 | ავტორი: ხუედიოსი ჟანრი: პროზა 14 ოქტომბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გაფრთხილება! აქ ვერ ამოიკითხავთ ჩასუქებული ბეღურა როგორ გადაგოგმანდა ხიდან ხეზე, ან როგორ ელამუნება ნაზი სიო ჭადრის გაყვითლებულ ფოთოლს. აქ ვერ იპოვით ჭკუისწავლებას , რჩევას ან სხვა რამეს , რომელსაც გამოიყენებთ ცხოვრებაში ან უნბრალოდ დაგაფიქრებთ. რახან უკვე გაგაფრთხილეთ , იმედია ბოლოს წუწუნს არ მოვისმენ თუ როგორ დაგაკარგვინეთ ძვირფასი დრო .
ანდერს ფოგ რასმუსენს მივაჭენებდი . პერიოდულად სახრესაც გადავუჭერდი ხოლმე, რაზეც შეშფოთებას გამოთქვამდა. რაღაც მომენტში გავიაზრე , რომ ამაზრზენი იყო ეს აბსურდი და გადავწყვიტე სიზმარი დამეტოვებინა. აი, გავიღვიძე კიდეც. საწოლი აბურდურ-დაბურდულია - ალბათ მთელი ღამე მივაგელვებდი ბატონ რასმუსენს. რამდენიმე დღის წინ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის რომელიღაც სახელმძღვანელოში ფროიდის ნააზრევს გადავაწყდი. ის ამტკიცებდა ,რომ ცნობიერი ზღუდავს ჩვენს არაცნობიერს. ეს შევიწროვებული სურვილები და ლტოლვები კი სიზმარში ჰპოვებენ გამოხატვას. ბატონი ზიგმუნდის თქმით, სიზმარი არ არის რაღაც აბსურდი, ბოდვა . ის არის ცნობიერის მიერ ჩახშული ლტოლვების გამოვლინება. ჰოდა, ახლა ვფიქრობ რა ჯანდაბა ლტოლვებს ავიწროვებს ჩემი ცნობიერი ,რომ სიზმარში ნატოს გენერალურ მდივანს მივაჭენებ? წყალს ვსვამ და ონკანის თავზე ჩამოკიდებულ სარკეში ვათვალიერებ საკუთარ თავს. წვერი იმხელა მაქვს, თავისუფლად შემიძლია ,სახელმწიფოს მტრები გადავმალო , ან ბიბლიოთეკა მოვიწყო... ამის გაფიქრებისთანავე ირთვება ჩემი წარმოსახვა და ვხედავ როგორ ვზივარ ტრანსპორტში და ჰოპ - წვერიდან ვიღებ რამე თავშესაქცევ წიგნს და ვიწყებ კითხვას; ვდგავარ მაღაზიის გრძელ რიგში და ჰოპ - ვიღებ „ვეფხისტყაოსანს „ და ხმამაღლა ვიწყებ კითხვას. ჩემი წარმოსახვა დიდი აბეზარი ვინმეა. ყველაზე უმნიშვნელო , ყველაზე აბსურდულ დეტალზეც შეუძლია მთელი რომანი შეთხზას. და მხოლოდ შეთხზვით როდი კმაყოფილდება... მაიძულებს ამ რომანის ყველა პერსონაჟი ხმამაღლა განვასახიერო. ამასწინათ ასეთი რამ შეთხზა : მე მიმიწვიეს შოუ შუა დღეში. რატომ ჩამთვალეს სტუმრობის ღირსად ჩემს წარმოსახვას არ დაუკონკრეტებია. დავუშვათ ახალგაზრდული ოლიმპიადა მოვიგე ჭოკით ხტომაში. მოგეხსენებათ გადაცემა დაყოფილია რამდენიმე ბლოკად და თითოულ ბლოკში სხვადასხვა სტუმარია. პირველ ბლოკში ვიღაც პიანისტი უნდა ყოფილიყო , მეორეში კი მე , ჭოკითმხტომელი. პიანისტი აგვიანებდა. ერთ პროდიუსერს კი ეგონა ,რომ მე ვიყავი პიანისტი და ჭოკითმხტომელი მეორე ბლოკისთვის აპირბდა მოსვლას. მოკლედ წარმადგინეს ,როგორც პიანისტი და სტუდიაში შემაგდეს. დიმა ობოლაძემ დამახასიათა ,როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა პიანისტი. თიკა ფაცაციამ დაამატა ,რომ ის პირადად ესწრებოდა ჩემს ჩინებულ კონცერტს , რომელიც გასულ შაბათს გაიმართა და თურმე აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მეც შევიფერე ეს ყვეაფერი და გადავწყვიტე ექსტრავაგანტული გენიოსი პიანისტი მეთამაშა. „ ჰაჰ, დიდად გმადლობთ , დიდად!“- ვთქვი და ხუთგზის რევერანსი გავაკეთე. „ ახლა კი სანამ საუბარს დავიწყებდეთ , ნება მიბოძეთ, გენიალური კომპოზიციით შეგიქმნათ განწყობა თქვენ და თქვენს პუბლიკას! პუბლიკუს , ჰაჰა.’’ მშვენიარი აზრიაო დამეთანხმა დიმა. მე მკვირცხლ დავსკუპდი როიალზე. „ ეს არის გენიალური მინიატურა , გენიალური კომპოზიტორისა , ვილჰემ ფონ დენიკინისა.’’ და დავიწყე... თითებს ქაოსურად ვურტყამ კლავიშებს , ფეხს ვადებ კლავიშებს , ენით ვლოკავ კლავიშებს. ეს ამაზრზენი ჟღერადობა არ მაკმაყოფილებს და ვყვირი : პამ პამ პამმმ პარა პარაააააააა. დაკვრას ვწყვეტ. გაბადრული სახით ვდგები სკამიდან და ყველას თავს ვუკრავ.ყველა ტაშს მიკრავს, ყველა ღრმად ჩაფიქრებული სახეებით მიყურებს. „ ჰაჰა , დიდი მადლობა , ჰაჰა! მოგეწონათ ბატონო დიმა? ჰაჰაჰა, ძალიან კარგი! მაგრამ აქ ერთი პრობლემაა -მე არ ვარ პიანისტი , მე ჭოკითმხტომელი ვარ, ჰაჰაჰ! რა მოგეწონათ?? ჰაჰა, დიდად ყლე ბრძადებით ,ბატონებო, დიდად ყლე, ჰაჰა! ‘’ ეს არის ჩემი ავადმყოფური წარმოსახვის ერთ-ერთი ნახელავთაგანი. თან მაიძულა ჩემი თავიც მე მეთამაშა, დიმაც , როიალიც , პუბლიკაც , ყველა. ასეთ დროს ისე გადავეშვები ხოლმე წარმოდგენაში , ვერაფერს ვამჩნევ. რომ მოვრჩი , მხოლოდ მაშინ შენვინშე გაოგნებული დედა, რომელიც დიდი ხანია მიყურებდა თურმე. ყველაფერი ნახა : როგორ ველაპარაკებოდი დიმას , როგორ ვუკრავდი , ბოლოს როგორ გამოვააშკარავე მათი სიყლევე და ასე შემდეგ.
სად გავჩერდით? ჰო, წყალს ვსვამდი, მაგრამ უკვე წლებია ეს სითხე არ მაკმაყოფილებს. მე უფრო ძლიერი რამ მინდა, უფრო გემერიელი, უფრო საოცარი, უფრო ამაღლებული - კოკა-კოლა მინდა. ნარკოდამოკიდებული ადამიანი დიდად არ განსხვავდება კოკაკოლადამოკიდებული ადამიანისგან. ნარკოტიკსაც და კოკა-კოლასაც ეჩვევი, მათზე დამოკიდებული ხდები , ნელ-ნელა ზრდი დოზას , ორივეს ახასიათებს ეგრედწოდებული ლომკა, როცა მზად ხარ ერთი ყლუპისთვის გაყიდო ყველაფერი: სახლი , ღირსება , ბიცოლა . კოკა-კოლასაც ისე ებრძვიან ,როგორც ნარკოტიკებს. მის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს. ამ მანქანის ძირითადი ბირთვი, რა თქმა უნდა , დედები არიან. დედაჩემის საყვარელი ფრაზა: „ როგორ სვამ მაგ ქიმიას?! იცი მაგით ვანა-ტუალეტს ხეხავენ , იცი??’’ აუ, ერთი ის იდიოტი მანახა ,ვინც აღმოაჩინა ,რომ კოკა-კოლა ჩინებული საშუალებაა საპირფარეშოს გასახეხად. ყოველი კოკა-კოლის ყლუპი ჩემს მიერ გადაყლურწული , დედაჩემს 1 წლის სიცოცხლეს აკლებს . ხადნახან არ შეუძლია ხოლმე, ამის გაძლება და ოთახიდან გადის. ფოსფორმჟავას რომ ვსვამდე და ურანში ამოვლებულ სნიკერს ვაყოლებდე , ალბათ არანაირი რეაქცია არ ექნებოდა. კოკა-კოლა ხომ ქიმიაა... განა ,რა შეიძლება იყოს კოკა-კოლაზე ცუდი?-არაფერი, რა თქა უნდა, არაფერი! კოკაკოლის შემადგენლობაზე ხომ მითები დადის : ზოგი ამბობს ,რომ მისი საუდუმლო ინგრედიენტი კოკაინია ; ზოგი ამბობს, რომ რაღაც სახეობის გამხმარ პეპელას ურევენ; ზოგი ამტკიცებს ,რომ ანტილოპას სპერმას ამატებენ. მაგრამ ამ ვერსიებიდან რთულია თქვა ,რომელია ჭეშმარიტება და რომელი არა. მე პირადად ანტილოპის სპერმის ვერსიამ მომხიბლა. ჩემმა წარმოსახვამაც არ დააყოვნა და წარმომიდგა სცენა, როგორ აყურებინებენ რიგით ანტილოპას ანტილოპების პორნოს და ისიც როგორ მასტურბირებს თავისი ჩლიქების დახმარებით . როგორც უკვე მივხდით, მე კოკაკოლადამოკიდებული ვარ და ახლა სასწრაფოდ მესაჭიროება მისი მიღება. მთელი დიღმის მაღაზიები შემოვიარე და ყველგან ერთი და იგივე: „არ გვაქვს, დღეს არ შემოუტანით.“ ბოლო მაღაზიიდან გამოსვლას ვაპირებდი ,როცა ტელევიზორში საგანგებო საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. მე შევჩერდი და ტელევოზორს მივაშტერდი. ასე მოიქცა მაღაზიაში მყოფი ათივე ადამიანი. და დაიწყო ჟურნალისტმა: „კოკა-კოლის იმპერია დაინგრა! გამოძიების შედეგად დადგინდა ,რომ კოკა-კოლის საიდუმლო ინგრედიენტი ჩვილის ტვინია. კომპანიის ლაბორატორიებში ასიათასობით ინკუბატორში მოთავსებული ჩვილი აღმოაჩინეს .ახლა თქვენ ხედავთ, პირდაპირ ეთერში ,როგორ ლუქავენ მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის საწარმოებს , ოფისებს. რამდენიმე მილიონი ტონა კოკა-კოლა უკვე გადაღვარეს და ძალიან მალე მისი ნასახიც აღარ დარჩება ჩვენს პლანეტაზე. ეს არის კოკა-კოლას ეპოქის დასასრული! „
მე საშინლად განვიცადე, ოღონდ არა ის ,რომ ამდენი ხანი ჩვილის ტვინს ვსვამდი ,არამედ ის რომ შეიძლება ვეღარასოდეს ვეღარ დამელია . სახლში რომ მივედი ,ოჯახის წევრები ისე მიყურებდნენ ,როგორც ბრეივიკს. ჩემს დას ვაკოცე ,მან კი წივილი მორთო,დედას ჩაეხუტა და სასწრაფოდ მოიწმინდა ლოყა.
ოთახში ჩავიკეტე. ოთახი ჩავაბნელე. ორგანიზმის თითოეული ნაწილი მთხოვდა კოკა-კოლას. ეს გაუსაძლის ტკივილს მაყენებდა. ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა: მეთამაშა კომპიუტერული თამაშები, მეყურებინა ეროტიკული ფილმებისთვის, დამეწერა სიმღერა. ფორმატი და საღებავებიც კი ვაყიდინე დედას. ჯერ ყვითელი საღებავი გადავასხი , შემეგ კიდეები შავად შევღებე, შემდეგ წითელი საღებავით დავშტრიხე. ბოლოს ტანსაცმელი გავიხადე ,გამოვქანდი და ფორმატზე გავსრიალდი: დავიწყე გორაობა , ვიქნევდი ხელებს ,ფეხებს , ვეტმასნებოდი ქაღალდს , საღებავებს ვისხამდი პირში , ნახატს ვლოკავდი. ბოლოს ფორმატი კედელზე გავაკარი და სიამაყით შევხედე. შეიძლება ვიღაც კრეტინ მილიონერს 50 ათასი ევროც გადაეხადა, მაგრამ წამიერად შედევრის შექმნის გამო დაუფლებული კმაყოფილების გრძნობა გაქრა და ისევ კოკა-კოლა ამომიტივტივდა. თითქოს ყველა და ყველაფერი მის სახელს მეუბნებოდა ,მასზე მიმანიშნებდა. თოჯინები ,სკამები , საწოლი ,ტანსაცმელი , ხეები, ნაგვის ურნები ყველა მიმღეროდა : „კოკა-კოლააა , კოლაააა უჰუუუ იეეე დალიეეე შესვიიი საოცრებაა, ნუ უსმენ სხვას შესვიიი კოლააა იეეეე.“ არა, არ შემიძლია უკვე ასე! უნდა ვიმოქმედო! სწრაფად ჩავიცვი, ავიღე პაპაჩემის ნაქონი ხანჯალი და გავედი სახლიდან. იმ ადგილას მივედი ,სადაც ასხამდნენ კოკაკოლას. საწარმო უკვე რამდენიმე დღის დალუქული იყო. უკანა შესასვლელთან მივედი. კარებს ყვითელი პოლიციის ლენტი სწრაფად ავაძრე და კარი შევამტვრიე. ყველაფერი ჩაბნელებული იყო . კიდევ კარგი ჩემს ტელეფონს ფანარი ჰქონდა და გავანათე. რადაც არ უდნა დამჯდომოდა, კოკა-კოლა უნდა მეპოვა. თუნდაც ერთი , თუნდაც ერთი დაწყევლილი ბოთლი. მეორე სართულზე ავედი, თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული გავჩხრიკე მაგრამ არაფერი! ბოლოს წაქცეულ მაცივარს მივადექი , უნდა გადმომებრუნებინა და მენახა ,როცა უკნიდან ვიღაცის ხმა გაისმა: აქ არაფერია. შეშინებული და დამფრთხალი უკან მოვტრიალდი და ვიღაც ჩემსავით გაბურძგნული ტიპი დავინახე. -აქ არაფერია!- გაიმეორა მან. -შენც კოლას ეძებდი?- ვკითხე მე. - არა მეორე ნახევარს , რა თქმა უნდა , კოლას ვეძებდი!-თქვა და ირონიის ტალღამ სახეზე გადაურბინა. - რა ვქნათ? - მე ვიცი რაც უდნა ვქნათ! ჩვენ უნდა ჩამოვასხათ კოკა-კოლა! -სრულჭკუაზე თუ ხარ? არც დენია , არც ამ დანადგარების ჩამრთველები ვართ ჩვენ და ყველაზე მთავარი ჩვილი ... - ყველაფერს შევძლებთ. მე აქ რამდენიმე თვე ვმუშაობდი ,სანამ გამაგდებდნენ. ელექტროენერგიას დღესვე ჩავრთავ. ერთადერთი პრობლემა ჩვილია... - მე არ ვაპირებ შენთან ერთად ამ საქმეში გარევას. მითუმეტეს არ ვაპირებ ბავშვის მოკვლას.- განვუცხადე მე. -ჰაჰაჰა!- გადაიხარხარა მან.-შენს თავს შეხედე , სულ კანკალებ , დიდხანს ვერ გაძლებ! უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს! - მაინც როგორ აპირებ ჩვილის შოვნას, საავადმყოფოდან მოიპარავ? იყიდი? თუ დედას ძუძუდან აადღლერზავ? -ჯერ არ ვიცი ,მაგრამ ძალიან მალე მოვიფიქრებ. ახლა კი წავიდეთ აქედან , მე მიგიყვან სახლში.- თქვა მან.
ღამის 3 საათი იყო დაახლოებით ,როცა უცნობს სალხში მივყავდი. 80 კმ/სთ სიჩქარით მივდიოდით ,როცა უეცრად დაამუხრუჭა და კინაღამ შუბლით შევანგრიე საქარე მინა. -რა ჯანდაბაა! რას აკეთებ?-ვიღრიალე მე. -როგორ თუ რას ,ვერ დაინახე? -რა ,რა უნდა დამენახა? -ბავშთა სახლის წინ , რაღაც კალათა იდო. ხვდები რა შეიძლება იქ იყოს? უცნობმა მანქანა უკან, 8 მეტრით, დახია და ბავშვთა სახლის კარებს გაუსწორდა. იქ მართლაც იდო რაღაც. უცნობი სწრაფად გადახტა მანქანიდან , აიღო კალათა და უკან მანქანაში დაბრუნდა. -ჰაჰა!- ეს ბედისწერაა ,გესმის?! - თქვა და კალათა მუხლებზე დამიდო. შიგ მართლაც ჩვილი იყო. მას შავი თვალები ჰქონდა. აქამდე ასეთი ბავშვი არასოდეს მენახა. მას რაღაც ისეთი მისტიკური ჰქონდა ,რომლის ახსნაც შეუძლებელია. ის არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. როცა მის უძირო შავ თვალებს უყურებდი , საშნელი სიცივით და შიშით გეჟღინთებოდა სული.თითქოს მისი თვალები იყო სარკე ,რომელიც შენი სულის ბნელ კუნჭულებში მიყუჟულ ამაზრზენ ფიქრებს ირეკლავდა. უცნობმა მაშინვე მოატრიალა მანქანა- საწარმოში მივდივართ , დღესვე უნდა ჩამოვასხათ!
უცნობმა ჩართო ელექტროენერგია, აამუშავა დანადგარები, დაიწყო კოკა-კოლის ჩამოსხმა. რჩებოდა მხოლოდ დასკვნითი მომენტი ,როცა საიდუმლო ინგრედიენტი უნდა შეგვერია . -ჩვილის ტვინი მინდა ! მიდი , რას დამგახარ?- აგრესიელად მომახალა უცნობმა. -მე არ მოვკლავ ამ ბავშვს ! და საერთოდ რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ შენნაირ გიჟთან ერთად ?- ავუწიე ხმას მე. ჩემს სულში საშინელი ბრძოლა მიმდინარეობდა. ერთი მხრივ კოკა-კოლის განუზომელ წყურვილს მოეცმა ჩემი არსება და მეორე მხრივ... მეორე მხრივ კი არ მინდოდა ბავშვის სისხლში გამესვარა ხელი, მიუხედავად იმისა , რომ ის ,თავისი შავი თვალების გამო, ძლიერ მძლდა.
-კოკა-კოლა ხომ გინდა? -მინდა. -ხოდა იმოქმედე!
ამ დროს ჩვენს წინაშე არსაიდან გაჩნდა შუახნის მამაკაცი , კუბოკრულ პიჯაკში , მარცხენა თვალი-შავი, მარჯვენა- თეთრი. ჩვენ შევცბით და უკან დავიხიეთ. -ვინ ჯანდაბა ხარ ?-ჰკითხა უცნობმა -მე ? - გაიღიმა. -ვინ ხარ-მეთქი, ამოღერღე!- შეუტია უცნობმა
-მე ვარ სატანა, ეშმაკი, ლუციფერი, ბელზებელი, შაითანი. როგორც გენებოს ისე მომმართე . მე ვარ ქაოსის და ბნელეთის ბატონი. - განგვიცხადა კუბოკრულპიჯაკიანმა. -გვეღადავები?- ღიმილით ჰკითხა უნცობმა. მე ხმაგაკმენტილი ვადევნებდი თვალს მოვლენათა განვითარებას. -მოკლედ,-დაიწყო ლუციფერმა- ეს ბავშვი აქ არ უნდა იყოს. ის მესიაა . მას დიდი მომავალი აქვს. ის უნდა იყოს ქვეყნიერების მპყრობელი. ყველაფერი ისე მიდიოდა ,როგორც საჭირო იყო. მაგრამ უეცრად თქვენ გამოჩნდით და ყველაფერი არიეთ. დამიბრუნეთ ჩვილი უვნებლად და გასამრჯელოს მიიღებთ. -ბავშვთა სახლში აბარებდით მესიას? - ხითხითით კითხა უცნობმა. -მისივე უსაფღთხოების გამო და კიდევ იმის გამო , რომ ხალხს უყვარს სანაგვიდან აღზევებული ლიდერები. -ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს . ვინ გდიხარ, რომ მოხვედი და გვასწავლი ,როგორ უნდა მოვიქცეთ! ეს ბავშვი ვიპოვეთ ჩვენ და მორჩა.- კატეგორიულად განუცხადა უცნობმა. -უკანასკნელად გაფრთხილებთ, ბავშვი მომეცით! - კბილებში გამოსცრა ლუციფერმა. -ერთი წამით , თუ შეიძლება მეგობარს მოვეთათბირები.- ვთქვი და გავუღიმე ლუციფერს. უცნობი გვერდზე გავიხმე: - მივცეთ ეს დაწყევლილი ბავშვი , თორემ რაღაც საშინელება დაგვატყდება თავს. თან ამ კაცმა ჯილდო ახსენა! ჩვენც მოვთხოვოთ კოკა-კოლა და მორჩა! -კარგი. - აუღელვებლად დამეთანხმა უცნობი და ლუციფერს მიუბრუნდა:
-ანუ ,როგორც ამბობ , შენ ლუციფერი ხარ ხომ? ამ ბავშს დიდი მომავალი ექნება ხომ? ქყვეყნიერების მმართველი გახდება ხომ? ვინ ჯანდაბაა , ანტიქრისტე? -სწორად მიხვდი! - თქვა და გაიღიმა ლუციფერმა. -მაშინ უფრო მარტივად ყოფილა საქმე, ვიდრე მეგონა... - თქვა ეს უცნობმა და ჩვილს კისერი მოატეხა. მე ჩავიკეცე , ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ლუციფერი გაწითლდა , თითქოს რაღაცის თქმას ცდილობსო და ვერ ახერხებდა . ბოლოს მაინც ამოილუღლუღა: ა ავადმყოფებო , ბ ბარბაროსებო . თ თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ , ყველაფერი დ დამთავრდა , ყველაფერი დასრულდა , მ მორჩა... თქვა ეს თუ არა, გაუჩინარდა. ჩვენ, მართალი გითხრათ, ვერ მივხდით რა დასრულდა , რამ გააცოფა ასე ლუციფერი , რატომ არ მოგკვლა და რატომ გვეხვეწებოდა ბავშვი მომეცითო. ალბათ ის საოცარი ბავშვი მართლა ანტიქრისტე იყო... გამოდის ,რომ მეორედ მოსვლა არ იქნება , ყველაფერი დასრულდა. სიმართლე გითხრათ, ამაზე დიდად არც ვფიქრობთ. სახურავზე ვართ. გრილი სიო უბერავს. მზე აღმოსავლეთიდან მოიპარება . მე და უცნობი კი კოკა-კოლას ნელა ვწრუპავთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27.
კოკა-კოლასაც იგივე დანიშნულება ქონია, შენი ამ ნაწარმოების მიხედვით.... წაბლი ადრე იყო ჯეკ დენიელსთან ერთად. ეტობა ნერწყვი მოგადგა და მწარედ დაგახსომდა ხო? ასე იცის შურმა. ზღმარტლი არ ყოფილა და რას მატენი? შებოლილი ქაშაყი - ნაწამები ქათმით გაკეთებულ ბულიონს არ ჯობია? =))
გიხაროდენ, გიხაროდენ, მეზოზავრის გადადენა, ბულიონის სიყვარულით, დიდი საძმოს ერთგულებით, ჩვენი პროზის გადარჩენა. :)
კოკა-კოლასაც იგივე დანიშნულება ქონია, შენი ამ ნაწარმოების მიხედვით.... წაბლი ადრე იყო ჯეკ დენიელსთან ერთად. ეტობა ნერწყვი მოგადგა და მწარედ დაგახსომდა ხო? ასე იცის შურმა. ზღმარტლი არ ყოფილა და რას მატენი? შებოლილი ქაშაყი - ნაწამები ქათმით გაკეთებულ ბულიონს არ ჯობია? =))
გიხაროდენ, გიხაროდენ, მეზოზავრის გადადენა, ბულიონის სიყვარულით, დიდი საძმოს ერთგულებით, ჩვენი პროზის გადარჩენა. :)
26. მენიუ შეიცვალა ?? :((( იმედია შებოლილი ქაშაყი და არაყი მარკით "გომი" კიარადა "ფინლანდია" მაინც იყო :) მიხარია ჩემს ბულიონს ეგ დანიშნულება თუ აქვს :) შებოლილი ქაშაყის, ხიზილალას, წაბლის, კიტრის წნილის, ფინლანდიის, ზღრმარტლის შემდეგ მისწრება ყოფილა და აბა თქვენ იცით გადაიკითხეთ :))) მენიუ შეიცვალა ?? :((( იმედია შებოლილი ქაშაყი და არაყი მარკით "გომი" კიარადა "ფინლანდია" მაინც იყო :) მიხარია ჩემს ბულიონს ეგ დანიშნულება თუ აქვს :) შებოლილი ქაშაყის, ხიზილალას, წაბლის, კიტრის წნილის, ფინლანდიის, ზღრმარტლის შემდეგ მისწრება ყოფილა და აბა თქვენ იცით გადაიკითხეთ :)))
25. ხუედიოს, დავბრუნდი სახლში, მენიუ ცოტათი შეიცვალა ბურხრისპირას გაშლილ სუფრაზე, ხომ არ ჩამოგიწერო? =)) შენ თუ ჩვენი მენიუ არ მოგწონს, მეზოზოზავრის ბულიონი რა დელიკატესია მხოლოდ შენ გაქვს გასინჯული, და მოგვიყევი... რაკი ნავსი გატეხე, მეც გეუბნები ახლა, ღიად და დაუფარავად : შენს ბულიონს და სოდიან წყალს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს.
მენემო, მიაგენი ხომ შენს ნიშას. კარგია და გილოცავ.
ხუედიოს, დავბრუნდი სახლში, მენიუ ცოტათი შეიცვალა ბურხრისპირას გაშლილ სუფრაზე, ხომ არ ჩამოგიწერო? =)) შენ თუ ჩვენი მენიუ არ მოგწონს, მეზოზოზავრის ბულიონი რა დელიკატესია მხოლოდ შენ გაქვს გასინჯული, და მოგვიყევი... რაკი ნავსი გატეხე, მეც გეუბნები ახლა, ღიად და დაუფარავად : შენს ბულიონს და სოდიან წყალს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს.
მენემო, მიაგენი ხომ შენს ნიშას. კარგია და გილოცავ.
24. ვნახე სხვებიც, წავიკიტხავ ნელ-ნელა :))))) ვნახე სხვებიც, წავიკიტხავ ნელ-ნელა :)))))
23. მადლობა მენემო :) შემდეგს მაინცდამაინც გულმოდგინეთ ნუ დაელოდებით :) კაცმა არ იცის როდის დავწერ რამეს. მაგრამ სხვა მოთხრობებიც მაქვს ატვირთული აქ და შეიძლება ისინიც მოგეწონოთ. "დასასრული" მგონი ყველაზე სუსტია მათ შორის :დ მადლობა მენემო :) შემდეგს მაინცდამაინც გულმოდგინეთ ნუ დაელოდებით :) კაცმა არ იცის როდის დავწერ რამეს. მაგრამ სხვა მოთხრობებიც მაქვს ატვირთული აქ და შეიძლება ისინიც მოგეწონოთ. "დასასრული" მგონი ყველაზე სუსტია მათ შორის :დ
22. ჰაჰაჰა ძალიან მაგარია, ჩემი მეგობარი წერდა ამ სტილში, გავხარ აშკარად :))))) ველოდები შემდეგებს :)) ჰაჰაჰა ძალიან მაგარია, ჩემი მეგობარი წერდა ამ სტილში, გავხარ აშკარად :))))) ველოდები შემდეგებს :))
21. რამდენი უაზრო, არასაჭირო ინფორმაციით დაგვტვირთეთ :)ჩემს გარდა სხვებიც კითხულობენ, ისინი მაინც დაინდეთ :) წარმოვიდგინე თქვენს მიერ აღწერილი ეს სისაძაგლე და რატომღაც არ შემშურდა :) კიდევ ერთხელ ვიმეორებ( აზრი არ აქვს მაგრამ მაინც ) შენიშვნებს ყოველთვის ვიღებ, ამის ფაქტები არსებობს ამ საიტზე :) უბრალოდ თქვენ ხართ ძალიან სასაცილო :) ურიგო არ არისო, დამწყები არ ჩანხარო და გუშინ როცა ერთ მოთხრობაზე თქვენი აღფრთოვანება არ გავიზიარე, შურისძიების მიზნით თქვენი პირველი შთაბეჭდილება "ბულიონის საძმოზე" რადიკალურად შეცვალეთ :)) ესაა ღადაობა :დდდ თორე გულწრფელ და კეთილგანწყობილ შენიშვნებს ყოველთვის ვიღებ :) რამდენი უაზრო, არასაჭირო ინფორმაციით დაგვტვირთეთ :)ჩემს გარდა სხვებიც კითხულობენ, ისინი მაინც დაინდეთ :) წარმოვიდგინე თქვენს მიერ აღწერილი ეს სისაძაგლე და რატომღაც არ შემშურდა :) კიდევ ერთხელ ვიმეორებ( აზრი არ აქვს მაგრამ მაინც ) შენიშვნებს ყოველთვის ვიღებ, ამის ფაქტები არსებობს ამ საიტზე :) უბრალოდ თქვენ ხართ ძალიან სასაცილო :) ურიგო არ არისო, დამწყები არ ჩანხარო და გუშინ როცა ერთ მოთხრობაზე თქვენი აღფრთოვანება არ გავიზიარე, შურისძიების მიზნით თქვენი პირველი შთაბეჭდილება "ბულიონის საძმოზე" რადიკალურად შეცვალეთ :)) ესაა ღადაობა :დდდ თორე გულწრფელ და კეთილგანწყობილ შენიშვნებს ყოველთვის ვიღებ :)
20. ხუედიოს, ამჟამად და ამ წუთში გადავწყვიტე მეგობართან წასვლა მის ბუხრიან სახლში. ველოდები როდის გამომივლის თავისი აუდით.
გვექნება: "კარტოშკა ვ მუნდირე," შებოლილი ქაშაყი, შებოლილი ყველი, შავი და წითელი ხიზილალა, კიტრის და წიწაკის წნილი, თეთრი ღვინო და არაყი მარკით "ფინლანდია." ეს მენიუ კარგად დაიხსომე და შემდეგ კომენტარზე შემახსენე. მანამდე შეგიძლია შეგშურდეს შავი/თეთრი/მწვანე შურით. ჩემნაირი ლოგიკა რომ გქონდეს, მენიუც ჩემნაირი გექნებოდა და გაზგაშვებულ ნაბეღლავზე არ იჯდებოდი.
რაც არ უნდა მლანძღო, ეს მოთხრობა არ გამოსწორდება. ჯობია დადგე და გადაამუშაო, რადგან მხოლოდ იდეა ვარგა, შესრულება - არაფრად. გაქვს უფლება გამოთქვა შენი აზრი სხვის ნაწერზე, მაგრამ როცა შენსაზე გამოთქვამენ, ისიც უნდა მიიღო რაც არ უნდა ალოგიკური "გეჩვენებოდეს." ეგ მე -9 კომენტარი შენი დაწერილია, შესაბამისად რასაც დაწერ, პასუხიც იმითი მოგეთხოვება.
დაამთავრე ჩემთან? ძალიან კარგი. თორემ იმდენი "ღრეჯვის" ღიმილაკი გაქვს დადებული, ადეკვატურობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ხუედიოს, ამჟამად და ამ წუთში გადავწყვიტე მეგობართან წასვლა მის ბუხრიან სახლში. ველოდები როდის გამომივლის თავისი აუდით.
გვექნება: "კარტოშკა ვ მუნდირე," შებოლილი ქაშაყი, შებოლილი ყველი, შავი და წითელი ხიზილალა, კიტრის და წიწაკის წნილი, თეთრი ღვინო და არაყი მარკით "ფინლანდია." ეს მენიუ კარგად დაიხსომე და შემდეგ კომენტარზე შემახსენე. მანამდე შეგიძლია შეგშურდეს შავი/თეთრი/მწვანე შურით. ჩემნაირი ლოგიკა რომ გქონდეს, მენიუც ჩემნაირი გექნებოდა და გაზგაშვებულ ნაბეღლავზე არ იჯდებოდი.
რაც არ უნდა მლანძღო, ეს მოთხრობა არ გამოსწორდება. ჯობია დადგე და გადაამუშაო, რადგან მხოლოდ იდეა ვარგა, შესრულება - არაფრად. გაქვს უფლება გამოთქვა შენი აზრი სხვის ნაწერზე, მაგრამ როცა შენსაზე გამოთქვამენ, ისიც უნდა მიიღო რაც არ უნდა ალოგიკური "გეჩვენებოდეს." ეგ მე -9 კომენტარი შენი დაწერილია, შესაბამისად რასაც დაწერ, პასუხიც იმითი მოგეთხოვება.
დაამთავრე ჩემთან? ძალიან კარგი. თორემ იმდენი "ღრეჯვის" ღიმილაკი გაქვს დადებული, ადეკვატურობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
19. "ურიგო არ არის" არ ნიშნავს რომ კარგია. ურიგო არ არის ნიშნავს არ ვარგას ? ასეა ხო ? :დდდ ვერ ვხდები რომ რაც უფრო მეტს ლაპარაკობ უფრო მეტად შედიხარ ჩიხში :D ბუხართან რო დაჯდე და წაბლი შეჭამო ბურგუნდიული ღვინის თანხლებით იქნებ დაწყნარდე ცოტა :დდ
უბრალოდ სასაცილოა, როცა გაბრალებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ისეთად გამომიყვანე რომ შენიშვნებს არ ვიღებ. არადა გადახედე ჩემს მოთხრობებს და თუ ვინმეს შენიშვნას არ ვიღებ და ვიცავ ჩემ თავს გავჩუმდები :D უფლება არ მაქვს ჩემი აზრი გამოვთქვა სხვის ნაწერზე? :D მართლა რა ბოდავ :D მე რო მეუბნები 9 კომენტარი წაიკითხეო :დდდ ეგ შენ წაიკითხე :D ა თუ წაიკიტხე და მაგის მერე მიწოდებ ამპარტავანს :დდდდდდდ შენ ლოგიკასთან რაღაც უთანხმოება გაქვს მგონი :D მე მითუმეტეს დავამტავრე შენთან. მეზარება არაადეკვატურ და არაფრისმომცემ ადამიანებთან დროის კარგვა :) "ურიგო არ არის" არ ნიშნავს რომ კარგია. ურიგო არ არის ნიშნავს არ ვარგას ? ასეა ხო ? :დდდ ვერ ვხდები რომ რაც უფრო მეტს ლაპარაკობ უფრო მეტად შედიხარ ჩიხში :D ბუხართან რო დაჯდე და წაბლი შეჭამო ბურგუნდიული ღვინის თანხლებით იქნებ დაწყნარდე ცოტა :დდ
უბრალოდ სასაცილოა, როცა გაბრალებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ისეთად გამომიყვანე რომ შენიშვნებს არ ვიღებ. არადა გადახედე ჩემს მოთხრობებს და თუ ვინმეს შენიშვნას არ ვიღებ და ვიცავ ჩემ თავს გავჩუმდები :D უფლება არ მაქვს ჩემი აზრი გამოვთქვა სხვის ნაწერზე? :D მართლა რა ბოდავ :D მე რო მეუბნები 9 კომენტარი წაიკითხეო :დდდ ეგ შენ წაიკითხე :D ა თუ წაიკიტხე და მაგის მერე მიწოდებ ამპარტავანს :დდდდდდდ შენ ლოგიკასთან რაღაც უთანხმოება გაქვს მგონი :D მე მითუმეტეს დავამტავრე შენთან. მეზარება არაადეკვატურ და არაფრისმომცემ ადამიანებთან დროის კარგვა :)
18. თუ არ გეწყინა, ხუედიოს, მაშინ დააყე. მოისმინე/წაიკითხე რასაც შენს ნაღვაწზე დავწერ. თუ არ გინდა უარყოფითი კომენტარის დანახვა, ერთი თორმეტფურცლიანი რვეული იყიდე და წერე რამდენიც გინდა. აი ხედავ, შენ ვერ გამაბრაზე, მე კი სულ 2 კომენტარი დამჭირდა შენს გასაბრაზებლად.
უნიჭო არ ხარ, უბრალოდ უკუდო ამპარტავანი ხარ. " ბულიონის საძმო" - არ ვარგა. - "ურიგო არ არის", - არ ნიშნავს რომ კარგია, მით უმეტეს ბრწყინვალე არ არის და შედევრი ხომ ვერასოდეს იქნება. დამწყების პირობაზე ამდენი სიტყვების ბეჭდვა რომ არ დაგეზარა, წაგახალისე და დაგზოგე, მაგრამ ახლა ახალმა წელმაც გადაიარა და დაზოგვები დასრულდა. მაგარი უნარი გაქვს მოიმდურო შენს მიმართ კარგად განწყობილი ადამიანი.
წაიკითხე აქ შენი მე-9 კომენტარი, რამდენჯერმე. რაც აქ გიდევს, ამ კომენტარზე ღირებული და ჭკვიანური არაფერი დაგიწერია. ამიტომ:
შენთან საუბარი დასრულებულია და სრულიად ვეთანხმები მე-9 კომენტარს. ბოლო წინადადებას განსაკუთრებით. თუ არ გეწყინა, ხუედიოს, მაშინ დააყე. მოისმინე/წაიკითხე რასაც შენს ნაღვაწზე დავწერ. თუ არ გინდა უარყოფითი კომენტარის დანახვა, ერთი თორმეტფურცლიანი რვეული იყიდე და წერე რამდენიც გინდა. აი ხედავ, შენ ვერ გამაბრაზე, მე კი სულ 2 კომენტარი დამჭირდა შენს გასაბრაზებლად.
უნიჭო არ ხარ, უბრალოდ უკუდო ამპარტავანი ხარ. " ბულიონის საძმო" - არ ვარგა. - "ურიგო არ არის", - არ ნიშნავს რომ კარგია, მით უმეტეს ბრწყინვალე არ არის და შედევრი ხომ ვერასოდეს იქნება. დამწყების პირობაზე ამდენი სიტყვების ბეჭდვა რომ არ დაგეზარა, წაგახალისე და დაგზოგე, მაგრამ ახლა ახალმა წელმაც გადაიარა და დაზოგვები დასრულდა. მაგარი უნარი გაქვს მოიმდურო შენს მიმართ კარგად განწყობილი ადამიანი.
წაიკითხე აქ შენი მე-9 კომენტარი, რამდენჯერმე. რაც აქ გიდევს, ამ კომენტარზე ღირებული და ჭკვიანური არაფერი დაგიწერია. ამიტომ:
შენთან საუბარი დასრულებულია და სრულიად ვეთანხმები მე-9 კომენტარს. ბოლო წინადადებას განსაკუთრებით.
17. ხალხს უყვარს სანაგვიდან აღზევებული ლიდერები..... ) 5.
ხალხს უყვარს სანაგვიდან აღზევებული ლიდერები..... ) 5.
16. მითი თუ რეალობა? კოკა-კოლა თმის ძირებს ამაგრებს! მითი თუ რეალობა? კოკა-კოლა თმის ძირებს ამაგრებს!
15. ლუციფერი და კოკა-კოლა, ორი ბოროტება ლუციფერი და კოკა-კოლა, ორი ბოროტება
14. მოგინდა?:) არადა უმრავლესობამ ამის წაკითხვის მერე მითხრა კოკა-კოლას ცოტა ხანი ვეღარ დავლევთო;დ ;დ მოგინდა?:) არადა უმრავლესობამ ამის წაკითხვის მერე მითხრა კოკა-კოლას ცოტა ხანი ვეღარ დავლევთო;დ ;დ
13. რასმუსენი, იქაც და აქაც. :))) აშკარად ნიჭიერია ავტორი, მაგრად ვიხალისე, და თან კოკა-კოლა მომინდა მარა ამ შუაღამეს საიდან მოვიტანო. ისევ გავუძლებ ლომკას და დავიძინებ. :) რასმუსენი, იქაც და აქაც. :))) აშკარად ნიჭიერია ავტორი, მაგრად ვიხალისე, და თან კოკა-კოლა მომინდა მარა ამ შუაღამეს საიდან მოვიტანო. ისევ გავუძლებ ლომკას და დავიძინებ. :)
12. მადლობა და მიხარია თუ გაერთეთ :) მადლობა და მიხარია თუ გაერთეთ :)
11. წარმოსახვას ნამდვილად არ უჩივით. ანტიქრისტეს ტვინიც დაგილევიათ. რა მეთქმის, გავერთე საკმაოდ. წარმოსახვას ნამდვილად არ უჩივით. ანტიქრისტეს ტვინიც დაგილევიათ. რა მეთქმის, გავერთე საკმაოდ.
10. მადლობა განმარტებისთვის...:-* რაკი თქვენი სტილი ყოფილა... ვფიქრობ ცდუნებას ვერ გავუძლებ და მაინც შემოვიჭყიტები, თუკი რამეს დადებთ...:) მადლობა განმარტებისთვის...:-* რაკი თქვენი სტილი ყოფილა... ვფიქრობ ცდუნებას ვერ გავუძლებ და მაინც შემოვიჭყიტები, თუკი რამეს დადებთ...:)
9. ჭა, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის :) მე არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული წერის ნიჭი მაქვს, არც სიტყვათა მარაგი და წყობაა დიდად გადასარევი. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი,რომ ჩემს უმთავრეს ღირსებად მდიდარი წარმოსახვა და ფანტაზია მიმაჩნია :) ხოდა მეც იქითკენ ვარ მიმართული, რომ რაც შეიძლება აბსურდული, გაუგონარი,ავადმყოფური სიუჟეტები შევქმნა. ეგ მეც მიფიქრია, რომ შეიძლება ასეთ თემებზე არ უნდა ვცდებოდე, მაგრამ მგონი ეს ჩემი სტილია და რომც ვცადო უფრო სერიოზულ თემებზე წერა არამგონია კარგი გამოვიდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ გულგრილი ვარ და არ მაინტერესებს ის, რასაც ჩვენ სერიოზულ თემებს ვეძახით :) ჩემთვის ხანდახან ასეთი აბსურდები უფრო სერიოზულია, ვიდრე სოციალური პრობლემატიკა, ადამიანური ურთიერთობები და სხვ... მოკლედ, ჩემი ახალი ნაწარმოები თუ ოდესმე დავწერე და აქ ავტვირთე დიდი ალბათობით ასეთივე აბსურდული და ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი იქნება :) ჭა, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის :) მე არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული წერის ნიჭი მაქვს, არც სიტყვათა მარაგი და წყობაა დიდად გადასარევი. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი,რომ ჩემს უმთავრეს ღირსებად მდიდარი წარმოსახვა და ფანტაზია მიმაჩნია :) ხოდა მეც იქითკენ ვარ მიმართული, რომ რაც შეიძლება აბსურდული, გაუგონარი,ავადმყოფური სიუჟეტები შევქმნა. ეგ მეც მიფიქრია, რომ შეიძლება ასეთ თემებზე არ უნდა ვცდებოდე, მაგრამ მგონი ეს ჩემი სტილია და რომც ვცადო უფრო სერიოზულ თემებზე წერა არამგონია კარგი გამოვიდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ გულგრილი ვარ და არ მაინტერესებს ის, რასაც ჩვენ სერიოზულ თემებს ვეძახით :) ჩემთვის ხანდახან ასეთი აბსურდები უფრო სერიოზულია, ვიდრე სოციალური პრობლემატიკა, ადამიანური ურთიერთობები და სხვ... მოკლედ, ჩემი ახალი ნაწარმოები თუ ოდესმე დავწერე და აქ ავტვირთე დიდი ალბათობით ასეთივე აბსურდული და ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი იქნება :)
8. კარგად წერ...:-* წარმოსახვაც მდიდარი გაქვს და იმ თემების გაბიაბურებაც მშვენივრად გამოგივიდა, როგორიცაა ანტიქრისტე და მეორედ მოსვლა...:)
ვფიქრობ შენ თვითონ დაგიკარგავს ძვირფასი დრო...:) ასეთ რამეებზე არ უნდა ცდებოდე...:-* შეფასება კი მაინც ხუთი...უდავოდ ნიჭიერია ავტორი კარგად წერ...:-* წარმოსახვაც მდიდარი გაქვს და იმ თემების გაბიაბურებაც მშვენივრად გამოგივიდა, როგორიცაა ანტიქრისტე და მეორედ მოსვლა...:)
ვფიქრობ შენ თვითონ დაგიკარგავს ძვირფასი დრო...:) ასეთ რამეებზე არ უნდა ცდებოდე...:-* შეფასება კი მაინც ხუთი...უდავოდ ნიჭიერია ავტორი
7. ასპარტამი-არის ის საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ყველა ბოთლს არც თუ ისე საიდუმლოდ აწერია შემადგენლობის გრაფაში. ქიმიურად მიღებული ნივთიერებაა რომელიც შაქარზე 4000-ჯერ ტკბილია, ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა ხელოვნურ გლუკოზას და ხდება დამოკიდებული.
ასპარტამი-არის ის საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ყველა ბოთლს არც თუ ისე საიდუმლოდ აწერია შემადგენლობის გრაფაში. ქიმიურად მიღებული ნივთიერებაა რომელიც შაქარზე 4000-ჯერ ტკბილია, ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა ხელოვნურ გლუკოზას და ხდება დამოკიდებული.
6. გაფრთხილება წავიკითხე...:))) ცოტა ხანს ვიფიქრებ... თან ცოტას შევემზადები, წაკითხვისას გული რომ არ გამისკდეს...:)))
გაფრთხილება წავიკითხე...:))) ცოტა ხანს ვიფიქრებ... თან ცოტას შევემზადები, წაკითხვისას გული რომ არ გამისკდეს...:)))
5. არადა დასაწყისმა დამაინტერესა
მე მგონია, რომ თქვენ ბევრს ლაპარაკობთ =) არადა დასაწყისმა დამაინტერესა
მე მგონია, რომ თქვენ ბევრს ლაპარაკობთ =)
4. ეჰ, არადა მე გაფრთხილებდით ეჰ, არადა მე გაფრთხილებდით
3. იმდენად გადაღეჭილი სახეები და თემებია.... ვერბალური ონანიზმია და მეტი არაფერი... ვერ. იმდენად გადაღეჭილი სახეები და თემებია.... ვერბალური ონანიზმია და მეტი არაფერი... ვერ.
2. სხვა ადგილებში მაგ სიტყვებს სწორი ფორმებით ვხმარობ და რატო დავუშვი შეცდომა მაგ მონაკვეთში გაუგებარია ჩემთვისაც :)
სხვა ადგილებში მაგ სიტყვებს სწორი ფორმებით ვხმარობ და რატო დავუშვი შეცდომა მაგ მონაკვეთში გაუგებარია ჩემთვისაც :)
1. დიდი აბეზარი ვინმე ყოფილა თქვენი წარმოსახვა, ნამდვილად :)
დასასრულის ფრიად ორიგინალური ვერსიაა.
"ვისხავდი, ვსვავდი, ასხავდნენ"- არა! "ვისხამდი, ვსვამდი, ასხამდნენ..."
ვითომ ამის მეტი შეცდომა და გასასწორებელი არ იყო აქ არაფერი :)
დიდი აბეზარი ვინმე ყოფილა თქვენი წარმოსახვა, ნამდვილად :)
დასასრულის ფრიად ორიგინალური ვერსიაა.
"ვისხავდი, ვსვავდი, ასხავდნენ"- არა! "ვისხამდი, ვსვამდი, ასხამდნენ..."
ვითომ ამის მეტი შეცდომა და გასასწორებელი არ იყო აქ არაფერი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|