|
აჩი, არ გინდა, გაფრთხილებ, -
დაუკრეფავში დახვალო!
რა ვქნა, მოვუხმო პატრულებს
თუ შენით, ნებით წახვალო?
მაშინ მეც წავალ, სვენება,
არც მე მაქწყენდა მგონია,
ნახეთ თამარა გაჩუმდა,
ვაი რა კარგი ფონია.

როი შენ სადღა გარბიხარ,
ჩემო ერთგულო მძახალო,
შენი კაცი არა ყოფილხარ,
აბა მითხარი რა ხარო? 
თამარ უთუოდ დაჩმორდი,
არ გვინდა "რიჟი" ბაზარი,
ჩემი ფსელისგან აშმორდი,
თუ ტუაელტის, ვაზალის? 
პეტრე მრავალგზის მოთხოვნის შედეგას გასწავლი მოხარხარე სმაილებს 
: ) ) ოღოონდ ერთად დაწერილი არის 
= ) ) ასევე ერთად არის 
აბა, წავიდა ხარხარი 
ნუთუ დასრულდა კაფია,
მეწყინა ძაან თქვენგანა,
წავედით გარეთ გავიდეთ,
აშენებულა ქვეყანა.. 
აჩი, "თამარა" შენხელებს
ცალ-ცალ ჯიბეში ისვამსო...
ვინც მე არ მომწონს, იცოდე,
შიშისგან ყველა იფსამსო!
არ მინდა ახლა "ბაზარი",
სტუმრად მივდივარ მალეო...
საღამოს მოვალ და მაშინ
ვთქვათ: "ალილო და ხვალეო!"
მე ვეტრფი მხოლოდ ლამზებს,
და მხოლოდ თამარ ბუკიას,
შეხედე როი რამხელა,
უშველებელი "ბუკი" აქვს.

ეხ რა კაცია ეგ დათა,
რომ უწერია ქაშიკა,
რავიცი პოეტს კი არ ჰგავს,
თევზია თანაც ქაფშია.

როი არ გვერჩის ბათუმლეს... 
პატხალიმს იწყებს დილიდან,
სად არის ჩვენი ლელაი,
სისხლი სდის ალბათ კბილიდან.
შენ სადღა წახველ ლელაო?
კაფიას უნდა შველაო!
მგონი თამარა წაუხტა,
კაფიობისთვის ნირიო,
წადი ისევე იხილე,
შენ რომ გგავს იგი ვირიო.

როი, არ ვერჩი არავის,
და მითუმეტეს - აჩისო...
ერთხელაც გითხარ, - ბათუმლებს
სახეს გინახავთ კაცისო...
მაქედან მყავდა ბაბუა,
ბათუმი მიყვარს ძალიან...
და თანაც, ასე პატარებს
"გეომოთ" - სამართალია?
ვის რა აბია მნიშვნელი,
დაუკარგია ამასა,
ქაშიკა უნდა ვაბრაზო,
და მივაჩხაპნი კამასა. 
ვირი ვიხილე გეთაყვა,
რატომღაც შენა გგავსაო,
რითმას აწვალებ მეც ვიზავ,
რითმისთვის ჩავწერ ნავსაო.
"ჭიაკოკონა"... "საიტი"...
რა საერთო აქვთ ამათ რო?
ორივეს თავზე ევლები?
თუ სიტყვით გინდა დამათრო?!
კლავიატურამ მიმტყუნა,
ასოებს ყლაპავს ასეო...
ამ ვირის სახეს შეხედე?
ხომ არვის მიამსგავსეო?
რას იზამ როი გავბაზრდი,
ქე წაგიყოლებ შენაო,
რითმას აგართმევ რითმაში,
უნდა ჩაგიგდო ენაო.
ვირუკა? კახელის თუ ისე,
რეებს საუბრობ გოგონა,
ეს საიტია სულელო,
გგონია ჭიაკოკონა? 
უიიი, წაშლილა ვირუკა,
თავიდან დავდებ, - ძნელია?
საულ ახალია ეს ფოტო,
შენ არ გეგონოს ძველია...
მაგრამ, ვირს ჭკუა ასწავლო,-
არც ისე სასურველია!
შენ კიდევ სიტყვას მარცვლებსა,
მოაკლებ ტემპში ჩაჯდესო,
მაგ ვირს გიჯობს რომ ჩააცვა,
ნუ დაამადლი ჩაჩებსო.
კაფია კარგი გცოდნია,
აჩი, ვერ ვიტყვი ძვირსაო...
მაგრამ, მხოლოდ შენ კი არა,
ჭკუას ვარიგებ ვირსაო...
არ გჯერა? - გეტყვი მსამართს:
ილუსტრაციებ ნახეო...
შეხედე, როგორ მისმენს და
რა ჭკვიანი აქვს სახეო?
პროტეზიანი ქალების,
რა მოგახსენო თამარა,
შენთვის ჯობია წახვიდე,
გაშალო შენი კამარა. 
ლელავ, ამდგარხარ, გეტყობა,
გაგიხელია თვალები!...
არა, რამ მოგაგონა ეს
"პროტეზიანი ქალები"?
ვიცი თამარა უცილოდ,
კაფია იცის მწველია,
არ მინდა რამე ვაკადრო,
მაგრამ რას ვიზავთ - გველია.
აჩი, "გაჭამა" ლელამა, -
სულ ახალგაზრდა ქალია...
მასთან კაფიას არ გირჩევ,
ამოღებული ხმალია!
ისე შეგყლაპავს, შენგანა
დარჩება მხოლოდ ძვალია!
ჭეშმარიტად!...
კარგი ლელა დეიდა, კაფია არ უნდა გეცყინოს
წავედი ახლაა, კარგია კაფიობა, შემდეგში გავაგრძელოთ
ქრისტე აღსდგა..
ვერ მააწყე მაგისაოოოოო!
კარგი მოვკაკვავ თითსაო,
პროტეზებს პატივს მივაგებ,
კაფიაში ხარ მაგარი,
მაგრამ ასაკით კი აგებ.
წადი აჩიავ წაბრძანდი
მიყვარხარ მიტო გაცილებ!
იცოდე არ მოგასვენებ,
ტყვის გკრავ სუ გაგაციებ!... 
|