ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტიქია
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2014


მგოსნის აქსიომა

სიბრძნით ასხივებს,ღრმა მორალს ლექსი,
მძაფრ სტრიქონებშიც,იცავს ნაღდ წესებს,
ლექსი, ხატს ჰგავს და თხზავს მორალესი,
სტროფს, ვერ მოაცხებ ჭუჭყს,სიბილწეზე.

ლექსს რა უშველის სტროფთ,შესამკობად?!
სიბრძნის მკვლევარი, აზრს თუ არ ეძებს,
ვერვინ მიაგნებს, ხვალ შენს სარკოფაგს,
თუ,ხალხს წრფელ ლექსებს არ უანდერძებ.

აზრს ნუ მოახვევ, პასკვილს თუ ლახვარს,
კუშტ სტრიქონებში, მადლს ნუ გასრისავ,
ლექსს წმინდა სახელს, ნუ შეულახავ,
რადგან თვით ლექსი,რეცხავს დასვრილსაც.

ბნელ, ბინძურ წყლებში ფრთხილად იცურე,
ცხოვრებით სჯობს,რომ ჰგავდე პროლეტარს,
მსწრაფლ დაიმსხვრევა, ბრბოს ხმა-სიცრუე,
დრო კი მოგნათლავს,ფრთამალ პოეტად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები