ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენჟამენი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2012


ისევ ვარსკვლავი.

მაინც მიდიხარ,აღარც გაკავებ,
თვალზე ცრემლი მაქვს,გულში კი დარდი.
ჩურჩულით ბევრჯერ კიდევ ვიზმანებ,
გთხოვ ჩემთან მოდი-კვლავ შემიყვარდი.
      მალე აგვისტოს ხვატი ჩაივლის,
      ყვითლად შემოვა კვლავ შემოდგომა.
      ქარი ხმელ ფოთლებს დაატრიალებს...
      თოვლშიც მომიწევს შენს კართან დგომა.
ზამთრის სუსხში კი ლამაზ ნახატებს,
მოაჩუქურთმებს ყინვა მინაზე...
ჩემზე ნუ ფიქრობ-არ შემცივდება,
ეშხი გამათბობს შენი,სინაზეც.
        შობის ღამესაც ერთად შევხვდებით,
        შენ- თბილ ოთახში,მე კიდევ გარეთ,
        ყოველთვის ტკბილად მოგიხსენიებ,
        მერე რა,თუკი გიგონებ მწარედ.
შემდეგ რიჟრაჟზე,როგორც ყოველთვის,
შენზე დარდი და შენით ხარება,
ჰოდა ვარსკვლავიც თბილი კიაფით,
ერთხელაც ისევ მომესალმება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები