„თუ შეგიძლია ჰორიზონტს შეეხო, ე.ი შენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა“
- ელის ღმერთი გინახავს როდესმე? - არასდროს დიუკ, რატომ მეკითხები? - იცი, გუშინ როცა ვესტ 130-ე ქუჩაზე დავხეტიალობდი, შავების საერთო საცხოვრებლების წინ შეთხვევით სამი ტიპის საუბარს მოვკარი ყური... - რაო მერე, რას ამბობდნენ, - არც შეუხედავს ისე კითხა ელისმა და გაყინული ხელები დაიორთქლა. - რას და ჰარლემში ღმერთიც კი შავკანიანია და 302-ე ქუჩაზე ცხოვრობსო... - რა სისულელა დიუკ, რამდენი ხანია ამ დაწყევლილ ჰარლემში დავეხეტებით , ისტიდან-ჰუდსონამდე ყველა უბანი, ქუჩა და ადგილი მოვიარეთ, შენც მშვენივრად იცი, რომ 302-ე ქუჩა ჰარლემში არ არსებობს. - ჰო მაგრამ, ელის... - არანაირი მაგრამ, დიუკ. შევცდი როცა დაგიჯერე და აქ წამოგყევი,დაზამთრებამდე დავრჩეთო ამბობდი, ახლა კი აქედან ვეღარც კი გაგვიღწევია, მდინარეც გაყინულია, ვერც ისტის ორთქმავალს გავყვებით, მშივრები დავეხეტებით ამ ყინვაში, შენ კიდე რაღაც სისულელეებზე მელაპარაკები. არც 302-ე ქუჩა არსებობს ამ დაწყევლილ ჰარლემში და,- ელისმა პალტოს ჯიბიდან გამხმარი პურის ნაფხვენები ამოიღო, ხელის გულზე დაიყარა, დიუკს დამცინავად გახედა და დააყოლა,- როგორც ხედავ, არც ღმერთი. - ელის... - ახლა რაღა გინდა დიუკ - ადამიანი რომ იქცეს ღმერთად?იცი, ამ ბოლო დროს საკუთარ თავს რომ ვაკვირდები, ვამჩნევ რომ კანის ფერი მიმუქდება, არ დამცინო რა ელის... - რა გინდა თქვა მაგით რომ ღმერთი ხარ?!-ელისმა გადაიხარხარა, თავი უკან გადასწია, ხელები გაშალა თითქოს გაფრენას აპირებსო, რამდენიმე ნაბიჯი ხტუნვით გადადგა წინ და დიუკს პირდაპირ ცხვირწინ დაუდგა,-წარმოვიდგინე ტვიდის დაძონძილ პალტოში და ლანჩამძვრალ ფეხსაცმელებში გამოწყობილი შავკანიანი ღმერთი, უფრო სწორად ჯერ კიდევ თეთრკანიანი, მაგრამ შავკანიანად გადაქცევის პერსპექტივით, როგორ დამყვება დილიდან დაღამებამდე ქუჩაში და სისულელეებზე მელაპარაკება,-სიცილს ვერ იკავებდა ელისი. - აბა რატომ მიმუქდება კანი ამ შუა ზამთარში. - ბოლოს როდის იბანავე, თუ გახსოვს?! დიუკმა თავი მხრებში ჩარგო, მოიბუზა, გაყინული ხელები პალტოს გარღვეულ ჯიბეებში მომუჭა და წინ დაგდებულ ქვას კრა ფეხი. - სხვა გზა მაინც არ გვაქვს ელის, მთელი დღე უიმედოდ დავეხეტებით ლუკმის საშოვნად, მოდი ერთხელაც დამიჯერე, მოვძებნოთ 302-ე ქუჩა იქნებ მართლაც არსებობს, თუ ვიპოვეთ მაშინ ღმერთასაც ვნახავთ და... - და რა მერე დიუკ,-შეაწყვეტინა ელისმა და პასუხის მოლოდინში მიაშტერდა. - რა და შენს ხელს ვთხოვ ელის, ასე მგონია თუ ღმერთი არსებობს ის ერთადერთია ვისაც შემიძლია შენი ხელი ვთხოვო. - რა რომანტიული ხარ დიუკ, შენნაირ სულელს ცოლად არასდროს გავყვები. - წარმოიდგინე ელის, მე და შენ ჰუდსონისპირა მაღლობზე ვცხოვრობთ, მდიდარი ფერმერები ვართ, საღამოობით ხელჩაკიდებულები ვსეირნობთ ლენოქსის ავენიუზე, შენ მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი, თავაწეული მომყვები გვერდით,-დუკმა ნაბიჯი შეანელა, თავი უკან გადახარა და თვალები დახუჭა,- ხო, მეც მდიდრულად ვარ გამოწყობილი, მაგრამ შენ რათქმაუნდა ჩემზე უკეთ გამოიყურები,-ელისმა ხმამაღლა გაიცინა, მაგრამ ეს უფრო ნაძალადევი სიცილი იყო, ვიდრე ბუნებრივი,-შაბათობით სავოის წვეულებათა დარბაზში სვინგის ცეკვებისთვის მივდივართ, შენ ცეკვავ ხოლმე, მე შორიდან ამაყად გადევნებ თვალს,-ელისმა თვალები დახუჭა, დიუკს ხელკავი გაუკეთა და მხარზე ჩამოადო თავი. - მცივა, შიმშილსაც ვეღარ ვუძლებ, თან ძალიან დავიღალე დიუკ, აღარც ფეხები მემორჩილება,-ელისმა თავის პირდაღებულ ფეხსაცმელს დახედა და შიგნით გაყინული ფეხისთითები აათამაშა. - ცოტა, სულ ცოტაც მოითმინე ელის, დამიჯერე მალე ვიპოვით და... - აღარ შემიძლია დიუკ,-ელისმა დიუკის სიცივისგან გალურჯებული სახე, თავის გაყინულ ხელებში მოიქცია,-აღარ შემიძლია, გესმის? თან უკვე დაღამდა, სადმე ჩამოვსხდეთ, ეს ღამეც გადავაგოროთ და რადგან შენსას არ იშლი, ხვალ, გათენებისთანავე გავაგრძელოთ ძებნა... იქვე, მოყინულ ბორდიურზე ჩამოსხდნენ. ელისი მხრებში მოიბუზა, თავი მხარზე ჩამოადო დიუკს და ჩურჩულით უთხრა: - მგონი ვიყინები დიუკ... - ყველაფერი კარგად იქნება, ელის,-ჩურჩულითვე უპასუხა დიუკმა და თვალები დახუჭა.
* * *
- დიუკ, რა სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ... - მეც ვერაფერს ვხედავ, ელის... - სად ხარ, ხელი მომიკიდე, მეშინია, დიუკ დიუკმა ხმით მიაგნო და ხელი მაგრად ჩასჭიდა. - იქით წავიდეთ, მგონი რაღაც ანათებს... - თან რა სიჩუმეა, შენი სუნთქვის ხმაც კი არ მესმის,-ჩაიჩურჩულა ელისმა. - არც მე მესმის შენი... ხელჩაკიდებულებმა სიბნელეში გზა გაიკვლიეს და შუქამდე მივიდნენ. განათებული აბრა ეკიდა, წარწერით „302-ე“. აბრის გვერდით ტვიდის დაძონძილ პალტოში და ლანჩამძვრალ ფეხსაცმელებში გამოწყობილი შავკანიანი კაცი იდგა და იღიმოდა. ელისმა ორივე ხელი მკერდის მარცხენა მხარეს, გულთან მიიტანა და 2 წუთი გაშეშებული იდგა. - გული არ მიცემს დიუკ,-შეშინებულმა წაიჩურჩულა, თან თვალს არ აშორებდა გაღიმებულ, შავკანიან მამაკაცს. დიუკმაც ორივე ხელი გულთან მიიტანა და გაღიმებული სახით ელისს გახედა - სამაგიეროდ ღმერთი ვიპოვეთ ელის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. კარგი გოგო ხარ, ავტორ-ანი შენ! კარგი გოგო ხარ, ავტორ-ანი შენ!
23. არც მთლად ორიგინალური ფაბულაა, მაგრამ თხრობის სტილი მიმზიდველია ფრიად. არც მთლად ორიგინალური ფაბულაა, მაგრამ თხრობის სტილი მიმზიდველია ფრიად.
22. ძალიან კარგიაა ძალიან კარგიაა
20. არაფერი არ დამკლებია, შეიძლება მხატვრულიხ ერხების ნაკლებობა იყოს, მაგრამ ასე მგონია, რომ ასეთ ნაწერს ეგ სულ არ სჭირდება და ტყუილად გადაპრანჭავს. აქ იშვიათად რომ პროზა მომეწონოს. ეს ნაწერი მომეწონა, უბრალოა და თAნ უფრო მაგარი, ვიდრე უაზროდ გრძელი ვითომ მხატვრული აღწერებით დატვირთული ნაწერები, ანდა ისინი, მომგებიანი ტექსტი რომ აქვთ და ემოციებზე რომ თამაშობენ ( დედა-შვილის განშორება, ან ომიშ თემა, ან რამე მსგავსი) აქ, ემოციით მინუსების მიჩქმალვის მცდელობა სულაც არ არის. მშვენიერია, შენს ნაწერებს კიდევ წავიკითხავ ხოლმე. არაფერი არ დამკლებია, შეიძლება მხატვრულიხ ერხების ნაკლებობა იყოს, მაგრამ ასე მგონია, რომ ასეთ ნაწერს ეგ სულ არ სჭირდება და ტყუილად გადაპრანჭავს. აქ იშვიათად რომ პროზა მომეწონოს. ეს ნაწერი მომეწონა, უბრალოა და თAნ უფრო მაგარი, ვიდრე უაზროდ გრძელი ვითომ მხატვრული აღწერებით დატვირთული ნაწერები, ანდა ისინი, მომგებიანი ტექსტი რომ აქვთ და ემოციებზე რომ თამაშობენ ( დედა-შვილის განშორება, ან ომიშ თემა, ან რამე მსგავსი) აქ, ემოციით მინუსების მიჩქმალვის მცდელობა სულაც არ არის. მშვენიერია, შენს ნაწერებს კიდევ წავიკითხავ ხოლმე.
19. მოკითხვები ბევრი.. მე რაღაც დამაკლდა თხრობაში.. კიდევ მოკიტხვეი ბევრიი.. მოკითხვები ბევრი.. მე რაღაც დამაკლდა თხრობაში.. კიდევ მოკიტხვეი ბევრიი..
18. +5
მოკლემეტრაჟიანი ფილმია! +5
მოკლემეტრაჟიანი ფილმია!
17. საოცრად ზუსტად არის მოტანილი ელისის და დიუკის ურთიერთობა. დავინახე ყოველივე ის, რაც იყო ამ ბოლო დღემდე, ლოგიკურია მათი ერთად ,,გასვლა,,. ჰგავს ერთი ჩემი ნაცნობის ცხოვრებას... საოცრად ზუსტად არის მოტანილი ელისის და დიუკის ურთიერთობა. დავინახე ყოველივე ის, რაც იყო ამ ბოლო დღემდე, ლოგიკურია მათი ერთად ,,გასვლა,,. ჰგავს ერთი ჩემი ნაცნობის ცხოვრებას...
16. +5. ძალიან კარგია. +5. ძალიან კარგია.
15. ხელწერა ზე ინდივიდუალური...
სიტუაციის აღწერა მიმზიდველი და ჩამთრევი.. (რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია)
და თემა....... ღმერთი, ურთიერთობა, რეალობა, ფანტაზია, ქუჩები და ა.შ.
+5 ხელწერა ზე ინდივიდუალური...
სიტუაციის აღწერა მიმზიდველი და ჩამთრევი.. (რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია)
და თემა....... ღმერთი, ურთიერთობა, რეალობა, ფანტაზია, ქუჩები და ა.შ.
+5
13. რა ვქნა, მიყვარს შენი ტექსტები.
ძალიან მომწონს.
ხომ იცი, ობიექტური ვარ ყოველთვის, როცა საქმე ორ წმინდათაწმინდა რამეს, _ ლიტერატურას და კინოს ეხება:))
ანიეს ვარდა ხარ ჩემს თვალში:*
პატივისცემით კრისტიან მუნჯუ რა ვქნა, მიყვარს შენი ტექსტები.
ძალიან მომწონს.
ხომ იცი, ობიექტური ვარ ყოველთვის, როცა საქმე ორ წმინდათაწმინდა რამეს, _ ლიტერატურას და კინოს ეხება:))
ანიეს ვარდა ხარ ჩემს თვალში:*
პატივისცემით კრისტიან მუნჯუ
12. თხრობის სტილი-მეტად საინტერესო, სიუჟეტი-......../ვერაფერი განსაკუთრებული/....,
წარმატებები თხრობის სტილი-მეტად საინტერესო, სიუჟეტი-......../ვერაფერი განსაკუთრებული/....,
წარმატებები
11. რომანტიული არა, რომანტიკული.
უჰ, მაგარია :) არაჩვეულებრივი :* რომანტიული არა, რომანტიკული.
უჰ, მაგარია :) არაჩვეულებრივი :*
10. ძალიან კარგი და აზრიანი, მდიდარი ფანტაზიის უნარი. ძალიან კარგი და აზრიანი, მდიდარი ფანტაზიის უნარი.
9. =) როგორი კარგი ხარ. მეტიც =) =) როგორი კარგი ხარ. მეტიც =)
7. თოლიასავით მეც დამრჩა განცდა რომ ეს უკვე იყო...:) ძალიან კარგია...5 მიყვარს ეს ნიჭიერი ავტორი...:-* ვისურვებდი ამ მოთხრობას გასატყავებლად ფორუმზე...:) თუ ავტორის სურვილიცაა რათქმაუნდა...:) თოლიასავით მეც დამრჩა განცდა რომ ეს უკვე იყო...:) ძალიან კარგია...5 მიყვარს ეს ნიჭიერი ავტორი...:-* ვისურვებდი ამ მოთხრობას გასატყავებლად ფორუმზე...:) თუ ავტორის სურვილიცაა რათქმაუნდა...:)
6. ასე ადვილი რომ იყოს ღმერთის პოვნა...:) ასე ადვილი რომ იყოს ღმერთის პოვნა...:)
5. მიყვარხართ დიუკ და ელის! სრულყოფილი მოთხრობაა! კაი შედეგი გამოუღია სამზარეულოს მაგიდაზე დაწერილ საშინაო დავალებებს! :) არც ერთი შენიშვნა! 10+ მიყვარხართ დიუკ და ელის! სრულყოფილი მოთხრობაა! კაი შედეგი გამოუღია სამზარეულოს მაგიდაზე დაწერილ საშინაო დავალებებს! :) არც ერთი შენიშვნა! 10+
4. ჩემი გიჟი ხარ შენ...
კვატინსკი.. :*** ჩემი გიჟი ხარ შენ...
კვატინსკი.. :***
2. ჰო იპოვეს... დროულად? მეც ფილმივით წარმომიდგა ბოლო კადრი, მორგან ფრიმენს მაგრად მოუხდებოდა "გაღიმებულ, შავკანიან მამაკაცის" როლი :)))
მახსოვს ეს-დიდი მოთხრობა უნდა დაწერილიყო წესით... მე ასე მეგონა. +2 ჰო იპოვეს... დროულად? მეც ფილმივით წარმომიდგა ბოლო კადრი, მორგან ფრიმენს მაგრად მოუხდებოდა "გაღიმებულ, შავკანიან მამაკაცის" როლი :)))
მახსოვს ეს-დიდი მოთხრობა უნდა დაწერილიყო წესით... მე ასე მეგონა. +2
1. შეიძლებოდა ეს სადმე წამეკითხა? თუ რომელიღაც ფილმს მაგონებს... მოკლედ,ძალიან მომეწონა!
ღმერთი იპოვეს... შეიძლებოდა ეს სადმე წამეკითხა? თუ რომელიღაც ფილმს მაგონებს... მოკლედ,ძალიან მომეწონა!
ღმერთი იპოვეს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|