 | ავტორი: ია-ია ჟანრი: პროზა 20 ნოემბერი, 2008 |
უკვე რამდენი წელია შენს მძიმე სუნთქვას შევეჩვიე...შეტევის დაწყებისაც არ მეშინია, ვიცი, რამოდენიმე ნემსი ვენაში და გამოხვალ... მაგრამ ეს დღეებია უჩვეულოდ ვფორიაქობ, არ მომწონხარ... ოთახში სიარულისას მზერას ვგრძნობ...გიყურებ... "ჩემო მფარველო ანგელოზო"-ო, ახლაც მესმის შენი ხმა... ხმის ტემბრი დაწეულია...სიტყვები გაწელილი... არა წაშველება ჭირდება...საავადმყოფოში გადავიყვან...ერთი კვირა წავუმკურნალებ და... _ მაამ! მივდივააარ! ხვალ დილით შენთან ვარ! მოგხედე...გაშლილი ხელისგული უსიტყვოდ გამომიშვირე, მერე მომუშტე და გულზე მჯიღად დაიტრიალე...თითქოს ჩემი სითბო და სიყვარული წაიღე...მკერდში ჩაისვი... ლაპარაკის ძალა არ გაქვს... კოცნა ჰაერში გამოგიგზავნე და სწრაფად დავეშვი კიბეზე... არ მინდა დაინახო როგორ ვტირივარ... შენ ჩემი წამალი ხარო, მეუბნებოდი... ვერ გიწამლე... მძიმე დილა გამითენდა...ერთ დროს ძლიერი ჩემი მამა თავისით ვეღარ დადის... არცერთ საავადმყოფოს არ უნდა მძიმე ავადმყოფის მიღება...ბოლოს ნაცნობობით "ჩაფიძის" რეანიმაციაში გაწვენ... რამ გაუქვავა ამ ხალხს გული?.. შენთან არ მიშვებენ...ექიმი კაბინეტში მიბარებს და ჩვეული აუღელვებელი ტონით მეუბნება: მძიმეა...ყველაფრისთვის მზად იყავითო... ვეხვეწები... მიშვებენ... ღმერთო, როგორი თვალებით მიყურებ...შფოთავ...შენს ლამაზ, ნატიფ თითებს ვეფერები...ხელები დამაგრებული გაქვს...ღამის სიჩუმეში საათივით ისმის წვეთოვანის ხმა...რაღაც გინდა მითხრა...ტუჩებს ამოძრავებ და უშინაარსო ბგერები პალატის სიცივეში იკარგება... ნეტა რისი თქმა გინდოდა? ალბათ იმის, შენი მფარველი ანგელოზი რომ ვარ და რომ ძალიან გიყვარვარ... და რომ ეს ყველაფერი შენთვის ზედმეტია, რომ შენი წამალი მე ვარ... ვიხრები და ყურში ჩუმად გეუბნები: _ მაამ!..მი-ყვარ-ხარ... ჩემი ცხელი ცრემლი შენს გაყინულ შუბლს ეცემა... _მამ, დაიძინე რააა...გაიღვიძებ და კარგად იქნები... ვგრძნობ როგორ ხვდები, რომ ვტყუივარ...რა ვქნა? ტყუილი არასდროს მეხერხებოდა... დამშვიდდი...ოდნავმა ღიმილმა გადაგკრა სახეზე... ნელა დახუჭე თვალები...ჩემი ხატება გაიყოლე... რა გულქვაა ეს ექთანი! გარეთ გამომისტუმრა. ვითომ ჩემზე უკეთ მოგხედავს, ან მოგეალერსება... ერთი მძიმე საათი გადის...წინ-უკან...წინ-უკან...ასეთი ხმაურიანი სიჩუმე არასდროს ყოფილა...კარი იღება...ექიმი მიბარებს...ცივი, უემოციო სახე...მზერა-ყინული...და მხოლოდ ერთი სიტყვა, უცბად, მოწყვეტით _ გარდაიცვალა!... გული ჩერდება...ტვინის ხვეულებს გამღვალი ფოლადი ავსებს...ყურში ზარები...ზარები...ზარები...აღარაფერი მესმის... მამა აღარაა... ჩახვეული კადრივით ხშირად ვხედავ როგორ მიშვერ ხელისგულს და მერე გულთან იტრიალებ...შენი უტყვად ნათქვამი "მიყვარხარ"...ეგეთი სიცხადით და სიძლიერით არასდროს მიგრძვნია შენი სიყვარული... მამ...მენატრები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
60. ეს რა წავიკითხე.. რამდენჯერმე დამაჟრიალა მთელს სხეულში და ბოლოს ცრემლიც წამოიღო. ღმერთო ჩემო. ეს რა წავიკითხე.. რამდენჯერმე დამაჟრიალა მთელს სხეულში და ბოლოს ცრემლიც წამოიღო. ღმერთო ჩემო.
59. ძალიან მაგარია, ამაცრემლა ძალიან მაგარია, ამაცრემლა
58. განცდები,გულიანად გადმოცემულია.ყოჩაღ. განცდები,გულიანად გადმოცემულია.ყოჩაღ.
57. გული ამიფორიაქე... ჩემს ქალიშვილთან "გარიგება" მაქვს დადებული, თუ ისე წავედი ამ ქვეყნიდან რომ იმ დროს ჩემს გვერდით არ იყო - პიანინოზე "ელიზა" უნდა დაუკრას.... ნეტავი შეძლებს? გული ამიფორიაქე... ჩემს ქალიშვილთან "გარიგება" მაქვს დადებული, თუ ისე წავედი ამ ქვეყნიდან რომ იმ დროს ჩემს გვერდით არ იყო - პიანინოზე "ელიზა" უნდა დაუკრას.... ნეტავი შეძლებს?
56. MESMIS ES SEVDA MESMIS ES SEVDA
53. აუჰ, სიტყვები აღარ მაქვს აუჰ, სიტყვები აღარ მაქვს
52. მეც ავტირდი... :( მიყვარს ეს ადამიანი უსაზღვროდ! :-* მეც ავტირდი... :( მიყვარს ეს ადამიანი უსაზღვროდ! :-*
51. ავტირდი...;( ავტირდი...;(
50. vigrdzeni............ vigrdzeni............
49. სურვილებს ისე, მეც ვუთქვამ ხშირად, სხვისთვის დაგებულ ბედში გავები. ჰაერი ყელში კვლავ გამეჩხირა, ხან მამა იყავ, ხანაც მამები... სურვილებს ისე, მეც ვუთქვამ ხშირად, სხვისთვის დაგებულ ბედში გავები. ჰაერი ყელში კვლავ გამეჩხირა, ხან მამა იყავ, ხანაც მამები...
48. ზოგჯერ უბედურებებიც ერთმანეთს გვანან... ზოგჯერ უბედურებებიც ერთმანეთს გვანან...
47. (მიმიხვდებით იმედია უსიტყვობას) :) (მიმიხვდებით იმედია უსიტყვობას) :)
45. შენი ჭირიმე.............. შენი ჭირიმე..............
44. მოკლედ, ალალად მომეწონა, რასაც წერ! გაიხარე! 5 მოკლედ, ალალად მომეწონა, რასაც წერ! გაიხარე! 5
42. სული შემეხუთა.... სისხლი გამეყინა.... გაიხარე ამხელა სიყვარულისათვის.... :) სული შემეხუთა.... სისხლი გამეყინა.... გაიხარე ამხელა სიყვარულისათვის.... :)
41. არ ვიცი რა ვთქვა... გრძნობაა ულღობი!!! შევაფასო ძნელია. ეგ არ ფასდება! გაიხარე... არ ვიცი რა ვთქვა... გრძნობაა ულღობი!!! შევაფასო ძნელია. ეგ არ ფასდება! გაიხარე...
40. შენი ემოცია და დარდი ჩემი გახდა.
წარმატებებს გისურვებ ნიჭიერო მწერალო შენი ემოცია და დარდი ჩემი გახდა.
წარმატებებს გისურვებ ნიჭიერო მწერალო
39. ჩუმად ვიტირე... და სიტყვები ვეღარ ვიპოვე... ჩუმად ვიტირე... და სიტყვები ვეღარ ვიპოვე...
38. ყველას დიდი მადლობა ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი სატკივარი ... :-* ყველას დიდი მადლობა ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი სატკივარი ... :-*
37. დავიზაფრე.... საშინლად მეტკინა.... ბიძაჩემის სიკვდილი გამახსენდა.... მეორე მამა იყო ჩემი... მეც მენატრება... :(( დავიზაფრე.... საშინლად მეტკინა.... ბიძაჩემის სიკვდილი გამახსენდა.... მეორე მამა იყო ჩემი... მეც მენატრება... :((
36. "ჩემო მფარველო ანგელოზო"-ო, ახლაც მესმის შენი ხმა..."
ბრავო
ნეტა რისი თქმა გინდოდა? ალბათ იმის, შენი მფარველი ანგელოზი რომ ვარ და რომ ძალიან გიყვარვარ... და რომ ეს ყველაფერი შენთვის ზედმეტია, რომ შენი წამალი მე ვარ... ვიხრები და ყურში ჩუმად გეუბნები: _ მაამ!..მი-ყვარ-ხარ... ჩემი ცხელი ცრემლი შენს გაყინულ შუბლს ეცემა...
მადლობა რომ კიდევ შემორჩნენ ასეთი მწერლები ძალიან მომეწონა "ჩემო მფარველო ანგელოზო"-ო, ახლაც მესმის შენი ხმა..."
ბრავო
ნეტა რისი თქმა გინდოდა? ალბათ იმის, შენი მფარველი ანგელოზი რომ ვარ და რომ ძალიან გიყვარვარ... და რომ ეს ყველაფერი შენთვის ზედმეტია, რომ შენი წამალი მე ვარ... ვიხრები და ყურში ჩუმად გეუბნები: _ მაამ!..მი-ყვარ-ხარ... ჩემი ცხელი ცრემლი შენს გაყინულ შუბლს ეცემა...
მადლობა რომ კიდევ შემორჩნენ ასეთი მწერლები ძალიან მომეწონა
35. კარგად გადმოცემ შენს ემოციას,სრულად შევიგრძნობ... ყოჩაღ კარგად გადმოცემ შენს ემოციას,სრულად შევიგრძნობ... ყოჩაღ
34. არის ხანდახან ,როცა გროვდება საერთო წილი.... მაგრად ტეხავს როცა ამბობენ : ამის მეტი არ მაქვს... არადა გადასახდელია ...ოღონდ სიტყვების გარეშე თუ მიაღწია მზის სხივმა.. იქ ბნელეთის ქუდს მოახდევინებს ,და ქედს უყრის უბრალოებას არის ხანდახან ,როცა გროვდება საერთო წილი.... მაგრად ტეხავს როცა ამბობენ : ამის მეტი არ მაქვს... არადა გადასახდელია ...ოღონდ სიტყვების გარეშე თუ მიაღწია მზის სხივმა.. იქ ბნელეთის ქუდს მოახდევინებს ,და ქედს უყრის უბრალოებას
32. რას გვერჩით ხალხო, ისედაც ამდენია სატირალი... :( ყოჩაღ, მაგრამ რატომ გვატირებ? :( რას გვერჩით ხალხო, ისედაც ამდენია სატირალი... :( ყოჩაღ, მაგრამ რატომ გვატირებ? :(
31. ძალიან სევდიანია და ვიგრძენი ბოლომდე ძალიან სევდიანია და ვიგრძენი ბოლომდე
29. ვიტირე. ია-ია შენი ფანი ვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვიტირე. ია-ია შენი ფანი ვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
28. მაგრამ როგორც მონათხრობი ძალიან მომეწონა მაგრამ როგორც მონათხრობი ძალიან მომეწონა
25. ძალიან იმოქმედა ჩემზე,5 ძალიან იმოქმედა ჩემზე,5
24. უიმე ისე დამიმძიმდა გული, მეტი აღარ შემიძლია.....:( ახლა უნდა ვეცადო არაფერი დავწერო თორემ აზზრზე ვარ რაც გამომივა!;;) უიმე ისე დამიმძიმდა გული, მეტი აღარ შემიძლია.....:( ახლა უნდა ვეცადო არაფერი დავწერო თორემ აზზრზე ვარ რაც გამომივა!;;)
23. რა სევდიანია... მაგრამ ლამაზია :) რა სევდიანია... მაგრამ ლამაზია :)
22. რა გჭირთ, ხალხო! ჩემი ტირილით დახრჩობა გინდათ...... რა გჭირთ, ხალხო! ჩემი ტირილით დახრჩობა გინდათ......
21. გენაცვალე... გენაცვალე...
19. იმენა ავტირდიიი 55555555555555555555555555555555 იმენა ავტირდიიი 55555555555555555555555555555555
18. 5! ძალიან კარგი ადამიანი ხარ 5! ძალიან კარგი ადამიანი ხარ
17. დე... მენატრები... მე ასე დავაბოლოე...ჩემთვის. ზოგჯერ უბედურებებიც ერთმანეთს გვანან. დე... მენატრები... მე ასე დავაბოლოე...ჩემთვის. ზოგჯერ უბედურებებიც ერთმანეთს გვანან.
16. მამ...მენატრები...
თბილო :-* მამ...მენატრები...
თბილო :-*
15. ვტირი და თან მიხარია ჩემიანი რომ ხარ...10 ვტირი და თან მიხარია ჩემიანი რომ ხარ...10
13. მძიმე დილა გამითენდა...ერთ დროს ძლიერი ჩემი მამა თავისით ვეღარ დადის... არცერთ საავადმყოფოს არ უნდა მძიმე ავადმყოფის მიღება...ბოლოს ნაცნობობით "ჩაფიძის" რეანიმაციაში გაწვენ...
ზუსტად ასე... არასოდეს დამავიწყდება ის მძიმე დღეები ჩაფიძის რეანიმაციის მოსაცდელში... ვისაც ეს გამოუცდია, ალბათ მთელი ცხოვრება მიყვება.
მძიმე დილა გამითენდა...ერთ დროს ძლიერი ჩემი მამა თავისით ვეღარ დადის... არცერთ საავადმყოფოს არ უნდა მძიმე ავადმყოფის მიღება...ბოლოს ნაცნობობით "ჩაფიძის" რეანიმაციაში გაწვენ...
ზუსტად ასე... არასოდეს დამავიწყდება ის მძიმე დღეები ჩაფიძის რეანიმაციის მოსაცდელში... ვისაც ეს გამოუცდია, ალბათ მთელი ცხოვრება მიყვება.
12. თქვენც მამაზე??? თქვენი და თამარის ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ცუდად ვარ:(:( თქვენც მამაზე??? თქვენი და თამარის ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ცუდად ვარ:(:(
11. შენ ჩემი წამალი ხარო, მეუბნებოდი... ვერ გიწამლე... საყვერელი და ტკივილიანი, მამიკო მომენატრა, მინდა ჩავეხუტო და ვიყვირო უზომოდ მიყვარხარო, 5555555555 შენ ჩემი წამალი ხარო, მეუბნებოდი... ვერ გიწამლე... საყვერელი და ტკივილიანი, მამიკო მომენატრა, მინდა ჩავეხუტო და ვიყვირო უზომოდ მიყვარხარო, 5555555555
10. ჩემი მამიკო... მინდა... ჩემი მამიკო... მინდა...
9. :( :( :( :( :( :( :( :(
8. სევდიანია ძალიან... შენ და თამარმა ბოლო მომიღეთ ამ დილას... სევდიანია ძალიან... შენ და თამარმა ბოლო მომიღეთ ამ დილას...
7. რა გჭირთ ხალხო, მაინცდამაინც უნდა ამატიროთ :( გაკოცე ბევრი ია ია რა გჭირთ ხალხო, მაინცდამაინც უნდა ამატიროთ :( გაკოცე ბევრი ია ია
6. ჩემი გაგიჟება გადაწყვიტეთ? გუშინ იყო მამას დაკრძალვის 9-წლისთავი... და ასე მგონია, გუშინ მოხდა ყველაფერიო...
კარგად გადმოსცემ, ია, ტკივილსაც და სიხარულსაც. 10 ჩემი გაგიჟება გადაწყვიტეთ? გუშინ იყო მამას დაკრძალვის 9-წლისთავი... და ასე მგონია, გუშინ მოხდა ყველაფერიო...
კარგად გადმოსცემ, ია, ტკივილსაც და სიხარულსაც. 10
3. ;( ვიგრძენი. ;( ვიგრძენი.
1. ტატატოს მამის გარდაცვალებამ დამაწერინა... ტატატოს მამის გარდაცვალებამ დამაწერინა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|