დღიურები






ასულებო,
საუფლოში ასულებო,
ნინა, ანა,
ვინ გიმღერათ
იავნანა?

ნინო ნეკერიშვილს და ანა ლაშხელს.

იმეორე უსასრულოდ, სანამ არ გაიაზრებ: ,,არ მჭირდება ის, ვისაც არ ვჭირდები მე".

გურამ დოჩანაშვილი


2019 წლის მარტის „ბლიც–კონკურსზე“ წარდგენილი ლექსები, რომლებიც აპრილში გადავთარგმნე რუსულად.

Леван Лория

«Диоген ходил по городу со свечкой и говорил – « Ищу человека»

Эй, Диоген,
Где ходишь?
Ищу, говоришь,
Что ищешь, Диоген?
Увидев ребёнка с пригоршни пившего воду –
Выбросил чарку.
Другой ребёнок наложил зёрна чечевицы
на хлеб – ты избавился от котелка,
Твоя чарка теперь руки,
А котелком стала
Ладонь.
Встретил бездомного – покинул дом,
И твоим домом стала глиняная бочка,
Потом дети разбили её,
Город собрал сумму,
Купил новую,
Так как этот город тем и был знатен,
Что ты живёшь
В этом городе.
Посмотри Диоген, как сверкает солнце,
Но кто это,
Затмевает солнце,
Отодвигаешь в сторону Македонского,
Отошёл властелин мира
От более великого и
И ты впустил в себя солнце,
Воссиял как солнце,
И всё же ходишь со свечкой в руке ….
Что ищешь, Диоген?
Говоришь другую свечку,
Человека, существо о двух ногах, без крыльев,
И всё таки сверкающего как солнце.
Ищи, Диоген, не задерживай дыхания,
Ищи, Диоген, бесконечно,
Пока люди
Не перевелись как динозавры –
Ищи, Диоген ….

ლევან ლორია
  ,,დიოგენე დადიოდა ქალაქში სანთლით და ამბობდა — „ვეძებ ადამიანს“.

ჰეი, დიოგენე
სად დადიხარ? 
ვეძებო ამბობ,
რას ეძებ,  დიოგენე?
ბავშვი დაინახე, პეშვით წყალს რომ სვამდა - 
თასი  გადააგდე.
სხვა ბავშვს ოსპის მარცვლები,
პურზე დაეწყო -  ჯამიც მოიშორე.
შენი თასი ახლა ხელებია,
ხოლო  ჯამი გახდა
ხელისგული.
უსახკლარო შეგხვდა - სახლი მიატოვე
და შენი სახლი თიხის  კასრი  გახდა.
მერე ბავშვებმა დაგიმტვრიეს,
ქალაქმა თანხა შეაგროვა
ახალი გიყიდა,
რადგან ამ ქალაქს იმით იცნობდნენ, 
რომ  შენ ცხოვრობდი
ამ ქალაქში.
შეხედე  დიოგენე, მზე როგორ კაშკაშებს,
ვინ არის,
მზეს გიჩრდილავს,
გვერდით წევ  მაკედონელს,
მსოფლიოს ბრძანებელი გაგეცალა,
უფრო დიდს და
მზე შენში  შემოუშვი,
მზესავით  ანათდი,
და მაინც  დადიხარ სანთლით ხელში...
რას ეძებ დიოგენე?
ამბობ, რომ სხვა  სანთელს,
ადამიანს,  ორფეხა არსებას ფრთების გარეშე
და მაინც მზესავით  მოჩახჩახეს.
ეძებე დიოგენე,  სუნთქვა არ შეაჩერო,
ეძებე დიოგენე უსასრულოდ,
სანამ  ადამიანები
დინოზავრებივით გადაშენდნენ - 
ეძებე, დიოგენე...

––
Георгий Бегиашвили

Спас утренний настрой от солнечных лучей,
От аляповатого лица убрал я мрачный взор,
Из окна гляжу с удивлением, как мчатся
На горизонте золотистые солдаты …

Вчера я выпил истину …
Ужасна!
Но крепка, в секунду подкосила …
Мечтаю о детстве, дабы так сильно не болела
Реальность и рядом шагающая утопия …

გიორგი ბეგიაშვილი

-- გადავარჩინე დილის განწყობა მზის სხივებისგან,
ატრეტილ სახეს მოვაშორე უჟმური მზერა,
ფანჯრიდან ვუმზერ გაკვირვებით როგორ მოქრიან
ჰორიზონტზე ოქროსფერი ჯარისკაცები...

გუშინ დავლიე ჭეშმარიტება...
საზიზღრობაა!
თუმცა ძლიერი,წამსვე მომცელა...
ბავშვობას ვნატრობ ასე ძალიან აღარ მტკიოდეს
რეალობა და გვერდით მოსიარულე უტოპია....

---
Лела Мгеладзе

Воспоминания ? 

Как необычно меняет облик в это время окружение.

Небо чистоплотностью подражает скатерти,
Рукой матери разглаженной на круглом столе,
По середине реет солнце желтизной,
Пускает пар как яйцом намазанный хачапури.

Ветерок лениво и растерянно скитается в зелёных листьях
И будто от чувства сожаления трепещет,
Может повествует платану те истории,
Которые я мимоходом рассказала матери.

Белое облако окутано в таящих лучах заходящего солнца,
Похоже на созревшее кукурузное поле,
Ветер волнует,
Время от времени в её недрах сверкает отцовская седина,
Сперва соберёт лучи-початки,
И на западе засыплет в закрома,
Позже новую луну-косу поймает
И  колосья соломы звёздами
Рассыплет на небе, до завязывания снопов.

Летний ручеёк несмелый и беспомощный,
Как на детские воспоминания,
Облокачивается на разноцветные камушки
И так продвигается к матери морю,
Будто ищет, с её груди
Навсегда отринутым течениям, вечное пристанище.

Неужто, когда нибудь сливается с родителем,
Или здесь, или во владении белых облаков,
Превратившись в пар?


ლელა მგელაძე

მონატრება

რა უჩვეულოდ იცვლის სახეს  ამ დროს გარემო:

ცა სისუფთავით სუფრას ბაძავს,
დედის ხელით მრგვალ მაგიდაზე გადატკეცილს,
მის შუაგულში მზე ყვითლად ღვივის,
კვერცხწასმული ხაჭაპურივით სდის ოხშივარი.

ნიავი ზანტად, დაბნეულად დაეხეტება მწვანე ფოთლებში
და სინანულის განცდით თრთის, თითქოს.
იმ ამბებს თუ დაწვრილებით უყვება ჭადარს,
მე რომ ზერელედ ვუამბე, თვეობით უნახავ დედას.

თეთრი ღრუბელი, ჩამავალი მზის მდნარ სხივებში
ამოვლებული,
სიმინდის მწიფე ყანას მიაგავს.
ქარი აღელვებს,
დროდადრო კი  მის წიაღში მამის ჭაღარა გამოკრთება,
ჯერ შეაგროვებს სხივებს-ტაროებს
და დასავლეთში - ბეღელში შეყრის.
მოგვიანებით ახალ მთვარეს - ნამგალს დაიჭერს
და ჩალის კონებს ვარსკვლავებად
მოაპნევს ცაზე, ზვინის შეკვრამდე.

ზაფხულის ღელე, უსუსური, გაუბედავი,
როგორც ბავშვობის მოგონებებს
ეყრდნობა კენჭებს, ნაირფერადებს
და დედაზღვისკენ ისე მიიწევს,
თითქოს ეძებდეს მისი მკერდიდან
სამუდამოდ მოწყვეტილი დინებების მუდმივ სამყოფელს.

ნეტავ, ოდესმე შეერთვის მშობელს,
ან აქ, ან ზემოთ, თეთრი ღრუბლების საუფლოში,
ორთქლად ქცეული?

გიშვებ...
სამყარო დიდი არის,
კი არ გაშინებ -გიშვებ ,
რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ ,
გიშვებ - მეთქი,
ღამის სიგიშრე ტბები დამიშრა,
ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით,
შიშველ ტკივილით, ძილში, ღვიძილში
და მე გიშვებ
იმ შენ ერთადერთ გზაზე ,
ვიწრო გზაზე
და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.
სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლგოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.
ათი მცნებით ვართ აკრძალულნი ,
ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის
შიშებს, ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში
- უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ
ბედნიერება ცრურწმენაა ,
ნუ ჩაეფლობი ამ ძველ ჭაობში,
ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!
გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში.
რატი ამაღლობელი

https://m.youtube.com/watch?v=Ep_90pbhroA&feature=share

მოუხერხებლად გათენებული დილა ჩანს ფანჯარაში .

    ცხელ ჩაიში  გაჭრილ მზეს ვწურავ და ხელისგულებს ფინჯანზე შეხებით ვითბობ.

(ყოველთვის დაულეველი მრჩება.)

    ღრუბლებში გაცრილი  სხივებია გაბნეული  ირგვლივ.

შენს სახეზე,თვალების ქვევით ამოსულ ხორბლის მარცვლებს ვადარებ მათ.

    ვიცი,არცერთი  შემოდგომა გიყვარს ,ამ დროს ხომ ტოტებზე შებმულ ფერადნაჭრებიან ხეებს ფოთლები ცვივათ ...
  გვტკივა თანაბრად ყველა სინათლენაკლული დღე,მათში შეკეტილმა, ნეშომპალად თვალებგადაქცეულმა ადამიანებმა გვაიძულეს შეგვეყვარებინა ტკივილი,თავიანთი თავის მაგივრად ..

მითხარი,მათთვის გაცემულ სითბოს იგივე დოზით ვერასდროს დაიბრუნებო ..

  ზედმეტია,სხვა მნიშვნელობა  გამოვუგონოთ  უერთმანეთობას .

  ჩავაქროთ გარეთ ანთებული  ყველა თვალისმომჭრელი შუქი და თეთრი სიბრმავით  ბოლო მოვუღოთ სხვის მოგონილ ნორმებს.

    ნოემბერი დაეტყო ამინდს.

შემო ჩემთან
 
მყუდროა ჩემი ერთფანჯრიანი ოთახი ,ისეთი მყუდრო,რომ  შემოსული წასასვლელად ვერანაირ მიზეზს მოიფიქრებს.
  მინდა ,უბრალო  სიტყვებით ვისაუბროთ ციცინათელასფერ კედლებში,რომ ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ის,რაც ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.

გამოვიგონოთ ახალი,უმტკივნეულო შემოდგომა.
..............
ახლა გარეთ რომ გახვიდე,რომ იყოს ყველაზე ცივი და სველი წვიმა,შენ კი არ შეგცივდება ან დასველდები,ამინდი  გა-შენ-ნაირდება.

ჩვენ შეგვიძლია შევიკედლოთ ბეღურები.


დღიური: კორი.
არ უნდა ათამამებდეს ადამიანს სხვისი შეცდომები.

        ა.კ
კორი 2019-03-28 20:18:33



დღიური: taoskareli.
ათი წელი გასულა ..
taoskareli 2019-03-06 10:12:50

დღიური: taoskareli.
ათი წელი გასულა ..
taoskareli 2019-03-06 10:11:50

"მზე სიყვარულისა "


დაშაქრული დრო
(ამონარიდი მომავლის წიგნიდან)


ბებიაჩემი გამახსენდა ... თუცა , ის სულ არის ჩემს მეხსიერებაში ..თავისი დარიგებით და სითბოთი და მზრუნველობით დამყვება..
ისევ მგონია, რომ დილით გაღვიძებულს ,ისევ დამხვდება მისი ახლად მოწველილი ნახევრად დაორთქლილი ფინჯანიანი რძე . რძეში ჩაწოლილი ბრინჯი, რომელსაც ოქროსფერი კარაქი ეფერება ზევიდან,

..ახლაც ჩამესმის გულის სიღრმიდან წამოსული სითბოთი და სიყვარულით სავსე სიტყვები...
- რა ადრე გაიღვიძეთ ბავშვები .. სად გეჩქარებათ?!

არადა თითქმის შუადღე იქნებოდა ..არანაკლებ თორმეტი საათისა თვითონ უკვე საქმისაგან დაღლილი.. აი ახლაც ბოსტნიდან დაბრუნდა ..პირამდე სავსე კალათით.

- მე კი სად მეჩქარება მართლაც...ან ახლა, რამ გამახსენა ??
--ხო სიჩქარემ ..

- სამსახურიდან დაბრუნებული ჩემი ქმარი მეკითხება რით გავუმასპინძლდები ?
მე მხრებს ვიჩეჩავ .. - და უპასუხოდ შევდივარ სამზარეულოში.
მოფუსფუსე ჩემს თავს ვეკითხები - რა გავამზადო?!!
როცა გამზადებულ მაგიდაზე კიდევ ერთი სადილით გამზადებული თეფში უნდა დამედო აღმოჩნდა, რომ დასადები ადგილი აღარაა...-

-- რით გაგიმასპინძლდეთ ახლა , რა მაქვს თქვენი მოსაწონი?? ჩამესმა ბებოს ხმა!!!
არაცნობიეში არსებულმა ფიქრებმა ამოტივტივება დაიწყო...

... მერე მაგიდა აივსო : ხაჭაპურით, მჟავე ბოსტნეულის ასორტით , ..მსხვილ-მსხვილ ნაჭრებად ჩამწკრივებული ახლად ამოყვანილი ჯერაც უმარილო ყველით, ზამთრისათვის გამზადებული ბოსტნეულის ქილები ადრიანად წმოსკუპდნენ მაგიდაზე .. ცხარე ტყემალი საპატიო ადგილს იკავებდა და ზემოდან გადმოჰყურებდა ტაფაზე დაბრაწულ კარტოფილს....

ახლად დაკრეფილი მწვანილი წამოწოლილიყო ბებოს ხელით გამომცხვარ ლავაშის გვერდით , რომელსაც ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა და აგრილებდა თვისი ცივი წვეთებით.
პაპა სუფრას გადახედავდა და შეიტანდა წუნს !!!
- რა დაგავიწყდა თუ იცი ? მიმართავდა ბებიას
ბებიაც საგონებელში მიეცემოდა ..
-აა წიწაკა ახლავე მოგიტან!!
-არა, რად მინდა მწარე წიწაკა თუ მინდა მე თვითონ ავიღებ და იქვე ახლოს ჩამოკიდებულ წიწაკის ასხმას ერთს ჩამოაცლიდა
- კარგია გამახსენა!! თვალს ჩაგვიკრავდა შვილიშვილებს,
- აბა რა დამავიწყდა არ ჩერდებოდა ბებია და ხან რას გაიხსენებდა და ხან რას !!!
მერე პაპა თავისი მარნიდან ცივ - ალუბლისფერ ღვინოს მზის შუქზე გამოიტანდა გრაფინით და მზეზე გახედავდა ... ჯადოსნური სითხე ხარ ...დალოცვილო ...ლოცავდა და სათითაო ჭიქას პირამდე გვივსებდა
-სანამ ბებია დაბრუნდა სწრაფად დალიეთო გვეტყოდა..
- არ გრცხვენია ახლა კაცო შენ ?? თავზე წამომდგარი ბებია ყელში აჩერებდა ცხელ ზაფხულში ცივად მორაკრაკე " არაამქვეყნიურ სითხეს"
- პაპაც არ დააყოვნებდა და ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს სცემდა
- შენ რა გგონია რა დაამახსოვრდებათ ამათ ჩემგან???
- რაა ???კითხვითვე პასუხობდა ბებია !!
-რა და სწორედ ეს .. გემრიელი გამასპინძლება და ერთი ჭიქა ღვინო !!!
ბებია გაიცინებდა ხელს ჩაიქნევდა
-შენც მაგათი ჭკუისა ხარ რაა !!! მეტი არ მოგვეთხოვება ..
მერე ჩვენი კისკისი და ჭრიამული დიდხანს ისმოდა ეზოდან ...ის ერთი ჭიქა ღვინო, მართლაც ჯადოსნური ზღაპრის ქვეყანაში გვამოგზაურებდა..

--ნინო რა აკლია ახლა სუფრას? ზღაპრიდან რეალობაში გამომიძახა - სამზარეულოში შემოსულმა ჩემმა ქმარმა !!!
- ფიქრი დავიწყე მართალაც რა გამომრჩა ნეტავი???

კარადიდან მაგიდაზე თვითონ გადმოსკუპდა ღვინის ბოთლი!!!

მზე სიყვარულისა


დღიური: მუხა.
მუხა

მოვედი რადგან, მსურდა მეხილეთ,
მივდივარ რადგან, არ მიმასპინძლეთ.

ნ ე ქ ტ ა რ ი
ნექტარი 2019-02-20 09:35:38

დღიური: მუხა.
წერილი მ უ ხ ა ს, ძვირფას მეგობარს

განა რა დარჩა , მთავრდება უკვე
თებერვის თვე  და თებერვლის სუსხი,
მალე დადგება მარტი და არევს
ამინდს. თებერვალს გულს გადაუხსნის.

შევეგუებით  როგორც ყოველთვის
ეგრეთწოდებულ ბუნების კანონს,
თმენით,  იმედით დაველოდებით
აპრილს რომელიც  ჩვენსკენა ჩქარობს.

აპრილის მოსვლას წინ უსწრებს მარტი,
ავობს და მოდის თავისმართლებით.
ხომ  იცით, ხან მარტს ჩვენც ვემსგავსები
ქცევით მარტივით ვხასიათდებით.

მაგრამ ხომ იცით  ადამიანი
ამტანიც არის შემგუებელიც,
ფიქრობს, ლოდინით მიაქვს ცხოვრება
იყოს იღბალი ხვალო  ეგების.

ეგ არაფერი  აქ ვერ მოვდივარ
და ვაგვიანებ უკვე სხვაგანაც,
კარგია აქ რომ თქვენ მეგულებით
გამაძლებინა ალბათ მაგანაც.

ახლა მითხარით როგორ ხართ, როგორ
ხომ კარგად მიდის თქვენი ცხოვრება,
საფიქრალს თუმცა, კი რა გამოლევს
თუ სულს ეხება ყველა მოვლენა.

მითხარით ახლავ, რომ კარგადა ხართ
რომ უკეთესად იქნებით  ხვალე,
ხომ არ გწყინთ, რომ  ვერ შეგეხმიანეთ
გმადლობთ,  თქვენ რომ არ გამოიცვალეთ.

თქვენ რაც გსურთ, იმას გისურვებთ მენაც,
უფალი გყავდეთ სუყველგან მცველად.

ნ ე ქ ტ ა რ ი დიდი პატვისცემით. (წავიკითხე თქვენი წერილი (30/12/18) და ძალიან გავიხარე, დიდად გმადლობთ, ძვირფასო მეგობარო მუხა!)
ნექტარი 2019-02-20 09:20:34

...ჩემი ცოლი სიყვარულით მოვიყვანე...
უეცრად შფოთვით მეღვიძება. ტელეფონზე საათს დავხედა 03:30. თიკო არ წევს და არც ბავშვია. სამზარეულოს სინათლე ოდნავ აღწევს ჩვენს საძინებლამდე. წამოვდექი და ვფიქრობ. გავიდე? თუ ძილი გავაგრძელო? გასვლა გადავწყვიტე, თორე დილით გამიურღავს ტვინს ვერაფერს გებულობ და არ მონაწილეობ ნინის აღზრდაშიაო, არადა რა აღზრდა, 3 კვირის არის ჯერ და მხოლოდ ძუძუ და სუფთა პამპერსი სჭირდება. მარამ ამას თიკოს ვერ ვეტყვი, გაიბუსება. წამოვდექი და შორტი ამოვიცვი. მე ხომ არ ვარ ჩემს სახლში, როცა მომინდება ტრუსიკით ვიტანტალო, ან მის გარეშეც. ასე ინება თიკომ. მისი სიტყვა კანონია. სულ ერთი თვე ვიცხოვრეთ ჩვენს ბინაში, მერე დაორსულდა და მიჭირსო და დედამისთან გადმოვბარგდით. არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა. განა არ მიყვარს ჩემი შვილი? მაგრამ მოცდა მერჩია ერთი წელი მაინც, გავერთობოდით, ვიმოგზაურებდით, ხანდახან დავბოლდებოდით და სხვა სამყაროში გადავეშვებოდით. თუმცა, თიკომ შვილი მალე მინდაო... ჩვენს სახლში დაბრუნებას ვეღარც ვახსენებ. ერთხელ შევახსენე, რომ გვაქვს ადგილი სადაც მინდა ვიყო. სახე ისე დაემანჭა, ადამიანი იფიქრებდა დანა დაარტყესო და მომიგო პასუხად:
-შენ წამოხვალ სამსახურიდან და მომეხმარები?-დავაპირე პირის გაღება და თავის დაცვა, მაგრამ აარ დამცალდა-თუ რას მთხოვ? აქ ცუდად ხარ? დედაჩემი თავს გევლება, გიმზადებს, გასმევს, გემსახურება...ნერვები ამიშალე რა.
ხოდა, დავდუმდი. სამსახურიდან წამოვალ და უსაქმური სიძე და ქმარი გავიჩითები, თან, ასე მემსახურებიან , შტერი გამოვდივარ თუ ჩემს საკუთარ ნაყიდ სახლში მინდა ჩემთვის წყნარად ყოფნა და სულ არ შევჭამ და დავლევ. ამას ვერ ვიტყვი, უმადური გამოვალ. ამიტომ ჩავიკალი ეს სურვილი და იმედს ვიტოვებ ბავშვი რომ ბაღში შევა, იქნებ მაშინ წამოვიდეს ეს გოგო სახლში.
თვალების ფშვნეტით გავედი. თიკოს ნინი უჭირავს და ატარებს. დედამისიც, ანუ ჩემი სიდედრიც იქვეა.
-გაზებია?-ვიკითხე ისე, აი რაღაც რომ უნდა თქვა.
-ჰო. ვერ ვაწყნარებ.- არადა ჩემი დაკვირვებით ნინი სულ არ არის რთული საზრდელი. ეს თიკო ამუქებს და აშავბნელებს ყველაფერს. ახლაც უჭირავს ჩაძინებული ბავშვი და არ აწვენს. რისი დამტკიცება უნდა, ერთადერთი დედა ხომ არ არის დედამიწზე? თან, გაგვაფრთხილა პედიატრმა, ძილი ერევათ ბავშვებს, დრო ჭირდებათ , არ მიაჩვიოთ ხელში ტარებას, დაბალი შუქში გყავდეთ ღამით და ნელ-ნელა დალაგდებაო. მე ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. აი, თიკოს ფაქტია დაავიწყდა.
-ძინავს უკვე. წამოდი. ჩააწვინე-ფრთხილად ვეუბნები
-არა, აარა. ეძინოს ასე. ჩაწავენის დროს რომ გაიღვიძოს?- რა იცი შე კაი ადამიანო, არ მოგისინჯავს. ეს ვიფიქრე. ხომ ვერ ვეტყვი.
-ხვალ გაგიჭირდება თიკო ღამე ნათევს.
-არაფერია. დედა მომეხმარება.-სიდედრი ჩუმადაა, ხმას არ იღებს. ალბათ მეთანხმება.
-თქვენ წადით. მე დავრჩები ამათთან.- მივუბრუნდი სიდედრს, რომელმაც უთქმელი თვალებით ამომხედა და გავიდა ლოჯიდან. სიდედრს არ მოვწონდი, უკეთესი უნდოდა შვილისთვის... ახლა არ ვიცი რას ფიქრობს. თავზე მყვება, ასე ამბობენ....
დივანზე ჩამოჯდომაზე დავითანხმე თიკო. გაშეშებულია. არ ვიცი რა გონია, მაგრამ დედობისთვის არ არის მზად, ისევე როგორც მე მამობისთვის. უბრალოდ, მე ამის აღიარება შემიძლია, თიკოს არა.
თავისტკივილით მეღვიძება. არ მახსოსვ რა დროს დავწექი. თიკო ისევ არ არის ლოგინში. ყავა მინდა. სამსახურში დავლევ. ვდგები, სასწრაფოდ ვივლებ, ვიუთოვებ პერანგს და ვიცვამ. მინდა გასვის წინ თიკო გამომყვეს და კოცნით დავემშვიდობო, მაგრამ ისეთი სახე აქვს და ისევ ნინი ხელში, არ ვახმოვანებ სურვილს და ჩუმად გავდივარ.
უძილობა თავისას შვება, ვერ მშველის 3 ჭიქა ყავა. ბოლო ძალებ მოკებილი ვმუშაობ. ვაიბერში შეტყობინება მომდის. ისევ ის გოგოა. თანამშრომლის დაქალია, დაბადების დღეზე გავიცანი, გავიცანი რა, გამეცნო. რაღაცეებს მიყვებოდა, არც ვუსმენდი. იმაზე ვფიქრობდი თიკო როგორ არ წამოვიდა, რა უაზრო მიზეზი მოთხარა, არადა მიყვარს ივენთებზე ცოლ-ქმარი ერთად რომ იჩითება. აი, ამიტომ არ მეჩქარებოდა ბავშვი! ხო, და ამის შემდეგ მწერს ეს გოგო. ჩემი პასუხი ყოველთვის მოკლე და ლაკონურია, ან უბრალოდ სმაილიკს ვუგზავნი. წესიერად არც მახსოვს როგორია ვიდზე. მოღალატე ტიპი არ ვარ, პირიქირთ, ზედმეტად ერთგულიც ვარ. არ მაინტერესებს სხვა ქალები. თიკო ლამაზი, მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. თუმცა, ვფიქრობ მალე დამიბრუნდება.
    *********

კარის მკვეთრი მოჯახუნება მაღვიძებს. მგონი დილაა. გავღიზიანდი ასე უხეშად რომ მაღვიძებს თიკო ისევ... თვალებით ტელეფონს ვეძებ, ვპოულობ და ვმშვიდდები. ვიცი არ აიღებს, თან კოდიც მიდევს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო უთქვამთ ძველებს. ვაიბერს ვხსნი. ნუცას მოწერილი აქვს და ეს ღიმილსს მგვრის. არასოდეს მიცრუებს იმედს. ყოველთვის ახერხებს თბილი სიტყვების მოწერას, ეს უკვე ჰაერივით მჭირდება. მასთან შეხვედრის წარმოდგენისას გული გამალებით პატარა ბავშვივით მიცემს... არადა, მხოლოდ ვვახშმობთ, ან ყავას ვსვამთ სამსახურების შემდეგ. ის მისმენს, ყველაფრით ინტერესდება. თუმცა, მე მაინც სახლში მოვდივარ. სადაც ხმაური და დაძაბულობაა არაფრის გამო. ერექციას ვგრძნობ. ვერ ვხვდები ეს ნუცას უკავშირდება, თუ დილას. ვფიქრობ, ალბათ ორივეს. სექსი ძალიან მძიმე თემაა უკვე ჩვენთვის. ნინი 5 თვის გახდა და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ რამოდენიმეჯერ გვქონდა წესიერად. სულ რაღაც მიზეზი აქვს მოყოლებული ორსულობიდან და მეც ოლიმპიური სიმშვიდით ვიტან, ვითმენ და გაგებით ვეკიდები.
წამოვდექი. რადგან ასე ადრეა საუზმობასაც მოვასწრებ. უცებ ვივლებ წყალს და სამზარეულოში შევდივარ. თიკოს ვუღიმი. ის არ მიბრუნებს. არაუშავს, ამასაც შევეჩვიე. აბა როგორ მინდა, რა მეგონა მამობა? მისი სიტყვებია. კარაქიან და ჯემიან პურს ვჭამ და ყავას ვაყოლებ. თიკო რაღაცას ლაპარაკობს, თითქოს მე მელაპარაკება, არ ვიცი. ერთ ყურში შედის და მეორეში გამოდის მისი სიტყვები იმდენად არაფრის მომცემია. რაღაც სკამებზე და დივანზე საუბრობს. ახალ ფარდებზე და ა.შ რაც მე ძალიან მაგრად მკიდია. არ დავიკიდედი ჩემს სახლში რომ ვიყოთ და იქ უნდოდეს შეცვლა. უცებ მოვრჩი საუზმეს და ავიღე ლეპტოპი. საათს დავხედე, კიდევ ნახევარი საათი მაქვს, მაგრამ ისევ სამსახურში დავჯდე მირჩევნია. თან ნუცას მივწერ...
უცებ სინდისი მიჯიჯღინებს. ვჩერდები.
-თიკ-გამომხედა ჩამქრალი თვალებით
-რა იყო?
-ამ საღამოს გავიდეთ სადმე?
-სად გავიდეთ? მერე ბავშვი?
-დედაშენი დაიტოვებს
-არ არის კარგი აზრი.
-რატომ? სახლიდან გასვლა არ გინდა?-არაფერი მიპასუხა. დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ესეც ძველების სიტყვებია. ცოტას ვიცდი, მაგრამ ისევ არაფერი და ამიტომ მეც უხმაუროდ გავდივარ სახლიდან.
თავზესაყრელი საქმის შემდეგ ნამდვილად მინდა განტვირთვა. მყუდრო კაფეში ერთმანეთის პირისპირ მოვეწყვეთ. სულ სხვანაირი ვარ ამ გოგოსთან. მისი პოზიტივი, ღიმილი და დადებითი განწყობა მისი დანახვისთანავე გადმომედება. ვიცინი, ვხუმრობ, ძველი მე ვბრუნდები. ჩემი სხეულიდან გამოვდივარ და ჩემს თავს შორიდან ვუყურებ. მომწონს რასაც ვხედავ.
ნუცა მიმზიდველია. კარგა ხანს ძალით ვხვდებოდი. მასში ქალს ვერ ვხედავდი. მხოლოდ ისეთ პიროვნებას, რომელთანაც არსებული სიტუაციის დავიწყება მინდოდა. ახლა ვამჩნევ როგორი დახვეწილი ნაკვთები აქვს სექსუალურობაში არეული. თავის თავზე მიყვება, თავის განვლილ ცხოვრებაზე, რას ნანობს, რას შეცვლიდა. ემოციურად დაცლილი და ენდორფინებით ავსებული ვბრუნდები სახლში. საკმაოდ გვიანია. ვფიქრობ თიკოსთან თავი როგორ ვიმართლო. შევდივარ. სიჩუმეა.
-მოხვედი?-მესმის ლოჯიდან
-კი.
-ნინის სძინავს. არ იხმაურო. -მეუბნება.
-არა.-მორჩა. ესაა ჩვენი მთელი დიალოგი. ძალიან კარგი ე.ი ახსნა განმარტებაც არ დამჭირდება რატომ ვაგვიანებ.
რამ გამცვალა თიკო ასე? ქალი მზად იყო ჩემი გულისთვის ნებისმიერისთვის თვალები ამოეცალა (ასე იძახდა, ყოველშემთხვევაში) და მისი შემართება მხიბლავდა. მისი ცისფერი თვალების ბრიალი. ხანდახან რომ ისე განაზდებოდნენ, პირდაპირ შეგ ვიძძირებოდი. ახლა ეს ლამაზი, ცისფერი და ზღვისფერი თვალები ჩამქრალია...
თავიდან ჩემს თავში ვერძებდი მიზეზს, იქნებ არ ვარ სათანადოდ კარგი ქმარი, იქნებ რამეს ვაკლებ თიკოს. ქალებს რას გაუგებ-მეთქი. სიღნაღში წასვლა შევთავაზე უქმეებზე კარგ სასმტუმროში, არაო, მერე სპა სალონის აბონიმენტი ვაჩუქე, რომელშიც ყველაფერი შედიოდა, აი სხვა ადამიანს გიშვებენ იქედან (კონსულტანტმა გოგომ ასე ამიხსნა, კაცისთვის გასაგებ ენაზე) რაო? ესეთი გასუქებული აღარ მოგწონვარო? უკუღმა გაიგო. საერთოდ არაფერ შუაშია მისი ზედმეტი რამდენიმე კილოგრამი, რომელიც ჩემი დაკვირვებით ძალიანაც უხდება. რადგან წასლა-წამოსვლა არ სურდა ყვავილებს მომქონდა, სხვადასხვა საჩუქარი გავუკეთე. ვერაფრით ვასიამოვნე. ბოლოს შევეშვი... დავყარე ფარხმალი...
ვფიქრობ, ის აღარ დაბრუნდება...
ნუცამ შემომაპარა ძალიან დაცხა და ბათუმში წავსულიყავითო. სასტუმროც მოუძებნია. თავიდან შევცბი. მერე მიხვდი ეს ხომ ასეთი ლოგიკური და ბუნებრივია. ადამიანს ვხვდები თვეებია უკვე და რა თქმა უნდა სექსს ელოდება. დავთანხმდი. ახლა მოსაფიქრებელი მაქვს ამბავი, ზღაპარი რატომ მივდივარ მთელი შაბათ-კვირა ბათუმში.
-თიკო
-გისმენ-არც მიყურებს
-ბათუმში მიწევს კონფერენციაზე ორი დღით ჩასვლა.
-ხო
-შაბათ-კვირას...
-გასაგებია
-დედაშენი რომ არ იქნება?-ხავს ვებღაუჭები, მიზეზს ვეძებ ნუცას გადავუდო
-არაუშავს. სამსახურია. უარს ვერ იტყვი.-შემომხედა და ნაძალადევად გაიღიმა. მისმა ღიმილმა ძველი დრო გამახსენა და ზიზღი ვიგრძენი ჩემი თავის მიმართ.
სასტუმრო ლამაზია და ნომერი დიდი, ხედით ზღვისკენ. ნუცამ აიღო და გადაიხადა კიდეც. კაცური თავმოყვარეობა ნუ შეგელახება, შემდეგზე შენ გადაიხადეო. დავბრუნდები ორი წუთში ჰოლში ჩავირბენ-მეთქი და გამოვედი. დავურეკე თიკოს.
-რა ხდება?-ჩვეულად მპსუხობს, თითქოს უმიზეზოდ დარეკვის უფლება არ მქონდეს.
-თიკ, თიკ-აღელვებული ვარ-მოკიდე ნინის ხელი და წამოდით. გამოთავისუფლდება დრო თქვენს ჩამოსვლამდე და მეცლება
-გაგიჟდი?
-არა. გთხოვ ჩამოდი. მენატრები.
-რას ამბობ. სად წამოვალ თოთო ბავშვით
-რაღა თოთო. გაიხსენე, როგორები ვიყავით...
-სულელი ხარ.
-აბა,რას იზამ მოდიხარ?
-არა.
-თიკ. გთხოვ
-არა, არა. წავედი. ნინის ვჭირდები.
-არ გათიშო-მუდარა მაქვს ხმაში
-მადროვე რა. წადი, საქმეს მიხედე. ნახვამდის.-დაკიდა...
არადა...ჩემი ცოლი მიყვარდა...

მე დავიკარგე მთელი ქვეყნის
ყველა სახლისთვის,
ყველა გულისთვის,
ყველა მყუდრო ბალიშისათვის,
მე დავიკარგე და შორიდან ვხედავ ჩემს პერანგს,
უპატრონოდ ქარში დარჩენილს...

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება

ხარანაული


***
მე ვიცი, რომ ზოგჯერ გულამოსკვნით ტირი. უმეტესად მაშინ, როცა ვერავინ გხედავს, მაგრამ ისეც ხდება, საიდანღაც უეცრად შემოპარულს, ვერ აკონტროლებ და ტირი შუა ქუჩაში ან ტრანსპორტში, უკანა სკამზე, ფანჯრისკენ სახემიღრეცილი.
დედა გენატრება.
მამა გენატრება.
მოვარდება და ბღავიხარ, გაბმულად, ცხოველის ხმაზე. ხბოს რომ დედას მოაშორებენ, ეგრე, უფსკრულში ჩხავილით - დედა მინდაააააა.
დღეს ავტობუსში ის კაცი მამას ჰგავდა. მისნაირი თვალები ჰქონდა, ჭკვიანი და მკაცრად გამჭოლი. მიაშტერდი. მთელი გზა უყურებდი. მოგენატრა, როგორ გინდა ჩაეხუტო და როგორი აუტანელია, რომ რაღაცები მართლა მთავრდება. რაღაცაზე უეჭველად იცი, რომ არასდროს მოხდება.
რამდენი ხანი გავიდა, რამხელა გოგო ხარ... მაგრამ ბავშვივით გინდა, მოგეფერონ. უბრალოდ იცი, რომ აზრი არ აქვს, გინდოდეს.
მამამ მუსიკა გაჩუქა. მუსიკით ყველაფრის გადაცემა შეიძლება, სიტყვებით ვერა. არ შეიძლება ერთიდაიგივე სიტყვებით გამოხატო ამდენნაირი შეგრძნება. არც ის შეიძლება, ერთიდაიგივე სიტყვა სხვადასხვა ადამიანმა გამოიყენოს.
უცნაურია, რომ მამა უფრო გენატრება.
უყურებ ოჯახებს, სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს. შვილები ჰყავთ, მშობლები ეხმარებიან, საზრუნავი გაქვს და საზრუნავი ხარ და აქაც ხვდები, რომ რაღაცები შენთვის არ არის. კი, როგორ არ შეიძლება, ცოტა მაგალითი იცი? მაგრამ ის სხვების ცხოვრებაა. შენ მაინც გგონია, რომ შენთვის არ არის. რამდენ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებ..
ნამდვილი ყველაფერი ბავშვობაში მორჩა. ახლა ყველა გაფილტრული სიტყვის უკან ვიღაცის მიზანი დგას.
დიდურ ცხოვრებაში ყველაფერი ისეთია, რისთვისაც მზად არ ხარ. რაც არ უსწავლებიათ.
როცა წარსულების სადღეგრძელოს ამბობენ ნერვიულობ - ცალკე იმაზე, რომ შენ მოგმართონ, ცალკე იმაზე, რომ გამოგტოვონ.
შენხელა ადამიანები ხშირად საუბრობენ დედაზე, მამაზე, ისე, ძაან ჩვეულებრივად, ეს ხომ ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ელემენტია, როგორც შენთვის იყო მაშინ. იმ დროს სხვანაირად ვერ ილაპარაკებ და იმ დროს, რასაც წარმოიდგენ ახლოსაც არ დგას რეალობასთან. გგონია, რომ ტკივილია, სინამდვილეში კი სიცარიელეა. ახლა რომ გგონია რამდენ რამეს ეტყოდი შენებს... არადა ვერ ეტყოდი. იმ დროს არ უთხარი და ვერც ეტყოდი, ასეა.
მეგობართან დარჩი, ერთ საწოლში იწექით. ძილის წინ დედამ აკოცა და გინდოდა გეტირა, მაგრამ მარტო მაშინ ვერ გააკონტროლე, როცა შენც გაკოცა.
უფროსებთან ურთიერთობას გადაეჩვიე, არ იცი რაზე ფიქრობენ, როგორ ლაპარაკობენ და როცა ახლოს მოდიან იმდენად უცხოა, რომ ბრაზდები, არ მოგწონს.
რამდენჯერ რეკავდა დედა, როცა სადღაც იყავი, მარტო სახლისკენ გზაზე დარეკავდა სამჯერ და გულწრფელად ძალიან ღიზიანდებოდი. ახლა არავინ რეკავს, არც საჭმელს გახვედრებს ყოველდღე, არც გეკითხება როგორ ჩაიარა შენმა დღემ, საერთოდ როგორ ხარ, რა გიჭირს, რა გეგმები გაქვს, რა გიხარია. არც ნერვიულობს, ავად რომ ხარ. როცა აგვიანებ. ახლა არავისთვის არ აგვიანებ. და ეს დროებითი არ არის. ასეთი გახდა შენი ყოველდღიურობა.
ბოლოს 12 წლის იყავი, როცა დედა გბანდა. გგონია, რომ მას შემდეგ ნორმალურად არასდროს გიბანავია.
შეფასების ათვლის წერტილი დაკარგე, არ იცი სწორია ასე არაა სწორი, შენს ქცევებს, სიტყვებს არც მომხრე ჰყავს, არც მოწინააღმდეგე. იყავი შენს ნებაზე. რა ჯობია ამას? თავისუფლება არ ჰქვია ამას?
ვიდეოს ჩართვის გეშინია, ხმა რომ გაიგო, მოძრაობა გაგახსენდეს გთრგუნავს ამის წარმოდგენა. ამიტომ ჯობია, არც ჩართო.
რა თქმა უნდა, არ გჯერა, რომ სადღაც არის ადგილი, ოდესმე სადაც ნახავ, დაელაპარაკები, ეტყვი მადლობას, მოუხდი ბოდიშს. ჩაეხუტები, მეტი არც არაფერი გინდა.
მარტო სიზმრები.
სიზმრები კი ბევრნაირია.
მამა სულ ისე გესიზმრება, თითქოს სადღაც დაიკარგა უბრალოდ. ყველას ჰგონია, რომ აღარ არის, შენც იცი, მაგრამ როცა გზაში შემთხვევით ხვდები, უცებ გახსენდება, რომ ასეც იცოდი, რომ უბრალოდ დაავიწყდა ვინ არის, შენ ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რაღაც დაემართა უბრალოდ არ ახსოვხარ, არაფერი ახსოვს, მაგრამ მთავარია, რომ არის... აი ცოცხალი ყოფილა, ახლა ჩაეხუტები და ყველაფერს გაახსენებ.
დედა? დედა სიზმრებში იქიდან იწყება, როცა ექიმმა თქვა თუ ოპერაციას არ გაუკეთებთ, 48 საათში მოკვდებაო, თუ გაუკეთებთ, შანსი ცოტაა, ძალიან ძალიან, მაგრამ რომც გამოვიდეს, მერე სულ ქიმიაზე უნდა იყოსო. იწყება იქიდან, რომ გამოვიდა, არ მოკვდა, და სახლში მოგყავს, მაგრამ ისე ცუდადაა, ისე, რომ იტანჯები შენც და ისიც. ამ დროს გიხარია, რომ სიზმარი იყო.
კარგი სიზმრებიც ყოფილა. სრული რეალისტისთვისაც არაამქვეყნიური შეგრძნებით, რომ ახლა ფიზიკურად შენთან იყო ნამდვილად. გაგახსენებს ყველაფერს და ყველაზე ბედნიერი იღვიძებ.
ამასწინ სამსახურში გკითხეს, დედაშენი იმ საავადმყოფოში არ მუშაობსო? ელდა. გაიყინე სანამ მოიფიქრე, როგორ შეიძლებოდა გეპასუხა.
სახლის ტელეფონის ხმა წლებია გაფუჭებული გაქვს, ზარი არ შემოდის, მარტო ცალმხრივად ირეკება. იმიტომ არ აკეთებ, მაშინდელივით ვინმემ არ დარეკოს და არ იკითხოს, დამალაპარაკეო.
არა, სხვა ყველაფერი კარგად გაქვს. ეს არ გავიწყდება და მადლიერი ხარ.
თითქმის 10 წელი გავიდა, რაც მამა წავიდა.
5-ზე მეტი, რაც დედა.
მაინც უსაშველოდ გენატრება.
მაინც ბავშვივით განიცდი.
მაინც ხბოსავით ბღავიხარ.


გზად

  დღესაც სახლის დასანგრევად მივდივართ?
-დიახ, ბატონო. ძლივს ვიღაცამ გაბედა საკუთარი ხის სახლის დაშლა, ჩვენ კი მზად უნდა ვიყოთ.

ყოველ კვირას, ეს შეძახილი იყო ერთადერთი, რაც აკაკის სამსახურში გამაყრუებლად ესმოდა. ერთი საამქრო, მტვერი, 10 მუშა, გინება, ლანძღვა, ალიაქოთი, დაღლა. როგორც ჩვენი მეგობარი, ბ-ნ ოტია იტყოდა, ქვეყანას ისევე სჭირდება მეფე, როგორც მეჩექმე, ყველამ კი თავისი საქმე უნდა აკეთოს, ეს რომ სიღრმისეულად გათავისებული ჰქონდა აკაკის,უდიდეს უკმაყოფილებას გამოთქვამდა საკუთარ თავთან, მეტიც, ის არასრულფასოვნების განცდამ ნელ-ნელა შთანთქა და ახლა, არაფრით გამოირჩეოდა იმ ცხრა დანარჩენისგან.
-ხელი მოაწერეთ ყველამ, განრიგი არ დამირღვიოთ, დაიყვირა მელოტმა უფროსმა, რომელსაც სიცხისგან პრიალა თავი გლობუსს მიუგავდა. -წამოიღეთ ყველა საჭირო ხელსაწყო და აბრძანდით ბორტზე.
ჩვენ  ე.წ “ გრუზავიკისკენ” ავიღეთ გეზი,ავყარეთ ხელსაწყოები, ლომი, ურო, ბენზოხერხი დიდი სიფრთიხლით დავდევით, ერთი ახტომა და შეგვეძლო უკვე ჩვენი უფროსისთვის ზემოდან გვეყურებინა, რა დროსაც მან ისევ ხმა აიმაღლა:
შეხედეთ, ამას, ამ უმაქნისს შეხედეთ, რათ გინდა ბიჭო ეს?
-მე, ვიფიქრე,-აღმოხდა ირაკლის.
-არ უნდა მაგას ფიქრი. ლურსმანი და ეს ამხელა წყლის მილი რა ჭირად გვინდა რომ მოათრევ, ჰა. დასანგრევად მივდივართ, ასაშენებლად და ყვავილების მოსარწყავად კი არა, დურაკ!
-კარგით, ბატონო, ლურსმნების ყუთს დავტოვებ ახლავე და მილს  რაც შეეხება, ეს თუ გრძელია, იქ მოკლეც  დევს და იმას წამოვიღებთ.
-შენ სულ ჭკუიდან გინდა გადამიყვანო?!ტი ჩტო,ბარან?ბლიადი!
ასე იყო თუ ისე, დავიძარით. ირაკლი სულაც არ გახლდათ შეშლილი, ან ჭკუასუსტი, უბრალოდ ყველა უფროსი იდიოტი ეგონა და ბევრჯერ გადარჩენილა სამსახურიდან გაგდებას, მოიცა რა, სადმე არ დაგვეკარგოს ეგ სამსახური-პასუხობდა ის.

  ჩვენი მძღოლი, რომელსაც ხანდახან ავიწყდებოდა, რომ საბჭოთა კავშირის დროინელ მანქანას ატარებდა,მანქანებს ისე ჩაუქროლებდა, სიამაყის განცდაც ეუფლებოდა, დაასიგნალებდა, შეხედეთ, რა ვქენიო. აგვისტოს მზე ერთნაირად გვიჭერდა ათივეს თავში, აქ ყველანი  თანასწორები ვიყავით და არავინ იყო უფრო თანასწორი. მხოლოდ სამი ადამიანი, იმით იყო ჩვენზე დიდი რომ სულაც არ აწუხედბა ის , რომ 40^-ში მთელი დღე უნდა მდგარიყო და ვიღაცის სახლი ენგრია, ( რაც ოტიამ თქვა, იმას ვგულისმობ,მკითხველო)არც იმას ფიქრობდნენ,საერთოდ სახლი რატომ ინგრეოდა და არც დიასახლ-მამასახლისის ტკივილებს შეუწუხებიათ.

ნელ-ნელა და აქა-იქ გოგის სიჩქარის დემონსტრირების  ფონზე, ქალაქსაც გავცდით. უკან მოვიტოვეთ დიდი კორპუსები, ხიდები, ტროტუარები და ასე სოფლის ნაწილი გავხდით. ცხელი ჰაერი საგრძნობლად შეცვალა მაღალმა მთიანმა ადგილმა და ოფლის ღვრითა და პაპანაქებაში გავლილი გზის სიმწარე თანდათან მიგვავიწყდა კიდეც, მაგრამ მთავარი ხომ ჯერ წინ გვქონდა ყველას, ადექი და ანგრიე, შენი მოვალეობაც  ნგრევაა, როცა არაფერი შეგიძლია სხვა, ანგრიე, ორიოდ გროშსაც ამისთვის გიგდებენ.

ყველანი ერთბაშად გადმოვხტით გახურებული და დაჟანგებული მანქანის ბორტიდან. გადმოვათრიეთ რაც ჩვენს ხელთ იყო, მთავარია მეთაური წინ მიგვიძღოდა საკვოიაჟით, რომელშიც ფურცლების წყობა და ერთი საწერ კალამი ედო.

არცერთი ჩვენგანისთვის იყო უცხო, მიმდგარიყავი სხვის სახლს, ოდესღაც წვალებ-სვენებით ნაშრომი მტვრად რომ გექცია. მაგრამ როგროც მე , ბოლოდან პირველი, ამ ეზოში შესვლისას ისეთი გემო, სურნელი და სასახლე დავინახე, შემრცხვა იმ ადამიანის, ვინაც ეს სახლი , ( სახლს იმიტომაც ვამბობ , რომ სახლი სახლია, ნანგრევია, ფიცარი ობლად აქვს შერჩენილი თუ მხოლოდ ატმის ხე ჰყვავის, სახლია, რომელსაც პატრონი ემსგავსება)ჩვენი ზემოთ ხსენებული უფროსისთვის რომ გაიმეტა,გაუჭირდა ფინანსურად ,ამ დღემდე ვერ გაუსაძლის და ვერ შეგუებულ დედამიწაზე.

არცერთი ჩვენგანის გადმოსვლა არ ჰგავდა ,1873 წელს ტუპინამბარად ბავშვების მდინარეში გაქცევას, თუმცა ეს ხომ მხოლოდ ესკიზი იყო მათთვის, ანუ არაფერი სასიხარულო ჩვენში, მე გადმოვიტანე “ლომი”, რომლის აწევა ალბათ ბევრს უცდია და გადაწონილა, სხვებმა დარჩენილი.
 
  მსხლის სუნი,მწვანებალახა, პირღიად დარჩენლი ჭა,ეზოში სამიოდე ბავშვი, რომლებიც ბურთს კენწლავენ და ერთი ორივეს იმას უმტკიცებს, რომ ამ სახლში უფრო მეტად გაიყვავილებს, ვიდრე სხვაგან, სხვის ეზოში.სახლი... რომელიც უნდა დაანგრიო, ვის უნდა დუნგრიო, საკუთარ თავს, იმისთვის ,რომ ორიოდ გროში აიღო? ეს არის სიყვარულით აშენებული? ამას ვერაფერი დაანგრევს?
სანამ ამას გავუძახი საკუთარ თავს , დანარჩენები ემზადებიან, ვინ ხელთათმას იცმევს ხელებზე, ვინ უროს იკავებს, ერთი კი ჩრდილს ეძებს, რომ მოიკალათოს, თავისი საკვოიაჟი ფეხებთან დაიდოს და ფიცრების სიგრძე, სიგანე ბოლოს დაითვალოს.

სახლის უკანა მხრიდან, აქამდე ჩვენთვის შეუმჩნეველი სამი პირობნება იხედება, რომლებიც დახეულ პერანგებში,მსგავსივე შარვლებით დგანად და ერთს დიდი ურო უჭირავს.ჩვენი უფროსი მახვილ თვალს, არაფერი რომ არ გამოეპარება, წამოდგა.
-დღე მშვიდობის თქვენ,პაპანაქების მინდოდა მეთქვა, რას აკეთებთ?
-რას ბატონო ჩემო და, დილიდანვე ვეჭიდებით ამ სახლს და ვერაფერი ვუყავით. კი ვიცოდით რომ მოხვიდოდით, მაგრამ...
-საქმეს წინ გვიგხებიდით? ოჰ, დაგენგრიათ ბარემ, ხომ არ წამოვდგებოდი ახლა, მაგრამ თქვენ არ ჩანხართ საქმე რომ იცოდეთ ისეთები, თქვენ უფრო ააგებთ სახლს, ბატონო.
-დიდი სახლია, საფუძველი მყარად აქვს, თორემ დანგრევას რა უნდა. კარი ხელი, უფრო სწორედ ურო და აფსუსს. იყო? არ არის!

გამოეცალეთ  აქაურობას, არა ისე, დიდი მადლობა, რომ რაღაც დაგვახვედრეთ, უდიდესსაც ვიტყოდით, სულ ბოლომდე რომ დაგენგრიათ, მაგრამ გვაცალეთ ახლა ჩვენ, სანამ აქ ვინმე არ მომკვდარა, თორემ ხომ ხედავთ, თქვენი მეგობარი იქით ეჭიდება სახლის იმ ერთ კუთხეს, საითკენაც მისი მეგობარი დგას და თან ჭაა. არა, მისი არაფერი ბრალი არაა, მეგობარო, მაგრამ ის რატომ დგას იქ? ჭაში რომ ჩავარდეს? ჰე , უფროსო, მილი,მილი. რად დამატოვებინე იქ?! -თქვა ირაკლიმ,ურო მაღლა, ზეციკსენ ასწია და სახლის კიბეები ერთი დარტყმით ჩამოანგრია.

მე იატაკიდან ლურსმნების აძრობას შევეჭიდე, სხვები უზარმაზარ მუხის მასალას ეჭიდებოდნენ.ასეთ დროს , ჩემი ყურადღება კუთხეებში გადადიოდა, სადაც შეიძლება დამალული ყოფილიყო საიდუმლო წერილი, ან, ამ მამასახლის სიყვარულის ამბავი, ან ღმერთმა უწყის, მონეტები, ამის წინ, ერთ სახლში, ეკატერინეს დროინდელი მონეტები აღმოვაჩინე. არქეოლოგიც ვარ.
სახლს სახურავი აქა-იქ შემორჩა, მზე კი ისევ აქაა, როგორც ჩვენში, ისე ამ სასწრაფოდ დასანგრევ სახლში,რამდენი საერთოა...
ვანგრევთ.
მოგვწყურდა, სიგარეტი უნდა ვაგემოთ სხეულს,ყველამ დავყარეთ იარაღები და ჩრილისკენ ავიღეთ გეზი.ჩვენი უფროსი, რომელიც მუშაობის პროცესში არც დაგვინახავს, დაგვხვდა ლავაშით, კიტრით, მარილით. ( ენა ჰქონდა მყრალი, თორემ შიმშილით ვისღა მოკლავდა)
ბავშვები ბურთს ისევ თამაშობენ მხიარულად, თან გვიყურებენ, ჩვენ კი ისევ, ჩვენი ოფლიანი სხეულით კიტრს ვუხრაშუნებთ.
-ღვინო რომ იყოს, უფ, სულ დქცეულები ყოფილან, თორემ, გადმოიტანოს მამასახლისმა ერთი ბოთლი, სახლს რომ ანგრევს, ფულს ღებულობს, არაფერი არ გამოვა კაცთაგან.-თქვა ჩვენმა უფროსმა და კიტრი ისე ჩაკბიჩა, კიტრის ნორჩი კაკლები ტუჩებიდან გადმოუცვივდა.

გზიდან მოდის კაცი, სუსტი და გალეული, რაღაცას მოათრევს ძლივს. როგორაც სახლს უახლოვდება, მით უფრო უმძიმს ნაბიჯების გადადგმა,ბავშვებიც ჩერდებიან და ბურთიც ხის ძირიდან ბავშვებს უყურებს.
-დღის სალამი თქვენ, -დებს ღვინის ბოცას და ხელაწეული გადის.

ჩამოვასხით. დავლიეთ. კაცზე ვიფიქრეთ და საქმეს შევუდექით.სახურავი ახდილია, მზეც გადაიხარა და დიდი საქმე მოლეული გვაქვს.შევჩერდეთ, მესმის ხმა, რა კარგი ღვინოა, დავლიოთ და თუ გინდა მეორე სახლიც მივაყოლოთ ზედვე, თქვა იმ სამთაგან ერთ-ერთმა, ცუდი ღვინო ვის გაუგია, ამ არის, ან არა- თქვა საბამ, რონელსაც მთელი დღე ხმა არ ამოუღია.

-ამ სიცხეში ღვინო კი არა... ირაკლი, რას აკეთებ მანდ, რას ეძებ შენ?
-ნახე ეს, მითხრა ირაკლიმ და ხელში სარკეში ჩასმული ქალის ძველი სურათი დამაკავა. -წარწერა აქვს უკან, ვკითხულობ.
        “ჩემო საყვარელო,შენ ახლა ომში ხარ და მე მის მერე ხესავით ვდგავარ, მე და ეს სახლი შემოვრჩით, სახლში სხვისი ბავშვები, სახლებს კი გეოგრაფია არ აქვთ. ჩვენს სახლში, საყვარელო, ჩაკეტილი საგნები ვართ ორივე. თუ კი, ახლა ვიღაც დგას მომლოდინე ხეების მსგავსად,ჩვენს ეზოში შეწყდეს ნგრევა.აქ ლურსმნები არ იჟანგება.
სახლი მაინც სახლია, თუ გინდ ქარმა აწიოს ცა. “

ირაკლი გარბოდა, მე კი მის გასწრებას ვცდილობდი.


არიან ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, ციცინათელებივით გვინათებენ წყვდიადს, სადაც ჩვენდაუნებურად აღმოვჩნდით და გვეგონა, ვერასდროს გამოვაღწევდით. ჩვენც მეორე სუნთქვა გვეხსნება და ცხოვრება მარტო იმიტომ გვიხარია, რომ ვიცით, როცა გავახსენდებით, გამოჩნდებიან და სიბნელეს ცოტა ხნით მაინც გაგვინათებენ, ველოდებით, გვნატრება, გვიხარია, რომ მოდის, გვგონია, ჩვენთან უხარია და იმიტომ მოდის, მერე ვეჩვევით, მერე გვიყვარდება, მერე ყველაფერს ვპატიობთ, ოღონდ არ წავიდეს, ოღონდ საყრდენი არ გამოგვეცალოს. მერე მიდიან და იმაზე წყვდიადში გვტოვებენ, ვიდრე ვიყავით, ყველაზე საშინელება კი იმის გაცნობიერებაა, რომ აღარასდროს აღარ მოვა, იმიტომ, რომ მისთვის არც მოსვლა ნიშნავდა არაფერს და არც წასვლა. ასეთ დროს ჯობია, იმაზე იფიქრო, ციცინათელები სამუდამოდ გადაშენდნენ შენი ცხოვრებიდან. არ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე გადაარჩინოს.
სოფო წულაია.

https://www.youtube.com/watch?v=gGV4hxhxW8o

გილოცავ დაბადების დღეს და....



1 2 3 ... 1474 1475 1476