Your browser does not support the audio element.
( ჯ.გ ბაირონმა ქართველი გოგონა გამოიხსნა მონათა ბაზარზე) (თირზა - სიმბოლოდ საქართველოსი, ბაირონი - თავისუფლებისა) დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან. ვეღარ ვუკერავ პეპლებს კაბას, წითელს და მზისფერს, ვარდობის თვეში, დავიბადე, მერე მოვკვდი და კვლავ, განვმეორდი ... დედამიწა სისხლით მაკეა. გზად, ლეკვებივით დაჰყრის გვამებს, ასე, მესამედს. ვეფხის ზოლივით გაწოლილი პანტიკაპეა დიდი ხანია, აღარ სერავს, ზღვისკენ ჩემს სავლელს. მიყვარხართ , მილორდ! (ჩვენებურად, უფრო ბატონო.) ქალღმერთიც ვიყავ, ხან,მეძავი და ხანაც, ჩარჩი. არ მიმატოვო, ამ კუნძულზე, არ მიმატოვო, იქნებ დავბრუნდეთ, იქნებ,ერთხელ კიდეც, გადავრჩეთ! შორით, მარმაში შვენის პიტიუნტს, რიფებს მტევნებზე უსვენიათ დიოსკურია, მარჯნის სამანით... კლდე-კლდე, ნაოჭებს რომ ჩამოხოკავ, მაშინ, ვიცი, გულს ამოიგლეჯ და ხახაბოსთან დაისამარებ. ქარიშხალივით შემომეჭერი... ხან, გველთან ვმრუშობ, ხან დუმილთან... არ მიმატოვო. რა ბედენაა, გამაბახებს, ვინმე, ფლეთჩერი, თუ, საყლაპავში გადამისვრის ალიგატორი. მიყვარდით, მილორდ, სიყვარული არ მეპატია. ..რიბი-რაბოა ნისლიანი ამბიონიდან... ეს, ახლა, მე ვარ, ნაცრისფერი ეპიტაფია, ამ ბნელს კუნძულზე წვიმა მოვიდა, არ მიმატოვო! ................................... დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან.
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
38. ვგიჟდები ამ ლექსზე და ავტორზე <3 მარიამ თორია. 2015-09-13 14:04:17 მადლობა მარი, მეც მიყვარხარ და მერწმუნე ვცდილობ გავახანგრძლივო ჩემს მიმართ შენი (ვფიქრობ, გადაჭარბებული, მაგრამ საამო)) დამოკიდებულება.:)))))))
ვგიჟდები ამ ლექსზე და ავტორზე <3 მარიამ თორია. 2015-09-13 14:04:17 მადლობა მარი, მეც მიყვარხარ და მერწმუნე ვცდილობ გავახანგრძლივო ჩემს მიმართ შენი (ვფიქრობ, გადაჭარბებული, მაგრამ საამო)) დამოკიდებულება.:))))))) 37. ვგიჟდები ამ ლექსზე და ავტორზე <3
ვგიჟდები ამ ლექსზე და ავტორზე <3 36. მომწონს ეს ლექსი ძალიან. აუდიო და ვიდეო ვერსიაც კარგია. +2
მომწონს ეს ლექსი ძალიან. აუდიო და ვიდეო ვერსიაც კარგია. +2 35. " ზოგადად არ მიყვარს ვერლიბრი, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მართლა გულწრფელად მომეწონა, კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე სხვა სამყარო. 2014-06-22 18:34:06" და სხვა სამყაროვ, მთლად ვერლიბრიც რომ არაა?!:)))))
" ზოგადად არ მიყვარს ვერლიბრი, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მართლა გულწრფელად მომეწონა, კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე სხვა სამყარო. 2014-06-22 18:34:06" და სხვა სამყაროვ, მთლად ვერლიბრიც რომ არაა?!:))))) 34. როგორ მომეწონა...
როგორ მომეწონა... 33. ზოგადად არ მიყვარს ვერლიბრი, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მართლა გულწრფელად მომეწონა, კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე
ზოგადად არ მიყვარს ვერლიბრი, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მართლა გულწრფელად მომეწონა, კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე 32. გმადლობთ, თანანა.მიხარია თქვენი აზრის მოსმენა, თუნდაც უარყოფითი იყოს.
გმადლობთ, თანანა.მიხარია თქვენი აზრის მოსმენა, თუნდაც უარყოფითი იყოს. 31. თირზას ისტორია ჯერ კიდევ პროფესორ ინესა მერაბიშვილის კვლევებიდან ვიცი, მართლაც ტრაგიკული და ამავე დროს, პოეტური ამბავია... ამ ისტორიის თქვენეული ვერსია ძალიან საინტერესოც არის და ორიგინალურიც, მომეწონა ასეთი ინტერპრეტაცია! ლექსიკაც ამ ამბის შესატყვისია, საერთოდ მომწონს თქვენი პოეზიის ენა!!! 5
თირზას ისტორია ჯერ კიდევ პროფესორ ინესა მერაბიშვილის კვლევებიდან ვიცი, მართლაც ტრაგიკული და ამავე დროს, პოეტური ამბავია... ამ ისტორიის თქვენეული ვერსია ძალიან საინტერესოც არის და ორიგინალურიც, მომეწონა ასეთი ინტერპრეტაცია! ლექსიკაც ამ ამბის შესატყვისია, საერთოდ მომწონს თქვენი პოეზიის ენა!!! 5 30. "დასახსნელია ახლაც თირზა. სიმბოლოებით გონივრულად და ნატიფად შექმნილი ლექსი. jonatan livingstoni. 2013-06-09 21:42:04" ჯონათან, გმადლობთ, რომ წაიკითხეთ ჩემი ჩანაფიქრი ამ ლექსიდან.
"დასახსნელია ახლაც თირზა. სიმბოლოებით გონივრულად და ნატიფად შექმნილი ლექსი. jonatan livingstoni. 2013-06-09 21:42:04" ჯონათან, გმადლობთ, რომ წაიკითხეთ ჩემი ჩანაფიქრი ამ ლექსიდან. 29. ++ ლექსიც და მოსმენაც სასიამოვნო იყო.
++ ლექსიც და მოსმენაც სასიამოვნო იყო. 28. დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან. ეს სიტყვები განსაკუთრებით მომეწონა ახლა.
დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან. ეს სიტყვები განსაკუთრებით მომეწონა ახლა. 27. ”26. წარმოუდგენელი სიყვარული მჭირს ამ ლექსის მიმართ...ჩემი სამაგიდო ლექსი <3 +5 გიორგი ჩაკვეტაძე.. 2014-01-03 22:49:10” მადლობა გიო.ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!
”26. წარმოუდგენელი სიყვარული მჭირს ამ ლექსის მიმართ...ჩემი სამაგიდო ლექსი <3 +5 გიორგი ჩაკვეტაძე.. 2014-01-03 22:49:10” მადლობა გიო.ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! 26. წარმოუდგენელი სიყვარული მჭირს ამ ლექსის მიმართ...ჩემი სამაგიდო ლექსი <3 +5
წარმოუდგენელი სიყვარული მჭირს ამ ლექსის მიმართ...ჩემი სამაგიდო ლექსი <3 +5 25. 24”. ლექსი ძალიან მომეწონა, ასევე ძალიან მომწონხარ და მოგიკითხე კეთილო, თბილო მზისო" მუხა. 2013-06-21 00:22:57” უღრმესი მადლობა მუხავ , ძვირფასო! ახლა შემოვედი ურაკზე ძლიიივს. და ახალა ვნახე თქვენი კომენტარი. გაიხარეთ, ბედნიერი წელი გქონდეთ,თავად კარგო და კეთილო,
24”. ლექსი ძალიან მომეწონა, ასევე ძალიან მომწონხარ და მოგიკითხე კეთილო, თბილო მზისო" მუხა. 2013-06-21 00:22:57” უღრმესი მადლობა მუხავ , ძვირფასო! ახლა შემოვედი ურაკზე ძლიიივს. და ახალა ვნახე თქვენი კომენტარი. გაიხარეთ, ბედნიერი წელი გქონდეთ,თავად კარგო და კეთილო, 24. ლექსი ძალიან მომეწონა, ასევე ძალიან მომწონხარ და მოგიკითხე კეთილო, თბილო მზისო"
ლექსი ძალიან მომეწონა, ასევე ძალიან მომწონხარ და მოგიკითხე კეთილო, თბილო მზისო" 23. უუუღრმესი მადლობა, ლექსის მოწონებისთვის. ამ ულამ,აზესი ხმით მ ა ი მ ა ს კ ო კითხულობს. ნუ დამაბრალებთ . მიაწვდინეთ მადლიერება ჩემგან, ვინმე კეთილმა ადამიანმა..
უუუღრმესი მადლობა, ლექსის მოწონებისთვის. ამ ულამ,აზესი ხმით მ ა ი მ ა ს კ ო კითხულობს. ნუ დამაბრალებთ . მიაწვდინეთ მადლიერება ჩემგან, ვინმე კეთილმა ადამიანმა.. 21. უსასრულოოო და უნაპირო მოწონებააა ..... ძალიან თბილი და ლამაზი ხმა გაქვთ ... წარმატებები
უსასრულოოო და უნაპირო მოწონებააა ..... ძალიან თბილი და ლამაზი ხმა გაქვთ ... წარმატებები 20. როგორ გამახსენა შენმა ხმამ ერთი ქალბატონი და ლექსის სტილმაც თითქოს... ძალიან ლამაზი იყო მომეწონა შეიძლება ითქვას მთელი დღე გეძებდით... დასასრული უჭირთ ხოლმე რასაც უყურებ და ამის დასასრული უჰჰ ულამაზესი იყო "დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან." დასაწყისში შემამზადა და ამანვე დამასრულა წარმატებები და 5+ დაუნანებლად
როგორ გამახსენა შენმა ხმამ ერთი ქალბატონი და ლექსის სტილმაც თითქოს... ძალიან ლამაზი იყო მომეწონა შეიძლება ითქვას მთელი დღე გეძებდით... დასასრული უჭირთ ხოლმე რასაც უყურებ და ამის დასასრული უჰჰ ულამაზესი იყო "დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემ შემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან." დასაწყისში შემამზადა და ამანვე დამასრულა წარმატებები და 5+ დაუნანებლად 19. ძალიან სევდიანია, ”ფიროსმანის სამოვარის” სურნელი აქვს ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი თამარი ბრძანებს. ვთანხმობ და მერე როგორ. ძალიან დიდი სამშვენისი დაჰკარგა საიტმა იმ დიდიებული ავტორების გაუჩინარებით. რა საოცარი ქალბატონი ხართ და რა სიყვარულის ტარება შეგიძლიათ!
ძალიან სევდიანია, ”ფიროსმანის სამოვარის” სურნელი აქვს ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი თამარი ბრძანებს. ვთანხმობ და მერე როგორ. ძალიან დიდი სამშვენისი დაჰკარგა საიტმა იმ დიდიებული ავტორების გაუჩინარებით. რა საოცარი ქალბატონი ხართ და რა სიყვარულის ტარება შეგიძლიათ! 18. ”მიყვარხართ , მილორდ! (ჩვენებურად, უფრო ბატონო.) ქალღმერთიც ვიყავ, ხან,მეძავი და ხანაც, ჩარჩი.” ამეკვიატა ეს ფრაზა. შენი პოეზიიდან ერთერთი გამორჩეულია. მოგეფერე ჩემო.
”მიყვარხართ , მილორდ! (ჩვენებურად, უფრო ბატონო.) ქალღმერთიც ვიყავ, ხან,მეძავი და ხანაც, ჩარჩი.” ამეკვიატა ეს ფრაზა. შენი პოეზიიდან ერთერთი გამორჩეულია. მოგეფერე ჩემო. 17. "შორით, მარმაში შვენის პიტიუნტს, რიფებს მტევნებზე უსვენიათ დიოსკურია," დასახსნელია ახლაც თირზა. სიმბოლოებით გონივრულად და ნატიფად შექმნილი ლექსი.
"შორით, მარმაში შვენის პიტიუნტს, რიფებს მტევნებზე უსვენიათ დიოსკურია," დასახსნელია ახლაც თირზა. სიმბოლოებით გონივრულად და ნატიფად შექმნილი ლექსი. 16. ”ვის არ უყვარდა ბაირონი, ქალები თავს იკლავდნენ მისი გულისთვის. კეროლაინ ლემის ამბავი რად ღირს მარტო.... ნეფერტარი. 2013-06-08 20:21:1” ჰოოო,ძვირფასო ნეფერტალი, მართალს ბრძანებთ.ლედი კაროლინა ლემი მოჰგავდა თირზას თურმე,
”ვის არ უყვარდა ბაირონი, ქალები თავს იკლავდნენ მისი გულისთვის. კეროლაინ ლემის ამბავი რად ღირს მარტო.... ნეფერტარი. 2013-06-08 20:21:1” ჰოოო,ძვირფასო ნეფერტალი, მართალს ბრძანებთ.ლედი კაროლინა ლემი მოჰგავდა თირზას თურმე, 15. აქვე მადლობას ვუხდი ზაზა ფირცხალაიშვილს ”ლექსების გამოფენისთვის”! დ ი დ ი მადლობა მშვენიერ მაიმასკოს , დიდებულ მკითხველს,ულამაზესი ხმის მქონეს.
აქვე მადლობას ვუხდი ზაზა ფირცხალაიშვილს ”ლექსების გამოფენისთვის”! დ ი დ ი მადლობა მშვენიერ მაიმასკოს , დიდებულ მკითხველს,ულამაზესი ხმის მქონეს. 12. მადლობა წაკითხვისათვის და ყურადღებისთვის ჩემო კარგებო. მადლობა პაატა , მეც მიყვარხარ და მეიმედები.
მადლობა წაკითხვისათვის და ყურადღებისთვის ჩემო კარგებო. მადლობა პაატა , მეც მიყვარხარ და მეიმედები. 11. კარგია.+2 პატივისცემით.
კარგია.+2 პატივისცემით. 10. ბრწყინვალეა +++
ბრწყინვალეა +++ 8. კარგი ლექსია...5
კარგი ლექსია...5 7. ძლიერი ლექსი .ძალიან!
ძლიერი ლექსი .ძალიან! 6. არაჩვეულებრივია!
არაჩვეულებრივია! 5. ვააა, როგორ ძალიან მიყვარხართ ქ-ნო მზისო, როგორ ძალიან! ბრწყინვალეა. ეს ლექსი უნდა ჩავწეროთ! საუკეთესო კლიპი დავუსვათ! იმსახურებს :-* :-* :-* ეხლა კი ეს ლექსი ჩემს დღიურში მიმაქვს და მივხედოთ როგორც საჭიროა :) როგორ მიხარიხართ, რომ ხართ!
ვააა, როგორ ძალიან მიყვარხართ ქ-ნო მზისო, როგორ ძალიან! ბრწყინვალეა. ეს ლექსი უნდა ჩავწეროთ! საუკეთესო კლიპი დავუსვათ! იმსახურებს :-* :-* :-* ეხლა კი ეს ლექსი ჩემს დღიურში მიმაქვს და მივხედოთ როგორც საჭიროა :) როგორ მიხარიხართ, რომ ხართ! 4. ძალიან მომეწონა! წაკითხულმა და მუსიკამ ფონად აღმააფრთოვანა! +5
ძალიან მომეწონა! წაკითხულმა და მუსიკამ ფონად აღმააფრთოვანა! +5 3. ძალიან კარგია. მომეწონა.
ძალიან კარგია. მომეწონა. 2. მართალია, ბრწყინვალეა. მოსმენა გადავწყვიტე, მერე შევწყვიტე. ჩემი გულისხმით წაკითხული მირჩევნია. 5. ვის არ უყვარდა ბაირონი, ქალები თავს იკლავდნენ მისი გულისთვის. კეროლაინ ლემის ამბავი რად ღირს მარტო....
მართალია, ბრწყინვალეა. მოსმენა გადავწყვიტე, მერე შევწყვიტე. ჩემი გულისხმით წაკითხული მირჩევნია. 5. ვის არ უყვარდა ბაირონი, ქალები თავს იკლავდნენ მისი გულისთვის. კეროლაინ ლემის ამბავი რად ღირს მარტო.... 1. მიყვარდით, მილორდ, სიყვარული არ მეპატია. ..რიბი-რაბოა ნისლიანი ამბიონიდან... ეს, ახლა, მე ვარ, ნაცრისფერი ეპიტაფია, ამ ბნელს კუნძულზე წვიმა მოვიდა, არ მიმატოვო! ბრწყინვალე ლექსი ბრწყინვალე შესრულებით 5+
მიყვარდით, მილორდ, სიყვარული არ მეპატია. ..რიბი-რაბოა ნისლიანი ამბიონიდან... ეს, ახლა, მე ვარ, ნაცრისფერი ეპიტაფია, ამ ბნელს კუნძულზე წვიმა მოვიდა, არ მიმატოვო! ბრწყინვალე ლექსი ბრწყინვალე შესრულებით 5+
მონაცემები არ არის