 | ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: პოეზია 7 იანვარი, 2013 |
ა-ლისფერი მინდვრები,ცაზე ღრუბლის მანდილი, ლ-ოცავ ღმერთო სამყაროს,ამ ცოდვების საუფლოს, ი-რევიან გრძნობები,ახლა შობის ღამეა, ლ-ურჯი ღამე უფალო! უნდა გაგესაუბრო.. უ-ნდა..მაგრამ შენამდე უსასრულოდ შორია, ლ-ახტს ვთამაშობ ბედთან და აგერ ჩემი ლატანიც, ი-რყევიან დღეები,იშლებიან გორები, ა-ღარ მინდა ამდენი ტკივილების ატანა.
ღ-ვინისფერი ზეციდან,მოსწყდა ბედის ვარსკვლავი, მ-რავალთა და ის ერთი შობის ღამეს აენთო, ე-ძინებათ ჯალათებს,ცა წვიმებით ლავირებს, რ-თავს დრო თავის წამზომს და ამ სამყაროს თონეში, თ-ითქოს ცხვება ეპოქა,მზისებრ ბრწყინავს საუფლო, ო-ქროსფერი დღე მოდის,შენ ჭეშმარიტს საუბრობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მრავალს დაესწარით...:) მრავალს დაესწარით...:)
4. ვაჰ კვავზი ... როგორ გამახარა შენმა ხილვამ
მრავალს ...უფლის წყალობა არ მოგშლოდეს ვაჰ კვავზი ... როგორ გამახარა შენმა ხილვამ
მრავალს ...უფლის წყალობა არ მოგშლოდეს
3. აქაც შობას გილოცავ ჩემო მეგობარო კვაზი! მრავალს დაგასწროს ღმერთმა! :)
ძალიან კარგია ლექსი, ძალიან მომეწონა. :) მე ასე არ შემიძლია.
"ღ-ვინისფერი ზეციდან,მოსწყდა ბედის ვარსკვლავი, მ-რავალთა და ის ერთი შობის ღამეს აენთო, ე-ძინებათ ჯალათებს,ცა წვიმებით ლავირებს, რ-თავს დრო თავის წამზომს და ამ სამყაროს თონეში, თ-ითქოს ცხვება ეპოქა,"
ძალიან კარგია და ვებრი რამაა კიდევ კარგი. :)
5 ტენდისგან. :) აქაც შობას გილოცავ ჩემო მეგობარო კვაზი! მრავალს დაგასწროს ღმერთმა! :)
ძალიან კარგია ლექსი, ძალიან მომეწონა. :) მე ასე არ შემიძლია.
"ღ-ვინისფერი ზეციდან,მოსწყდა ბედის ვარსკვლავი, მ-რავალთა და ის ერთი შობის ღამეს აენთო, ე-ძინებათ ჯალათებს,ცა წვიმებით ლავირებს, რ-თავს დრო თავის წამზომს და ამ სამყაროს თონეში, თ-ითქოს ცხვება ეპოქა,"
ძალიან კარგია და ვებრი რამაა კიდევ კარგი. :)
5 ტენდისგან. :)
2. შეგეწიოთ უფალი ! ++ შეგეწიოთ უფალი ! ++
1. შობას გილოცავთ ყველას! უფალს ებარებოდეთ... შობას გილოცავთ ყველას! უფალს ებარებოდეთ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|