Inside a broken clock, splashing the wine with all the rain dogs
ლურჯ ღამეებში მოდის ძველი პალტოს აჩრდილი და რესტორნების იაფ დედოფლებს ხელებს უკოცნის. ჯდება კუთხეში, იღებს საათს და დროს აჩერებს, ბარმენ, საფერფლე! ბარმენ, რომი! ბარმენ, ბუკოვსკი!
გარეთ ანათებს ერთი აბრა – ისიც ბორდელის. შიგნით დაცურავს სიგარეტის ცისფერი ნისლი. სძინავთ რაინდებს, დაქცეული ვისკის ორდენის და ჩუმად ისმის :
ხვალ ვნახავთ ნაპირს სინგაპურის ანდა კალკუტის, სანამ ინათებს, სანამ დროა, წამო აქედან. ჩემი ძმაკაცი პორტსიგარის გამო გამგუდავს და მერე სადმე დანის წვერზე წამოაგებენ.
სისულელეა სიკვდილისგან ასე სირბილი, ყველა გზა როცა სიკვდილისთვის არის ხილვადი უნდა გადაჰყვე სადმე ტყვიას ანდა სიფილისს და ყველაფერი – მამლის პირველ შეძახილამდე
გარეთ წვიმაა, ახლა შენს თავს ვეღარ ენდობი. გარეთ წვიმაა, უკვე სახლში მიდის ორკესტრი. გარეთ წვიმაა და სასმელებს კეტავს რენდოლფი, შენ კი ფიქრობდი, ერთხელ მაინც კიდევ მოგესწრო.
მხოლოდ დილისთვის, მხოლოდ დილით ქუჩა გაჩნდება, ასეთ ღამეში მხოლოდ ღამეს თუკი წაყვები. ლურჯ ღამეებში მიდის ძველი პალტოს აჩრდილი და გზის ბოლომდე მიჰყვებიან წვიმის ძაღლები.
http://www.youtube.com/watch?v=IYFbXI58a7Y
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ზემეტად ნუ პროფესორობთ როცა არავინ გაგნებაში არ ხართ კაია და ვსო :))))) მე მომეწონა ზემეტად ნუ პროფესორობთ როცა არავინ გაგნებაში არ ხართ კაია და ვსო :))))) მე მომეწონა
19. კი, ყველაფერი, თავისი მუსიკით.
მე მომწონს კი, ყველაფერი, თავისი მუსიკით.
მე მომწონს
18. ლექსი მომეწონა, მე–13 კომენტარს აბსოლიტურად ვეთანხმები ლექსი მომეწონა, მე–13 კომენტარს აბსოლიტურად ვეთანხმები
17. მომეწონა. მარტოხელა ქარწაღებული კაცის ემოციებია შეზავებული ვისკისა და სიგარის სურნელით. მომეწონა. მარტოხელა ქარწაღებული კაცის ემოციებია შეზავებული ვისკისა და სიგარის სურნელით.
16. ლურჯ ღამეებში მოდის ძველი პალტოს აჩრდილი და რესტორნების იაფ დედოფლებს ხელებს უკოცნის. ჯდება კუთხეში, იღებს საათს და დროს აჩერებს, ბარმენ, საფერფლე! ბარმენ, რომი! ბარმენ, ბუკოვსკი!
ტომის Rain Dogs და დილის ჰარმონია ...
რაღა ყოჩაღ და მადლობა :)) ლურჯ ღამეებში მოდის ძველი პალტოს აჩრდილი და რესტორნების იაფ დედოფლებს ხელებს უკოცნის. ჯდება კუთხეში, იღებს საათს და დროს აჩერებს, ბარმენ, საფერფლე! ბარმენ, რომი! ბარმენ, ბუკოვსკი!
ტომის Rain Dogs და დილის ჰარმონია ...
რაღა ყოჩაღ და მადლობა :))
15. სტიქიავ რა უაზროდ მძვინვარებ))
ძალიან მაგარი ლექსია ეს!
სტიქიავ რა უაზროდ მძვინვარებ))
ძალიან მაგარი ლექსია ეს!
14. ლექსიც და ბმულიც 5! ლექსიც და ბმულიც 5!
13. ამ ლექსის წაკითხვისას კარგი პოეტისა და კრიტიკოსის სიტყვები გამახსენდა:) მარსიანი: ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს პოეზიის განვითარებად ლექსის პოეზიისაგან დაცლა, ყოფით წვრილმანებამდე დაქვეითება მიიჩნევა. მეტისმეტად მოხშირდა ლექსებში იმგვარი რეკვიზიტი, როგორიცაა: ყავა, ჩაი, ნამცხვარი, სარეცხის თოკები, პრეზერვატივები და ა. შ. მაგრამ ლექსიკის ამგვარ გაპროზაულებასაც რომ თავი დავანებოთ, წერის კულტურა დაქვეითდა სრულიად აშკარად. დღეს მეტ-ნაკლებად ცნობილი პოეტებიდან თითო-ოროლას თუ შეუძლია დიდოსტატურად წერა. ვერსიფიკაციის დაბალი დონე ვერლიბრის ფორმაში უფრო ადვილად აფარებს თავს, კონვენციური ლექსის დაწერის შემთხვევაში კი უმალ თავს იჩენს ავტორის გაუწაფაობა და დილეტანტობა. ამ ლექსის წაკითხვისას კარგი პოეტისა და კრიტიკოსის სიტყვები გამახსენდა:) მარსიანი: ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს პოეზიის განვითარებად ლექსის პოეზიისაგან დაცლა, ყოფით წვრილმანებამდე დაქვეითება მიიჩნევა. მეტისმეტად მოხშირდა ლექსებში იმგვარი რეკვიზიტი, როგორიცაა: ყავა, ჩაი, ნამცხვარი, სარეცხის თოკები, პრეზერვატივები და ა. შ. მაგრამ ლექსიკის ამგვარ გაპროზაულებასაც რომ თავი დავანებოთ, წერის კულტურა დაქვეითდა სრულიად აშკარად. დღეს მეტ-ნაკლებად ცნობილი პოეტებიდან თითო-ოროლას თუ შეუძლია დიდოსტატურად წერა. ვერსიფიკაციის დაბალი დონე ვერლიბრის ფორმაში უფრო ადვილად აფარებს თავს, კონვენციური ლექსის დაწერის შემთხვევაში კი უმალ თავს იჩენს ავტორის გაუწაფაობა და დილეტანტობა.
12. ავტორი: მინდია არაბული ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: მინდია არაბული ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11. +5 ძალიან კარგია +5 ძალიან კარგია
10. რატო არის აქ ესეთი ცოტა მკითხველი.. ? თან რა ლინკი ადევს.. :) საღოლ..
+5 რატო არის აქ ესეთი ცოტა მკითხველი.. ? თან რა ლინკი ადევს.. :) საღოლ..
+5
9. საღაოლ მაგარი ხარ. ჩემთვის შენ პოეტი ხარ +++ მაგარი ლექსიაა, საერთოდ რაც კი წავიკთხე ჯერჯერობით შენ ყველა ლექსი მომწონს :)) წარმატებები! საღაოლ მაგარი ხარ. ჩემთვის შენ პოეტი ხარ +++ მაგარი ლექსიაა, საერთოდ რაც კი წავიკთხე ჯერჯერობით შენ ყველა ლექსი მომწონს :)) წარმატებები!
8. მაგარია +2
წარმატებები მაგარია +2
წარმატებები
7. ტომ... პასუხი არ არის :)
ტომ... მომეწონა შენი წვიმის ძაღლები ტომ... პასუხი არ არის :)
ტომ... მომეწონა შენი წვიმის ძაღლები
6. კარგი ლექსია...555 ტიციანი გამახსენა მელოდიამ... კარგი ლექსია...555 ტიციანი გამახსენა მელოდიამ...
5. საინტერესოა... საინტერესოა...
4. მშვენივრად მოიტანა ავტორის განწყობა და ემოცია....5 მშვენივრად მოიტანა ავტორის განწყობა და ემოცია....5
3. სისულელეა სიკვდილისგან ასე სირბილი, ყველა გზა როცა სიკვდილისთვის არის ხილვადი.
++ სისულელეა სიკვდილისგან ასე სირბილი, ყველა გზა როცა სიკვდილისთვის არის ხილვადი.
++
2. დაქცეული ვისკის ორდენის რაინდები :)
გემოვნებიანი, როგორც ყოველთვის.
წვიმის ძაღლები- კარგი იყო. დაქცეული ვისკის ორდენის რაინდები :)
გემოვნებიანი, როგორც ყოველთვის.
წვიმის ძაღლები- კარგი იყო.
1. აუ როგორ მომეწონა! დავინახე ძველი პალტოს აჩრდილი და წვიმის შხაპუნიც გავიგონე!
პატივისცემით თამარ ამაშუკელი. აუ როგორ მომეწონა! დავინახე ძველი პალტოს აჩრდილი და წვიმის შხაპუნიც გავიგონე!
პატივისცემით თამარ ამაშუკელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|