ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2014


*** (და მაინც...)

მ-ს

***

და მაინც, როგორ იპარებიან
ცრემლები უკანა გასასვლელიდან
მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა
დემონსტრაციულად გავიდნენ,
კარი ცხვირწინ მოგიჯახუნონ
და ამ ხმამ ისევე სწრაფად
წაიღოს ყველა ტკივილი,
როგორც მუხრუჭების რამდენიმეწამიანმა
კივილმა - გაჩერებაზე მდგომი ქალის სიცოცხლე...

იდექი და იფიქრე ღამეზე,
რომელიც ყველაზე მაღალ კორპუსებს
თავებს აცლის და
ყველა შურისძიება სააშკარაოზე გამოაქვს.
იფიქრე ღამეზე, როცა
არ არსებობენ ჩრდილები და
შენი არსებობა შელოცვასავით რეალურია.
ნუ გამიწყრები, რადგან ერთადერთი ვარ,
ვინც მაგ გაცრეცილ ბეჭებზე შემოგრჩა.
თვალები ფართოდ გაახილე და დაელოდე,
იქნებ ჩაიხერგოს უკანა გასასვლელები,
და მათაც სხვა გზა აღარ დარჩეთ,
გარდა ერთისა,
გაჩერებაზე მდგომი ქალის სიცოცხლესავით...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს