დროს ხელის გულზე სილიკონის უდევს ეპოქა, ბირთვულ ღრუბლებში მიჭიხვინებს ვერცხლის პეგასი. კლასიკურ პროფილს კლონის კლიშე გადაებოგა, ბამბის ფიფქივით თოვს ღიმილი სტატუეტკასი.
ახლა ცელოფნის ქარში ფრიალს ჰქვია მშვენება, ჭორფლიანმა მზემ მკრთალი სხივით ზეცა შებოლა. იშვიათობა, შენეული, ღირს აჩემებად, რა საჭიროა მადრიგალი ან ჰიპერბოლა...
შენ ეს სამყარო შეგიძლია მზერით მიბანგო, დადიხარ მოდა, ყველა დროის სტილი რომ ერქვა. მოდი, მე და შენ, ძველმოდური ვიცეკვოთ ტანგო, ვიდრე ცალ-ცალკე მოგვიწევდეს სიკვდილთან ცეკვა.
შენში ნიამორს ენაცვლება შავი ავაზა, სინაზეს-ჯინი, დამპყრობელის გზას რომ მიუშვი. რადგან ცხოვრებამ პოდიუმი შემოგთავაზა, ნუ გეშინია, უფალია თავად ჟიურ(ი)ში.
წაიღო ოხრად ბედისწერამ სიცოცხლის მანკო, წასასვლელ დღეთა, (ჰორიზონტზე), რიგი თხელდება. მოდი, მე და შენ, თავხედურად ვიცეკვოთ ტანგო, ვაჩვენოთ სიკვდილს, როგორ უნდა გათავხედება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ანანიავ,
მეც ზოგადად დავწერე. რაც ეს საიტი არსებობს, საავტორო უფლებების კანონიც არსებობს, რომელიც ამბობს, თუ თქვენი არაა ნაშრომი, უნდა დასახელდეს ავტორი. რატომ უნდა ვიგულსხმო რომ ეს და "ფლეში" ერთი და იგივეა? არ მაქვს ამისი საფუძველი.
არ გაგინაწყენდებით, გაუვიდა ჩემს წყენას ხანდაზმულობის ვადა... იმიტომ დავწერე შერჩა და გარჩა კიდევაც თქო.
ანანიავ,

16. თუ დააკვიდებით, მე-14 კომენტარი ზოგადი ხასიათისაა, თქვენ კი კონკრეტული პასუხი გაეცით მას.
მეც კონკრეტულად გიპასუხებთ: არ ვიცი, ვინ დგას ამა თუ იმ კონკრეტული ნიკის უკან, ისე კი, რაც ეს საიტი მახსოვს, მისი წესები სულ დახვეწის პროცესშია. ამიტომ ავტორებს არა მგონია აკრძალული ჰქონდეთ სხვადასხვა ნიკით საკუთარი ნაწერების სხვადასხვა დროს გამოქვეყნება. იმავდროულად ვფიქრობ, რომ ამ ნაწერების რეალურ პატრონს უნდა უხაროდეს - მის ლექსებს იცნობენ და მათ პლაგიატობას არავის პატიობენ.
იმედი მაქვს არ გამინაწყენდებით, თუ დამატებით გეტყვით: ჩრდილი იქნება თუ სხვა ავტორი ან მკითველი უფლება აქვს მოსაწონი ავტორების საკუთარი კლასიფიკაცია შესთავაზოს საზოგადოებას (ზოგადად). ასეთი კლასიფიკაციების შექმნა რომ ვერაფერი საქმეა (განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ერთ სუბიექტს ეკუთვნის), ეს ისედაც ცხადია. ასევე ცხადია, რომ ასეთ კლასიფიკაციაში უნებლიეთ მოხვედრილი ავტორები სხვებისგან საერთოდ არ იმსახურებენ რაიმე სახის რეაქცია-შეფასებას. თუ დააკვიდებით, მე-14 კომენტარი ზოგადი ხასიათისაა, თქვენ კი კონკრეტული პასუხი გაეცით მას.
მეც კონკრეტულად გიპასუხებთ: არ ვიცი, ვინ დგას ამა თუ იმ კონკრეტული ნიკის უკან, ისე კი, რაც ეს საიტი მახსოვს, მისი წესები სულ დახვეწის პროცესშია. ამიტომ ავტორებს არა მგონია აკრძალული ჰქონდეთ სხვადასხვა ნიკით საკუთარი ნაწერების სხვადასხვა დროს გამოქვეყნება. იმავდროულად ვფიქრობ, რომ ამ ნაწერების რეალურ პატრონს უნდა უხაროდეს - მის ლექსებს იცნობენ და მათ პლაგიატობას არავის პატიობენ.
იმედი მაქვს არ გამინაწყენდებით, თუ დამატებით გეტყვით: ჩრდილი იქნება თუ სხვა ავტორი ან მკითველი უფლება აქვს მოსაწონი ავტორების საკუთარი კლასიფიკაცია შესთავაზოს საზოგადოებას (ზოგადად). ასეთი კლასიფიკაციების შექმნა რომ ვერაფერი საქმეა (განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ერთ სუბიექტს ეკუთვნის), ეს ისედაც ცხადია. ასევე ცხადია, რომ ასეთ კლასიფიკაციაში უნებლიეთ მოხვედრილი ავტორები სხვებისგან საერთოდ არ იმსახურებენ რაიმე სახის რეაქცია-შეფასებას.
15. უნდა მიაწეროს რომ სანდრო ბერიძისაა ლექსი, ან უნდა თქვას რომ "ფლეშია." ნაპატიები არ არის? არც თავად მოიკლავს თავს და არც ჩვენ დავსჯით " სიკვდილით..." არც ადმინს მოუკლავს თავი არიქა და დავბლოკავო...
აღარც ჩრდილი შეცდება და N 1 პოეტად არ ჩათვლის თავის ხუთეულში. შერჩა და გარჩა კიდევაც.. .
უნდა მიაწეროს რომ სანდრო ბერიძისაა ლექსი, ან უნდა თქვას რომ "ფლეშია." ნაპატიები არ არის? არც თავად მოიკლავს თავს და არც ჩვენ დავსჯით " სიკვდილით..." არც ადმინს მოუკლავს თავი არიქა და დავბლოკავო...
აღარც ჩრდილი შეცდება და N 1 პოეტად არ ჩათვლის თავის ხუთეულში. შერჩა და გარჩა კიდევაც.. .
14. ბავშვია... აპატიეთ. ბავშვია... აპატიეთ.
13. დავგუგლე და ეს ლექსი ეკუთვნის სანდრო ბერიძეს, იგივე ფლეშს რად უნდოდა მოპარვა, ვერ ვხვდები. ბევრი ვერაფერი ლექსია, ჩემი აზრით. უბრალოდ, შეიძლება ეს ერთი და იგივე პიროვნებაა.
დავგუგლე და ეს ლექსი ეკუთვნის სანდრო ბერიძეს, იგივე ფლეშს რად უნდოდა მოპარვა, ვერ ვხვდები. ბევრი ვერაფერი ლექსია, ჩემი აზრით. უბრალოდ, შეიძლება ეს ერთი და იგივე პიროვნებაა.
12. თანაც ჩრდილის აზრით პოეტების (მისეულ) ხუთეულში პირველი ადგილიც გიჭირავთ -სხვისი ლექსით =))
თანაც ჩრდილის აზრით პოეტების (მისეულ) ხუთეულში პირველი ადგილიც გიჭირავთ -სხვისი ლექსით =))
11. ამ ლექსს ავტორი მიაწერეთ, უხერხულია.
ამ ლექსს ავტორი მიაწერეთ, უხერხულია.
10. კარგი "ტანგო" იყო!!! კარგი "ტანგო" იყო!!!
9. კარგი ლექსია და ავტორი უნდა მიუთითოთ :) კარგი ლექსია და ავტორი უნდა მიუთითოთ :)
8. პლაგიატია ეს ყველაფერი, თავად ლექსი ბრწყინვალეა, თუმცაღა ეს ლექსი სულ სხვა ავტორისაა პლაგიატია ეს ყველაფერი, თავად ლექსი ბრწყინვალეა, თუმცაღა ეს ლექსი სულ სხვა ავტორისაა
7. მიყვარს ეს ლექსი...:-* მიყვარს ეს ლექსი...:-*
6. საინტერესოა. ოღონდ მანკო არ ვიცი რას ნიშნავს. საინტერესოა. ოღონდ მანკო არ ვიცი რას ნიშნავს.
5. კარგი ლექსია, ტანგო . მე ძალიან მომეწონა...5555 კარგი ლექსია, ტანგო . მე ძალიან მომეწონა...5555
1. აშკარად ნიჭიერი ჩანს ავტორი, 5 და უკეთესის მოლოდინი) აშკარად ნიჭიერი ჩანს ავტორი, 5 და უკეთესის მოლოდინი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|