დრო იყო, ჯერ არც კი გიცნობდი, და მაინც გეძებდი, გიხმობდი, იმ წარსულს ცოდვა ვით ვუთვალო, უყურო ვიყავ და უთვალო, და მაინც, არ ვიცი, რის გამო ვამბობდი: - მიყვარხარ, უფალო!
და ერთხელ სიზმარში გიხილე, შევკრთი და ვერა გაგიმხილე, ან უფალს რა როგორ უფარო, მის წინ უღონო ხარ, უფარო... ვიდექ დაბნეული, ვთრთოდი და ვერ გითხარ: - მიყვარხარ, უფალო!
სიკვდილ-სიცოცხლესთან ვცილობდი, მიჭირდა და ახსნას ვცდილობდი, დღე მედგა, გულთან მოუბარო, უმზეო, უმთო და უბარო... -მიშველე, მომხედე, შემინდე! - გიხმობდი - მიყვარხარ, უფალო!
შენდობას, ო, როგორ ველოდი! გთხოვდი და არაფერს მშველოდი, გაგიხდი მე უარმყოფელი, ვირჩიე ეს წუთისოფელი და მაშინ გითხარი: არ ვიცი, მიყვარხარ თუ არა, უფალო!
არ იყო შენდობა ადვილი? შენ ახლო ვერ ვპოვე ადგილი. ,,ძვირფასი - არის სულ უფასო", ელოდე, შენსას ულუფასო! - რატომ-ღა მასმინე, მანანე! გითხარი: - არ მყავხარ, უფალო!
ან გული ვის უნდა ვუხარო, ან თავი ვის უნდა ვუხარო, ვარ უქონელი და უვალო. ვერ გპოვე გზავ, სავალ-უვალო, შენ ჩემსას ვერასდროს გაიგებ უფალო, უფალო, უფალო!
ჰოდა, რაკი ახლა, როგორც იქნა, მისმენ, გეტყვი, რასაც მივხვდი ამასობაში: მე, ასე თუ ისე, მესმოდა შენი, განვიცდიდი შენს ტკივილებს, და ყოველ გახსენებაზე მეტირებოდა. იმას კი ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემსას შენ ვერაფერს გაიგებდი, რადგან მცირე ტკივილის მცნობელს დიდის წარმოდგენაც შეუძლია და თანაგრძნობაც, შენთვის კი, შენთვის, სამყაროსხელა ტკივილის გადამტანისთვის, აბა, რა იქნებოდა ჩემი ქალური სატკივარები! შენ ეკალ-ბარდებიდან და მორევიდან ცეცხლიდან და კლდისპირიდან უვნებელი გამოგყავდი, მე კიდევ, ნაკაწრები მეწვის და თან სული შემიბერე-მეთქი... და ამის აღმომჩენმა შვებით ამოვისუნთქე... რას ვიზამთ, ასეთი გამოდგა ჩვენი სიყვარული: ორივე მხრიდან - ცალმხრივი.
შენ, ძალო, გამძლებო მრავლისა, შენ, გზაო შენივე მრევლისა, ყოფილხარ კეთილისმყოფელი, გულში გაქვს ადგილ-სამყოფელი, ხმითა და უხმოდაც მოგიხმობ: - მიყვარხარ, მიყვარხარ, უფალო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. შესანიშნავია შესანიშნავია
14. ნაცნობებმა იციან, თქვენ კი, უცნობო მკითხველებო, ნუ დაგაბნევთ! რომ კომენტარებში სამი ნიკი იხდის მადლობას. აქ, ყველგან, პირად გვერდზეც მითითებული მაქვს : დებორა, დიოტიმა და ველისციხელი - სამივე ნინო დარბაისელია. ვინაობა არასოდეს დამიმალავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მქონდა ინტენსიური მუშაობის პერიოდები და საიტის დროითი ლიმიტი სამ დღეში ერთხელ ერთ ნაწარმოებზე მეტის დადების საშუალებას არ იძლეოდა ნაცნობებმა იციან, თქვენ კი, უცნობო მკითხველებო, ნუ დაგაბნევთ! რომ კომენტარებში სამი ნიკი იხდის მადლობას. აქ, ყველგან, პირად გვერდზეც მითითებული მაქვს : დებორა, დიოტიმა და ველისციხელი - სამივე ნინო დარბაისელია. ვინაობა არასოდეს დამიმალავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მქონდა ინტენსიური მუშაობის პერიოდები და საიტის დროითი ლიმიტი სამ დღეში ერთხელ ერთ ნაწარმოებზე მეტის დადების საშუალებას არ იძლეოდა
13. მადლობა, ნია-კო! :) შობის მადლი გეფინოთ! მადლობა, ნია-კო! :) შობის მადლი გეფინოთ!
12. კარგი იყო. შობას გილოცავთ კარგი იყო. შობას გილოცავთ
11. ნათია, ჭა, კრისტიან! მადლობა, შობის მადლი გეფინოთ! კრისტიან, რა საინტერესო კომენტარი დაგიტოვებიათ. მართლა გახსოვთ ჩემი რომელიმე ლექსი? კერძოდ, რომელი? რა სასიხარულოა! მე სხვებისას უცებ ვიმახსოვრებ, ჩემებს - დაწერიდან ერთ კვირაში ბუნდოვნად ვიხსენებ. მერე სულ მავიწყდება. დაწერილს რომ დავინახავ, ცხადია, მერე კი ვცნობ. ნათია, ჭა, კრისტიან! მადლობა, შობის მადლი გეფინოთ! კრისტიან, რა საინტერესო კომენტარი დაგიტოვებიათ. მართლა გახსოვთ ჩემი რომელიმე ლექსი? კერძოდ, რომელი? რა სასიხარულოა! მე სხვებისას უცებ ვიმახსოვრებ, ჩემებს - დაწერიდან ერთ კვირაში ბუნდოვნად ვიხსენებ. მერე სულ მავიწყდება. დაწერილს რომ დავინახავ, ცხადია, მერე კი ვცნობ.
10. მე თქვენი სხვა ლექსები უფრო დამამახსოვრდება 1 წლის, ან 15 კვირის შემდეგ. მე თქვენი სხვა ლექსები უფრო დამამახსოვრდება 1 წლის, ან 15 კვირის შემდეგ.
9. მომეწონა ძალიან...შობას გილოცავთ...:-* 5 მომეწონა ძალიან...შობას გილოცავთ...:-* 5
8. მომეწონა ძალიან...შობას გილოცავთ...:-* 5 მომეწონა ძალიან...შობას გილოცავთ...:-* 5
7. გილოცავთ შობას! ლექსი მომეწონა . გილოცავთ შობას! ლექსი მომეწონა .
6. ჯონათან, ფლე-ში, სხვა სამყარო, ჟანრი და ლუიზა, ჩემო კარგებო, მადლობა! :) შობის მადლი არ დაგლეოდეთ! ჯონათან, ფლე-ში, სხვა სამყარო, ჟანრი და ლუიზა, ჩემო კარგებო, მადლობა! :) შობის მადლი არ დაგლეოდეთ!
5. შთამბეჭდავია... ჩემი მოკრძელებული 2, მეტს იმსახურებს მაგრამ არ ვარ გენერალი. შთამბეჭდავია... ჩემი მოკრძელებული 2, მეტს იმსახურებს მაგრამ არ ვარ გენერალი.
4. ვეთანხმები პირველ კომენტარს.
რა ვიცი, რა გითხრათ, ლექსმა ვერ ჩამითრია და ვერ მაიძულა წამეკითხა, ძალდატანების გარეშე არ იკითხება.
1 ვეთანხმები პირველ კომენტარს.
რა ვიცი, რა გითხრათ, ლექსმა ვერ ჩამითრია და ვერ მაიძულა წამეკითხა, ძალდატანების გარეშე არ იკითხება.
1
3. ჩემი შვიდბეჭდიანი დასტური ჯონათანს. გილოცავთ შობას. ჩემი შვიდბეჭდიანი დასტური ჯონათანს. გილოცავთ შობას.
2. მართლა რა კარგი ლექსია და რა ზედმეტია ის პირველი კომენტარი :)
კაცობრიობის მიერ განვლილი გზაა ამ ლექსში ჩატეული და თან, რა ლამაზად!
მართლა რა კარგი ლექსია და რა ზედმეტია ის პირველი კომენტარი :)
კაცობრიობის მიერ განვლილი გზაა ამ ლექსში ჩატეული და თან, რა ლამაზად!
1. გილოცავთ შობას! კი ვიცი, კარგი ლექსის დადებას აქ მაინცა და მაინც დიდი აზრი რომ არა აქვს, მაგრამ იყოს! ამ პრინციპით რომ მივუდგეთ, პოეზიის არსებობას და კიდევ ბევრ რამეს, საერთოდ, ჩვენს ცხოვრებასაც არა აქვს მაინცა და მაინც დიდი აზრი, მაგრამ მაინც ვცხოვრობთ, ვისაც როგორ შეგვიძლია და გამოგვდის. :))))))) გილოცავთ შობას! კი ვიცი, კარგი ლექსის დადებას აქ მაინცა და მაინც დიდი აზრი რომ არა აქვს, მაგრამ იყოს! ამ პრინციპით რომ მივუდგეთ, პოეზიის არსებობას და კიდევ ბევრ რამეს, საერთოდ, ჩვენს ცხოვრებასაც არა აქვს მაინცა და მაინც დიდი აზრი, მაგრამ მაინც ვცხოვრობთ, ვისაც როგორ შეგვიძლია და გამოგვდის. :)))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|