 | ავტორი: ხუედიოსი ჟანრი: პროზა 24 აპრილი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წინასიტყვაობა სიუჟეტის იდეა სულ ცოტა ხნის წინ დამებადა და ვგეგმავდი საკმაოდ ვრცლად, დეტალურად დაწერას. ასე უფრო დამაჯერებელი და საინტერესო გამოვიდოდა. თუმცა იძულებული გავხდი მოკლედ დამეწერა. საკუთარ თავს კი პირობა მივეცი, რომ ოდესმე ვრცლად დავწერდი ამ მოთხრობას. სამწუხაროდ, ამ პირობას არასდროს შევასრულებ. შესაბამისად თქვენს წინაშეა მოკლე ვერსია.
ნაწილი I არც დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნა; არც მომაკვდინებელი ვირსუსის გავრცელება, რომელიც ადამიანს ზომბად აქცევს; არც ატომური ომი და რადიაცია; თქვენ წარმოიდგინეთ, არც გამყინვარება და წარღვნა; არც ადამიანბზე გაბატონებული რობოტები; არც ადამიანებზე გაბატონებული უცხოპლანეტელები და არც ადამიანებზე გაბატონებული მაიმუნები.
მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ XXV საუკუნე არაფრით გამორჩეული და მოსაწყენი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოხდა ისეთი საშინელება, რასაც ჩვენი პესიმისტი წინაპრებიც ვერ იწინასწარმეტყველებდნენ.
მაშინ როცა: ომებმა იკლეს, მსოფლიო მოსაწყენმა სიმშვიდემ მოიცვა, ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ორჯერ გაიზარდა, ტექნოლოგია ელვის სისწრაფით ვითარდებოდა, სწორედ ამ დროს თავს დაგვატყდა იდუმალებით მოცული უბედურება. ყველაფერი იუმორით დაიწყო. წყვილს ღია ცის ქვეშ ქორწილი გაემართათ, რა დროსაც უეცრად ზევიდან ფეკალური მასა გადმოესხათ. სისაძაგლეში ამოთხვრილი წყვილის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყო. საინფორმაციო გამოშვებებმაც ატრიალეს. თან დაურთეს, რომ დიდი ალბათობით ეს ფეკალური მასა დირიჟაბლიდან უნდა გადმოესხათ.
თანდათან ყველა მხრიდან მოდიოდა ინფორმაცია ფეკალური მასით გაწუწვაზე. მსხვერპლნი ყვებოდნენ, რომ ეს ბლანტი მასა ზევიდან გადმოესხათ. გაწუწულთა რიცხვმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და როცა ქალაქის მერის მეუღლეც მსხვერპლთა არმიას შეუერთდა, მაშინ ოფიციალური პირები სერიოზულად მოეკიდნენ ამ საკითხს. დაიწყო გამოძიება, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მოეძებნათ წყარო, საიდანაც ეს უჩვეულო „წვიმა“ იღებდა სათავეს. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ რომელიღაც ტერორისტული ორგანიზაციის ხელი ერია.
ფეკალური მასის წვიმა კი არ აპირებდა გდაღებას, პირიქით სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. კოკისპირულად „წვიმდა“ მთელს დედამიწაზე. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ყველა მოქალაქე ვალდებული იყო გარეთ გამოსულიყო და ემუშავა. მუშაობა გულისხმობდა ქუჩების გაწმენდას ფეკალური მასისგან. სიბინძურეში ამოგანგლულები ქუჩებს ვწმენდით, ბლანტ მასას სპეციალურ გიგანტურ მანქანებში ვასხამდით. მაგრამ „წვიმა“ გადაღებას არ აპირებდა. გაასუფთავებდი ერთ ადგილს და მაშინვე იფარებოდა ციდან ჩამოვარდნილი შავი ბლანტი მასით. უკვე ადამიანებისთვისაც სახიფათო გახდა გარეთ ყოფნა. ხალხის ოპტიმიზმი ჩაკვდა და სახლებისკენ გასწიეს. ოფიციალური პირებიც მიხვდნენ, რომ გაწმენდით სამუშაოებს აზრი არ ჰქონდა და დეზერტირების დასჯის არანაირი ზომები არ მიუღიათ.
პირველი შემთხვევიდან 5 თვის თავზე ფეკალური მასის და სხვა ნაგვის უზარმაზარმა გროვამ პარლამენტის ეზოში 35 დეპუტატი შეიწირა. „წვიმამ“ დაავადებებიც მოიტანა. ინფექცია ყველგან გავრცელდა. საავადმყოფოები გადაივსო. ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვდებოდა სხვადასხვა ინფექციებით.
ოფიციალური პირები სდუმდნენ. შეიძლება არაფერი არ იცოდნენ ან შეიძლება იცოდნენ და გვიმალავდნენ. მხოლოდ ეს თქვეს: დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს ფეკალური მასა ადამიანს ეკუთვნისო.
ვერაფრით ვერ ახერხებდნენ „წვიმის“ შეწყვეტას. მოსავალი ნადგურდებოდა, დასალევი წყალი იწამლებოდა. ბუნება ბინძურდებოდა. არნახული ეკოლოგიური კატასტროფის მოწმენი გავხდით. საკვების მარაგი აღარ არსებობდა. პოპულაციის მესამედი გაწყდა. რამდენიმე წელიწადში მსოფლიო საშინელებათა ფილმს დაემსგავსა : კანიბალიზმი, ძარცვა-გლეჯვა, ქაოსი და განუკითხაობა.
საცხოვრებელ ადგილს ხშირად ვიცვლიდი. ერთ-ერთ ასეთ ახალ სახლში კანიბალი მომადგა. მე რამდენიმე კვირის მშიერი ვიყავი, სავარაუდოდ კანიბალიც იგივე მდგომარეობაში იყო. დიდი დანა ეჭირა და ჩემსკენ მობანცალებდა. მეც მთელი ძალით მივლასლასებდი, რათა მისგან თავი დამეღწია. ეს სიზმარს გავდა, როცა ვიღაც მოგსდევს, შენ კი მირბიხარ და თან ვერ მირბიხარ. სიზმარში როგორც წესი მდევარი ყოველთვის გასწრებს, ის უფრო სწრაფია. ეს კანიბალი კი ჩემსავით ძლივს მობობღავდა. ალბათ ძალიან სასაცილო სანახავები ვიქნებოდით. კანიბალი ერთი კვირა მეყო. თავიდან გული მერეოდა, მაგრამ მერე ცოტა მივეჩვიე.
არ ვიცი, როგორ მოვახერხე, 5 წელი მეცხოვრა ამ საშინელებაში. ეს იყო ნამდვილი აპოკალიფსი. კიდე რამდენი ძაღლი, ვირთხა და ადამიანის ორგანო უნდა მეჭამა? კიდე რამდენი ადამიანი უნდა გამეძარცვა? კიდე რამდენი თავდამსხმელი უნდა მომეკლა? გადავწყვიტე სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა. მაგრამ ეს ვერ შევძელი...
დივანზე ვიწექი. ასეთი მშიერი არასდროს ვყოფილვარ. ტკივილსაც ვეღარ ვგრძობდი, თითქოს ვეღარც შიმშილს ვეღარ ვგრძნობდი. უბრალოდ დავიღალე, გამოვიფიტე. არანაირი ენეგრია არ შემრჩენოდა. გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმდა მძღნერი. მე კი ვიწექი, ვუსმენდი „წვიმის“ ხმას და ველოდებოდი უკანასკნელ ამოსუნთქვას. მჯეროდა, რომ ამ უკანასკნელ ამოსუნთქას დავინავდი. დავინახავდი, როგორ ამოვიდოდა უკანასკნელი ორთქლი ჩემი პირიდან, როგორ ავიდოდა ზემოთ, სულ ზემოთ და გაუჩინარდებოდა.
კიდევ რამდენიმე დღე ვეგდე ასე. მერე კარის შემომტვრევის ხმა გავიგე. ყველაფერს ბუნდრად ვხედავდი. სილუეტები შემოიჭრნენ ოთახში, საკაცეზე დამაწვინეს. საცხოვრებელი სახლის სახურავზე ამიტანეს, სადაც ვეტმფრენი გველოდა.
გონზე რომ მოვედი, უფანჯრო თეთრ ოთახში ვიყავი. ოთახში არაფერი არ იყო საწოლისა და კედელზე დაკიდებული საათის გარდა. ცოტა ხანში ვიღაც „ადიდასის“ სპორტულებში გამოწყობილი კაცი მოვიდა.
მან მითხრა: უკვე დიდი ხანია ტელეპორტი გამოვიგონეთ. ერთ-ერთი ჩვენი მეცნიერი პორტალის გამოყენებით წარსულში გადავიდა. იქ ვიღაცამ შემთხვევით სცემა, ნაცემი ბარში წავიდა და დალია. მერე იქ პოლიციამ დაიჭირა. წარსულზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო ზემოწმედებამაც კი შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ზუსტად ეს მოხდა ჩვენს შემთხვევაში. ამ მეცნიერის მოგზაურობის შემდეგ ისტორია გადაიწერა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - წარსულში ვიღაცამ შექმნა პორტალი, სადაც მთელს ნაგავს, მთელს კანალიზაციას უშვებენ. ამ პორტალის მეორე ბოლო კი მომავალში დედამიწის ატმოსფეროში გაიხსნა. -ჩემგან რა გინდათ? -წარსულში უნდა გადახვიდე და პორტალის შემქნელი შეაჩერო. უნდა გადაარწმუნო, რომ არ გადმოაყაროს მთელი მსოფლიოს ნაგავი მომავალს. -რატომ მე?! -შენ ამ გამომგონებლის პირდაპირი შთამომავალი ხარ. ჩვენ, რა თქმა უდნა, შეგვიძლია უბრალოდ მკვლელი გავაგზავნოთ წარსულში და მოვკლათ გამომგონებელი, მაგრამ ამან შეიძლება უარესი კატაკლიზმები გამოიწვიოს. - არ შემიძლია. -რატომ ? -უბრალოდ არ შემიძლია და მორჩა. - ეს თამაში არ არის! არ წახვალ შენ და წავა სხვა. ის სხვა მოკლავს გამომგონებელს, შენს წინაპარს და შედეგად გაქრები შენც. გესმის? - თქვა ეს და თან ნერვიულად აქეთ-იქით იხედებოდა. -მემუქრებით? -სხვა გზას უბრალოდ არ მიტოვებთ. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. მსოფლიო ერთ დიდ კანალიზაციად გადაიქცა, ჩვენ კი ბინძური ვირთხებივით ვართ. ამ უბედურების შემდეგ რელიგიური ფანატიზმი მკვდრეთით აღსდგა. მათ ფეკალური მასის წვიმაში ღვთის სასჯელი დაინახეს. მათთვის ეს განსაცდელია, რომელსაც უნდა გაუძლონ. გაიგეს, რომ რეალობის შეცვლას ვაპირებთ და ალყაში მოგვაცქციეს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მივდივართ. 2 კვირაა გვიტევენ და მალე ალბათ ამ ოთახშიც შემოაღწევენ. შენ შეგიძლია ეს ყველაფერი დაამთავრო!
არ ვიცი რატომ, შეიძლება მინდოდა ან სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ დავთანმხდი წარსულში მოგზაურობას.
სწრაფად ჩამაცვეს ნაცრისფერი შარვალი და ყვითელი პიჯაკი. -ამ პიჯაკის მეტი არაფერი გაქვთ? -ამის დრო არ არის! გახსოვდეს, პორტალი არასტაბილურია, ზუსტად არ ვიცით რა დროში გადაგიყვანს. -რა??? -ნუ ღელავ, ცდომილება არც ისე დიდი იქნება, მაქსიუმ 3 წელი. -აჰ, სამი წელი არაფერია. ძალიან დამამშვიდე... ღრმად ჩავისუნთქე და ლურჯ მოლივლივე დისკში გადავეშვი. ნაწილი II
დასავლეთიდან უშველებელი რუხი ღრუბელი მოცურავდა და გზად სინათლეს ჭამდა. მტვრიანი ქალაქი დეპრესიულმა სიბნელემ მოიცვა. ყვითელპიჯაკიანი უცნობი გაჩერდა, მაღლა აიხედა და შუბლზე წვიმის პირველი წვეთი დაეცა. პირველ წვეთს მოჰყვა მილიონი. უცნობი ისევ იქ იდგა და ისევ ცაში იხედებოდა. ხელები გაშალა და პირი გააღო - ისე იქცეოდა როგორც ბავშვი, რომელმაც პირველად ნახა წვიმა. მალე ეს ბავშვური თამაში მობეზრდა და ტელევიზიის შენობას შეაფარა თავი. აუდიტორიაში შესული თავისუფალ სკამზე მოკალთდა და დაელოდა გადაცემის დაწყებას.
და დაიწყო ჟურნალისტმა : დღეს ჩვენ ვისაურებთ სრულიად რევოლუციურ გამოგონებაზე, რომელიც ძალიან მცირე ხანში მთელმა მსოფლიომ აიტაცა. საგულისხმოა, რომ გამომგონებელი ქართველია. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამ გამოგონებას ქვია „შავი ხვრელი“. მე არ დავიწყებ მასზე ლაპარაკს, ჩვენთან სტუდიაში ზის მისი გამომგენებელი და ის უკეთესად მოგვახსენებს.
ფრანკემ განაგრძო : ჩემი გამოგონება, რა თქმა უნდა, არ არის „შავი ხვრელი“. ეს სახელი მე დავარქვი და ის ვერ გავითვალისწინე, რომ შავი ხვრელი ადამიანებში შიშის გრძნობას აღძრავს. სინამდვილეში ჩემი გამოგონება წარმოადგენს პორტალს. ეს პორტალი უკვე ძალიან ბევრ ქალაქში დამონტაჟდა. იმის მაგივრად რომ კანალიზაცია მდინარეებში ან ზღვებში ჩაედინებოდეს, ჩვენ სწორედ ამ პორტალში ჩავუშვებთ მას.
სიტყვა გადასცეს გარემოს დაცვის მინისტრს : იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, ვგულისხმობ: გლოალურ დათბობას; ჰაერის, მიწის, წყლის არნახულ დაბინძურებას, ფრანკეს ეს გამოგონება პირდაპირ მისწრებაა! ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს ნაგავი, კანალიზაცია, პოლიეთილენის პარკები, რადიოაქტიური ნარჩენები... მოკლედ ყველაფერი, რაც საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას ამ პორტალში ჩავუძახოთ.
გაიჟღერა განსხვავებულმა აზრმაც : ჩვენს სამყაროში ასე უკვალოდ არაფერი არ ქრება. პორტალებში რომ ჩავყვრით ამ ნაგავს, რატომ არ ვკითხულობთ სადაა პორტალის მეორე ბოლო, სად გადმოიღვრება ეს საზიზღრობა? ჩვენთან თუ ქრება, სადღაც აუცილებლად გაჩნდება. და სწორედ ამაზე გვმართებს დაფიქრება... ეს კარგად გავაანალიზოთ, თორემ შეიძლება სანანებლი გაგვიხდეს.
ფრანკემ უპასუხა განსხვავებულ აზრს: მოგახსენებთ, „შავი ხვრელი“ სრულიად უსაფრთხოა. მისი ეგრედწოდებული თეთრი ხვრელი, ანუ პორტალის მეორე მხარე ჩვენ საფრთხეს არ გვქიქმნის. ის შეიძლება გაჩნდეს სადღაც ირმის ნახტომის ცენტრში, ან უფრო შორს. გალაქტიკა თავისუფლად აიტანს 8 მილიარდი კაცის ნაგავს. აი, ჩვენი პატარა პლანეტისა კი რა მოგახსენოთ... თქვა ეს ფრანკემ და ცინიკურად ჩაიცინა. მიკროფონი ერთ ხნიერ ქალს ჩაუვარდა ხელში: საქმე ეხება ისეთ გენიალურ გამოგონებას, როგორიც ტელეპორტაციის საშუალებაა. შესაძლებელია საგანი აქედან გადატელეპორტირდეს სადღაც . ამ გამოგონების დახვეწის შემთხვევაში ხომ შესაძლებელია ადამიანის ტელეპორტირება მარსზე, ან სადმე უფრო შორს. მაინტერესებს ამხელა მნიშვნელობის გამოგონებას, როგორ იყენებთ სანაგვედ?
ფრანკე არც ამ კითხვას შეუშინდა : შემდეგი ნაბიჯი უთუოდ ადამიანის ტელეპორტირება იქნება და ოდესმე ალბათ ისტორიული შანსიც მოგვეცემა, გავცდეთ ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს. მე, რა თქმა უნდა, უფრო დიადი მიზნებისთვის მსურდა ჩემი გამოგონების გამოყენება. სამწუხაროდ, პორტალი არასტაბილურია. ასევე შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ სად გაიხსნება პორტალის მეორე ბოლო. ამიტომ ადამიანის სიცოცხლით ვერ გავრისკავთ. მოდი, დავფიქრდეთ, განა რა არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პლანეტა გავწმინდოთ, გავასუფთავოთ, სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ ?!
გადაცემა დამთავრდა. ფრანკე სახლში წავიდა. კარი დაკეტა და ფეხსაცმლის გახდას აპირებდა, როცა კაკუნის ხმა გაისმა. ფრანკემ კარი გააღო. მის წინ ყვითელოპიჯაკიანი უცნობი იდგა. -გამარჯობა, ფრანკე. შეიძლება შემოვიდე? -არ შეიძლება. ვინ ხართ?- მკვახედ უთხრა ფრანკემ. -ამის დრო არ არის!- თქვა უცნობმა, შუბლზე იარაღი მიადო და სახლში ძალით შეეჭრა. - ფული სეიფშია, ნუ მომკლავთ.- ბლუყუნებდა ფრანკე. -ფული არ მაინტერესებს! მე აქ მოვედი, რომ შენს გამოგონებაზე გესაუბრო. დაჯექი და მისმინე. უცნობმა ყველაფერი დეტალურად უამბო ფრანკეს. უთხრა, რომ მისი გამოგონების წყალობით მომავალი ერთ დიდ კანალიზაციად იქცა; რომ იქ გადაუღებლად წვის ფეკალური მასა; რომ ადამიანები ვირთხებივით დაძვრებიან ნაგავში, ერთმანეთს ართმევენ საკვებს და ერთმანეთს იყენებენ საკვებად.
ფრანკე ღონემიხდილი დაენარცხა იატაკზე და თავი ხელებში ჩარგო. - შენ მომავლიდან ხარ? შეუძლებელია... -ჩაილუღლუღა ბოლოს.
-შესაძლებელია! აქედან რომ აქრობდით ამ სისაძაგლეს, სადღაც ხომ აუცილებლად განჩნდებოდა? ხოდა ეს სადღაც მომავალია, დედამიწაა. უდანაშაულო ადამიანები, თქვენი შთამომავლები მძღნერში იხრჩობიან და ეს მეტაფორა არ გეგონოს. მე იმიტომ გამომომაგზავნეს, რომ შენი შთამომავალი ვარ. თუ მე ვერ დაგარწმუნე, ჩემს მაგივრად სხვა მოვა და შენ უბრალოდ მოგკლავენ, შესაბამისად გავქრები მეც.
-არ შემიძლია ამ პროცესის გაჩერება! ყველამ აიტაცა ეს იდეა. რა ვქნა, სათითაოდ დავამტვრიო ყველა ტელეპორტაციის მოწყობილობა? -კი, თუ საჭიროა სათითაოდ უნდა დავამტვრიოთ! ახლა წავალთ იქ, სადაც თბილისის პორტალია, სადაც თბილისელების სისაძაგლე ტელეპორტირდება მომავალში.
ყვითელპიჯაკიანი უცნობი და ფრანკე უშველებელ ლურჯ მოლივლივე დისკთან იდგნენ - ეს პორტალი იყო. მასში მსხვილი მილებით ჩაედინებოდა კანალიზაცია. ფრანკე ამაზრზენი სუნისაგან შეწუხებული სახით იდგა, უცნობი კი თითქოს საერთოდ ვერ გრძნობდა ვერაფერს.
უცნობმა ქამარი გაიხსნა, შარვალი ნახევრად ჩაიხადა, შარდის ჭავლი ტელეპორტში ჩაუშვა, გადაიხარხარა და ფრანკეს გახედა : -აი, თურმე რა გრძნობაა, როცა მომავალს თავზე აფსამ. არ ყოფილა ურიგო გრძნობა! ოჰ, რომ იცოდე, სანამ ფეკალური მასის წვიმა დაიწყებოდა, როგორი გულისამრევად მოსაწყენი იყო მომავალი. შენ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე, აზრი მიეცი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას. რისთვისაც მადლობას გიხდი, მაგრამ დროა უკვე ჩემი მისია შევასრულო... ფრანკე, გამორთე ეს დაწყევლილი პორტა...
უცნობს არც ლაპარაკი ჰქონდა დამთავრებული და არც მოფსმა, როცა უკნიდან ფრანკემ ხელი ჰკრა და პორტალში გადაუძახა. უცნობი სანამ პორტალში ჩავარდებოდა, ჰაერში შემოტრიალდა და უკანასკნელად შეხედა ფრანკეს შეცბუნებულ სახეს.
მერე ტკივილი იგრძნო. თვალები დახუჭა და რომ გაახილა - ციდან ვარდებოდა. ციდან ვარდებოდა ყველანაირ სისაძაგლესთან ერთად. მისგან სულ რამდენიმე მეტრში ჰაერში ლივლივებდა ჩვილის გვამი. უცნობი ბინძური წვიმის ნაწილი იყო. „ფეკალურ მასად დავბრუნდი“- გაიფიქრა და გაიცინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მარადიულად განაგრძობდა ვარდნას და არასდროს დაეცემოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ცოტა მშრალი თხრობაა, მაგრამ საინტერესო იყო მაინც. :) 4. ცოტა მშრალი თხრობაა, მაგრამ საინტერესო იყო მაინც. :) 4.
3. მე დიდად ვერ მოვიწონე...:-* მე დიდად ვერ მოვიწონე...:-*
2. კარგად წერ ხუედიოს, მაგრამ ცუდ თემაზე. :) მაინც ხუთი ქულა.
კარგად წერ ხუედიოს, მაგრამ ცუდ თემაზე. :) მაინც ხუთი ქულა.
1. ზოგჯერ კარგიც კია, საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას რომ არ ასრულებს კაცი :)
სავსებით საკმარისი იყო ეს ტექსტი , სათქმელი-ითქვა.
ავტორის ხელწერაც არ შეცვლილა - გროტესკულ-ცინიკურ-ირონიული :)
ზოგჯერ კარგიც კია, საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას რომ არ ასრულებს კაცი :)
სავსებით საკმარისი იყო ეს ტექსტი , სათქმელი-ითქვა.
ავტორის ხელწერაც არ შეცვლილა - გროტესკულ-ცინიკურ-ირონიული :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|