 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2008 |
,,და ამჯობინა ღმრთის ხალხათან ერთად ტანჯვა, ვიდრე ჰქონოდა მცირე ხნით ცოდვილი განცხრომა..." ებრ. 11. 25.
თავისუფლება -- ეს სიტყვაც ისეთი საოცარია, როგორც თავად გრძნობა... თავისუფალი ვარ! რას ნიშნავს ნეტა?!... თავის უფალი დაბადებით ხომ ვართ და მაინც რაღას დავეძებთ?!... რას ვერ ვიგებთ?!... რისი გვაქვს ეჭვი?!... არფერიც. გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის! და ეს არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ უფალნი თავის, უფალნი იმის, რითაც უფალმა გამოგვარჩია, როცა გვაჩუქა და...… სწორედ ამით კაცად გვაქცია.…
თავისუფლება -- ეს არჩევანის უფლებაა...… და რწმენა იმის, რომ ამ არჩევით, შენ თავადვე ხარ გამგებელი შენივე ბედის და კიდევ ერთი!… საზღვარი ჩემი თავისუფლების ნეტავ, სად გადის?!... იქ, სადაც მე მსურს?!... თუ?... მაშინ სხვისი უფლება?... საზღვარი ჩემი თავისუფლების გადის იქ, სადაც იწყება უკვე შენი უფლება! ძნელია?... არა! მაშ, სულ მუდამ რატომ გვეშლება?!... და ამის გამო ეს სანუკვარი თავისუფლება, ვით ზღაპრული, უცხო ფასკუნჯი, ხელიდან მუდამ რატომ გვისხლტება?!...…
თავისუფლება -- სულს სულ სწყურია! გულიც მას ელტვის...… აი, ხორცი კი, ხორცს სულ ბრჭყვიალა მოსართავებზე უჭირავს თვალი...… სხვას რომ აცვია!... სხვა რომ მიირთმევს!... სხვა რით მჯობია?!... და როცა იღებს, რაც მას ასე სურს, თანაც იაფად...… ეს სიიაფე, ასე ნაქები, სულ არაფერი თურმე ნასუქალს არ დასჯდომია...… მხოლოდ და მხოლოდ დათმო ,,პატარა" თავისუფლება...… რა სათქმელია?!... და მოოქროვილ სულ პაწაწინა, ელვარე ბორკილს ელაციცება!
თავისუფლება -- გაყიდული ასე იაფად, უკან არასდროს აღარ ბრუნდება!... ან დაბრუნდება ცრემლის ფასად...…ფასად წამების უმანკო სულთა..… ან სისხლის ფასად! რა ღირს სისხლი ჩვენი შვილების ?... როგორ თუ, რა ღირს?!... მას ფასი არ აქვს!... აქვს!... ეს არის ფასი ,,სარფიანად" გაყიდული თავისუფლების!...
თავისუფლება -- წილნაყარობა უფალთან ჩვენი -- სახე გვაქვს ერთი...… იტვირთე უფლის კურთხევა ზეცით?... მაშ, მოიღე თავის უფლება... და არ დაუთმო არავის ნებით! ღვთის საჩუქარი არ იყიდება!
2008 წელი. 7 სექტემბერი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ჰოო, მათე :)
ჩემი აზრით ეს მდგომარეობა (თავისუფლება) თითქმის მიუღწეველი რჩება ჩვენთვის და ასე ვართ სხვადასხვა კუნძულებზე, ერთმანეთისაგან დაშორებულები , ჩვენ ერთ კუნძულზე, და თავისუფლება მეორეზე, ჩვენ შორის კი მრავალი და ბობოქარი წყალი მოძრაობს,,
ძნელია,, რთული,, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ჰოო, მათე :)

15. ეჰ, განდი..... ძნელია თავისუფლება... მას სულიერი მშვენიერება ....ჰარმონია და შემოქმედება უნდა კვებავდეს..... ჩვენ კი ხშირად უმდაბლესი ვნებებით ვკვებავთ.... და შედეგად კი გვაქვს ის, რაც გვაქვს.......;) ;) :) ეჰ, განდი..... ძნელია თავისუფლება... მას სულიერი მშვენიერება ....ჰარმონია და შემოქმედება უნდა კვებავდეს..... ჩვენ კი ხშირად უმდაბლესი ვნებებით ვკვებავთ.... და შედეგად კი გვაქვს ის, რაც გვაქვს.......;) ;) :)
14. მოგესალმები მათე, როგორ ხარ? :)
თავისუფლება - ისეთი თემაა რომ მართლაც რთულია საუბარი. ვაფასებ შენს ნაწერს, რომელიც სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა წაკითხული.
ის ძირითად პრინციპი თავისუფლებისა, რომ თავისუფლება - არ არის თავისუფალი ქცევა - ესეც კარგად გაქვს გამოხატული ტექსტში.
რომ, ადამიანი შედგება ორი საწინააღმდეგო პოლუსისაგან, - ხორცი - სული. და რომ რაც ხორცს უნდა შეიძლება სულს არ უნდა, ანდა პირიქით, ხორცს რაც უნდა ის გააკეთებინოს სულს . (ანუ ხორცმა დაიმორჩილო სული).
და პირიქით, სული ეცადოს ხორცის აღვირი მოთოკოს. რა არის ხორციელი გრძნობები? ყველაფერი რაც დაკავშირებულია შურთან, ბოროტებასთან, სიხარბესთან და ასე შემდეგ.
ამერიკელებს აქვთ ერთი გამოთქმა, Freedom is not Free, რას ჩემი აზრით აღნიშნავს, თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა როცა სულსა და ხორცს შორის დამყარებულია ჰარმონია, რომ შენ აკონტროლებ შენს ნაბიჯებს,,
თავისუფლება ისე არ მოდის - ესეც ჩვენი, ქართული სიმღერიდან ტექსტი.
რამოდენიმე დღის უკან ვუყურე პაველ ლუნგინის ფილმს "Остров", სადაც ბერების ცხოვრებაზე მიდის საუბარი. უძლიერესი რელიგიური ფილმი, იმიტომ რომ კარგად ჩანს ბრძოლა, გამოხატულია მიზანი და მისკენ სავალი გზები. წარმოიდგინე, ბერებშიც კი არის მრისხანება, ბრძოლა და არჩევანი,, და ჩვენ,,
ჩვეულებრივი მოქალაქეები როგორი ღრმა სირთულეების წინაშე ვდგევართ როცა სულერ მდგომარეობას განვიხილავთ ჩვენსას,,
თავისუფლება - სულიერი მდგომარეობა ბედნიერების შეგრძნებისა,,
ხშირად მიდის თავისუფლების ათასი კუთხით აღწერა, საუბარი, ზოგს შეიძლება ვეთანხმებოდეთ, ზოგს არა. მაგრამ, ერთ-ერთი მთავარი კუთხე თავისუფლებისა არის ის, რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება სულის როლი თავისუფლების განხილვისას და მივდივართ მარტო კონსტიტუციამდე, სამოქალაქო კანონებამდე და სიტყვისა და გადაადგილებისა და ასე შემდეგ თავისუფლებამდე,,
რა თქმა უნდა, ეს ღირებულებები თავისთავად მონაპოვარია, თუმცა არაა სრული,, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში "სრული თავისუფლებაა" კუნძულია ახალი თავისუფლებისა, არიან ადამიანები , რომლებიც თავს ბედნიერად ვერ გრძნობენ,, რატომ? კი მაგრამ, ხომ არის ყველა საშუალება იყო თავისუფალი??,, რატომ არ ხარ ??,,
იმიტომ, რომ არაა საკმარისი კონსტიტუციით აღიარებული ნორმების გატარება, რომ სრული თავისუფლება მოიპოვო,, - მას სჭირდება, (ისევე როგორც საკვებს მარილი), სულიერი მდგომარეობის წინ წამოწევა,,
ხშირად მიდის დავა და კამათი, მაქვს ფული, მაქვს სახლი, მაქვს თითქმის ყველაფერი რაც მინდა, და მაინც რაღაცა მინდაო,, - იძახიან მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანები,,
და როდესაც სულიერი ღირებულებები დაბლაა , სწორედ მაშინ მოდის შემზარევი და ახალი გზების აღმოჩენისა "გართობისთვის", საკუთარი მიმართUლებების დაკმაყოფილებისთვის,,
საშინელებათა ფილმში "ჰოსტელი", აღწერილია, თუ როგორ აწამებენ მოტაცებულ ამერიკელებს სკოვაკეთში მდებარე მიყრუებულ ქარხანაში. და ეგრეთ წოდებული "კლიენტები" ვინ არიან? ვინ და ისევ ამერიკელები და შეძლებული "თავისუფალი" წევრები , რომლებიც მზად არიან 50 000 $ გადაიხადონ ერთი ადამიანის წამებით მოკვლაში და ფანტაზიები საკმაოდ ფართო აქვთ,,
რატომ ხდება ასე?,, ფილმის დედააზრის ერთ-ერთI განხრა არის ის, რომ გადაგვარება მოსულია და სულ ახლოა,,
თავისუფლება - - თითქმის მიუღწეველი ღირებულება,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები მათე, როგორ ხარ? :)

13. კარგადაა დაწერილი
5 ქულა :)
რა ღირს ომი? ომი აღარა გვაქვს. გაგვითავდა...
აღარც გვექნება... კარგადაა დაწერილი
5 ქულა :)
რა ღირს ომი? ომი აღარა გვაქვს. გაგვითავდა...
აღარც გვექნება...
12. თავისუფლება -- ეს არჩევანის უფლებაა...… და რწმენა იმის, რომ ამ არჩევით, შენ თავადვე ხარ გამგებელი შენივე ბედის და კიდევ ერთი!…
თავისუფლება -- ეს არჩევანის უფლებაა...… და რწმენა იმის, რომ ამ არჩევით, შენ თავადვე ხარ გამგებელი შენივე ბედის და კიდევ ერთი!…
10. გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის! ხო! ეგრეა... თავისუფლება -- წილნაყარობა უფალთან ჩვენი -- სახე გვაქვს ერთი...… იტვირთე უფლის კურთხევა ზეცით?... მაშ, მოიღე თავის უფლება... და არ დაუთმო არავის ნებით! ღვთის საჩუქარი არ იყიდება! მომეწონა... მომწონს ისს რაზეც უნდა დაფიქრდე... გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის! ხო! ეგრეა... თავისუფლება -- წილნაყარობა უფალთან ჩვენი -- სახე გვაქვს ერთი...… იტვირთე უფლის კურთხევა ზეცით?... მაშ, მოიღე თავის უფლება... და არ დაუთმო არავის ნებით! ღვთის საჩუქარი არ იყიდება! მომეწონა... მომწონს ისს რაზეც უნდა დაფიქრდე...
9. ჭეშმარიტებას ამბობ...5 , მაგრამ როგორ ამბობ... ჭეშმარიტებას ამბობ...5 , მაგრამ როგორ ამბობ...
8. ჩემთან დატოვებული კომენტარიდან შემოვედი.. დამაინტერესა და..
საერთოდ არაფერი..
0 ჩემთან დატოვებული კომენტარიდან შემოვედი.. დამაინტერესა და..
საერთოდ არაფერი..
0
6. სამწუხაროდ სულ არ მიშრომია... რაც და როგორც მოდის, ისე ვწერ... ნეტა, შრომა ,,შემეძლოს'', ისე როგორც მე მსურს და... სამწუხაროდ სულ არ მიშრომია... რაც და როგორც მოდის, ისე ვწერ... ნეტა, შრომა ,,შემეძლოს``, ისე როგორც მე მსურს და...
4. :) ბევრი გიშრომია :) :) ბევრი გიშრომია :)
2. მართლაც საინტერესოა... მართლაც საინტერესოა...
1. საინტერესოა. უნდა ხელისშევლება. ჩემი განწყობიდან გამომდინარე დღეს აქ5 ''გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის!''
საინტერესოა. უნდა ხელისშევლება. ჩემი განწყობიდან გამომდინარე დღეს აქ5 ``გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის!``
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|