ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2009


# # #

თაიამაო
ბოლო ვალი
წაიტანაო,

სალოცავებმა
შეიწირესო
ფიცის გამტეხი,

შენ ჯვარ გწერავს და
ფერ არ ედოო
ბოლო ხანშია

დღენიადაგო
არეული
დაიარებოდ

აივლიდაო
ხევისპირზე
მთვარეულივით

ხევისბერივით
ბუტბუტებდა
ლოცვა-ლექსსაო

ჩამაივლიდა
ჩამაჯდებოდ
დიკლოს მიწურულს

ბალღებ
თან სდევდნენო
ფუფალასავით

თაიამაო...
ვალ ჰქონდაო...
შაუნდვას-ახმარასო

ჩაილაპარაკეს კაცებმა
წყაროზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები