ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარეტი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2013


(პასუხის პასუხი)

ექსპრომტი მეგობართან მიმოწერის შემდეგ
.......


ისე მარტო ხარ , უპატრონოდ
შენი ლანდიც კი სხვას დაჰყვება...
მაგრამ ნამდვილი მარტოობა კიდევ სხვა არის.
წარმოიდგინე ყოველ დილით ჩაის იდუღებ
და სავსე ჭიქას მანამ ურევ ფოლადის კოვზით
სანამ მორევით არ დააშრობ ან ჭიქის კედლებს
არ დაბზარავ შენივე მზერით...
მაგრამ არავინ არ გეძახის: "ჩაი გაცივდა და
მორჩე "რაკუნს"!

მარტოობა როცა დილით სარკესთან დგები
და შენს წინ მდგარ ჩრდილს სახეს მობან...
თმას გადავარცხნი... წარბებს აუწევ...
კითხულობ ვინ ხარ?! და სანამ პასუხს მიიღებდე
გრძნობ რომ გიჟდები...
თვალებს ხუჭავ და ბოლო ხმაზე
იწყებ სიმღერას...

მარტოობაა ალბათ როცა დილით იღვიძებ
და სიზმრის გმირებს საღამომდე ესაუბრები...
ხან გაცინებენ, ხანაც ხდება ცრელმს მოგგვრიან,
სიზმრის სევდაზე ძვირფასი რა გაქვს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები