არც ვერლიბრი, სხვათაშორის :)
28. გმადლობთ ყველას (:
გმადლობთ ყველას (:
27. ისე ჭაობობს ახლა ჰარლემი, რომ შიგ ვარდება მზე და იხრჩობა; უცნაურია: ჰელოფიტების ძირავს მკლავები და ღამეც დგება ასე იოლად...
...................................
მოდი და კვარტლებს ზურგი ვაქციოთ: ასე მდიდრულებს. გავყვეთ ავადმყოფ ჰაერს - ჰარლემის ღარიბთ კვარტლებში. იქ, სადაც ღამე გრაგნილ-ქაღალდობს ცად გაწეპილი, თითქოსდა ფრთებს შლის, სადაც ქერცლფრთიან გაშლილ სარაზმოს სუიციდურად იკრავს მკლავებში...
წელშიმოხრილებს სადაც დაყავთ ვით ნატვირთი ზურგზე - ღმერთი თავისი; იატაკქვეშ მათ ყველას შეხვდებით: ხელთ ალკოჰოლის რამე სასმისით.
ვტკეპნოთ მუხლებით გზაჯვარედინი (თუმც სარკინიგზო), ვიცით ორივემ: ორთქმავალს რომ ვერ მივუსწრებთ ისტის... წარმოვიდგინოთ ის სინოტივე: რომ თევზები ვართ ჩვენ ამ ხიდის ქვეშ; ცრემლებში ვყვინთავთ - თვალში ერთურთის - მაშინ, როდესაც გამომშრალ ნისლებს ცაზე შეუკრავთ თაღები მწუხრის...
და მერე ვთვალოთ ანგელოზები; ამ ნაქირავებ ოთახებს ზევით სახურავებზე ჩამომსხდარები; ამ დახეული და ტვიდის ფრთებით და ლანჩგამძვრალი ფეხსაცმელებით.
ჩვენც ნაქირავებ ოთახებს ზემოთ, წამო, ვუსმინოთ ჩვენს მშიერ კუჭებს; მათ სიმფონიას მუდამ აქვს გემო, როს სახურავზე სიმშვიდე სუფევს;
და როცა ჯაზით იკვებებიან მდიდრები, - ასე ივსებენ ფილტვებს - გზა ჯანდაბამდე თუნდაც ჰქონია თვით ელინგტონსაც და ჰელოფიტებს...
ღამის ორგაზმით ჩავუტეხთ მდიდრებს, ასე მშვიდ სიზმრებს და სახურავზე (შედედებით რომ ცდილობს დამკვიდრდეს) ნისლში ჩავწვებით - სულს შევუხამებთ...
ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს და როცა მიწა აიწყვეტს ცისკენ მთვრალ ქუჩებს და როცა ღამე, ღრმად ჩაისუთქავს ჩვენს შავ ანფასებს, ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს ამ კუნაპეტი, შეშლილი ღამის მძიმე ტბორიდან და წარმოვიდგენთ, რომ ვართ ჩიტები. მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით: ფრინველად დაბადება რა ადვილია, და როცა ჩვენსკენ, ღამე ვაგონებს ბრმად დააგორებს, ცისკენ გავუშვებთ ცოდვილ სულთა ესკადრილიას.
........................................
და ღამით როცა თვით ჰარლემს ხრავენ ჰელოფიტები, ჩვენ ვართ ჩრდილები და ჩვენ ვართ ხმები, ამ ჭაობიდან აფრენილი ერთხმად ჩიტების.
მცირე "რემიქსი" პატივისცემით ისე ჭაობობს ახლა ჰარლემი, რომ შიგ ვარდება მზე და იხრჩობა; უცნაურია: ჰელოფიტების ძირავს მკლავები და ღამეც დგება ასე იოლად...

მცირე "რემიქსი" პატივისცემით
26. ძაან კარგია. ძაან კარგია.
25. ჰოიი, ღმერთოფალო, გარქვი შენ ვითარმედ: დიდებულ არს ლექსი ესე!
ისე, რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები, ხალხი დედამიწის ალტერნატიული პლანეტის ძებნაში არის გართული და ჩვენ კიდე იმაზე ვკამათობთ, არის თუ არა ვერლიბრი ლექსი:)):)):))
ჰოიი, ღმერთოფალო, გარქვი შენ ვითარმედ: დიდებულ არს ლექსი ესე!
ისე, რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები, ხალხი დედამიწის ალტერნატიული პლანეტის ძებნაში არის გართული და ჩვენ კიდე იმაზე ვკამათობთ, არის თუ არა ვერლიბრი ლექსი:)):)):))
24. საოცარი ენერგეტიკის მქონე ლექსია, ორიგინალური სახეებით, რაციოს ზომიერი გარნირით და განსხვავებული ხედვით... საოცარი ენერგეტიკის მქონე ლექსია, ორიგინალური სახეებით, რაციოს ზომიერი გარნირით და განსხვავებული ხედვით...
23. მეცც.. დამპირდნენ გაგაცნობო. : )
მომწონს ეს პოეზია მეცც.. დამპირდნენ გაგაცნობო. : )
მომწონს ეს პოეზია
22. უჩემოდ არ გაბედო მედეე... :))
უჩემოდ არ გაბედო მედეე... :))
21. ანის პირადად გაცნობა მინდა ძალიან.. :) :* ანის პირადად გაცნობა მინდა ძალიან.. :) :*
20. აუუუ, შენ იცი როგორ მიყვარს ეს ლექსი.. ძალიან მაგარი ლექსია ეს,, და ჩემი ქალი პოეტი ხარ შენ.. <3<3
წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ, მაშინ როდესაც თაღებს კრავენ ცაზე ნისლები..
:********* აუუუ, შენ იცი როგორ მიყვარს ეს ლექსი.. ძალიან მაგარი ლექსია ეს,, და ჩემი ქალი პოეტი ხარ შენ.. <3<3
წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ, მაშინ როდესაც თაღებს კრავენ ცაზე ნისლები..
:*********
19. ძალიან კარგია, მაგრამ პოეზიის ჭრილში ვერ განვიხილავ. ვერლიბრებმა პოეზიის შეგრძნება დაგვაკარგინა. უდავოდ ვაღიარებ შენს ნაშრომს, მაგრამ პოეზიაში არა. ძალიან კარგია, მაგრამ პოეზიის ჭრილში ვერ განვიხილავ. ვერლიბრებმა პოეზიის შეგრძნება დაგვაკარგინა. უდავოდ ვაღიარებ შენს ნაშრომს, მაგრამ პოეზიაში არა.
18. უძლიერესია. უძლიერესია.
17. ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს, კუნაპეტი ღამის ტბორიდან და წარმოვიდგენთ რომ ვართ ჩიტები. მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია, და როცა ჩვენსკენ დააგორებს ღამე ვაგონებს ცისკენ გავუშვებთ,- ცოდვილ სულთა ესკადრილიას. ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს, კუნაპეტი ღამის ტბორიდან და წარმოვიდგენთ რომ ვართ ჩიტები. მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია, და როცა ჩვენსკენ დააგორებს ღამე ვაგონებს ცისკენ გავუშვებთ,- ცოდვილ სულთა ესკადრილიას.
16. "წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ, მაშინ როდესაც თაღებს კრავენ ცაზე ნისლები." - ძალიან მომეწონა +5
"წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ, მაშინ როდესაც თაღებს კრავენ ცაზე ნისლები." - ძალიან მომეწონა +5
15. ავტორი: ანი მატისი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ანი მატისი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
14. ძალიან კარგია. 5. ძალიან კარგია. 5.
13. კარგი ავტორი...:-* უკეთესებიც მაქვს აქ წაკითხული...:-* კარგი ავტორი...:-* უკეთესებიც მაქვს აქ წაკითხული...:-*
12. "ღამის ორგაზმით ჩავუტეხავთ მდიდრებს, მშვიდ სიზმრებს და სახურავზე შედედებულ ნისლში ჩავწვებით,"
ამან გაასწორა...
მანამდე ამან........
"აქირავები ოთახების სახურავებზე მოვუსმინოთ ჩვენ მშიერ კუჭთა სიმფონიას, მაშინ როცა ჯაზით ივსებენ მდიდრები ფილტვებს. და ჯანდაბამდე გზა ჰქონია თვით ელინგტონსაც...."
მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან მაგრად გაასწორა ამ წერილმა....
გაასწორა ფარდობითია...ამიტომ ...... ძალიან მაგრად... :)
ბონდიიი.....მატის...
"ღამის ორგაზმით ჩავუტეხავთ მდიდრებს, მშვიდ სიზმრებს და სახურავზე შედედებულ ნისლში ჩავწვებით,"
ამან გაასწორა...
მანამდე ამან........
"აქირავები ოთახების სახურავებზე მოვუსმინოთ ჩვენ მშიერ კუჭთა სიმფონიას, მაშინ როცა ჯაზით ივსებენ მდიდრები ფილტვებს. და ჯანდაბამდე გზა ჰქონია თვით ელინგტონსაც...."
მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან მაგრად გაასწორა ამ წერილმა....
გაასწორა ფარდობითია...ამიტომ ...... ძალიან მაგრად... :)
ბონდიიი.....მატის...
11. ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს, კუნაპეტი ღამის ტბორიდან და წარმოვიდგენთ რომ ვართ ჩიტები. მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია... +5 ძალიან ძლიერი ლექსი! ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს, კუნაპეტი ღამის ტბორიდან და წარმოვიდგენთ რომ ვართ ჩიტები. მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია... +5 ძალიან ძლიერი ლექსი!
10. რამდენი ძალიან მაგარი ადგილი შემხვდა. მომეწონა ძალიან.
+ 5 რამდენი ძალიან მაგარი ადგილი შემხვდა. მომეწონა ძალიან.
+ 5
9. ბრწყინვალე ლექსია და არაჩვეულებრივი ავტორი:-* ბრავო,ანი! ბრწყინვალე ლექსია და არაჩვეულებრივი ავტორი:-* ბრავო,ანი!
7. აი,ესაა ძალიან მაგარი ლექსი ჩემთის.
ყველა შეგრძნებით. ყველა საზომით. კადრები. ბგერები. ვხედავ და მესმის.
მაგარ! :* აი,ესაა ძალიან მაგარი ლექსი ჩემთის.
ყველა შეგრძნებით. ყველა საზომით. კადრები. ბგერები. ვხედავ და მესმის.
მაგარ! :*
6. ბრწყინვალეა! გაგლიჯა რაციონალიზმიც და ლოგოცენტრიზმიც. ბრწყინვალეა! გაგლიჯა რაციონალიზმიც და ლოგოცენტრიზმიც.
5. "და როცა ღამე ჩაისუნთქავს, ჩვენს შავ ანფასებს"
ეს კარგი ლექსია .. ძალიან კარგი.. "და როცა ღამე ჩაისუნთქავს, ჩვენს შავ ანფასებს"
ეს კარგი ლექსია .. ძალიან კარგი..
4. მახსოვს ეს ლექსი, ანუშკი და ძალიან მომწონს! [♥] 5! მახსოვს ეს ლექსი, ანუშკი და ძალიან მომწონს! [♥] 5!
3. ეს ერთეთი მათთაგანია, რომელიც დამამახსოვრდა. ძალიან მაგარი! ეს ერთეთი მათთაგანია, რომელიც დამამახსოვრდა. ძალიან მაგარი!
2. ფინალმა გაასწორა. ისე თითქოს დავიღალე :| ფინალმა გაასწორა. ისე თითქოს დავიღალე :|
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|