 | ავტორი: ხუედიოსი ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წინასიტყვაობა ამბობენ, სიკვდილის წინ მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ ჩაგიქროლებსო… არა , რომელმა ყლემ თქვა პირველად? რა აბსურდია! ალბათ ფიქრობთ , ყლე შენთვითონ ხარ, რა იცი, იქნებ მართლა მასეაო, რა დაბეჯითებით გველაპარაკები , შენ მართლა ყლეოო. მაგრამ აქ ერთი დეტალია ,რომელიც გაიძულებთ დამიჯეროთ – მე მკვდარი ვარ. არ მოგესმათ , მე მკვდარი ვარ და ყოველივე ჩემს თავზე გამოვცადე. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო ,რომ სიკვდილის წინ არაფერი არ ჩაგიქროლებთ თვალწინ! თუ ამას ელოდებით, გარწმუნებთ, იმედი გაგიცრუვდებათ , პირში ჩალაგამოვლებული დარჩებით! რა განვლილი ცხოვრება , რა თვალწინ , რა ჩაქროლება… საიდან მოთხარეს? არა , ყლე რო დაიბადები კაცი. კარგი , გვეყო ! ნერვებს უნდა გავუფრთხილდე , აქ ძალიან საჭირო რამეა ნერვები. განვლილი ცხოვრებაოოოო !!! ყლეეეეეეეეეეეეეეეე!!! კაი,კაი ახლა კი მართლა საკმარისია. ჩემი უმთავრესი მიზანია სიმართლე გაგაგებინოთ , უბრალოდ ზემოთხსენებულ სისულელეზე მეკეტება, ვჭედავ… ჰალჰალჰალგინდუ ჰაჭჭ იიი ნანანაააა ფარანდაშშ ფარანდაშშშ ჰსჰსჰს ბრ ბრ ბრბრრბრბ – მორჩა, ახლა მზად ვარ, ჰაჰაჰა!
სიკვდილის დღე
გამეღვიძა. ისევ ის წყეული სიზმარი ვნახე , მთელი თვე რომ მაწამებს: სკვერი. სულ სიმწვანეა. შორიახლოს შეყვარებულები მარჯვედ ზასაობენ; ჩიტები ღუღუნებენ; გოგონები მზესუმზირას გაცხარებით აკნატუნებენ და ალბათ ვინმეს ჭორავენ; ბავშვები ქვიშაში თამაშობენ; ანცი და პუტკუნა სენბერნარის ლეკვი მუხის გარშემო დაკუნტრუშობს; ანდერს ფოგ რასმუსენი საქანელასთან დგას და ელეგანტური მოძრაობით აქანავებს შეშფოთებას. ის კი, თავის მხრივ, აღტაცებით გაიძახის: კიდევ!კიდევ !კიდევ! უეცრად ვგრძნობ ,რომ რაღაც მექაჩება. ხელში თოკის ერთი ბოლო მიჭირავს ,მეორე ბოლო კი პაატას თავს აქვს მობმული ენაზე. პაატას თავი მწვანე ბალახზე ხტის , სადღაც მექაჩება . მაგრამ ენაზე აქვს თოკი მობმული და წინააღმდეგობას ვერ მიწევს . მახსენდება,რომ სწორედ ამ მიზნით ,რომ უკეთ დამემორჩილებინა, ეს თოკი სპეციალურად გამოვიწერე ამაზონიდან. -პაატა , მიდი , მიდი! საით გაგიწევია? -ვეუბნები ნებაზე მიშვებულ პაატას თავს ,რომელიც გაზონზე ხტის და სადღაც მიიწევს. უეცრად ვიღაცის ფეხებთან ჩერდება და ენით იწყებს ფეხსაცმელის ლოკვას, მაგრამ თოკი ხელს უშლის. ინტერესი მკლავს, თუ ვინაა ეს არსება, ვისკენაც პააატა მიისწრაფვოდა. ნელა ვწევ თავს და ვცდილობ მისი სახე დავინახო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მეღვიძება.
ერთ საათში უკვე სამარშრუტო ტაქსიში ვზივარ. როგორც ყოველთვის ჩახუთული ჰაერია ,როგორც ყოველთვის ოფლის სუნია და როგორც ყოველთვის ჩხუბი. კოკა-კოლას პერიოდულად ვწრუპავ და თან მძღოლისა და მგზავრის კინკლაობის მოსმენით ვირთობ თავს:
-ჩართეთ კონდიციონერი! რატო გვაწამებთ ,ჯოჯოხეთია ,ჯოჯოხეთი ! რისთვის ვიხდი 80 თეთრს მგზავრობაში, გამეგებინე რისთვის!- წიკვინებდა მოხუცი ქალბატონი.
-ფრეონი არ მაქვს ,ქალბატონო, ფრეონი! გაიგეთ ეს ოხერი ,გაიგეთ რა, ქალბატონო!- კბილებიდან გამოსცრა მძღოლმა.
- ნუ გვატყუებთ ! ვიცი, რომ გაქვთ ფრეონია თუ რაც არის. მაინცდამაინც უდნა დავრეკო ცხელ ხაზზე და გიჩივლოთ?
-რაც გინდათ ის ქენით ! სულ ფეხებზეც მკიდია. დარეკეთ , მიჩივლეთ , მოგტყვნიათ დედა!
- არამზადა, გარეწარი, უზრდელი, სად გაიზარ… -სიტყვის დამთავრება არ დასცალდა ქალბატონს , რადგან ავარიაში მოვყევით. მანქანა რამდენჯერმე გადაბრუნდა, ყველა შუშა ჩაიმსხვრა. მე განძრევას ვერ ვახერხებდი , რადგან ის მოხუცი ქალი ზედ მეწვა, ზურგზე ვგრძობდი ,როგორ მერჭობოდა შუშის ნამსხვრევები. რის ვაი-ვაგლახით მოვიშორე ეს ქალი და გადაყირავებული ტრანსპორტის ფანჯრიდან გადმოვბობღდი. ბალახზე 5 მეტრი ვიხოხე , მერე გავჩერდი და წამოვჯექი. უეცრად შევამჩნია ,რომ ტრანსპორტიდან ბოლი ამოდიოდა. წამიერად თავში გამიელვა ასობით ფილმმა, სადაც ასეთ შემთხვევაში მანქანა ყოველთვის ფეთქდება ხოლმე. მე ეს ხალხი უნდა გადავარჩინო ,სანამ მანქანა აფეთქდება- ჩურჩულით ვთქვი ეს და მაშინვე წარმოვიდგინე, როგორ გადავარჩენდი უკლებლივ ყველას, როგორ გავხდებოდი გმირი, როგორ მიმიწვევდნენ სხვადასხვა შოუებში , როგორ მეტყოდნენ ,რომ ნამდვილი გმირი ვარ და მე თავჩაქინდრული , ცუღლუტი თვალებით როგორ ვიტყოდი, რომ ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.
სწრაფად მივვარდი ტრანსპორტის ფანჯარასთან. ყველაზე ახლოს ვინც იყო ,მისი გამოთრევა დავიწყე. მთელი ძალით ვქაჩავდი , ფეხებზე , თმებზე … როგორც შემეძლო მოვათრევდი და როცა უკვე დავრწმუნდი ,რომ სამშვიდობოს იყო , გადმოვატრიალე. ის უკვე ზურგზე იწვა, პირი მიწანარევი ბალახით ჰქონდა სავსე, მუცელი გაფატრვოდა და ნაწლავები სანახევროდ გადმოყროდა. ვფიქრობდი , თუ რა ტყუილად ვიწვალე და თან ოფლს ვიწმენდდი. ფანჯარასთან ისევ მივირბინე , თავი შევყავი და უგონოდმყოფი გოგონას ფეხებს მოვკიდე ხელი. უეცრად ჩემი კოკა-კოლა გამოგორდა . გოგონას ფეხებს ცოტა ხანი შევეშვი და მთელი ბოთლი უკანასკნელ წვეთამდე, ერთი ამოსუნთქვით, გამოვცალე. ის-ის იყო, გოგონას მივუბრუნდი, ფეხებზე ჩავეჭიდე ,რომ მანქანა აფეთქდა… თქვენ გგონიათ მაშნვე მოვკვდი? არა! ცეცხლი წამეკიდა, საშნელი დამწვრობა მივიღე, აფეთქების ტალღამ გზაზე მომისროლა ,სადაც ტრაილერმა გადამიარა.
სიკვდილის შემდეგ
სრული სიბნელე,წყვდიადი. მე ვერაფერს ვხედავდი ,მხოლოდ ხმები მესმოდა. დროის შეგრძნება დავკარგე,თითქოს არც არსებობდა დრო. წარმოდგენა არ მქონდა, ასეთ სიტოაციაში ერთი წამი ვიყავი ,თუ ერთი საუკუნე. მესმოდა ხმები: ტირილის ,სიცილის ,კივილის, ძროხის ღმუილის და ღორის ჭყვიტინის , კიტრის ხრაშუნის ,ზარების რეკვის …
და იქმნა ნათელი. ჰაერში ვლივლივებდი და ზევიდან ვუყურებდი ,როგორ მმარხავდნენ. თვალცრემლიანები მუჭით იღებდნენ მიწას და კუბოს თავზე აყრიდნენ. ეს პროცესი საოცარ ხმებს გამოსცემდა-როგორ ეხეთქებოდა მიწა ხეს. ვაკვირდებოდი ადამიანთა სახეებს და ღიმილს ვერ ვიკავებდი. ზუსტად ისე იყო ,როგორც წარმომედგინა. დაბნელდა, ყველა წავიდა. მე ისევ იქ ვკიდივარ ჰაერში.
ახლა? ახლა რაღა იქნება? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მე ალბათ ვარ სული. ფაქტია, რომ მოვკვდი და ახლახანს დამასაფლავეს. ჩემი სული კი ისევ აქაა,ისევ ჰაერში. ანუ რა გამოდის? თუ არსებობს სული ,არსებობს ღმერთიც. თუ არსებობს ღერთი, არსებობს სამოთხეც და თუ არსებობს სამოთხე, ესე იგი არსებობს ჯოჯოხეთიც. და თუ ეს ყველაფერი არსებობს გამოდის ,რომ ვიღაც აუცილებლად მომაკითხავს და წამიყვანს სადღაც… სადღაც? უეჭველია, რომ ჯოჯოხეთში მიკრავენ თავს- ვფიქრობდი მე.
ლოდინმა დიდხანს არ გასტანა- საფლავის ქვაზე რიცხვები გამოისახა , ზუსტად ისე ,როგორც ავტობუსის გაჩერებაზე: 19 ———–5 წთ. ძალიან კარგი , გამოდის რომ 5 წუთში მომაკითხავენ , 19 ნომერი კი ალბათ იმიტომ ,რომ ამ ასაკის გარდავიცვალე. საინტერესოა ავტობუსი მომაკითხავს თუ თეთრი ღრუბელი ? ამ ფიქრებში გართულმა ვერ შევნიშნე, როგორ შეიცვალა დრო – 5 წუთის მაგიერ 10 გამხდარიყო. -დიდებულია! – იმედგაცრუების ნიშნად აღმომხდა. 15 წუთში გიგანტური ავტობუსი მოცურდა. ფანჯრები ბილაინის რეკლამებით იყო დაფარული. ამ ფაქტმა სულ ამირია თავგზა. ავედი ზეციურ ავტობუსში და თავისუფალ სკამზე მოვკალათდი. მალე ჩემთან გაჩნდა ყვითელშარავანდედიანი კონტროლიორი:
-ბილეთი!- უხეშად გამოსცრა მან.
-რ რა ბილეთები? რ რა ხდება საერთოდ?- ძლივს ამოვილუღლუღე მე.
-ასეთ დროს უნდა თქვა ,რომ მოსწავლე ხარ! – თქვა და გულიანად გადაიხარხარა.
-მოსწავლე? არაფერი არ მესმის! – უაზრო სახით ვთქვი მე.
-ჰაჰაჰა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, ჰაჰაჰა! რა სულელი ხართ , რათ გინდათ აქ ბილეთი , როგორ იფიქრეთ…ჰაჰაჰა!- აგრძელებდა ის.
მხიარული სახე უეცრად შეეცვალა და მითხრა: კარგი , გვეყო ოინბაზობა ! მე აქ იმისთვის ვარ ,რომ გითხრა რა გელის. ახლა ერთ ადგილას მიგიყვანთ ,სადაც გადაწყდება შენი ბედი.
-იქ გადაწყდება ჩემი ბედი? იქ გადაწყდება სად წავალ ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში?
-კი მასეა , მაგრამ თუ უფროსს მოეწონე ხარჭად დაგიტოვებს.- სრული სერიოზულობით განმიცხადა მან.
-ჰაააა, რა ხარჭად???-აღშფოთებულმა წამოვიყვირე .
-ჰაჰაჰაჰა, იუმორის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ? ამის გამო ჯოჯოხეთში გიკრავდით თავს, ჩემი ნება რომ იყოს , ჰაჰა! კაი, ახლა მორჩეთ ლაქლაქს , ყველაფერს იქ გაიგებთ!
იქ
იქაურობა ძალიან ჰგავდა თბილისის იუსტიციის სახლს. ქვითარი მომცეს ,რომლის მიხედვითაც 401-ე სექტორში უნდა წავსულიყავი. 401-ე სექტორის შუაში დიდი ტაბლო ეკიდა. მალე ამ ტაბლოზე ჩემი სახელიც გამოჩნდა და მეც მივაშურე. ჩემს წინ სათვალიანი ,კეთილი სახის, შუა ხნის მამაკაცი იჯდა.
-დაბრძანდით. -თავაზიანად მითხრა მან.
-გმადლობთ.
-თქვენი პირადობა თუ შეიძლება.
-პირადობა? საიდან? მე? არ მაქვს…
-ჰაჰაჰაჰა, გეხუმრეთ,მეგობარო,ჰაჰაჰა! რათ მინდა პირადობა , მე ხომ ისედაც ვიცი, ვინც ბრძანდებით, ჰაჰა. – გადაიხარხარა მან.
-ჰაჰაჰა!- მეც ნაძალადევი სიცილი შევაგებე. თითქოს მიხვდა ამას და მომღიმარი გამომეტყველება მყისვე შეეცვალა.
-ახლა კი საქმეს მივხედოთ!- არაადეკვატურად ხმამაღლა გამოუვიდა . იმდენად ხმამაღლა რომ გული შემიღონდა.
-ახლა კიბე უნდა ავიარო ხომ? ეშმაკი ჩემს ცოდვას გაიხსენებს , ჩემი ანგელოზი კი სიკეთით გააბათილებს , ასეა ხომ?
ის გაშტერებული მიყურებდა სადღაც 15 წამის განმავლობაში , ბოლოს კი თქვა:
-ბატონო? რა კიბე? ან რა შენი ანგელოზი? ვინ გგონია შენი თავი?? ღმერთი ხარ?
-ა არა , როგორ გეკადრებთ… უბრალ…
-თან თურმე ანგელოზი ვალდებულია ყველა შენი უბადრუკი სიკეთე ახსოვდეს, ჰაჰ! – ირონულად ჩაიცინა მან.
-უბრალოდ … კარგით, დაივიწყეთ ! მაშ, როგორ ხდება, იმის განსაზღვრა თუ სად წავა ადამიანი?
- ღმერთს უნდა ეთამაშო…- ჩემსკენ გადმოიწია და თითქმის ჩურჩულით მითხრა.
-რას გულისმობთ , რა უნდა ვეთამაშო? -ჩურჩულითვე ჩავეკითხე .
-რაც ღმერთს უდნა.- ღიმილით მომიგო.
- თუ წავაგე ჯოჯოხეთში მოვხდები და თუ მოვიგე სამოთხეში? მაგრამ ღმერთს როგორ უნდა მოვუგო???
-ეს თქვენი პრობლემაა …
-ვინმეს მოუგია ოდესმე მისთვის?
-არა.
-არა?? სამოთხეში არავინ არაა?
- არა , სამოთხეში საკმაოდ ბევრნი არიან, მიუხედავად იმისა ,რომ აგებენ . ღმერთს თუ მოეწონე , თუ გაერთო შენთან თამაშით,სამოთხეში გზა ხსნილი გექნება.
-ეს ხომ უსამართლობაა! შეიძლება ვიღაც მკვლელმა გაართოს კარგად და კეთილმა ადამიანმა ვერა, მაშინ??
-ღმერთია თვითონ სამართალი… ახლა კი შენი წასვლის დროა. შემდეგი!
ღმერთთან თამაში
-გამარჯობა, ბატონო ღმერთო.-თავჩაქინდრულმა ამოვთქვი.
-ბატონო ღმერთო, ჰაჰა, მართლა რა ყლე ხარ, ჰაჰა!- გადაიხარხარა მან.
-ჰაჰაჰა, ჰო… – ნაძალადევად გადავიხარხარე მე(ცოტა ზედმეტი მომივიდა).
-შენ მე ხელი მკარი!- პირქუშად გააგრძელა ღმერთმა.
-მე? თქვენ? მე? -ამას ვამბობდი და საჩვენებელ თითს ხან ჩემს მკერდზე ვიდებდი ,ხან ღმერთისკენ ვიშვერდი. – არასოდეს!-დავიწივლე ბოლოს.
- როგორ არა!- ჩაიცინა ღმერთმა. -გახსოვს ახალი წლის ღამე , მათხოვარს რომ ჩაარტყი ბოთლი თავში? ის მათხოვარი მე ვიყავი!
-რაა? კი მაგრამ , ი ის მათხოვარი ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა და მე მხოლოდ თავს ვიცავდი!
-ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! მე ის ვიყავი , შენ კი ხელი მკარი! – დაიღრიალა ღმერთმა.
-მე რა ვიცოდი , მე რა ვიცოდი…- ჩავიჩურჩულე .
-მოკლედ, ახლა ვითამაშებთ რამე თამაშს , მოიგებ-სამოთხე, წააგებ- ჯოჯოხეთი. თუ ღირსეულად წააგებ სამოთხეზეც დავფიქრდები.
- და როგორია სამოთხე ?
-სამოთხე ისეთია, როგორიც შენ გინდა იყოს, როგორიც შენ წარმოგიდგენია.- მელოდიურად თქვა ღმერთმა.
-და ჯოჯოხეთი? ჯოჯოხეთი როგორია, ადამიანებს მართლა ხარშავენ ქვაბებში ,მართლა აწამებენ და ტყავს აძრობენ?
-შენ ვინ გგონივარ, ჰანიბალ ლექტერი თუ ნაცისტი საკონცეტრაციო ბანაკიდან?! – დაიქუხა ღმერთმა.
-აჰ, კიდევ კარგი… ანუ არც ისეთი საშინელია ხომ ჯოჯოხეთი?
-არა , ცუდად გამიგე … უფრო საშნელია ვიდრე შენ გგონია. თითოეული ადამიანის ჯოჯოხეთი ერთმანეთისგან გასხვავდება. რაც ყველაზე მეტად გძულდა სიცოცხლეში, სწორედ ის დაგხვდება შენს ჯოჯოხეთში, მარადიულად დაიტანჯები. სულიერ ტკივილში და სინანულში იქნები სამარადჟამოდ!
-რაც ყველაზე მეტად მძულს… – ჩურჩულით გავიმეორე.
-კაი ახლა რა ვითამაშოთ? ჭადრაკი იცი, ნარდი? – მხიარულად მკითხა ღმერთმა და თან ხელის გულებს ერთმანეთს უხახუნებდა.
-არა , არცერთი არ ვიცი .
-ჰოო… -ჩაფიქრდა ღმერთი და უცებ მხიარულად გამოერკვა ფიქრიდან: – ბილიარდი ან ჩოგბურთი ან კრიკეტი ?
-არა, არ ვიცი არც ეგენი.
-ვაჰ! აბა რა იცი? შენ თვითონ თქვი ,მიდი!
- აჰ , არ ვიცი… ან არა, ვიცი- მენეჯერი! ფეხბურთის მენეჯერი!- გამინათდა გონება.
ღმერთმა კეთილი და პატიოსანიო.
მე და ღმერთი უკვე ლეპტოპებს ვუსხედვართ.
-ინგლისის პრემიერ ლიგა ავიღოთ კარგი? კლუბს კი რაც შეეხება, არსენალს ავიღებ მე.
-მე მანჩესტერ უნიტედს- ღიმილით განაცხადა ღმერთმა. – წითელი ეშმაკუნები… ისემც ამათი კარგი მოვტყან!- ღიმილით ჩაიქირქილა ღმერთმა.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს ღმერთმა მესი იყიდა 1 ფუნტ სტერლინგად.
-ეს უსამართლობაა! -ავღშფოთდი მე.
- მე ვადგენ თამაშის წესებს ,მე ვწყვეტ რა არის სამართლიანი და რა არა. -მკვახედ მიპასუხა მან.
- ასე ,ხომ მომიგებთ ? ბარემ ახლავე გადამიშვით ჯოჯოხეთში !
-ჰმ, კარგი, ასეთი რამ აღარ განმეორდება . ამიერიდან ღირსეულად ვითამაშებ – წესების დაცვით.
-ძალიან კარგი!-გამებადრა სახე მე.
სეზონის დასრულებამდე 2 მატჩიღა იყო დარჩენილი. მანჩესტერ იუნაიტედს 90 ქულა ჰქონდა , არსენალს 87. ბურთების შეფარდება არსენალს ულეთესი ჰქონდა, 6 ბურთით. დარჩენილი იყო გადამწყვეტი მატჩი მანჩესტერთან, იგივე ღმერთთან . თუ ამ მატჩს მოვიგებდი დიდი ალბათობით ტიტულსაც დავისაკუთრებდი, ვინაიდან ბოლო მატჩი მქონდა სახლში,ოლდ ტრაფორდზე, კრისტალ პალასთან.
ღმერთმა აქტიურად დააწყებინა თავის გუნდს თამაში და უკვე 45 წუთზე რუნიმ დუბლი გაიფორმა.
-ააააააააააა, ეს რუნი იმენა ღმერთია რა , დედა მოვტყან! – ვღრიალებდი მე.
მეორე ტაიმის 80 წუთზე დიაბის ჩინებული პასით პოდოლსკიმ დუბლი გაიფორმა და ანგარიში გათანაბრდა:
-გოოოოლ ! – ვღრიალებდი მე .
- ვინ ჯანდაბაა ეს პოდოლსკი?! – წუწუნებდა ღმერთი.
10 წუთიღა რჩებოდა . მთელი გუნდით შეტევაზე გადავედი. ღმერთის მანჩესტერი დაცვაში ჩაჯდა. დამატებულ 93-ე წუთზე აუტი დაინიშნა ჩემს სასარგებლოდ. სანია რამდენიმე წამი ემზადებოდა , შემდეგ ჩააწოდა… ბურთი კარის მიმართულებით წავიდა და მანჩესტერის კარის ბადეშ გაეხვია- გოოოოოოოოოოოოოოლ!
დაბლა ვფოფხავდი და თან ვყვიროდი: გოოოოოლ! გამოიძრეეე! გამოიძრეეე!
მერე ღმერთის სახე , რომ დავინახე ნელა დავუკელი ხმას და სულელური ღიმილი შემეყინა სახეზე. კრისტალ პალასს 6-2 მოვუგე და ტიტული დავისაკუთრე.
-შენ მოიგე. -დაიწყო ღმერთმა.- მაგრამ სამოთხეში ვერ მოხვდები!
-რააა?? რატომ? თქვენ ხომ შემპირდით, თქვენ ხომ სიტყვა მომეცით!- ვბღაოდი მე. – ასე არ შიეძლება ! ძალიან გხთხოვთ…
-გეყო!- დაიღრიალა ღმერთმა.- მე შევქმენი ეს სამყარო, მე შევქმენი ცა , მე შევქმენი მიწა, მე შევქმენი ვარსკვლავები, მე შევქმენი ის ,ვინც ფეხბურთის მენეჯერი შექმნა , მე შეგქმენი შენ, მე ვარ ღმერთი, მე ვარ ერთი, მე ვარ საწყისი , მე ვარ დასასრული! ეს ყველაფერი მართალია , მაგრამ ისიც მართალია , რომ შენ დამამარცხე. სამყაროს შემოქმედმა წააგო ვიღაც მოკვდავთან. არა ,ეს დაუშვებელია! მითხარი რა გამოვდივარ მე ამის შემდეგ? ყოვლისშემძლე ,რომელიც სანიამ დაამარცხა? არა , მე არ დავმარცხებულვარ! მე მოვიგე! შენ კი ჯოჯოხეთი გელის!
-ძალიან გთხოვთ! – სასოწარკვეთილი ფეხებზე მოვეხვიე.
ჯოჯოხეთი
არა, ეს ნამდვილად დედამიწა იყო, ნამდვილად საქართველო, ნამდვილად თბილისი. თბილისია ჯოჯოხეთი? მაშინ ჩემი 19-წლიანი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჯოჯოხეთში გამიტარებია-ვფიქრობდი მე. ირგვლივ ყველაფერი ძველებურად იყო. იმ განსხვავებით რომ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და არც მანქანები მოძრაობდნენ. „რაც ყველაზე მეტად გძულდა სიცოცხლეში, სწორედ ის იქნება შენს ჯოჯოხეთში“- მახსენდებოდა ღმერთის სიტყვები. რაც ყველაზე მეტად მძულს- ვიმეორებდი გონებაში. ვითომ სიმარტოვე მძულს და ამიტომ არაა არავინ ? არა სიმარტოვე ყოველთვის მიყვარდა. აბა რაშია საქმე? ფიქრიდან გამომარკვია შადრევანის უცნაურმა დგაფუნმა , რაღაცნაირი ხმა ჰქონდა . ნელა მივუახლოვდი შადრევანს და … ბორში! ასეც ვიცოდი , ასეც ვიცოდი!! რა თქმა უდნა, ბორში! ეს აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე , უნდა მცოდნოდა ,რომ ბორში დამხვდებოდა აქ, მე ხომ სისცოცხლეში მძულდა იგი. ძვლები ერთმანეთს ელეწებოდა, კობოსტოს ფუცლები ჰაერში იბზნეოდა. შადრევნიდან უეცრად ხიდისკენ გავექანე, გადავიხედე და ჩემი მოლოდინი გამართლდა – მტკვრის მაგივრად ბორშის მდინარე მოდიოდა. გამოდის ,რომ ჩემს ჯოჯოხეთში წყალი არ მექნება . დალევა თუ მომინდება ბორში უნდა დავლიო , დაბანვა თუ მომინდება ბორშით უნდა დავიბანო.
-კიდევ რა სიურპრიზს მიმზადებთ???? -ვღრიალებდი მე.
შორს შენობაზე ადამიანის ჩრდილი ილანდებოდა. გამოდის ,რომ მარტო არ ვარ! სწრაფად გავვარდი ამ ჩრდილისკენ.
სიბნელეში ვერ ვარჩევდი მის სახეს. -ჰეი, მეგობარო, ვინ ხარ? – ის არ მპასუხობდა ,მაგრამ მეჩვენებოდა ,რომ რაღაცას ბუტბუტებდა. ჩემკსენ დაიძრა . მე ნელა უკან ვიხევდი ლამპიონის სინათლისკენ. მინდოდა გამომეტყუებინა და მისი სახე დამენახა.
შუქმა უცნობის სახეზე ინათა. ეს ხომ… ეს ს ხომ გოკაა ,გოკა გაბაშვილი! -არააააა! რატომ , ღმერთო, რატომ მსჯი ასე??? – ვღრიალებდი და თან ცრემლებს ვაფრქვევდი. გოკა რაღაცას ბუტბუტებდა , თანდათან ხმას უმატებდა. მე უკვე გავარჩიე, გოკა ამბობდა: „ჰაჰაჰა, ჩაგეთვალაა“.
- ბრავო , ღმერთო , ბრავო! ათიანში გაარტყი ეს ზუსტად ის სამი რამაა , რაც ყველაზე მეტად მძულს: ბორში ,გოკა , და „ჰაჰა, ჩაგეთვალაა“. გოკა ხმას უფრო და უფრო უმატებდა , უკვე ყვიროდა – ჩაგეთვალაააა. უეცრად სხვადასხვა კუთხიდანაც გასიმა ყვირილი: ჩაგეთვალააა, ჰაჰა, ჩაგეთვალაა. მე ყურებზე ხელს ვიფარებდი და რაც შეიძლება შორს გავრბოდი. სახლებიდან , ქუჩებიდან, მოედნებიდან ასეულობით გოკა გამორბოდა ყვირილით : ჩაგეთვალაა, ჰაჰა. მე მივრბოდი ,რაც ძალი და ღონე მქონდა.
დაკეტილი სავაჭრო ცენტრის შუშის კარები შევამტვრიე. უზარმაზარი ჰოლის ცენტრში ჰიუნდაის მარკის მანქანა იდგა, ყვითელი ლენტით მორთული. სწრაფად მივირბინე მანქანასთან , გასაღები შიგ იყო , დავქოქე და მყისვე შემომტვრეულ კარებთან მჭიდროდ მივაყენე – ვერავინ რომ ვერ შემოსულიყო.
სასმელების ავტომატი ჩავლეწე , სამი ქილა კოკა-კოლა ავიღე და ტექნიკის მაღაზიისკენ ავიღე გეზი. გოკები კი გაუჩერებლად ყვიროდნენ : ჩაგეთვალა ჰაჰაჰა. მიუხედავად იმისა ,რომ სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ვიყავი, ეს ხმა მაინც ისმოდა. მუსიკალური ცენტრი ჩავრთე, ხმას ბოლომდე ავუწიე , რათა გოკების ხმა გადაეფარა . ტილ ლინდემანის ჯოჯოხეთურმა ხმამ , მართლაც გადაფარა “ჩაგეთვალა”. მე დივანზე გადავეშვი . ჩემი სხეული ფუმფულა ბალიშებში ჩაიძირა, გონება კი ფიქრში.
ეს არის ჩემი ჯოჯოხეთი , აქ უნდა ვიყო მარადიულად. ირგვლივ ბორში, გოკა, ჩაგეთვალა. იქნებ სამუდამოდ აქ დავრჩე , ამ სავაჭრო ცენტრში … არა გავგიჟდები! გარეთ ,რომ გავიდე გოკები და მათი ყვირილი შემშლის ჭკუიდან. კოკა-კოლა გავხსენი და მოვსვი . მეორე ყლუპზე მივხდი ,რომ ეს არ იყო კოკა-კოლა, მესამე ყლუპზე კი ზუსტად ვიცოდი რა იყო- ბორში. -ხრტფუუუ! – გადმოვაფურთხე და გემრიელად შევიგინე.
მესამე დღეს იძულებული გავხდი ბორში მეჭამა. ოჰ,რომ იცოდეთ ,როგორ მძულდა საკუთარი თავი. გარედან გოკები ისევ სკანდირებდნენ ჩაგეთვალას და ზედ გულისამრევ სიცილსაც უმატებდნენ.
ვგრძნობდი ,რომ ასე გაგრძლება აღარ შემეძლო და დავიწყე გამოსავლის ძიება: როგორც ვხვდები, ჩემი ჯოჯოხეთი არის დედამიწის მოდელი, ყველაფერი იგივეა უბრალოდ ადამიანები ,რომლებიც აქ ცხოვრობდნენ ადრე , გოკად გადაიქცნენ და ყველაფერი სითხე , რაც არის დედამიწაზე ბორშად. ადრე, ჩემს სიცოცხლეში, ხომ იყო ისეთი ადგილები დედამიწაზე, სადაც არავინ არ ცხოვრობა, უკაცრიელი იყო . გამოდის, რომ შეიძლება ,ახლაც იყოს ასეთი ადგილი ,სადაც გოკები არ იქნებიან, მაგალითად ანტარქტიკა.
ბარგი ჩავალაგე. ატარქტიკაზე წასვლა გადაწყვეტილი მქონდა , რა დროსაც იარაღის მაღაზია შევნიშნე. თავში მაშივნე გამიარა ერთმა აზრმა – ახლა კი მაგრად გავერთობი. რა იარაღს აღარ ნახავდით… 1 საათში მხარზე მეკიდა M16 , ქამარზე მეკეთა Beretta 92A1, ხელში მეჭირა Colt Python იგივე მაგნუმი , ზურგზე მეკეთა ორი სპილოს ძვლის ტარიანი მაჩატე.
გარეთ გასულმა ჯერ M16 დავუშვი გოკებს. შემდეგ Beretta 92A1-ით და Colt Python-ით ვუსწორდებოდი. მაგნუმის ტყვია გოკას თავს საზამთროსავით ხლეჩდა. ახლა უკვე ჯერი მაჩატებზე მიდგა. ორივე მათგანი მოვიმარჯვე და მტერს ვეკვეთე. ზოგს ხელს ვაჭრიდი ,ზოგს თავს ,ზოს ყურს ,ზოგს ცხვირს . ისინი კი მაინც განუწყვეტლივ იმეორებდნენ: ჰაჰა ჩაგეთვალაა. ეს უფრო მაგიჟებდა , უფრო მაცოფებდა , ვყვიროდი: – რა, რა ჩამეთვალა, ხელი რომ მოგაჭერი?? ეს ჩამეთვალაა?? ჰა, მიიღე! – და უმოწყალოდ ვჩეხავდი. ერთ-ერთ გოკას ოროვე ხელი მოვაჭერი, ორივე ფეხი მოვაჭერი , კბილები ყველა სათითაოდ ამოვურე და ენა ამოვაგლიჯე. ის კი მაინც რაღაცას ლუღლუღებდა , ძნელია მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რას…
ერთი თვის წვალების შემდეგ. უკვე გემზე ვიყავი და მივაპობდი ბორშის ტალღებს. ჩემდა გასაკვირად, ზღვაში ორიენტაცია არც ისე რთული ყოფილა. რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე ანტარქტიკის წყლებში , უკაცრავად ბორშებში ვიყავი. მეძინა ,როცა გემი გაყინულ ბორშს შეასკდა. აქედან უკვე გემი ვეღარ შეძლებდა წინსვლას. საბედნიეროდ გემზე ვერტმფრენი იყო.
ანტარქტიკის თავზე დავფრინავდი და ვარჩევდი ადგილს , სადაც შეიძლება დავსახლებულიყავი. ძალიან მახარებდა ის ფაქტი, რომ გოკები არსად ჩანდნენ. უეცრად , დაბლა ამერიკის დროშამ გაიელვა. ეს ამერიკული ბაზა გახლდათ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.იქ ალბათ თბილოდა და რაც მთავარია არანაირი გოკა,არანაირი ჩაგეთვალა! დაშვება განვიზრახე , თუმცა ეს ძალიან ცუდად გავაკეთე. საშინელი ქარბუქი იყო. ვერტმფრენი დაჯდომისას გადატრიალდა და თოვლზე დაიწყო ბზრიალი. საბედნიეროდ არ აფეთქებულა და უვნებლად გადმოვედი. ან რომ აფეთქებულიყო რა? განა შესაძლებელია, შენს ჯოჯოხეთში მოკვდე? რაღაც არამგონია…
ბაზის შესასვლელთან სარებზე წამოცმული გოკას რამდენიმე თავი იყო. ამან შოკში ჩამაგდო. ეს ვისი ნახელავი უნდა ყოფილიყო? გოკა გოკას ხომ არაფერს ერჩოდა? აშკარაა ,რომ ეს ვიღაც სხვა არსების ნახელავია! უეცრად ვიგრძენი ,რომ ჩემს უკან ვიღაც იყო. სწრაფად მოვტრიალი . არქტიკულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი ნაჯახს მიქნევდა. მე ნაჯახი ისე მოხდენილად ავიცდინე , ჩემი თავით აღვფრთოვანდი. მეორე მოქნევაზე ხელი დავუჭირე , ფეხი ცელივით გამოვუსვი და მოწყვეტით თოვლზე ზურგით დავანარცხე. ზედ წავაჯექი და ყელში ვწვდი. ხელს ვუჭერდი და თან ვუყვიროდი : ვინ ხარ? ვინ ჯანდაბა ხარ? მერე მივხდი ,რომ თუ ყელიდან ხელს არ მოვაშორებდი , ვერ მიპასუხებდა. ხელი გავუშვი , ქუდი მოვხსენი და ერთ ადგილზე გავიყინე. ის არ იყო არც გოკა და არც ბორში . ის ქალი იყო , წითური თმებით , აპრეხილი ცხვირით, იდეალური ფორმის პატარა ტუჩებით.
- მე ჰარისონი ვარ.- მითხა მან თავისი ნაზი ხმით.
ჩვენ უკვე ბაზაში ვიყავით ,სადაც ცხელ ბორშს ზიზღით ვჭამდით. თეფში გვერდზე გავწიე.
-თუ სწორად მახსოვს , თქვენ გამეცანით როგორც ჰარისონი, ასეა?
-კი ასეა. -ღიმილით მომიგო მან.
-კი მაგრამ რატომ , თქვენ ხომ გოგო ხართ , ჰარისონი კი რა გოგოს სახელია?!
-მამაჩემს ყოველთვის გოგოს ყოლა უნდოდა.
რა ყლეობაა! მამამისს რომ გოგო უნდოდა, ეს არ ხნის იმას , თუ რატომ დაარქვა ქალიშვილს ჰარისონი. მაგრამ არ ვაპირებდი ჩაძიებას, სიმართლე გითხრათ ,ნაკლებად მაინტერესებდა რა ერქვა. ის ბორშიდან ამოღებულ ძვალს ისე ელეგანტურად წუწნიდა… შავი ყელიანი სვიტრი ეცვა. შავი ფერი უკეთ წარმოაჩენდა მის იდეალურად გამოყვანილ წელს . იდგა ფანჯარასთან და სადღაც იქით წყვდიადს გასცქეროდა. ამ დროს იმდენად ლამაზი იყო , მთელი მარადისობა არ მომბეზრდებოდა მისი ცქერა.
-იცი, ჰარისონ , ეს ჩემი ჯოჯოხეთია. მეგონა აქ მხოლოდ მე ვიყავი. მხოლოდ მე და გოკები. ძალიან ბევრს ვფიქრობ და მაინც ვერ ვხდები, შენ აქ რა გინდა ? როგორ მოხვდი აქ? განა შეიძლება 2 ადამიანი ერთ ჯოჯოხეთში?
-არ ვიცი ,-დაწყო ჰარისონმა,- რაც თავი მახსოვს აქ ვარ.- თქვა და სევდიანად ჩაიცინა .
-შენ არასდროს არ გიცხოვრია დედამიწაზე,ნამდვილ დედამიწაზე?- აკანკალებული ხმით ვკითხე მე.
-არა!- სწრაფად თქვა და გაიცინა.
მას შემდეგ ერთად ვცხოვრობდით მე და ჰარისონი. არც ბორში აღარ იყო ასეთი გაუსაძლისი , პირიქით შემიყვარდა კიდეც მასთან ერთად ბორშის ხვრეპა. ხშირად ვფიქრობდი ხოლმე- ესაა ჯოჯოხეთი? უკაცრიელ ადგილას ვარ ადამიანთან, რომლის მსგავსიც არავინ არ შემხვედრია არასდროს. ერთად ვჭამთ ბორშს , ერთად ვსვამთ ბორშს, ვთამაშობთ , ვესიყვარულებით ერთმანეთს. სიცოცხლეში კი ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. თითქოს ის ცხოვრება იყო ჯოჯოხეთი , ეს კი სამოთხეა.თითქოს ესაა ნამდვილი სიცოცხლე.
მალე ჰარისონი დაორსულდა . ამან უფრო დაგვაახლოვა და გაგვაბედნიერა ორივეე. არ იბადებოდა მხოლოდ ჩვენი სიყვარულის ნაყოფი , იბადებოდა ასევე იმედი. იმედი , რომ ამ ჯოჯოხეთს სამოთხედ გარდაქმნიდა ბავშვის კისკისი. აქ შევქმნიდი მე ახალ სამყაროს , უფრო სრულყოფილს ვიდრე ოდესმე სადმე ყოფილა ან უნდა იყოს.
ჰარისონი უკვე მერვე თვეში იყო. მე ბორშზე სანადიროდ ვიყავი წასული. გაყინული ბორშის ოკეანის ნაპირთან მივედი. ნაჯახით ჩავამტვრიე და მოზრდილი ნაჭერი ტომარაში ჩავაგდე. სახლში მისვლისას ამ ნაჭერს ცეცხლზე შემომდგარ ქვაბში ჩავაგდებდი, ეს ყინულის ლოდიც გალხვებოდა და საჭმელიც მზად იქნებოდა.
ბაზაში შევედი. ჰარისონი საწოლზე უგონოდ ეგდო. სწრაფად მივვარდი. ვაჭანჭყარებდი ,რომ გამოფხიზლებულიყო. შემდეგ პულსი გავუსინჯე – ის მკვდარი იყო! ცრემლები ყინვისგან გამოფიტულ სახეს ალბობდნენ . ის მშობიარობას გადაყვა . კი მაგრამ ბავშვი ? ბავშვი სადაა. მოვათვალიერე იქაურობა და აი ისიც… ბავშვი საწოლის კიდესთან , ნაჭრებში იყო გახვეული და ხმას არ იღებდა. მე მეშინოდა მიახლოების , გული ცუდს მიგრძნობდა. ღმერთო ნუ გამწირავ მარტოობისთვის-მეთქი , ვამბობდი გულში. როგორ იქნა გავბედე და ბავშვს მივუახლოვდი. ნაჭრები გადავწიე , რათა ბავშვის სახე დამენახა.
მისი სახის დანახვისას ჩავიკეცე , ზურგით საწოლს მივეყრდენი და მწარედ ავქვითინდი: რატომ? რატომ ? რატომ?? – ვყვიროდი მე. ნაჭრებიდან კი ყრუდ ისმოდა : ჩაგეთვალა, ჰაჰაჰა, ჩაგეთვალა. ჩვენი სიყვარულის ნაყოფი , ჩვენი იმედიც გოკა აღმოჩნდა. ამ მომენტში ვიგრძენი ყველაზე რეალურად თუ რა არის ჯოჯოხეთი. ეს წყევლაა ,რომელსაც ვერასდროს დააღწევ თავს. ჰარისონიც მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა , მხოლოდ იმიტომ ვიყავით ეს თვეები ბედნიერები ,რომ ახლა ასე მტკენოდა ,ასე დავტანჯულიყავი. ბრავო! ბრავო, კიდევ ერთხელ , თქვენ ნამდვილად გცოდნიათ რა არის ჯოჯოხეთი და როგორ უნდა აწამოთ ადამიანი. ბავშვი გოკა ჩაგეთვალას თქმას აპირებდა ,როცა ნაჯახით თავი მოვაწყვიტე.
ამის შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია , რა მოხდებოდა თუ ფეხბუთის მენეჯერში ღმერთს დავანებებდი გამარჯვებას , რა მოხდებოდა თუ დავმარცხდებოდი? იქნებ სამოთხეში წავეყვანე? თუმცა ეს მხოლოდ ღმეთმა უწყის…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. "ჯოჯოხეთი არის მუდმივი ღეჭვა ერთი და იმავესი, ან დაუსრულებელი სიკვდილი" -- მამარდაშვილმა თქვა თავის ლექციებში 1990 წელს. კარგი იუმორით დაწერილი სერიოზული ნაწარმოებია :))
"ჯოჯოხეთი არის მუდმივი ღეჭვა ერთი და იმავესი, ან დაუსრულებელი სიკვდილი" -- მამარდაშვილმა თქვა თავის ლექციებში 1990 წელს. კარგი იუმორით დაწერილი სერიოზული ნაწარმოებია :))
18. "ჯოჯოხეთი ხომ ერთი ადგილის ნაყვაა " -- მამარდაშვილმა თქვათავის ლექციებში 1990 წელს. კარგი იუმორით დაწერილი სერიოზული ნაწარმოებია :))
"ჯოჯოხეთი ხომ ერთი ადგილის ნაყვაა " -- მამარდაშვილმა თქვათავის ლექციებში 1990 წელს. კარგი იუმორით დაწერილი სერიოზული ნაწარმოებია :))
17. მადლობა :) მადლობა :)
16. იდეა მომეწონა, ფორმა არციმდენად. საბოლოო ჯამში,დასაფიქრებელია. წარმატებები. იდეა მომეწონა, ფორმა არციმდენად. საბოლოო ჯამში,დასაფიქრებელია. წარმატებები.
15. პუტინი გოკასთან ვერასდროს ვერ მივა! გოკა ყველაზე საზიზღარი და ამაზრზენი არსებაა ვისაც კი უცხოვრია დედამიწაზე ;დდ პუტინი გოკასთან ვერასდროს ვერ მივა! გოკა ყველაზე საზიზღარი და ამაზრზენი არსებაა ვისაც კი უცხოვრია დედამიწაზე ;დდ
14. ბორშზე ნადირობაზე გამიჭირდა გაჩერება, იმდენი ვიცინე. ზედმეტად სასტიკი ჯოჯოხეთია. :) რა დაგიშავა ამ გოკა, დავიჯერო პუტინზე მეტად ვერ იტან? :)) ბორშზე ნადირობაზე გამიჭირდა გაჩერება, იმდენი ვიცინე. ზედმეტად სასტიკი ჯოჯოხეთია. :) რა დაგიშავა ამ გოკა, დავიჯერო პუტინზე მეტად ვერ იტან? :))
13. ცრემლებამდე ვიცინე, მაგრამ სატირალიც ბევრი იყო აქ. სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ რამე ასეთს. ცრემლებამდე ვიცინე, მაგრამ სატირალიც ბევრი იყო აქ. სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ რამე ასეთს.
12. მდაა...საინტერესოა ფრიად...:)დამაფიქრა... მომეწონა...5 აუცილებლად შემოვივლი სხვა დროსაც...:-* მდაა...საინტერესოა ფრიად...:)დამაფიქრა... მომეწონა...5 აუცილებლად შემოვივლი სხვა დროსაც...:-*
11. რია, Beretta 92A1 არ არის სნაიპერული შაშხანა :) გაგედო, ბოევიკებს არც ვუყურებ , მაგრამ მაინც გავითვალისწინებ შენს აზრს და უფრო აღარ ვუყურებ. რია, Beretta 92A1 არ არის სნაიპერული შაშხანა :) გაგედო, ბოევიკებს არც ვუყურებ , მაგრამ მაინც გავითვალისწინებ შენს აზრს და უფრო აღარ ვუყურებ.
10. ბოევიკებს ნუღა უყურებ დძმა ბოევიკებს ნუღა უყურებ დძმა
9. ვეთანხმები ნიკის. უდავოდ ნიჭიერია ავტორი. ნაწერიც კარგად იკითხება.
"ბარგი ჩავალაგე. ატარქტიკაზე წასვლა გადაწყვეტილი მქონდა , რა დროსაც იარაღის მაღაზია შევნიშნე. თავში მაშივნე გამიარა ერთმა აზრმა – ახლა კი მაგრად გავერთობი. რა იარაღს აღარ ნახავდით… 1 საათში მხარზე მეკიდა M16 , ქამარზე მეკეთა Beretta 92A1, ხელში მეჭირა Colt Python იგივე მაგნუმი , ზურგზე მეკეთა ორი სპილოს ძვლის ტარიანი მაჩატე."
ქამარზე მეკეთა Beretta 92A1, თუ არ ვცდები, ეს იარაღი სნაიპერული შაშხანაა და ტყვიების გარეშე, დაახლოებით ცხრა კილომდე იწონის. ტყვიებიანად ? უჰ! და ეს სიმძიმე ჩვენს გმირს ქამარზე ეკიდა?
მოკლედ, იუმორიც მომწონს.: )) 5 და წარმატებები! ვეთანხმები ნიკის. უდავოდ ნიჭიერია ავტორი. ნაწერიც კარგად იკითხება.
"ბარგი ჩავალაგე. ატარქტიკაზე წასვლა გადაწყვეტილი მქონდა , რა დროსაც იარაღის მაღაზია შევნიშნე. თავში მაშივნე გამიარა ერთმა აზრმა – ახლა კი მაგრად გავერთობი. რა იარაღს აღარ ნახავდით… 1 საათში მხარზე მეკიდა M16 , ქამარზე მეკეთა Beretta 92A1, ხელში მეჭირა Colt Python იგივე მაგნუმი , ზურგზე მეკეთა ორი სპილოს ძვლის ტარიანი მაჩატე."
ქამარზე მეკეთა Beretta 92A1, თუ არ ვცდები, ეს იარაღი სნაიპერული შაშხანაა და ტყვიების გარეშე, დაახლოებით ცხრა კილომდე იწონის. ტყვიებიანად ? უჰ! და ეს სიმძიმე ჩვენს გმირს ქამარზე ეკიდა?
მოკლედ, იუმორიც მომწონს.: )) 5 და წარმატებები!
8. უკმარისობის შეგრძნება დამიტოვა! უკმარისობის შეგრძნება დამიტოვა!
7. მხოლოდ შიშველი იუმორის გამოც არ მომწონებია, იყო აქ იუმორზე მეტიც :)
მხოლოდ შიშველი იუმორის გამოც არ მომწონებია, იყო აქ იუმორზე მეტიც :)
6. ვაფასებ ავტორის იუმორს
ჯერ-ჯერობით საკმარისია =)) ვაფასებ ავტორის იუმორს
ჯერ-ჯერობით საკმარისია =))
5. წინასიტყვაობა ყლეობაა.. გადააკეთე..
დანარჩენს რაც შეეხება .. დიდად ვერ მოვიხიბლე ლიტერატურული თხრობით..
კონსტრუქციას არაუშავს.. უბრალოდ მსგავსი ტიპის თემატიკა ესეთი ფორმით წარმოდგენილი არ მიზიდავს... ზედაპირულ ცურვას ჰგავს...
წინასიტყვაობა ყლეობაა.. გადააკეთე..
დანარჩენს რაც შეეხება .. დიდად ვერ მოვიხიბლე ლიტერატურული თხრობით..
კონსტრუქციას არაუშავს.. უბრალოდ მსგავსი ტიპის თემატიკა ესეთი ფორმით წარმოდგენილი არ მიზიდავს... ზედაპირულ ცურვას ჰგავს...
4. მადლობა შეფასებისთვის. არ მეგონა 3 ადამიანი თუ წაიკითხავდა. ახლა უცებ თვალში მომხვდა საშინელი შეცდომა- ოლდ ტრაფორდის მაგივრად ემირეითი უნდა ეწეროს :) მადლობა შეფასებისთვის. არ მეგონა 3 ადამიანი თუ წაიკითხავდა. ახლა უცებ თვალში მომხვდა საშინელი შეცდომა- ოლდ ტრაფორდის მაგივრად ემირეითი უნდა ეწეროს :)
3. უდავოდ ნიჭიერი ავტორია ახალგაზრდაა სამწერლო კუთხით კარგი მომავალი ექნება თუ გააგრძელებს
გინებები და ბილწსიტყვაობა რამდენიმე ადგილას ორგანულადაა თავის ადგილას და არ ყვირის, მაგრამ ზოგან და განსაკუთრებით დასაწყისში ძალიან ზედმეტია და მოიგებს ნაწერი თუ ამოიღებთ. ზედმეტი კი არა ლამის ძალით ჩატენილივითაა
მთლიანობაში ძალიან კარგად წავიკითხე 2-3 თვის მერე თუ წაიკითხავს ავტორი და ხელმეორედ დაწერს გაცილებით უკეთესი გამოვა
ღმერთთან თამაშმა ჩელენტანოს გენიალური კომედია "ტუზი" გამახსენა
მოკლედ 5 ქულა ჩემგან და უკეთესების მოლოდინით ვიქნები
უდავოდ ნიჭიერი ავტორია ახალგაზრდაა სამწერლო კუთხით კარგი მომავალი ექნება თუ გააგრძელებს
გინებები და ბილწსიტყვაობა რამდენიმე ადგილას ორგანულადაა თავის ადგილას და არ ყვირის, მაგრამ ზოგან და განსაკუთრებით დასაწყისში ძალიან ზედმეტია და მოიგებს ნაწერი თუ ამოიღებთ. ზედმეტი კი არა ლამის ძალით ჩატენილივითაა
მთლიანობაში ძალიან კარგად წავიკითხე 2-3 თვის მერე თუ წაიკითხავს ავტორი და ხელმეორედ დაწერს გაცილებით უკეთესი გამოვა
ღმერთთან თამაშმა ჩელენტანოს გენიალური კომედია "ტუზი" გამახსენა
მოკლედ 5 ქულა ჩემგან და უკეთესების მოლოდინით ვიქნები
2. ხელწერა როგორღაც მეცნობა კიარა, თუ თავად არ ბრძანდებით, ნიკით "სერგეი"ს პროზას გადახედეთ,სავარაუდოდ მოგეწონებათ... რაც შეეხება ამ ნაწერს, ისე დაიწყო როგორც ფამუქის წითელი იწყება. სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობამ,ავტორის გონებაში გული დამწყვიტა. ფინალმა უფრო მეტად გიტოვებთ ორ ქულას,მარტო იმიტომ მაინც,რომ ამდენი ვიკითხე ხელწერა როგორღაც მეცნობა კიარა, თუ თავად არ ბრძანდებით, ნიკით "სერგეი"ს პროზას გადახედეთ,სავარაუდოდ მოგეწონებათ... რაც შეეხება ამ ნაწერს, ისე დაიწყო როგორც ფამუქის წითელი იწყება. სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობამ,ავტორის გონებაში გული დამწყვიტა. ფინალმა უფრო მეტად გიტოვებთ ორ ქულას,მარტო იმიტომ მაინც,რომ ამდენი ვიკითხე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|