 | ავტორი: ო.გ. ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2014 |
ვთამაშობ ისევ ცდუნებათა ყველა დაკრულზე, ადამის ნეშტში ფესვ-ჩაგრეხილს თანა მდევს ცოდვა, ვერ მივუტევებ ჩემს თანამდებს და გყიდი ფულზე მე,არავისზე უკეთესი ერთი იუდა.
ძლიერს გავურბი და უსუსურს ღიმილით ვტანჯავ, შენს სიახლოვეს სიკვდილის წინ თუ მოვინატრებ, ხოლო მანამდე,როგორც მუდამ მოგისჯი ჯვარცმას მე,არავისზე უკეთესი ერთი პილატე.
შენი სიწმინდე და სიმართლე უტიფრად დავგმე და განაცვალე კვლავ ბარაბა სისხლის მთხეველი, დიახ,უფალო ჩემთვის მკვდარო, თვალთმაქცი ვარ მეც, ერთი რიგითი კაიაფა ფარისეველი.
აღარც კი მახსოვს მადლი ვქმენი, როგორ და როდის, ეს მაშინ,როცა სიავის ქმნას არც რა მაზარებს, ვიხრწნები ღმერთო, განარიდე აკლდამას ლოდი და აღმადგინე მე, ცოდვილი,ერთი ლაზარე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. წარმატებები +++ ძალიან მომეწონა .... წარმატებები +++ ძალიან მომეწონა ....
32. გაიხარეთ,დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ,დიდი მადლობა ყველას.
31. განსაკუთრებული ლექსია, ყოჩაღ! +5 განსაკუთრებული ლექსია, ყოჩაღ! +5
30. ჩემთვის, ერთი რიგითი საიტელისთვის - საინტერესოა:) ჩემთვის, ერთი რიგითი საიტელისთვის - საინტერესოა:)
29. კარგი იქნებოდა ბევრს აწუხებდეს ჩვენში ასეთი მონანიების გრძნობა. კარგი იქნებოდა ბევრს აწუხებდეს ჩვენში ასეთი მონანიების გრძნობა.
28. ლექსი მომეწონა რა თქმა უნდა , მეც ვწერ, მაგრამ აზრი რომელიც მასშია ისე მტანჯავს ხოლმე :/ ლექსი მომეწონა რა თქმა უნდა , მეც ვწერ, მაგრამ აზრი რომელიც მასშია ისე მტანჯავს ხოლმე :/
27. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნეფერტარ,სიმართლე გითხრათ ჩემი უბრალო ლექსის ხილვას თავფურცელზე არც ველოდი,თუმცა....დიდი,დიდი მადლობა ყველას,გაიხარეთ. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნეფერტარ,სიმართლე გითხრათ ჩემი უბრალო ლექსის ხილვას თავფურცელზე არც ველოდი,თუმცა....დიდი,დიდი მადლობა ყველას,გაიხარეთ.
26. ძალიან, ძალიან გამეხარდა ეს ლექსი რომ თავფურცელზე გავიდა. იმსახურებდა.
გილოცავ ავტორო, ნიჭიერო ადამიანო. წინსვლა და წარმატებები მისურვებია. ამინ.
ძალიან, ძალიან გამეხარდა ეს ლექსი რომ თავფურცელზე გავიდა. იმსახურებდა.
გილოცავ ავტორო, ნიჭიერო ადამიანო. წინსვლა და წარმატებები მისურვებია. ამინ.
25. დიდი მადლობა ყველას,გაიხარეთ. დიდი მადლობა ყველას,გაიხარეთ.
24. კარგი იყო...5 კარგი იყო...5
21. უღრმესი მადლობა სამყაროს მიღმა,თუმცა ვერ მივხვდი ჯერ ვინ ბრძანდებით,გაიხარეთ. უღრმესი მადლობა სამყაროს მიღმა,თუმცა ვერ მივხვდი ჯერ ვინ ბრძანდებით,გაიხარეთ.
20. გკითხულობ ხოლმე ოთარ ფაცებუქზე :)
კარგი ხარ!
5 გკითხულობ ხოლმე ოთარ ფაცებუქზე :)
კარგი ხარ!
5
19. გმადლობთ მარტოსულო ზორო,იცოცხლე. გმადლობთ მარტოსულო ზორო,იცოცხლე.
18. დიდი მადლობა ჰერელს,გაიხარე ჩემებურო. დიდი მადლობა ჰერელს,გაიხარე ჩემებურო.
17. იშვიათი სიძლიერის ლექსია! დალაგებული და კარგი შესრულებით.
წარმატებები ავტორს! გამიხარდება აქ კიდევ ასეთი ლექსები...
ჩემი მაქსიმუმი აქ! იშვიათი სიძლიერის ლექსია! დალაგებული და კარგი შესრულებით.
წარმატებები ავტორს! გამიხარდება აქ კიდევ ასეთი ლექსები...
ჩემი მაქსიმუმი აქ!
16. კარგია! ბოლომდე მოიტანა სათქმელი. ბრავო! კარგია! ბოლომდე მოიტანა სათქმელი. ბრავო!
15. დიდი,დიდი მადლობა ყველას,მიხარია თქვენი გულთბილობა,გენაცვალოთ ოთო. დიდი,დიდი მადლობა ყველას,მიხარია თქვენი გულთბილობა,გენაცვალოთ ოთო.
14. ძალიან ლამაზი პოეზიაა! <3++ ძალიან ლამაზი პოეზიაა! <3++
13. ავტორი: ო.გ. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 20 აგვისტო, 2014 აი ლექსი!..... ავტორი: ო.გ. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 20 აგვისტო, 2014 აი ლექსი!.....
12. მომეწონა კარგია, კარგი. კეთილი იყოს შენი "ხელი" ურაკზე
5+ მომეწონა კარგია, კარგი. კეთილი იყოს შენი "ხელი" ურაკზე
5+
11. კეთილი იყოს შენი აქ მობრძანება, ოთარ, წარმატებები!
კარგი ლექსია. +5 კეთილი იყოს შენი აქ მობრძანება, ოთარ, წარმატებები!
კარგი ლექსია. +5
10. მოსანანიებელი კიდევ ბევრი რამეა და უფრო ბევრი იქნება,თუმცა იმედია მოვასწრებ და შემდეგში მოვინანიებ,გაიხარეთ ელადა. მოსანანიებელი კიდევ ბევრი რამეა და უფრო ბევრი იქნება,თუმცა იმედია მოვასწრებ და შემდეგში მოვინანიებ,გაიხარეთ ელადა.
9. დიდი მადლობა ნათია. დიდი მადლობა ნათია.
8. კარგია, აღარ დაგრჩათ მოსანანიებელი არაფერი კარგია, აღარ დაგრჩათ მოსანანიებელი არაფერი
7. აღარც კი მახსოვს მადლი ვქმენი, როგორ და როდის, ეს მაშინ,როცა სიავის ქმნას არც რა მაზარებს, ვიხრწნები ღმერთო, განარიდე აკლდამას ლოდი და აღმადგინე მე,
კარგია! ცოდვილი,ერთი ლაზარე. აღარც კი მახსოვს მადლი ვქმენი, როგორ და როდის, ეს მაშინ,როცა სიავის ქმნას არც რა მაზარებს, ვიხრწნები ღმერთო, განარიდე აკლდამას ლოდი და აღმადგინე მე,
კარგია! ცოდვილი,ერთი ლაზარე.
6. გაიხარეთ,უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ,უღრმესი მადლობა ყველას.
5. კარგი ლექსია, აღსარებასავითაა და ემოციაც საკმაოდ მოაქვს.
სიკეთე ავოტორო! კარგი ლექსია, აღსარებასავითაა და ემოციაც საკმაოდ მოაქვს.
სიკეთე ავოტორო!
2. აი ეს არის ძალიან მაგარი ლექსი. ამ თვეში უკეთესი არ წამიკითხავს. კეისარს ერგოს კეისრისა... ბრავო!
5 ქულა და კიდევ მეტი. აი ეს არის ძალიან მაგარი ლექსი. ამ თვეში უკეთესი არ წამიკითხავს. კეისარს ერგოს კეისრისა... ბრავო!
5 ქულა და კიდევ მეტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|